ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

საშობაო საჩუქარი ჩემგან

12 Comments


ყველას გილოცავთ შობას, ამ ბედნიერ დღესასწაულს!

ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისათვის შობა 7 იანვარს მოდის, მაგრამ ისე მივეჩვიე კათოლიკურ შობას, რომ ეს დღეც მიხარია. რა თქმა უნდა, სხვანაირად. ეს შობა ჩემთვის ეროვნული დღესასწაულია, მეგობრობის, საჩუქრებისა და კეთილი სურვილების ზეიმი. ამ დღესასწაულის განცდა, რა თქმა უნდა, Home Alone–მ ჩამინერგა.

ალბათ, გავა დრო და ჩემი შვილები და მათი შემდგომი თაობა სათანადოდ აღარ დააფასებს ამ ფილმს, რომელზეც მე აღვიზარდე. ასეა, მე ვერ ვაფასებ იმ ფილმებს, რომლებსაც ჩემი უფროსი თაობა აღმერთებს. მაგალითად, მამაჩემი შეყვარებულია “შესანიშნავ შვიდეულზე” და ზეპირად იცის მისი ყველა მომენტი. მე კი “მარტო სახლში” მიყვარს, მაგრამ ალბათ, მომავალ, კიბერნეტიკულ თაობას უკვე ნაკლებად დააინტერესებს და მიიზიდავს ასეთი ჟანრის ფილმები. ეს კი არა და, ჩემს პატარა ბიძაშვილს (დღეს 4–ის გახდა) სულ რობოტები, სპაიდერმენი და სუპერმენი აკერია პირზე. იშვიათად ახსენებს ხოლმე წიქარას…

საუბრის თემა რომ არ გამექცეს, ისევ საჩუქარს და შობას დავუბრუნდები. საჩუქარი, რა თქმა უნდა, ვირტუალურია. აბა ფულს და მატერიალურს აქეთ ვიჩუქებდი სიამოვნებით 😛  ეს კონცერტი პირველად 2005 წლის საახალწლო დღეებში ვნახე. თუ არ ვცდები, 1 იანვარს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ლეგენდარული “სამი ტენორი” საშობაო სიმღერებს იმღერებდა. მართლაც, ყველაზე ცნობილი, საყვარელი და სიხარულისმომგვრელი რეპერტუარი წარმოადგინეს.

კარგად მახსოვს ის საღამო. იმ პერიოდში ყველაფერს, რაც კი მომეწონებოდა, ვიდეოკასეტაზე ვიწერდი და შნურების გადაერთება–გადმოერთებაში გაწაფული ვიყავი. როგორც კი კონცერტის სათაური The Three Tenors Christmas გამოჩნდა, ზუსტად მაშინ დავაჭირე Record Video–ს… ეს იყო “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”.

სხვათა შორის, ზუსტად იმ საღამოს გადიოდა “შაბათის შოუ” პირველად. სულ სულ პირველი სკეტჩები იყო. რა თქმა უნდა, ვინ მაცლიდა ჩემს გემოზე კონცერტის ყურებას! ყოველ რეკლამაზე მიჩიჩინებდნენ, გადართე, გადართეო. მოკლედ, ეს კონცერტი იმ ღამით სიმწრით ჩავიწერე. 2–3 სიმღერაც სწორედ ამიტომ გამომრჩა. მიუხედავად ყველაფრისა, ხოსე კარერასის, პლასიდო დომიგნოსა და ლუჩანო პავაროტის ეს კონცერტი ჩემთვის ერთ–ერთ ყველაზე ძვირფას ვიდეოდ იქცა.

რამდენიმე ხნის წინ იგი ინტერნეტშიც აღმოვაჩინე. ჰოდა არ დავიზარებ და ამ სიხარულს თქვენც გაჩუქებთ. ვისაც საშობაო სიმღერები გიყვართ, თქვენს წინაშეა მსოფლიოს საუკეთესო ხმების მიერ შესრულებული კრებული. ყოველი შემთხვევისათვის, რეპერტუარიც დავდე 🙂

1. White Christmas
2. Let It Snow
3. Oh Tannenbaum
4. Ay! Para Navidad
5. Tu Scendi dalle Stelle
6. Carol of the Drum (The Little Drummer Boy)
7. Ave Maria, Dolce Maria
8. Wiegenlied I
9. Jingle Bells
10. Children of Christmas
11. La Virgen Lava Pa?ales
12. I’ll Be Home for Christmas
13. Adeste Fideles
14. Cantique de Noel (O Holy Night)
15. Amazing Grace
16. Feliz Navidad
17. Silent Night
18. Pregar?a (El Can de L’?nima a La Verge)
19. Winter Wonderland
20. Wiegenlied II
21. Sleigh Ride
22. Susani
23. Un Nuevo Siglo
24. Dormi O Bambino
25. Happy Christmas/War is Over

აი, თვითონ კონცერტიც.

მე კი ბედნიერ შობა–ახალ წელს გისურვებთ. არა, მანამდეც კი დავპოსტავ, მაგრამ მოლოცვას წინ რა უდგას 🙂

Advertisements

12 thoughts on “საშობაო საჩუქარი ჩემგან

  1. au es simgerebi mec maqvs mosmenili saidangac gachita mgoni bizachemma tu ar vcdebi ❤ umagresiiiaaa ❤

  2. ეხლა ვფიქრობდი რას მოვუსმინოთქო 🙂 ხო მარტო სახლში მეც გადმოსაქაჩი მაქვს თორე რაღაც განწყობას ვერ ვგრძნობ არ მიხარია 🙂

  3. ეხლა ვუსმენ 🙂
    მადლობა საჩუქრისათვის 🙂 🙂

  4. აუ შენ გაიხარეეეე, შენმა მარჟვენამ იხაროს და იდღეგრძელოოოს :))))) ხუმრობა იქეთ იყოს და მე პირადად მართალა ძალიან გამიხარდა 🙂

  5. zurriuss, ძალიან დიდი მადლობა – მშვენიერი საშობაო (თუ საახალწლო) საჩუქარია 🙂

  6. ზურაააა 🙂 რამდენჯერ გვაქვს ერთდ ნაყურები გახსოვს ?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s