ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

2009 წლის მსოფლიოს ყველაზე ფეიერვრკული ფეიერვრკები

2 Comments


მას შემდეგ, რაც 1264 წელსს ჩინელებმა ერთ-ერთი პირველი ფეიერვერკი გაისროლეს, ხალხს ამ ფერადი სტიქიის მოთვინიერება სწადია. თითქმის 800 წელია, რაც ცეცხლის ეს ხელოვნური ნაირსახეობა იხვეწება, ვითარდება და გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენს. დღესდღეობით ფეიერვერკის რამდენიმე სახეობა არსებობს, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებული ე.წ. ცეცხლოვანი ბურთია. აი, ის, დამრგვალებული ზღარბის ფორმა რომ აქვს 🙂

ფეიერვერკს თავდაპირველად სპირიტუალური დანიშნულება ჰქონდა, თუმცა რაც დრო გადიოდა, იგი უფრო და უფრო საზეიმო დატვირთვას იძენდა. სწორედ ამ საზეიმო მნიშვნელობას უნდა დავაბრალოტ ის, რომ, როდესაც “ტიტანიკი” იძირებოდა, გამვლელმა გემმა მას ყურადღება არ მიაქცია: “ტიტანიკზე” სასიგნალო ფეიერვერკებს ისროდნენ შველის სათხოვნელად, მეზობელი გემის კაპიტანმა კი ჩათვალა, რომ იქ ქეიფი და დროსტარება იყო.

ფეიერვრკი ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი ბომბი, რომელშაც ფერადი მინარევები აქვს დამატებული. მისი სწორად დამზადება და გნლაგება, ასევე უსაფრტხო მანძილის გათვლა, ყველაზე სპასუხისმგებლოა. ხელნაკეთი ბომბების არსენალი, რომლებიც ზუსტად განსაზგვრულ ადგილას ზუსტად განსაზგვრული ტანმიმდერობით არის დალაგებული, საბოლოო ჯამში, იმ ეიფორიას ქმნის, რომელიც ამ ვიდეოებზეა გადმოცემული.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა 2009 წლის მსოფლიოს ყველაზე ფეიერვერკული ფეიერვერკები 😉

Advertisements

2 thoughts on “2009 წლის მსოფლიოს ყველაზე ფეიერვრკული ფეიერვრკები

  1. ძლიან მიყვარს, გასაოცარ ხასიათზე მაყენებს ხოლმე, მითუმეტეს ახალ წელს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s