ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ლალა (ნაწილი II)

9 Comments


ერთხელ ლალა და მისი მეგობარი ბიბლიოთეკარი #2 პეკინს მიუყვებოდნენ. გაუთხოვარი, უფრო სწორედ კი “სტარაია ძევა” კოლეგა გაუთავებლად ლაქლაქებდა. ლალაც ყველაფერზე ღიმილით თავს უქნევდა და “აჰა”–თი უდასტურებდა თანხმობას. ცოტა ხანში…

ბიბლიოთეკარი #2: _აუ, “სელიო” ძალიან მომწონს! რა ტანსაცმელებია და რა იაფად.

ლალა: _აუ, მეც. მართლა იაფია ყველაფერი.

ბიბლიოთეკარი #2: _ჰო, რაღაც ყველაფერი ლამაზია და საყვარელი.

ლალა: _აუუუ, ხო. აი, ყველაფერი რაღაც ისეთი ბავშვურია.

ბიბლიოთეკარი #2: _ბავშვური? ვაიმე, მე “სელიო” ვთქვი? ტფუი, მაგას ვერ ვიტან! “ბავშვური” რომ ახსენე, უცებ მივხვდი. ბავშვის შმოტკების ატანა არა მაქვს. მე “მალსი” ვიგულისხმე.

ლალა: _ააა, მართალი ხარ, ხო! “სელიოს” ვერც მე ვიტან, მით უმეტეს, ვერც ბავშვების შმოტკებს. წივიან და ჩხავიან. აი, “მალსიზე” ვგიჟდები, ისე მომწონს. თან ძალიან კარგი გასახდელები აქვთ.

ბიბლიოთეკარი #2: _გასახდელები? აი, ეგ მართლა საშინელება აქვთ მალსში. ფარდა ბოლომდე არ იხურება! ერთხელ ცოტაზე დარჩა ღია და აღმოვაჩინე, რომ ვიღაც კაცი იდგა შორიახლოს და ტანსაცმელებს ათვარიელებდა. რომ შემობრუნებულიყო და დავენახე, გასახდელის ნახევრად დახურული ფარდა დამიცავდა მეეე?!!

ლალა: _აუ, ხოოო. მართლა. მეც ვერ ვიტან გასახდელებს. საშინელი ფარდები აქვთ.

ბიბლიოთეკარი #2: _არა, ფარდები კი კარგი აქვთ, бархатное покрытье, მაგრამ ბოლომდე არ იხურება.

ლალა: _ხო, ფარდები მართლაც კარგი აქვთ. თან რა ორნამენტებითაა გაწყობილი!…

ბიბლიოთეკარი #2 ცოტათი დაფიქრდა და შეშფოთდა:

ბიბლოთეკარი #2: _ლალა, რა გჭირს? ყველაფერში რატომ მეთანხმები?

ლალა: _მე? არაფერი. უბრალოდ, უბრალოდ… მეც მომწონს 🙂

ბიბლიოთეკარი #2: _……. აი, მე კი ვერ ვიტან ისეთ მამაკაცებს, რომლებმაც იციან, რომ ქალი გასახდელშია და ფარდისკენ თვალს არ გამოაპარებენ.

ლალა: _აუ, მეც! ნუ რა კაცი ხარ, მაშინ, როდესაც ქალი არ გიზიდავს?!

ბიბლიოთეკარ #2–ს გონებაში ყბა ჩამოუვარდა. ბოლო წინადადება ხომ განგებ წარმოთქვა, რომ ლალას რეაქცია შეემოწმებინა. თვალები რამდენჯერმე უსასრულობისაკენ აატრიალა, თითქოს, პასუხს იქ ეძებდა. მერე ლალას შეხედა და მისი ძალად თავდაჭერილი გამოხედვიდან დაასკვნა, რომ მას “მალსიზე” არანაირი საკუთარი იდეაც არ გააჩნდა. ცოტა კიდევ იფიქრა. მოგონებებში გადაეშვა. გაიხსენა გუშინდელი, გუშინწინდელი, იმისწინდელი საუბრები და ლალას განუწყვეტელი “ხო, ასეა” ტიპის თანხმობები. ბიბლიოთეკარი #2 დანამდვილებით მიხვდა, რომ ლალას საკუთარი მოსაზრება არათუ “მალსიზე”, არამედ, არაფერზე არ გააჩნდა.

ამასობაში სიარულით დაიღალნენ და გადაწყვიტეს, გზის დარჩენილი ნაწილი ავტობუსით გაევლოთ. ბიბლიოთეკარი #2 ეშმაკურმა განზრახვამ კიდევ შეაწუხა:

ბიბლიოთეკარი #2: _აი, ცარიელი 51 ნომერიც. აბა, ავიდეთ, თორემ მერე ხალხით გაივსება.

ლალა:  _ვაიმე, მეც სულ ამას დავყვები და ისე იჭედება, რომ ამოსასუნთქი ადგილიც აღარ რჩება.

ის–ის იყო, რომ ბიბლიოთეკარმა #2–მა ლალას ნააზრევზე კომენტარის გაკეთება დააპირა, უცებ გამოჩნდა ავტობუსი #777. სტარაია ძევამ ლალას ხელი დაავლო და სწრაფად აიყოლია მის კიბეებზე. ავტობუსი დაიძრა. გარედან დაჟანგებული და შიგნიდან გაჭვარტლული საკვამურიდან ღონივრად გამონაბოლქვი აირი კი, თითქოს, ხრიალით ხარხარებდა.

Advertisements

9 thoughts on “ლალა (ნაწილი II)

  1. რა დაემართა ლალას? :spy:

  2. არა, ეგ არ მიგულისხმია.. ყველაფერში რატომ ეთანხმება მეორე ბიბლიოთეკარს-თქო : ))

    • იმიტომ, რომ საკუთარი აზრი არ გააჩნია 🙂
      აუ, ე.ი. გაუგებრად დავწერე. 😦

      • გაუგებრად რატო.. უბრალოდ, პირველ ნაწილში ყოველთვის საწინააღმდეგოს ამტკიცებდა და ახლა პირიქით.. ან შეიძლება ეს უნდა ჩავთვალო საკუთარი აზრის არქონად არა? : )

        მოკლედ, მესამე ნაწილს ველი : )

  3. me pirveli nawili ufro momewona.. iq lala gacilebit ufro originaluria.. egre momechvena…

    • მართალი ხარ. იქ უფრო მეტია მოთხრობილი მაგის თვისებებზე. აქ კი კონკრეტულად ერთზე გავამახვილე ყურადღება. ცოტა ხანში მესამესაც დავდებ. ჯერ მეზარება და თან ცოტა ტვინიც უნდა გავანძრიო 🙂

  4. ყველაფერი ძალიან გასაგებად დაწერე, კარგია!!
    შესანიშნავია!
    შეიძლება მთალდ ასეთი ექსტრემალური ფორმით არა, მაგრამ რამდენმა შეიძლება თავისი თავი დაინახოს ლალაში!!
    ასეთი ადამიანები ცხოვრებას ამჟავებენ/არაფერზე საკუტარი აზრი, მაგრამ “ორიგინალობის” და “ჭკვიანობის” გამოისობით სულ ოყნის პოზიცია უჭირავთ და ოპონენტებს აშინებენ, ახლა ისეთ რამეს ვიტყვი და გკიტხვა, ვერ მიპასუხებ და ჩაიჭრები..
    მე ტუ არაფერზე მაქვს საკუტარი აზრი, რაც მე ძალიან კარგად ვიცი, სამაგიეროდ არც შენ ხარ დიდად გონიერი, აი, ჩემს არგუმენტს ვერ უპასუხე!!!-აი, ლალას მთელი ფილოსოფია!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s