ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

მარტო სკვერში

16 Comments


დღეს საინტერესოდ დატვირთული დღე მქონდა: ჯერ GIPA, მერე GEPRA, მერე თარგმანების კვირეული… ამ უკანასკნელზე წავედი 7 საათისთვის “კავკასიურ სახლში”. ძალიან ცხელოდა, იქაური პატარა დარბაზი ხალხით იყო გადავსებული. გამომსვლელთა სახელები და გვარები ჩავიწერე და გამოვიქეცი ისე, რომ სპარსული პოეზია გვერდზე მომრჩა 😉

მშიოდა. პოპულიში შევიარე და “სანტალის” წვენი, შემწვარი თევზი და 2 ცალუკა პური ვიყიდე. სადმე ხომ უნდა მეჭამა? გვერდით არავინ მყავდა. მარტო ვიყავი. რაო, მარტო? დიახაც, მარტო!

როგორ მომნატრებია მარტოობა! სიცივეში, სიცხეში, ქარსა და ყინვაში სულ ჩემს თავთან ერთად რომ დავდიოდი და მას ვუყვებოდი რაღაც–რაღაცებს. ვმღეროდით, ვხუმრობდით. მარტოობაც ნოსტალგიაა, ბევრი ამას ვერ ხვდება.

ასე და ამგვარად, გავემართე კოლმეურნეობის მოედანთან, სკვერისაკენ. დაღმართზე მივაბიჯებდი, როცა წინ ჩემი მარტოობის დამადასტურებელმა ეულმა ჩრდილმა გამისწრო: მობერეტო ქუდი, გრძელი “დუბლიონკა” და მხარზე გადაკიდებული ჩანთა. ნელ–ნელა ვემგვანები იმას, ვინც მინდა, რომ ვიყო. ვინ მინდა ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ არ ვიცი.

ჰოდა ამოვალაგე ჩემი თევზის ნაჭრები და 2 ცალუკა პური, მივუდგი “სანტალის” ვაშლის წვენი და შევექეცი მნია–მნიობას. თან ამ პოსტის დაწერაზე ვფიქრობდი.

გარშემო არავინაა, არავინ მაქცევს ყურადღებას. ვინმე ნაცნობმა რომ ჩამიაროს, შემრცხვება? რომ შემრცხვეს, სად დავიმალო? რომ არ შემრცხვეს, ე.ი. ბომჟი ვიქნები? რა საინტერესო იქნებოდა, თუკი ვინმე დამაკვირდებოდა. ნეტა, ვინ ვეგონებოდი: ახლადგაღატაკებული ვიღაც თუ შეპერტყილი ახალგაზრდა?

… თევზი და პური კი გემრიელად მითავდებოდა ნელ–ნელა, გამოზომილად. წვენიც საამოდ მივაშლიანებდა პირის ღრუს. ერთი ნაჭერი თევზი და ერთი ცალუკა პურიც ერთდროულად გათავდა. შიმშილიც ცოტათი დაცხრა. სკვერს თვალი მიმოვავლე: ისევ ცივა, შორიახლოს არავინ ზის, არავინ მითვალთვალებს. წავიდა მეორე “პორციაც”!…

ისევ კითხვები: რა მოხდება, რომ ვინმემ ჩუმად ყველაფერი ეს გადაიღოს და სადმე აჩვენოს? რას იფიქრებენ ჩემი ნაცნობები? ამას ფინანსურ კრიზისად აღიქვამენ, ჟურნალისტურ ექსპერიმენტად თუ შიზოფრენიად?

პასუხი კი ძალიან მარტივია:  გვიან ღამით არ ვჭამ, რადგან მიდრეკილება მაქვს გასუქებისკენ. გარდა ამისა, ძალიან მშიოდა. ამასთან ერთად, ხვალ თევზი არ შეიძლება (მარხვაზე ვარ) და მე კი თევზი ძალიან მინდოდა. ეს იყო და ეს 🙂

P.S. მიყვარს არასტანდარტულ გარემოში მარტო ან მეგობრებთან ერთად კიშკაობა 😉

Advertisements

16 thoughts on “მარტო სკვერში

  1. ზუსტად ეგრე გავაკეთე დღეს…ადრე სულ მარტო ვჭამდი ხოლმე, ინსტიტუტიდან რეპეტიციაზე წასვლამდე. დღეს , რახან მარტო ვიყავი, გავიხსენე ძველი დრო და შენგან განსხვავებით შაურმა ვიყიდე..მიყვარს რა ვქნა რა, ჯანკ ფუდი – თნ თურქების მოგონილი. მაგარი იყო! ზედ აწვიმდა ჩემს შაურმას. მე კიდე მივდიოდი და მოკბეჩამდე პარკს ვაფარებდი ზემოდან. მერე ჩემი ავტობუსიც მოვიდა და ბოლო ლუკმა იქ ჩავკბიჩე….

  2. აუ, მე მცხვენია მარტო ჭამის 😦 არადა როგორ მინდა, ერთხელ აუცილებლად შევჭამ! : ))

    • გშია? იცეკვე 🙂 🙂 🙂

    • არა, ერთხელ უნდა გაბედო მარტო ჭამა!!!

      თბილისში ბევრჯერ მიჭამია მარტოს, ოღონდ სკვერში თუ ჩამოჯდები მანდ, გოგოსთვის “რთულია”, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, რომ მარტოობა დაგიფრთხოს და შენც გაგაქციოს =)) სამაგიეროდ ბერლინში მარტომ დალიე, შეჭამე, მოწიე, რაც გინდა გააკეთე, ყურადღებას არავინ მოგაქცევს… ესეც უკიდურესობაა და ცივა რა, if you know what I mean.

  3. როცა შიმშილი შემაწუხებს და ლექციებს შორის ,,უსაზღვროდ”დიდი შუალედია არ მინდა,მაგრამ მაინც უნივერსიტეტის მიწისქვეშაში გამომცხვარ ,,ხაჭაპურს”მივირთმევ,რომელიც ისეთი ცხელია ხოლმე,რომ პირს მიწვავს და ვეღარც ვგრძნობ ხაჭაპურის გემოს…
    საერთოდ არ მიყვარს როცა გარეთ ვჭამ და ხალხი რომ მაკვირდება…
    ვცდილობ არ მივიქციო ყურადრება…

  4. ჰმ, და ხშირად დადიხარ კოლმეურნეობის მოედანზე რომ სკვერია, იქ?

  5. დაიკიდე რა გშიოდა და ჭამე მერე რა მეც ასე ვიქცევი ხშირად დრო თუ არ გმაქვს საკმარისი სადაც მომიხრხდება და რაც მომიხერხდება იმას ვჭამ. და სულ მკიდია

    • მეც მკიდია, მამენტ, მაგრამ ამასთან ერთად, მაინტერესებდა ვინ რას იფიქრებდა. არა იმიტომ, რომ რავიცი რატომ, არამედ იმიტომ, რომ მეც, როცა ვინმეს დავინახავდი ასეთ მდგომარეობაში, რამეს ვიფიქრებდი 😉

  6. au zalian magaria mec mqonia egeti momentebi, daje vakeshi magaziis vitrinaZE CHAMOMJDARS MICHAMIA SALATI 😀 mokled magaria egeti ragaceebi 😀

  7. აუ ძაან მომინდა თევზი 😐
    მარტო კიდე რო დამენახე შემეცოდებოდი 😦
    ეხა არ დამიწყო ესაო და ისაო, რა ვქნა შემეცოდებოდი და :ო
    მე მგონი არ მიჭამია მარტოს, ან მიჭამია და არ მახსოვს, არა ასე არ ჩამოვმჯდარვარ
    აუ ზურ, იჯექი და ილუკმებოდი? 😦 და ლოყები გამობერილი გქონდა 😦

  8. ნაწყვეტი ბესტსელერიდან „სიზმრების ახსნა“: …თუ ჟურნალისტი დაგესიზმრება, უცნაური ამბავი გადაგხდება. 🙂

    პოსტის ანალიზი: …. თუ ქუჩაში საჭმელს შეჭამ და პოსტის დაწერაზე იფიქრებ… შინ მისული აუცილებლად დაწერ და ბლოგზე ატვირთავ. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s