ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ბაკურიანი ჩლუნგებისთვის

16 Comments


ვის რაში გაინტერესებთ, მაგრამ თუ მაინც გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ამ პოსტს ბაკურიანიდან ვწერ. სპონტანური გარდაწყვეტილების შედეგად, აზრზე ვერც მოვედი, ისე აღმოვჩნდი აქ. საერთოდ, მიყვარს დაუგეგმავი გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს მაშინ, როცა ინიციატივა ჩემგან მოდის. ნუ მოკლედ… ვეცდები, დღევანდელი პოსტი თეზისებად ჩამოვაყალიბო.

მაშ ასე, ჩემსავით ჩლუნგებო, ვინც თხილამურებზე ჯერ არ მდგარხართ:


  1. ბაკურიანში წასვლისას არ დაგავიწყდეთ თოვლის წამოღება. აქაც კი არის, მაგრამ გირჩევთ, თქვენი საყოფი მაინც წამოიღოთ. რა იცით, როდის ამოვა მზე და სიმწრით ნაცოდვილარ ფიფქებს როდის გაადნობს.
  2. წინასწარ შეემზადეთ იმისთვის, რომ დღეში 1 საათი თხილამურებზე სრიალის სწავლა 35-40 ლარი დაგიჯდებათ.
  3. თუ ტალახის მოჭარბებული რაოდენობა და მასში თავდავიწყებით მოსრიალე ბორანები გაგაკვირვებთ, ნუ გაკვირდებით. რა ხეირი რო 😉
  4. სასრიალო მდელოზე რომ არ აილეწოთ, ახლავე დაიმახსოვრეთ სიტყვა “სამკუთხედი”. თქვენი მასწავლებელი ყველაზე ხშირად ამ სიტყვას გაგიმეორებთ.
  5. სასრიალოს თავზე ამყვან საბაგიროს თუ რაღაცას ნუ გაუთამამდებით. მთავარია, სწორი “პოზა” დაუმუღამოთ და თხილამურები არ გაგექცეთ… თორე ისეთ შპაკატს მოხევთ, ცხვირს გატახუნებინებთ და გუთანივით გახნევინებთ თოვლს. ანუ, რაც მე გუშინ დამემართა. თვითკამასუტრას ახალი და აქამდე უცნობი პოზები გამაკეთებინა… (მაინც გამექცა ენა :P)
  6. თუკი საბაგიროზე ასვლისას (ჩვეულებრივად მისრიალებთ წელში გასწორებული, ფეხებს შორის რკინის მილი გაქვთ ამოდებული, რომელიც ტროსზეა ჩამოკიდებული. მას აყავხართ) თხილამურები მაინც ვერ დაიმორჩილეთ და შპაკატისათვის ხართ განწირული, მილს ხელი გაუშვით და თოვლში გაწექით. თქვენს უკან თქვენი მასწავლებელი მოვა და ის წამოგაყენებთ. თუ მასწავლებელი არ აგიყვანიათ, მეყოლეთ ვარდივით 😛
  7. არაფერ ზემოთ ნათქვამისა არ შეგეშინდეთ. არც იმის გაგიტყდეთ, რომ ხოლმე-ხოლმე დაეცემით. დაიმახსოვრეთ: კარგი მოთხილამურე ისაა, ვინც თავის დროზე ბევრჯერ დაცემულაო (ავტ. შენიშვნა). შეირგეთ ის, რაც გამოგდით, ნუ იჩქარებთ, ნუ გადაირევით და მეორე დღეს უფრო სიამოვნებით ისრიალებთ 😉

პატარა თვითგამოცდილება: გუშინ, პირველ დღეს, საშინლად დავიღალე. ისე, რომ ვერც კი დავიძინე წესიერად. დღეს კი მოსალოდნელზე გაცილებით უკეთ ვისრიალე, სულ ორჯერ და ისიც მსუბუქად დავეცი და შედარებით ნორმალურადაც დავეშვი დაღმართზე. თხილამურებით სრიალისაგან პირველად მივიღე სიამოვნება. ძველით ახალ წელს აქ შევხვდები და 2 დღეში ისევ ქუთაისში წავალ.

აბა ჰე და აბა ჰო, ბედნიერი ახალი წელიო 🙂

Advertisements

16 thoughts on “ბაკურიანი ჩლუნგებისთვის

  1. ბაკურიანში თოვლი არაა? :დორბლი: O_o

  2. haha eg samkutxedi gadatargmnilia sityvisgan – plugi 😀
    lol
    xoda isa sad ar var 😀 iseti sakaifod vascavli dgomas rom chemi moscavleebi shxuil shxuilit dadian gudaurshi 😀 hoda isa magaria txilamurebi magrad miyvars mara nu talaxshi gadazelil tovlshi sriali kai araa namdvilad!

    good luck zure

  3. აუუ მეც სუ სამკუტხედს მიმეორებდა ხოლმე : )) ჰაჰა : )))))

    და ცალი ფეხი იქით მიდიოდა, ცალი იქით ვერ ვიმორჩილებდი ხოლმე : ))) ეხა კიდე კაი დავამუღამე, კარგად ვისწავლე სრიალი , მაგრამ თუ სწრაფად წამოვედი მაინც ვეცემი ხოლმე , წონასწორობას თუ ვეღარ ვინარჩუნებ : d
    აუ კაია ბაკურიანი : ( მინდა მეც… იმედია მალე წავალ : ((

    ისე როგორი ამინდებია?

    • არ ყინავს, არ თოვს, მზეა, ტალახია… 🙂
      დღეს ცოტა აცივდა და სულით და გულით თოვლს ელოდებიან, მაგრამ მე ხვალ მოვდივარ და ახლა რაც უნდათ, ის ქნან 😀
      ამბობენ, რომ შუა ზამთარში ასეთი ბაკურიანი ჯერ არ ახსოვთ.

  4. 1. როდის იყო ბაკურიანში თოვლი საჭირო დროს მოდიოდა.
    2. მე რომ ვისწავლე მაქსიმუმ 15 ლარი ღირდა. იმდენი ხანია არ მისრიალია მგონი სულ დამავიწყდა 😦
    3. ტალახის მოჭარბებული რაოდენობა არ ქვია მაგას. ტალახს რამე სპორტი რომ უკავშირდებოდეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენთან ჩადარდებოდა.
    4. სამკუთხედზე მეტად მეუბნებოდა,მარჯვენა ფეხი გაასწორეო.
    5. საბაგიროს მალე ავუღე ალღო. არც გადმოვვარდნილვარ, არც შიგ გავხლართულვარ. სრიალზე მეტად მგონი საბაგიროთო ასვლა უფრო მომწონდა, თავიდან.
    6. საბაგიროდან დროზე გადმოსვლა მავიწყდებოდა ხოლმე მაგრამ მალე მივეჩვიე.
    7. რა დეტალური კომენტარი დავწერე. მგონი არ იყო საჭირო ასე დაკონკრეტება. ნოსტალგიის ბრალია ალბათ :||

    წარმატებებიი და თაბაშირის გარეშე დაბრუნდი :))

  5. კარგად მახალისე და ბაკურიანიც მომანდომეეეეე….

  6. 25ianebze euflebi srials Tu platoze?

  7. ეჰ, ბიგელი (ფეხებს შორის ამოდებული რკინის მილი) ჩემი ტკივილია. ამიტომაც ბიგელიან ტრასებზე არ ვსრიალებ. ყოველ ჯერზე ვიჩაჩხებოდი და მთელი ბაკურიანი მეხმარებოდა წამოდგომაში.
    პოსტის სათაურმა დაგლიჯა. შავ-ყვითელი წიგნი გამახსენდა ”… for dummies.”

  8. :)))))))))) ანუ ის რაც მე მელის :)))) მაგარი იყო :))

  9. თვითკამასუტრას ახალი და აქამდე უცნობი პოზები გამაკეთებინა…

    ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ : ))))))))))))))))

  10. პლუგი შეიძლება გადაგეხლართოს, მაგასაც უნდა მიაქციო ყურადღება, თორემ შპაკატს არა, მაგრამ კაი ფეხების დამტვრევას ვერ გადაურჩები :))

  11. txilamurebze ara tu mdgarvar, arc chamicvams tu gamiketebia (rogor amboben xolme? 😀 )….. 😀
    cigit var chamosrialebuli,imaze odnav dablidan sadac “txilamurebianebi” adian xolme….dzalian magari shegrdzneba iyo (lamis davilewe)….bolo etapze, gacherebisas ise movuxvie amovyiravdi,tumca girda amad….ise ki minda txilamurebic vcado….magaria… 🙂

  12. გამოხმაურება: “რაღაცნაირი” ბორჯომ-ბაკურიანი (ფოტოკოლაჟი) « ZURRIUSS

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s