ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

გაფართოებული თვალებითა და ბავშვური შიშით :)

10 Comments



Home AloneUpload Music

სერიოზულად აცივდა. თოვლი კი არა და არ ჩანს. მოსაღამოვდა თბილისში. როგორ მინდა, ისე არ გავიზარდო, რომ თავი ერთხელ მაინც არ ვიგრძნო დაკარგულად. დაკარგულად დიიიდ ქალაქში 😉

რა თქმა უნდა, ეს ოცნებაა, ვინაიდან უკვე 21–ისაც ვარ და არც თბილისია ნიუ იორკი, მაგრამ დღეს , ამ საღამოს, მე კევინ მაკალესტარი გავხდი, თბილისი კი, ბოდიში ამ გამოთქმაზე და, ნიუ იორკი 🙂

“მარტო სახლში”–ს ამ მუსიკას  ზედიზედ რამდენჯერმე მოვუსმინე. ვცდილობდი, კარგად მეგრძნო იგი, რადგან მისით მიღებული განწყობით მსურდა საშობაახალწლოდ გამზადებული ქალაქის დათვალიერება.

პატარა ვარ. დავიკარგე. მეშინია. წინ დიდი გზა მაქვს, რომელზეც უამრავი ხალხი მიდი–მოდის და ყურადღებას არავინ მაქცევს. სიცივისაგან გაქვავებული შენობები მანათობელი გირლიანდებით მოურთავთ. რა მოუვიდა ხალხს? რატომ არ უხარიათ? ახალი წელი ხომ ასე ახლოსაა? განა მათ არ სჯერათ იმ სითბოსა და სიყვარულის, რომელიც სანტა კლაუსს მოაქვს?

ეჰ, აბა რას იზამ. დიდებს ყველაფერი სხვანაირად ესმით. იმდენს ფიქრობენ, რომ ვეღარ არჩევენ, ჭეშმარიტი სიხარული სად და როდის ჩნდება. მათ აღარ ახსოვთ სიხარული, როდესაც პირველად ამოყვეს თავი დიიიიდ სათამაშოების მაღაზიაში, სადაც თითოეული მათი საშობაო ოცნება სანტა კლაუსს სათამაშოდ უქცევია და დახლებზე შემოუწყვია. ადამიანები, როცა იზრდებიან და ბავშვობას კარგავენ, უფრო საშიშები ხდებიან. ისეთივე საშიშები, როგორც ამ ღამის სიცივეში გაქვავებული შენობებია. უფროსებს მოურთავთ, ვითომ ამით მაინც გააცოცხლებენ და გააკეთილშობილებენ მათ. ამდენი მანათობელი ჭაღი და გირლიანდიც სწორედ ქალაქის გასამხიარულებლად ჩამოკიდეს, ალბათ. მაგრამ ამ ყველაფერს მანამ არ ეშველება, სანამ უფროსებს ერთმანეთისა არ ესმით.

როგორ მინდა, ახალ წლამდე მაინც ვიპოვო რაიმე ნიშანი, რომელიც ჩემს მშობლების შესახებ თუნდაც უმცირეს ინფორმაციას მომცემს. ნაკლებად შემეშინდებოდა ღამის გამყინავი ნიავის, რომელიც ფანჯრის ღრიჭოებში ატანს და  სისინით ძილს მიფრთხობს. საერთოდ, რატომ არსებობს ღამე? ღამით ხომ ყველა და ყველაფერი საშიშია: ლამაზი შენობებიც, ქანდაკებებიც, ადამიანებიც.

მაგრამ არა, ღამით ლამაზი ნაძვის ხე ყოველთვის მშვენიერია და, ალბათ, ამიტომაც ღირს დაღამების ლოდინი, რათა წვრილი წერტილაკებით დათოვლილი განათებით აციმციმებული ნაძვის ხის წინაშე სურვილები ჩაიფიქრო, შემდეგ იმედიანად გაიღიმო და მათს ასრულებას დაელოდო. მეც ასე მოვიქცევი. მთავარია, ნაძვის ხე იყოს ლამაზი 😉

აი, ის, როგორ ნაძვის ხეზეც ვოცნებობ. რა ფერებია, ნაფერებია 😉

მარტოობამ მართლაც გამახსენა ბავშვური შიში, თუ როგორ მეშინოდა უცხო ქალაქში დაკარგვისა. ალბათ, გაფართოებული, აცრემლებული თვალებით, მაგრამ თბილი იმედით დავათვალიერებდი ყველაფერს 🙂

Advertisements

10 thoughts on “გაფართოებული თვალებითა და ბავშვური შიშით :)

  1. ეჰ შვილო, აი თოვლი ჩემს ბავშვობაში იცოდა ორჯონიკიძეში, ვერ გაივლიდი ისეთი, ახლა გადაშენდა ყველაფერი და გადაჯიშდა. გეუბნებით რა მოახლოებულია აპოკალიფსი. ისევ ჩემ ტაპორას უნდა ვუთხრა ორკაციანი კიდობანი ააგოს სანამ დროა 😐

  2. auuuu memiyvars axali celi sul miyvars rac ar unda xdebodes manamde an mashin mokled au bravo zurius magrad giceria da vafshe avxto davxti!!!

    axali celi marto imitoa magari AXALI rom qvia 😀

  3. ალბათ დიდი ცოდვა იქნება ერთი ორი ფანტელი რომ არ გადაყლაპო ამ საახალწლოდ :))

  4. მე უფრო მეტი მინდა : ) რა გითხრა ღამის თბილისხმა გარდა იმის რომ საახალწლო განწყობა წელს არაფრით გამორჩეული არ არის წინა წლებისგან ? რომ ამ ჯერზეც ბევრისთვის ყურით მოთრეული და ფერგადასულია ახალი წლის ზეიმი: )

    • მე ახალი წელი ბავშვობიდან მიხარია, გინდა ყურით მოთრეული და გინდა სხვა რამით 😉 აი, დაბადების დღე უკვე აღარ მახარებს და ჩემთვის სრულიად ჩვეულებრივი დღეა.
      მაგრამ ახალი წელი არა. და არც არასდროს მინდა, რომ შეიცვალოს 😉

  5. რა საყვარელი პოსტი იყო : ))

    ’მარტო სახლში’ პირველი და მეორე მიყვარს ისე ძალიან! ყოველთვის გულწრფელად და ხმამაღლა მეცინება ხოლმე, და იმ მომენტს ველოდები, კევინი რომ გადაწყვეტს თავის სახლი დაიცვას და რაღაც მახეებს აგებს – სიამაყით ვივსები მეც : ))

    წელს ჯერ არ მინახავს განათებული საახალწლო თბილისი და ძალიან მინდა წასვლა, მოვკიდებ ხელს ჩემს პატარა ნათესავს და წავალ ალბათ, ისევე როგორც შარშან..

    • ვაჰ… არ გინახავს?
      6 საათზე უკვე ღამეა. ისე, ეს უშველებელი ჭაღები სერიოზულად ტვირთავს რუსთაველს, თორე ისე არაუშავთ 😉

  6. home alone aris chemtvis yvelaze trogatel’ni yoveltvis micremldeba tvalebi deda rom enatreba orive seriashi ))

    Macaulay Culkin iyo umagresi bavshvi & guli mcydeba ahla ras gavs & ras shveba saertod : ((

    & saertod mohuccic rom viqnebi mashinac ar davargvev home aloneebis yurebis tradicias saahalclod. vot !

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s