ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ფოტოკოლაჟი: რკინაბეტონის “ტიტანიკი”

21 Comments


მივუახლოვდი და დავინახე გადაქცეული, შუაზე გადამსხვრეული, მოთხრილი და მკვდარი ნაგებობა, რომელიც ძალიან ჰგავდა “ტიტანიკს”…

“ტიტანიკი” ჩემი ოცნების გემი იყო და მუდამ ასე დარჩება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2013 წლისათვის გემი ნელ-ნელა გაიხსნება მლაშე წყალში და ჟანგის მასად გარდაიქმნება. ამ დროისათვის არც რკინაბეტონის “ტიტანიკისგან” დარჩება რაიმე, რაც მის არსებობას მოგვაგონებს. თითქოს არც ერთი არსებულა და არც მეორე. ჩემი განცდით, ეს დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი ახლობლის გახსენებას ჰგავს. იმდენი ხანია არ გინახავს, გულის სიღრმეში ეჭვი გეპარება, რომ ოდესმე იგი არსებობდა. რკინაბეტონის “ტიტანიკს” 2012 წლამდე გააქრობენ.

ამ ადილზე 2012 წელს ქუთაისში ახალი პარლამენტის შენობა იქნება.  მგონი, ასეთი ორიგინალური საკანონმდებლო ორგანოს შენობით ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. ერთი პატარა პრობლემაა გადასაწყვეტი, რომელსაც 2012 ჰქვია და თუ ესეც მოვაგვარეთ, ქუთაისის ავტოქარხნის ხრუშოვკების ფანჯრებიდან ასეთი სილუეტი გადაიშლება.

შენობის სახურავიდან გადმოწოლილი დაღმართი თავდაპირველად სასრიალო მეგონა. ისე კი ლამაზია. უფრო სწორედ, ორიგინალური

ნაგებობა მომეწონა, ოღონდ რა კავშირი აქვს მის იერსახეს საკანონმდებლო ორგანოსთან, ჯერ ვერ დავადგინე.

ასე მოეღება ბოლო მონუმენტს, რომელიც, ალბათ, ქუთაისში ბევრს არ ჰყვარებია, მაგრამ არც მის დანგრევაზე ჰქონია პრეტენზია. მეტსაც გეტყვით, დიდების მემორიალი რა იყო, ბევრი ვერ გიპასუხებდათ. ეს ჯმუხი და რუხი მონუმენტი, თითქოს, სულ არსებობდა და ხალხისთვის იგი, უბრალოდ, ადვილად დასამახსოვრებელი ორიენტირი იყო. “იქ, მემორიალთან…” ან “მემორიალს რომ გასცდები…” ამ ტერმინებს, ალბათ, “პარლამენტი” ჩაანაცვლებს.

მაშ ასე, რკინაბეტონის “ტიტანიკი” 1982-2009…

მონუმენტი, როგორც ცნობილია, 1982 წელს გაიხსნა. არქიტექტორი ო. კალანდარიშვილილ, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი. საბჭოთა კავშირის ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად მემორიალი ქუთაისში დადგეს. ეს არის სივრცითი კომპოზიცია თავისი დრამატურგიული სვლებით, რომლებიც ბრინჯაოს მასიურ რელიეფებზეა გამოხატული. ქართული სულისა და მისი მებრძოლი ხასიათის აღმნიშვნელი სიმბოლოების წინ, უშუალოდ კონსტრუქციის პირდაპირ, ცხენზე ამხედრებული შიშველი ჭაბუკი დგას. ეს ახალგაზრდა საქართველოს მომავალია, რომელიც წინ მიიჭრება და თავის სამშობლოს თავისუფალ, მებრძოლ ბუნებას განასახიერებს.

42-მეტრიანი კონსტრუქცია თავდაპირველად ასეთი იყო. ფაშიზმზე გამარჯვების ტრიუმფალური თაღი და წინ თავისუფლებისათვის მებრძოლი ჭაბუკი მანათობელი ხმლით ხელში.

თუ კარგად დააკვირდებით, ვერც ერთ საბჭოთა სიმბოლოს ვერ ნახავთ. ძეგლი ქართული ორნამენტებითაა გაფორმებული. შესაბამისად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორმა ამით არა საბჭოთა კავშირის, არამედ საქართველოს დიდება ასახა. ამასთან ერთად, სამამულო ომის დასრულებიდან რაღა 37 წლის დაგვიანებით აღმართავდნენ კომუნისტების უძლეველობის სიმბოლოს? ცოტა ადრე ვერ იზამდნენ ამას?

ყოველივე ამაზე ახლახან დავფიქრდი, როცა მერაბ ბერძენიშვილის ნამუშევრების ალბომი გადავათვალიერე. არ დავმალავ, რომ დიდების თუ გამარჯვების მემორიალი ახლა უფრო დასაფასებელია ჩემთვის, როცა ოკეანის ფსკერზე გართხმული ლაინერივით ასვენია მიწაყრილზე. ეს, ალბათ, სინანულის ბრალია. დაუფასებელი ნაგებობის დაკარგვის სინანულისა. თან რამხელა დრამატიზმია, როდესაც დიდების მემორიალს გარდაცვლილსა და დაბზარულს ხედავ. ხედავ მის უსულო გვამს.

რამდენიმე წლის წინ მემორიალიდან ქართველი დედის სიმბოლო გაქრა. ამბობენ, მოიპარესო.

2009 წლის ბოლოს კი დაიწყო მთლიანად კონსტრუქციის რღვევა. რა თქმა უნდა, ჯერ ბრინჯაო მოაშორეს.

…შემდეგი კადრები, ალბათ, ყველას გვახსოვს…

მაშინ, როცა ვიღაცას ლიკა უყვარს…

… რკინაბეტონის “ტიტანიკი” საკუთარი თავის სამარედ ქცეულა. პარადოქსია, რომ ორივეს დაღუპვას მსხვერპლი მოჰყვა

ესეც გემის ცხვირი

გემის კორპუსი

ასე გამოიყურება ეს ადგილი ახლა

ესეც გემბანი. სხვათა შორის, აქ ის საერთო ბინები ჩანს, რომელთა მიმართულებითაც აფეთქებისას გადასროლილმა ბეტონის ნამსხვრევებმა დედა-შვილი იმსხვერპლა

გემის კიჩო მიწაყრილზე დანარცხების შედეგად გატყდა

ბონუს…

მიწაყრილზე დასვენებულ რკინაბეტონის “ტიტანიკს” სურათები ისე გადავუღე, არავის გაუპროტესტებია. მონუმენტს ნელ-ნელა, საგულდაგულოდ შლიან. ვატყობ, ეს არც ისე იოლი საქმეა. როცა მახსენდება, თუ რამდენი ხანი დასჭირდათ “ანდროპოვის ყურების” მოსამტვრევად, ვფიქრობ, ახალი პარლამენტის ასაშენებლად 2012 წლამდე არც ისე დიდი დრო ექნებათ. დაჩქარებული წესით აგებულ შენობებს კი საქართველოში კარგი ბედი არ ეწევათ ხოლმე.

ესეც მოგზაურობის შედეგი…

Advertisements

21 thoughts on “ფოტოკოლაჟი: რკინაბეტონის “ტიტანიკი”

  1. ბოლო პოსტი მეც ტიტანიკზე მაქვს 😦

  2. Zalian magari iyo…. am temastan dakavshirebit ertaderti statiaa romelic martla momewona :*

  3. am statiis wakitxvis shemdeg martla guli damwda da ufro vandalizmad momechvena es qmedeba(rom agaraferi vtqvat ori udanashaulo adamianis dagupvaze)

  4. მოკლედ მაგარი ხარ, საინტერესო სტატია, საინტერესო სურათებით….წარმატებები 🙂

  5. ლოლ, უცნაური რაღაც მომხვდა თვალთ: ნაგებობა მომეწონაო.. მართლა მოგეწონა? სერიოზულად? :გაკვირვება სმაილი წორდში როგორაა არვიცი და:
    იქნებ ხუმრობ, რავიცი, არ მინდა შემეშალოს რამე…. რა აქვს მოსაწონი, არასერიოზული ნაგებობა იქნება ეგ პარლამენტის შენობა + სირცხვილიც.. ოღმ

  6. აი ეს მესმის :დ
    სურათები იყო ძაან მაგარი და ძაან მაგარი შედარება ტიტანიკთან. მართლა გემს მივამსგავსე რაღაცნაირად :))
    და რაც მთავარია საინტერესო და რაღაცას რო გაიგებ ისეთი :ო
    არ ჯობია ეხა ეს პირად ცხოვრებას? :)))) :*
    და კიდე მაგარი ხარ რო არ გეზარება ბლოგისთვის ასე ბოდიალი :*

  7. მომეწონა პოსტი – ინფორმაციულად… 🙂

    მომეწონა – ფოტოები… 🙂

    მომეწონა – შედარება… 🙂

    მე მომწონდა – ,,დიდების მემორიალი” 😦

  8. მდაააა სად ეგ შენობა და სად პარლამენტი, საერთოდ არ იწვევს საკანონმდებლო ორგანოს ასოციაციის მაგვარ ემოციურ გაფართხალებას 😦

  9. vtvli rom bevri gadmonashti warsulidan unda ubralod gaqres. mesmis kargia warsuli, istoriac kargi ramea da aucilebelic tundac imistvis rom icode sad iyavi da sadamde mixvedi. ra shegezlo da ra shegizlia magram xelovnebis nimushebis ganadgureba didad ar momcons. yvela aseti monumenti da memoriali zalian lamaz detalebs inaxavs xolme xoda tundac is brinjaos nacilebi rac hqonda zalian lamazad momechvena da damenana gasanadgureblad.

    ise posti sasiamovno iyo, fotoebi da shedareba gasaxalisebeli da cotati damtrgunveli .
    sabolood daskvna asetia istoriisatvis aucilebeli chanacer zalian sasiamovnod giceria : )

  10. ბოლო პერიოდში მომწონს შენი პოსტები… რატო არ ვიცი?
    უფრო სწორად, ვიცი, კარგად წერ, რაც სასიამოვნო წასაკიტხი ხდება + კარგი ფოტო და ვიდეო მასალა გიდევს, რაც ყოველთვის სასრგებლოა პოსტვისთვის/ბლოგისთვის..

    არ დავმალავ, რომ დიდების თუ გამარჯვების მემორიალი ახლა უფრო დასაფასებელია ჩემთვის, როცა ოკეანის ფსკერზე გართხმული ლაინერივით ასვენია მიწაყრილზე. ეს, ალბათ, სინანულის ბრალია. დაუფასებელი ნაგებობის დაკარგვის სინანულისა.

    ეგ ეგრეა, ადამიანები სხვებს მისი სივკდილის შემდეგ ვაფასებთ ხოლმე. როგორც ჩანს ეს მხოლოდ ადამიანებზე არაა, და შენობებზეც და ისტორიულ ნაგებობსა თუ სხვრამეზეც ანალოგიურად მოქმედებს.

    • ჰო, მეც მაგას მივხვდი. ყველაფერი წარსული, წართმეული და განადგურებული გვიყვარს, რადგან მათი დატირების მეტი არ დაგვრჩენია.
      იქნებ, ამიტომაც დავკარგეთ აფხაზეთი? :ო

  11. “თუ კარგად დააკვირდებით, ვერც ერთ საბჭოთა სიმბოლოს ვერ ნახავთ.” – ზურა, ეს ფრაზა უნდა გაგებოლდებინა და მერე შუბლზე მიგეკრა (ამაში სიამოვნებით მოგეხმარები) იმისთვის, ვისაც მეორე მსოფლიო ომის სიმბოლოები კომუნისტური და საბჭოთა ჰგონია 😐

    დაჟანგებული ტიტანიკის სურათზე გამაჟრჟოლა და იცი რა გამახსენდა? მაშინ, 1912-ში და ახლა 2009-შიც რომ სრულიად უდანაშაულო, ღარიბი და საცოდავი ხალხი იღუპება და პირველი კლასის მგზავრები ყოველთვის გადარჩებიან.

  12. ძალიან მივამსგავსე გემს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s