ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ფოტოგამოცანა: ვინ/რა?

20 Comments


ინტელექტუალური თამაშები ძაალიან მიყვარს, მაგრამ აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვითამაშე. ამიტომ ვცდილობ, ჩემი ჭია გავახარო და კიდევ ერთი ფოტოგამოცანა შემოგთავაზოთ. მაშ ასე:

1. რა არის სურათზე გამოსახული?

2. აივნების ასეთი განლაგება ხელს უწყობს, ამ ნაგებობას სიმაღლის შიშით დაავადებულებიც ეწვიონ, ვინაიდან ვერც ერთი აივნიდან ვერ დაინახავთ მთლიან სიმაღლეს. რა დაწესებულებაში დასჭირდათ ასეთი გადაწყვეტილება?

3. რა არის ეს: ტბა, ზღვა, მარილის უდაბნო თუ ჩრდილოეთ პოლუსზე თოვლის დნობა?

4. რა დაწესებულება უნდა იყოს ეს? გაითვალისწინეთ, რომ იგი მე–18 საუკუნეში აიგო.

5. ვისი გამოსახულება აკლია ამ მონუმენტს?

Advertisements

20 thoughts on “ფოტოგამოცანა: ვინ/რა?

  1. 1. მეტრო
    2. სასტუმრო
    3. მარილის საბადო..

    4–5 არ ვიცი )

  2. ჰმ, კარგი იდეააა 😉

  3. მეოთხე არ ვიცი, მაგრამ მეხუთეს სტალინი აკლია, სამო სობოი 😉

    ჰო, პირველიც გამოვიცანი მაშინვე…
    დანარჩენები არ ვიცი და… არც მაინტერესებს, რა ვქნა, სადაც ადამიანები არ ჩანან, არ მიყვარს ისეთი ფოტოები.

  4. 1. მეტროსადგური (სავარაუდოდ, მოსკოვი)
    2. 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბურჯ ალ-არაბი
    3. მარილის უდაბნო/ტბის ნარჩენები ბოლივიაში
    4. ???
    5. სტალინი

  5. პირველზე მატარებელიც ჩანს
    მეორეზე რომ სასტუმროა სულ შესწავლილი მაქვს
    მეხუთეს რად უნდა ფიქრი
    მეოთხე არ ვიცი
    და მესამე რა მაგარი რაღაცაა :O

    • ასეც ვიცოდი. წინაზე რომ რთულები დავდე, არავინ დააკომენტარა 🙂
      მეოთხესთან დაკავშირებით კი ერთ პოსტს დავწერ და კარგად გაგაცნობთ, რაც არის 😉

  6. მეოთხე ფოტოზე რატომღაც აბანო ვიფიქრე პირველი შეხედვისას, რატომ არ ვიცი : D ეხლა რომ ვუყურებ, რაღაც ის მგონია, რომ ახვალ და იქიდან ზვერავ, თუ ისვრი.. მოკლედ, რაც მეტს დავწერ, მეტ სისულელეს ვიტყვი : D

    სხვები არ ვიცოდი, თუმცა პირველზე მატარებელი ისე ცხადად ჩანს, ჩემს გონიერებაში ეჭვი მეპარება უკვე : D

  7. ვიპოვეეე ვიპოვეეეეეეე მეოთხე არის ასტრონომიული ობსერვატორია ინდოეთში
    4.The Astronomical Observatorie

    რა მაგარი რაღაც ყოფილა აი ნახეთ

    http://www.jantarmantar.org/Architecture_Science_web.pdf

  8. მაშ ასე, უმეტესობამ 1, 2, 3 და 5 შეკითხვებს სწორი პასუხი გასცა. რაც შეეხება მე–4 ამოცანას, World In A Hourglass–მა უპასუხა სწორად.
    ეს არის მეთვრამეტე საუკუნეში აგებული ჯანტარ მანტარის ობსერვატორია ინდოეთში. სწორედ მათი საშუალებით იკვლევდნენ კოსმოსს პატივცემული ინდოელი მეცნიერები.
    ამასთან დაკავშირებით მალე ახალ პოსტს დავწერ. დიდი მადლობა ყველას, ვინც იაქტიურეთ. ამ ფოტოგამოცანანას დახურულად ვაცხადებ 😉

  9. იიი, რა მალე იაქტიურეს 😀 😀

  10. ფოტოები რომ ვნახე მინდოდა სწრაფად ჩავსულიყავი კომენტარებამდე და პასუხები დამეწერა. მე–4 ეს გარდა ყველა გამოვიცანი:):) კომენტარებამდე რომ ჩამოვედი ვნახე უკვე გამოეცნოთ. ჰოდა რაღა დამრჩენოდა, მხოლოდ ამ კომენტარით შემოვიფარგლე:):)

  11. დამასწრესსსს
    🙂

    ლამაზი ფოტოებია 🙂

  12. 1_MOSKOVIS METROA,,2,3,4, SWORIA 5 KI STALINI AKLIA ROM SHEDGES DIDI SAMEULI 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s