ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

“მაკნატუნას” ფიქრები

7 Comments



მანამ, სანამ ლალას II ნაწილს დავამთავრებ, ფანჯრისკენ გავიხედბი, რომელიც, თავის მხრივ, გარესამყაროსკენ იხედება. დავაკვირდები, ეგებ გაიმეტოს ზამთარმა თოვლის თუნდაც რამდენიმე ფიფქი.

არა… ჯერ ადრეაო.

არაუშავს. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე 🙂 თავში რამდენიმე ფიქრმა წამომიქროლა: 21 წლის ვარ და გულის სიღრმეში მაინც მჯერა, რომ ახალი წელი ჯადოსნური თარიღია. სადღაც ჯერ კიდევ მჯერა მაკნატუნასა და თოვლის ბაბუის (უფრო სანტა კლაუსის). ცხადია, ყველაფერი ეს ჰოლივუდური ფილმების ზეგავლენის შედეგია, მაგრამ ახალი წელი ხომ ფანტაზიისა და ბედნიერების დროა. ჰოდა, მეც ვიყო ბავშვივით ბედნიერი, არ შეიძლება? 🙂

ნაძვის ხე მაქვს საყიდელი. უფრო დიდი, განიერი (რა რითმა მიეწყო, არა?). აღარ მეტევა სათამაშოები. ბრჭყვიალა წვიმებს საერთოდ აღარ ვუკეთებ, თორემ მერე აღარაფერი ჩანს. საახალწლო მაღაზიებში რომ შევდივარ, თვალის ქუთუთოები აღარ რეაგირებენ და არც პირიდან გადმოგდებულ ენას სცვენია ვინმესი. ჰო, ნაძვისხის დიზაინზეც უნდა დავფიქრდე.

ქუთაისში რომ ჩავალ, მე და ჩემი ძმა ირაკლი გამოვიტანთ ძველ პარკებს, ყუთებს. შევამოწმებთ ნათურებს და ხელოვნურ ნაძვის ხეზე მათი თახვევით დავიწყებთ. ძალიან მიყვარს ნათურები. ნაძვის ხეზე 500 ცალი მაინც უნდა ენთოს. ვერ ვიტან ვერც ერთ ბნელ, გაუნათებელ ადგილს. შემდეგ გირლიანდების ჯერია: ორი სახის გირლიანდი მაქვს, ვარსკვლავებიანი და ინსტრუმენტებიანი. მერე მოდის სათამაშოები. აი, აქ იწყება ნოსტალგიის ამოფრქვევა. ყველა ძველ, თუნდაც გაქერცლილ მინის სათამაშოს ვკიდებ. ისინი ჩემი ხნისანი არიან, ჩემხელა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. აბა, მათ როგორ გამოვტოვებ? დიდ და “ბუხულია” ბურთებს სულ ქვედა ტოტებზე დავკიდებთ და მათს ზომას სიმაღლის მიხედვით შევამცირებთ. ნაძვის ხეს კი წვეროვანი სათამაშოთი დავაგვირგვინებთ.

მორჩენილი ნათურებით, ბრჭყვიალებითა და წვიმებით სახლის რამდენიმე ოთახსაც მოვრთავთ. მიკვირს, რატომ არ უყვართ ზოგიერთებს ასეთი რამეების კეთება? ამის ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. მე კი მიხარია, რომ თუნდაც 50 წლის ასაკში ჩემს შვილიშვილებთან ერთად ზუსტად ისეთივე შემართებით მოვრთავ ნაძვის ხეს, როგორც ახლა 😉

Advertisements

7 thoughts on ““მაკნატუნას” ფიქრები

  1. დღე მშვიდობის!მე წინა წელს ვიყიდე ,,ფუმფულა”ნაძვის ხე,რომელიც მორთვის გარეშეც თვალსა და გულს ახარებს.(დაახლოებით 100-ლარამდე ღირდა.ვაგზალზე ვიყიდე ეგრეთწოდებულ,,პასაჟში”)მე გულის და სანთლის ფორმის ნათურები მაქვს.ამ ბოლო დროს შენს პოსტებს ,,მშვენიერი მუსიკის”ფონზე ვკითხულობ,რაც ძალიან მახარებს.

  2. me miyvars axali weli da ukve 4 celia lamazi nazvis xe ar gqvonia :S

  3. მიხარია ახალ წელზე პოსტებს რომ ვხედავ : ))

    მე 4 ნაძვის ხე მაქვს სახლში და ოთხივეს ვრთავთ ხოლმე მე და დედა, ჯერ კიდევ მიყვარს წინასაახალწლო სამზადისი და იმედი მაქვს ბოლომდე ასე მეყვარება.. : )

    • დღეს ვიყავით მე და თევზი “სუპერში”. უფულოებმა გადავწყვიტეთ, თვალისთვის წყალი დაგველევინებინა და დავტკბით 🙂 🙂

  4. ჩემნაირად მაინც არავის ეყვარება მაკნატუნა 😛

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s