ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ლალა (ნაწილი I)

23 Comments


მგონი, მწერლობას ვუბრუნდები. რავიცი, გუშინ ღამით მუზა გამეხსნა და ვწერე და ვწერე. რომ დავწექი და სინათლე გამოვრთე, მერეც ვწერდი რვეულში სრულ სიბნელეში. დღეს კი რაც გავარჩიე, ავკრიფე და აქ არის. ისეთი პირი უჩანს, მგონი, გაგრძელებაც უნდა ჰქონდეს 😉

როცა მიტინგზე ხალხი „მიშა, წადი! მიშა, წადი!“–ს ყვიროდა, ოპოზიციის მხარდასაჭერად მისული ლალა ტრიბუნასთან მივიდა და თქვა: „თქვენ აზვირთებული ბრბო ხართ და მადლობა გადაუხადეთ მიშას, რომ ვარდების რევოლუცია მოგიწყოთ!“

საოცარი იყო ლალა: იმდენად უყვარდა ყველაფერი, რომ ყველაფერს სახელს უცვლიდა. თუკი სკამს ყველა სკამს ეძახდა, ლალასთვის იგი ვერტიკალურსაზურგიანი დივანი გახდა. როცა ყველა ამბობდა, რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, ლალასთვის არსებობდა ალტერნატიული ჭეშმარიტება, რომლის თანახმადაც არავითარი აღმოსავლეთი არ არსებობდა და იგი ღმერთმორწმუნე ხალხმა მოიგონა.

ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, ლალა მარჯვენა ხელს, თავისი საჩვენებელი თითითურთ, გადაწევს ლოგინიდან და იქვე გაშლილ მდგომარეობაში მყოფი ლეპტოპის Power ღილაკზე აჭერს. ეკრანზე ჰოროსკოპი აყენია, რომლის გაცნობის გარეშეც ლალასთვის დღე არ იწყება. იქვეა Google Reader–იც, რომელშიც „ცნობილი ადამინების გამონათქვამების“ ფანჯარა ოთჯერ არის ჩასმული. შესაბამისად, ერთ დათვალიერებაზე ოთხი განსხვავებული შინაარსისა და მსოფლმხედველობის ციტატა იკითხება. ყოველივე ეს საკმარისია იმისთვის, რომ ლალამ სამსახურში თანამშრომლებთან კამათისას მოიხსენიოს ნებისმიერ კონტექსტში. მაგალითად, თუკი Google Reader ამოაგდებს ჩერჩილის ციტატას „დემოკრატია მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაა, მაგრამ დღესდღეობით მასზე უკეთესიც არ არსებობს“, ამ ფრაზით ლალა სავსებით თვითლოგიკურად გამოთქვამს აზრს თანამშრომლებში კონტრაცეფციასთან დაკავშირებით წამოჭრილ დავაზე.

ლალას ძალიან უყვარს სიგარეტის მოწევა, თუმცა მხოლოდ ერთხელ გასინჯა. ვინაიდან მისი დაქალებად წოდებული თანამშრომლები ყოველ შესვენებაზე მადიანი ხარებივით ექაჩებიან ნიკოტინს, ლალას ფილტვების ალვეოლები გზნებით თრთიან. მიუხედავად ამისა, სამსახურში ყველამ იცის, რომ ლალა სიგარეტს ვერ იტანს და რომ იგი მისთვის მხოლოდ ნიკოტინის ბუდეა.

სხვათა შორის, ლალას ადრე ელენე ერქვა, მაგრამ ერთ დღესაც ყელში ამოუვიდა ყველას შენიშვნა, რა ლამაზი სახელი გაქვსო, და მანაც გადაწყვიტა, შეეცვალა იგი. ახსნა კი ასეთი მოუძებნა: მე მაღიზიანებს ის, რაც სხვებს მოსწონთო. ასე გახდა ელენე ლალა და ბაფთიანი კომენტარები მისი სახელის გაშემო უცებ გაქრა.

ლალა ბიბლიოთეკაში მუშაობს და XX საუკუნის ლიტერატურის სექცია აბარია. აქვეა მის საყვარელ მწერალთა წიგნებიც, რომეთაც უკვე მერამდენედ კითხულობს თაროების ბოლო რიგის კუთხეში. ერთხელაც წასაკითხი წიგნების გროვაზე თავისი სათაყვანებელი „მარტოობის 100 წელიწადით“ მოკალათებულ ლალას თავზე ხუთიოდ ახალგაზრდა გოგონა წამოადგა და დაბრუნებული წიგნების თაროებზე განაწილებაში მიხმარება სთხოვა. როცა ერთ–ერთმა მათგანმა ლალას მარკესი დაუნახა, სიხარულით წამოიყვირა: „აუუუუ, მელკიადესი, ჩემი ყველაზე ფანტასმაგორიული პერსონაჟი!“ ამასობაში დანარჩენი ოთხი გოგონაც მოცვივდა და ყველამ თავისი მოწონება გამოხატა მარკესის ამ პერსონაჟის მიმართ. ერთ–ერთ მათგანს, თურმე ბლოგზე მელკიადესის მოძღვრების რამდენიმე მოზრდილი აბზაცი აუტვირთავს და მიუწერია – „მე ამის მწამს“. ლალა გახარებული უსმენდა მარკესის ფანებს და სიამოვნებით უქნევდა თავს მათს გამოთქმებს. როცა თავად ჰკითხეს, რა აზრის ხართ ამ მწერალზეო, ლალა დაიბნა, მერე სახე მოეღუშა და გარშემომყოფთ განუცხადა: „იცით, რა?  მე სულაც არ მიყვარს მარკესი და არც მისი ნაწარმოებები. უბრალოდ, ხელში მომხვდა და ცალი თვალით გადავლება მინდოდა. ან რა უნდა იყოს საინტერესო გეი მწერლის ნაწარმოებებში?“ –კი, მაგრამ, – უბასუხა ერთ–ერთმა გოგონამ, – მარკესი გეი არ არის და ოსკარ უაილდზე თუ ამბობთ, მასზე ცალკე ვისაუბროთ. – რა მნიშვნელობა აქვს? –უპასუხა გაბრაზებულმა ლალამ, – ორივეს სახელი გარყვნილებას უკავშირდება და მე კი ვერ ვიტან ასეთი ადამიანების ნაბოდვარს! ყველა ეგეთი ადამიანი საგიჟეში უნდა გამოკეტოს მთავრობამ! – გადაჭრით განუცხადა პირდაღებულ გოგონებს ლალამ გამკივანი ხმით. გაოცებისაგან პირდაღებული, ღრანჭმოქცეული და პირის კუთხიდან ენაგადმოკიდებული გოგონები ორიოდ წამით ასე შესცქეროდნენ, როგორ ნერვიულად ისწორებდა ლალა ბერეტს, შემდეგ კი გამოცოცხლდნენ და სადღაც წავიდნენ.

თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ ლალა სპირალური კიბეებით თანამშრომლების მაგიდასთან დაეშვა, სადაც ამჯერად ორიენტაციააღრეული ადამიანები განიხილებოდნენ. როგორც ლალამ ბიბლიოთეკარების საუბრიდან შეიტყო, ყველა გეი, ბისექსუალი, ტრანსვისტიტი და მისთანანი დასასჯელია, ვინაიდან მათი აზრები და ქმედებები საზოგადოებაზე მავნე ზეგავლენას ახდენს. როგორც კი ლალამ ეს გაიგო, მაშინვე ფეხზე წამოხტა და ხმამაღლა დაიწყო მტკიცება, თუ რამდენ გენიოსს, სწორედ გადახრილი აზრების მეშვეობით, შეუქმნიათ შედევრები, – „თუნდაც, ჰომოსექსუალ უაილდს – „დორიან გრეის პორტრეტი“!…“

ორიგინალურობა ყველგან და ყველაფერში, გამორჩეულობა ყველას მიმართ – ეს ლალას ყოველდღიური ცხოვრებაა. მისი ჩაცმულობაც ამაზე მეტყველებს. დღეს, როდესაც ყველას ჯინსის შარვალი აცვია, ლალა ორი კვირის განმავლობაში ნერვიულდ ათვალიერებდა ვაკე–რუსთაველის ყველა ბუტიკს რაიმე ორიგინალურის ძიებაში. როცა მიხვდა, რომ იქაური საქონელიც თანამედროვე მოდის ნაწილია, ლალამ მარჯანიშვილის ძველმანებში გადაინაცვლა. ორიოდ საათის ქექვა–ძიებას უშედეგოდ არ ჩაუვლია: ხუთი კოჭებამდე სიგრძის ჯვალოს კუბოკრული კაბა მხოლოდ 25 ლარად.

ისევ ბიბლიოთეკას დავუბრუნდეთ. ლალას აქ პატარა თვითნაკეთი კაბინეტი აქვს ერთი პატარა მაგიდით, სკამითა და ერთი ნათურით. ორი მხრიდან მას კედლები აკრავს, იმიტომ, რომ წიგნსაცავის კუთხეშია. დანარჩენი ორი მხრიდან „აპარტამენტს“ ლალას მიერ დიდი წვალებით მიდგმული წიგნებით გატენილი თაროები აკრავს. კედელსა და თაროს შორის დარჩენილ 44–ოდე სანტიმეტრიან გასასვლელში წითელი ფარდაა ჩამოკიდებული, ლალა კი კვირაში ერთხელ თეძოების გარშემოწერილობას იზომავს. ასეთ დროს იგი იხსნის ქამარს, შემოიკრავს თეძოებზე, ფრჩხილით მონიშნავს ადგილს, შემდეგ ქამარს დიამეტრალურად გაკეცს და გასასვლელის სიგანეს ადარებს. როცა დაინახავს, რომ ხუთიოდე სანტიმეტრი უცვლელადაა მორჩენილი, ლალა შვებით ამოისუნთქავს. არ გასუქებულა.

ლალას „აპარტამენტს“ ყველა მხარეს ოდესღაც მოდილიანის ნახატების პლაკატები იყო გაკრული. უამრავი ჟანა ებიუტერნი და ამდენივე ნიუ. სამწუხაროდ, როგოცა ფილმი „მოდილიანი“ გადაიღეს და მან მოდილიანი, ენდი გარსიას წყალობით, ყველას საყვარელი მხატვარი გახადა, ლალას შოკი დაემართა. ჰოლივუდელებმა მაინც მიაგნეს მის იდუმალ სწრაფვებს, რომელთაც ასე გულმოდგინედ ინახავდა ლალა თავის სათავსოში. მან არ იცოდა, ვისზე აერო ეჭვი, რომ თავისი საყვარელი მხატვარი ასე გაუპაპსავეს.  ერთადერთი, ვისაც ლალას ფარული ფიქრების მოპარავა და ჰოლივუდში გადაგზავნა უნდა მოეხერხებინა, 67 წლის კატარაქტიანი ჟენია დამლაგებელი თუ იქნებოდა, რომელიც ორ კვირაში ერთხელ ძმრიანი ტილოთი ჩამოხეხავდა კედლებს და მოდილიანის ქმნილებებს მჟავე სუნით აყროლებდა… რაც უნდა ყოფილიყო, ლალამ საკუთარ თავში მტკიცედ გადაწყვიტა, მოდილიანი ჟანასთან ერთად შეეჩვენებინა. კედელზე აკრული ნახატები ერთად მოკუჭა და ფანჯრიდან გადაუძახა.

2007 წლის 8 ნოემბრიდან კედლები ჟურნალებიდან ამოჭრილმა სააკაშვილის სურათებმა გაავსო.

ლალას ძალიან უყვარს არასრებულის მტკიცება და ამით ყურადღების ცენტრში ყოფნა. დიალოგი თანამშრომელ ბიბლიოთეკარებთან:

ბიბლიოთეკარი #1: მალე მერიკაში მდინარე კოლორადო საერთოდ დაშრება და დიდი კანიონიც დაიშლება. ჟურნალში წავიკთხე, რომ მაგ მდინარის წყალობით არის ამდენ ხანს.

ბიბლიოთეკარი #2: ჰოდა ამერიკაში ტურისტების კრიზისიც დაიწყება.

ლალა: მე თუ მკითხავთ, ჩემი აზრით, დიდი კანიონი ეს ფიქციაა და ამერიკელებმა იგი აფრიკელებს მოპარეს.

თანამშრომელი #2: როგორ, მოჭრეს და წამოიღეს? 🙂 🙂 🙂

ლალა: არა, მე ბევრი წიგნი და სამეცნიერო კვლევა მაქვს წაკითხული, რომ ამერიკელები ბოროტი ხალხია.

ბიბლიოთეკარი #1: და ეგ აღ შუაშია?

ლალა: იმ შუაშია, რომ ამერიკელებმა დიდი კანიონი ისევე ჩამოიტანეს აფრიკიდან, როგორც იქაური ზანგი მონები.

ბიბლიოთეკარი #2: და იცი, საერთოდ, რა არის დიდი კანიონი?

ლალა: რა თქმა უნდა. დიდი კანიონი ეს სულის გახლეჩილილობის მეტაფორაა!

ბიბლიოთეკარი #1: არა, დიდი კანიონი ეს მდინარე კოლორადოს კალაპოტია, რომელმაც წითელ კლდეებში უზარაზარი ნაპრალი გააჩინა.

ლალა: მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ ამერიკელებმა აფრიკელებს მოპარეს ზანგ მონებთან ერთად. მე ასე მაქვს წაკითხული.

ბიბლიოთეკარი #2: … და მონები რომ გემებით ჩამოიყვანეს?

ლალა: ჰოდა კანიონიც ეგრე ჩამოიტანეს, არ გაუჭირდებოდათ.

To be continued…

Advertisements

23 thoughts on “ლალა (ნაწილი I)

  1. raoden sasaciloc ar unda iyos, saxelic da klichkac chemia….:D:D:D:D

  2. ara personaji ara…:D absoluturad ganvsxvavdebi..:D::D iseda prototipi vinaaa?:D

  3. xixiii.. gaviget, gaviget.. 😀 mgoni planetis chipidan…. 😀

  4. დიდი მადლობა. თქვენი კომენტარები იმაზე მიუთითებს, რომ მეორე ნაწილსაც დავდებ მალე. მთავარია, ჯერ დავწერო 🙂 🙂

  5. მე ყავასთან ერთად წავიკითხე და ეს სინთეზი კარგი გამოვიდა : )

  6. ძალიან მომეწონა თხრობაც და პერსონაჟიც, თუმცა დიალოგში ცოტა გამაწბილა. კანიონის სულის გახლეჩილობასთან გაიგივების იდეა უკეთ უნდა დაეცვა ვიდრე მოახერხა.(“ჰოდა კანიონიც ეგრე ჩამოიტანეს, არ გაუჭირდებოდათ”_ო.) ზურიუსს, მიეცი უპრო მაღალი ხმის უფლება, რა 🙂

  7. ძალიან მომწეონა მართლა 🙂
    მაგარი იყოოო

  8. kargia. velodebi meore nacils. mishas suratebi isev kedlebze darcheba? 🙂

  9. ახალგაზრდავ, რა კარგ თემას მოეჭიდეთ 🙂

    მომეწონა…

  10. გამომიხტნენ ფანები 😐 ეგრეა რააა, ვერ მოიცლი საკუთარი თავისთვის და ბლოგისთვის და აგახევენ თემას, მერე აქეთ პლაგიატორს დაგიძახებენ… :X

  11. გამოხმაურება: “მაკნატუნას” ფიქრები « ZURRIUSS

  12. გამოხმაურება: ლალა (ნაწილი II) « ZURRIUSS

  13. ბოლო დიალოგი ცოტა სუსტია, თორემ დანარჩენი .. ყოჩაღ!
    “ლალები” სამწუხაროდ ცოტანი არ არიან და ჩვენს ცხოვრებას ხანდახან ამჟავებენ..

  14. გამოხმაურება: "მაკნატუნას" ფიქრები | Zurriuss.Ge

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s