ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

86–ე დაბადების დღე

13 Comments


აქამდე დაწერა ვერ მოვახერხე, დაკავებული ვარ და სულ გარეთ ვარ. ის მამშვიდებს, რომ არ დამვიწყებია და, იმედი მაქვს, არც არასდროს დამავიწყდება.

დღეს ჩემი მუზის, მუსიკის ქალღმერთის, მარია კალასის დაბადების დღეა.

იგი დღეს დაიბადა, 1923 წლის 2 დეკემბერს. 54 წლის შემდეგ, 1977 წლის 16 სექტემბერს, მარია ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ოპერის დიდება მასში 1965 წელს ჩაქრა, როცა კალასმა ხმა დაკარგა.

მარია 2003 წლის 30 მარტს გავიცანი რუსთავი 2–ზე. ფრანკო ძეფირელის “კალასი სამუდამოდ” გადიოდა და, ბედად, გადავწყვიტე, ეს ფილმი ჩამეწერა. ისე გამიტაცა ამ ქალის ცხოვრებამ, ბედმა, ხმამ, რომ ნელ–ნელა იგი ჩემში შემოვიდა. კალასმა ჩემში ის გააჩინა, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი: მისი დახმარებით აღმოვაჩინე ოპერის სამყარო, რომლის შესახებ აზრზეც არ ვიყავი. ერთხელ, როდესაც იგივე ფილმი გადიოდა, ოღონდ ცოტათი უფრო ადრე, დედაჩემს ვკითხე: “ვინ არის კალასი, ლა სკალას თეატრი რომ დააარსა?” 🙂 ამ დონეზე მესმოდა ყველაფრის.

…ხოლო ფანი არდანი ისე ჰგავდა ენციკლოპედიაში დაბეჭდილ კალასის სურათს…

რაღა დავწერო, ახალი რაღა ვთქვა. ჩემი ნახატების შინაარსის დიდი ნაწილი მისი ხმის, მისი სახის, თვალებისა და ხელების შთაგონებით არის  ნაკარნახევი.

დღესაც ავტობუსში მის “Casta Diva”–ს ვუსმენდი.

ბედნიერი ვარ, რომ ოპერის გასაღები სწორედ მარია კალასმა მაპოვნინა. მომღერალმა, რომელიც ყოველ ჯერზე სცენაზე ისე გამოდიოდა, თითქოს, ეს მისთვის უკანასკნელად ყოფილიყო.

მოკლედ, დღეს კასტა დივას, ოპერის უბიწო ქალწულის, დაბადების დღეა.

Advertisements

13 thoughts on “86–ე დაბადების დღე

  1. გილოცავ მუზის დაბადებისდღეს 🙂

  2. მეც მახსოვს მაგ ფილმს რომ ვუყურე ძალიან მომეწონა და მაშინვე შემიყვარდა კალასი, არა , არ გეგონოს რომ შენ გეცილები მის სიყვარულში, უბრალოდ მე ჩემებურად მიყვარს. 🙂 კიდევ მინდა მაგ ფილმის ნახვა მაგრამ განზრახ არ ვნახულობ, არ მინდა ის ემოცია რაც მაშინ მქონდა, ფილიმის ყურების შემდეგ, შემეცვალოს.

    • მე რაც დოკუმენტური ფილმები ვნახე, მივხვდი, რომ ეგ ფილმი რეალობისგან შორსაა, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ ეგ ფილმი რომ არა, მე კალასს ვერ შევიცნობდი 😉

  3. არ ვიცი რამდენად 2003 ში მაგრამ ძეფირელის ეს ფილმი მეც მაქვს ნანახი. ოპერის ყველაზე ძლიერი ქალი მომღერალია საბერძნეთში რომ წავალ მის სახლმუზეუმს აუცილებლად ვესტუმრები:)

    • თუ არ ვცდები, კალასის სახლმუზეუმი არ არსებობს 🙂
      ლა სკალასა და სხვა დიდ ოპერებშია მაგის ძვირფასი ნივთები და ალბომები და იქ თუ ნახავ.

  4. ,,ინტერვიუ მარია კალასთან”რომ წავიკითხე იმის შემდეგ გამიჩნდა სურვილი ამ ქალზე უფრო მეტი შემეტყო და მის შემოქმედებასაც გავცნობოდი(ანუ შენი წყალობით კალასის მსმენელი გავხდი).
    როცა ვიღლები მას ვუსმენ!

  5. ძალიან მაგარი ქალი 🙂

  6. ზურიუს, შენც გქონია სპონტანური აღმოჩენები : ))

    გილოცავ მარიას დაბადების დღეს, 1 დღით გვიან 🙂

    ფილმი მეც მინახავს კალასზე, ოღონდ ძალიან ძალიან ადრე. ერთადერთი ის მახსოვს, რომ მარიას [ანუ მსახიობის] სილამაზემ მომხიბლა.

    • ძეფირელიმ 53 წლის კალასის როლში 53 წლის ფანი არდანი ათამაშა, თან ისე, რომ ის რომანტკული და დრამატული ხაზი არ დაუკარგავს, რაც კალასში მუდამ იყო. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s