ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

The Box

18 Comments


კემერონ დიასი, ჯეიმს მარსდენი და ფრენკ ლანჯელა

შემეშინდა. დამაინტერესა. მომეწონა. გავამართლე.

დიახ, მე გავამართლე ის სისასტიკე, რაც ამ ფილმში ხდება. მიუხედავ იმისა, რომ მოთხრობილი ამბავი სრული ფარსია, ეს არ უშლის ადამიანთა ბუნების ბნელი მხარის წარმოჩენას. საკითხი ასეა დასმული:

დააჭერ ხელს წითელ ღილაკს და შენთვის სრულიად უცნობი ადამიანი მოკვდება. საამისოდ კი გადმოგეცემა 1 მილიონი დოლარი.

ყველა უბედურება სწორედ იმ უბედურების გამოაშკარავებიდან იწყება, რომ ადამიანს სხვისი უბედურება უბედურებად არ მიაჩნია. ეს ფაქტი ქმნის მოვლენათა ჯაჭვს, რომლის ბოლოც, რა თქმა უნდა, სიკვდილია.

ფილმი გათვლილია ადამიანების ეკრანთან “დაბმაზე”, თვალების გაფართოებასა და შიშზე. ორჯერ მეც წამოვხტი ადგილიადნ, ოღონდ ეგ ფილმის ხმაურიანი საუნდტრეკის უეცარი დაწყების ბრალი იყო.  ესეც, რა თქმა უნდა, ერთ–ერთი იაფფასიანი “ფიშკაა”. ასევე არ უნდა შეგაშინოთ ფილმის ერთ–ერთი პერსონაჟის, არლინგტონ სტიუარტის გარეგნობამ, რომელიც იმას გამოხატავს, რასაც პირველივე შეხედვიდან იგრძნობთ. მაგრამ ეს შთაბეჭდილება ნელ–ნეა გაგინელდებათ, თუკი კარგად დააკვირდებით.

მისტერ სტიუარტი აწარმოებს დაკვირვებას. თავისი ზებუნებრივი შესაძლებლობების წყალობითა და სასტიკი მეთოდით იგი ამტკიცებს, რომ ადამიანთა მოდგმა ბოროტების მონაა. რომ ადამიანს სხვისი მოკვლა არაფრად მიაჩნია, თუკი არ იცნობს მას და არც უნახავს იგი. ეს უკვე აღარ არის ფილმი. ეს შესაძლო რეალობაა.

ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ თუკი The box მართლაც მოხდება, ბევრი ჩვენგანი დაუფიქრებლად დააწვება წითელ ღილაკს და დამშვიდებული, არა, ოდნავ აფორიაქებული გაიმართლებს თავს, რომ უცხო ადამიანის სიკვდილი ისედაც ჩვეული მოვლენაა მსოფლიოში.

ვისაც ფილმის ნახვა გსურთ, ეს Avoe.Ge–ს ლინკია, ეს კი Gol.Ge–ს .

Advertisements

18 thoughts on “The Box

  1. ზურიუს, ამ პოსტით ადამიანი ცხოვლად გამოიყვანე… შენ რა, ფილმშიც ასეა, მაგრამ ვინც ამას დაიჯერებს, კიდევ უფრო ცხოველი იქნება. აბა, თავისუფალი ნება და აზროვნება საერთოდ რისთვის გვინდა? დავაჭიროთ ღილაკებს და ვხოცოთ ხალხი 😐

    • მე აღვწერე ის, რაც ფილმშია. ხოლო თუ ადამიანები ცხოვრებაზე წარმოდგენას მხოლოდ ჩემი პოსტით იქმნიან, მაში უფრო პასუხისმგებლიანი გავხდები 😐

  2. სტატუსად მედო ეს ტექსტი FB-ში და უმრავლესობამ დააჭირა… 😦

    • FB კიდევ გაშუალებული ურთიერთობაა. ხოლო როდესაც სახლში, ცხვირწინ გიდევს ეგეტი ყუთი, წესით, მაშინ უფრო უნდა დაფიქრდე, მაგრამ ფილმში შედეგი მაინც რთია.

  3. ყურების სურვილი არ მაქვს 😐

  4. მე არ დავაჭერდი :ანგელოზი:

    მართლა 😐

    • კარგია, ასე გადაჭრით რომ ამბობ ამას. თუმცა ფილმში ცოლ–ქმარმა რამდენიმე წამში დაკარგა ყველაფერი: ქმარმა სამსახური, ცოლმა ოპერაციის შანსი (ცალი ფეხით კოჭლია და ტერფზე მხოლოდ ერთი თითი შერჩა).
      ცდუნება დიდია: არაფრისგან მილიონი.
      😐

  5. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ყველა შემთხვევაში ქალმა დააჭირა

  6. satana xar , ise giweria aq yvelaferi rom jer qvemoT chamovedi gadmoceras davachire da mere chavikitxe naceri bolomde!
    ai vuyureb damere getyvit gilaki ar gilaki tfu ki arada davacher ar davacher 😀

  7. რა გინდოდა ზურა რას გამაღვიძე ფილმის ჩვენებისას ჩემთვის გემრიელად ვხვრინავდი :). კომენტარებიდან გამომდინარე მეც მომინდა ფილმის შესახებ დაწერა ვნახო ერთი რას აღვიდგენ და მერე რას დავწერ.

    • ის არ დაგავიწყდეს, რომ შენ წამიყვანე მაგის საყურებლად და იმასაც გაგახსენებ, რომ ნახევარი ფილმი დახუჭული თვალებით ნახე 🙂 🙂 🙂

  8. davacherdi da ragac sascaulad damevasa filmi 😀
    magari mobilizebuliviyavi imena tvali ar momishorebia ekranistvis 🙂
    zalian magaria. dialogebi da sityvebis tamashia magrad zalian ❤

  9. VNAXE ES PILMI,DZALIAN MOMEWONA… PULIS GULISTVIS RAS AR AKETEBS ADAMIANI,DA AMIS PARARELURAD KIDEV RA AR XDEBA,SAMWUXAROD

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s