ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

1992 წელი ათიოდ წუთით

16 Comments


დღეს ჩვეულებრივი დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან პოსტს ვწერ, ე.ი. რაღაც მოხდა.

უკვე რამდენი ხანია, თოვლს ველით ზამთარს დახამებული ახალგაზრდები. პირადად მე ფიფქების ჰაერში პირით დაჭერა მიყვარს…

კარგი დღე იყო, გადასარევი. ჯერ GIPA, მერე GEPRA, მერე თსუ–ში თაზომ შეგვკრიბა და ახალი ჟურნალის გეგმები გაგვაცნო. წამოვედით ბედნიერები და რავი, კარგ ხასიათზე მყოფნი. სახლის კიბეებს სულ სტვენა–სტვენით ამოვუყევი. თან სტვენის ტემბრში რაღაც ფერთა სიუხვე და სისუფთავე შეინიშნებოდა (მოკლედ, როცა სიმღერა მიჭირს, ჩემი ხორხი მაშინ გადასარევად სტვენს). ჰოდა ასე საუნდტრეკების ჭიკჭიკში გავაღე სახლის კარი…

_ეთო ცუდად არის!… _ ბებიაჩემი.

_რა მოუვიდა?

_გული წაუვიდა. სახეზე სულ შავი იყო. ახლა მოვაბრუნეთ.  სასწრაფო უკვე გამოვიძახეთ.

_ბინაში წყლის მილი გასკდა და წყალი არ გვაქვს, _დაამატა მეზობელმა.

არიქა, დავფაცურდით. თურმე გაუწყლოვანება სჭირს ეთოს, გულისრევა და ა.შ. მთელი დღე ცუდად იყო და ბევრი სითხე დაკარგა. მე აფთიაქში ჩავირბინე და ამასობაში სასწრაფოც მოვიდა.

_ამ ქალბატონს აქ ვერ ვუმკურნალებთ, გადასხმებია საჭირო. საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ, _ ამბობს ექიმი.

მანამ, სანამ ჩვენ პირის დაღებას და მოუმზადებელი არეულობის გააზრებას ვუნდებოდით, დენი ჩაქრა. გამოვშტერდით. ამ დროს ჩემს უფროს ბიძაშვილს, 4 წლის ნიკას, უეცარი და წინასწარდაუგეგმავი ჩაბნელების შეეშინდა და ატირდა. ამ ხმაზე კი მისმა ძმამ, 1 თვის სანდრომ გაიღვიძა და ატყდა წივილ–კივილი.

გადავწყვიტე, 1–2 კურსებზე შესწავლილი ძიძაობის პროფესია გამეხსენებინა (მაშინ ნიკას ვაძინებდი) და დავიწყე “კალიასკის” აქეთ–იქით ქანაობა. თან პატარა რომ “სოსკას” გადმოაგდებდა, მობილურის შუქით ვეძებდი და ისევ დაღებულ ხახაში ჩავჩრიდი 🙂

პატარა სანდრო კი (მე “კუსას” ვეძახი) იწვა არხეინად და ხანდახან თუ წამოიკნავლებდა. დავფიქრდი…

ნეტა, სიბნელეში ახლა ვინმე მაძინებდეს. ხომ სულ დავიკიდებდი ნახევარ დედამიწის სფეროს.

ხომ სულ დავივიწყებდი, რომ შუქი არ არის და წყლის მილია გახეთქილი.

ბებიაჩემსაც სულ ცოტა ხნით დავივიწყებდი (წამლების გაკეთება მოასწრეს ექიმებმა).

არც ის მეხსომებოდა, რომ ბევრი მაქვს წასაკითხი ხვალისათვის.

აღარც იმაზე ვინერვიულებდი, რომ ღორის გრიპი უფრო მადარდებს, ვიდრე 2012.

მოკლედ, როდესაც ოროთახნახევრიან ბინას უცებ 12 კაცი გაავსებს და, ამავდროულად, არც წყალი იქნება და არც შუქი, დადგება მისტიკური ხანა, რომელსაც 1992 ჰქვია. ნეტა, ორუელს ამ თარიღზეც დაეწერა რაიმე წიგნი…

შუქი 10 წუთში მოვიდა და ყველამ ამოვისუნთქეთ. ეთო სასწრაფომ წაიყვანა საავადმყოფოში და, იმედია, ხვალ უკვე დააბრუნებენ გადასხმულ–მოსულიერებულს. მე კი დავჯდები და ცოტას ვინერვიულებ 🙂

Advertisements

16 thoughts on “1992 წელი ათიოდ წუთით

  1. შეძლებოდა ამ პოსტის უკომენტაროდ დატოვება? 😀
    მომიტევეთ, ზურიუს, მაგრამ იმდენი ვიცინე ამ პოსტზე… უცებ წარმოვიდგინე, როგორ აჯანჯღარებ/აძინებ ბავშვს… როგორ არის ბებია მართლა? იტალიურ კინოებში რომ არის, ისეთი ცხოვრება გქონია, ლალაზე კი არა შენს თავზე უნდა წერდე მოთხრობებს 😛

    • გაიხარე, სოფ 🙂 🙂 ბებო, როგორც მაცნობეს, კარგად არის. გადასხმებს უკეთბენ.
      ჩემს თავზე წერის დროც დადგება. ჯერ წინ 1000 კოშმარია, რომელზეც აუცილებლად დავწერ რამეს 😉
      სხვათა შორის, ბავშვს მშვენივრად ვაჯანჯღარებ. სტაჟიანი ვარ მაინც 🙂 🙂 🙂

  2. ჰმ… 🙂 მეც მინდა ხოლმე ისევ 1992 წელი იყოს, მე 1 წლის ვიყო და ფეხებზე მეკიდოს მთელი დედამიწა 🙂
    პ.ს. ბავშვები სიცოცხლეს ალამაზებენ 🙂

  3. ზურიუს რა დღეში ყოფილხარ, იმედია დადგება მშვიდობა მალე 🙂 დუმბაძე ხომ არ ხარ ნოდარი? 🙂 😉 წარმატებები!

  4. ეს რა ამბები გადაგხდომია თავს!იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდა!ისე ბავშვის დაძინებასთან დაკავშირებით ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებ:)რამდენჯერმე დავაძინე ჩემი დიშვილი,რაც იმ მომენტში წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ოჯახის ყველა წევრს:)ხმა არ მაქვს და მიკვირს რამ დააძინა ჩემს,,იავნანაზე”,
    მაგრამ შედეგით ყველა გაოცებული დარჩა…კომპიუტერი ძალიან უყვარს და გიჟდება,,ატაბატაზე”,,,თუთუთუზე”.ჩემი კომპიუტერი რომ არ გამხდარიყო მისი მსხვერპლი მობილურში ჩავწერე ეს სიმღერები და ეხლა ჩემს ,,samsung star-ის”ადგილმდებარეობა მუდმივ ცვლილებას ექვემდებარება…:)

  5. au ra magari siujetia filmistvis ki arada momentia ra , italiuri ezo unda aset istorias da vafshe kanfet

    ho bebos jamrtelobas vusurveb

  6. ვაი რამდენი ვიცინე 😀 😀

  7. ეხლა როგორ არის?
    მე მენატრება ხოლმე ხშირად ის დრო 🙂
    უფროსწორად ის მენატრება როგორც ვიყავი მაშჲნ.
    თვითონ დრო არა 🙂

    • ახლა კარგად არის. სახლშია.
      გეთანხმები მაგ დროსთან დაკავშირებით და ცოტა უფრო რომ აცივდება, მერე დავწერ. ძალიან კარგი რამეები ხდებოდა 😉

  8. უჶ ასეთ დროს ვიბნევი ხოლმე მე 😦

  9. მძიმე სიტუაცია კი გქონია,მაგრამ მე გამეცინა ძალიან :დ
    განსაკუთრებით ბავშვის დაძინებაზე და შენს ფიქრებზე 🙂
    ძალიან აქტუალური თემაა ეხლა ჩემთვის ეგ ყველაფერი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s