ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

“ბოდიში” სოფოს

17 Comments


ამ სურათზე ორივენი მარტო ვართ: მეც და ვარდიც

ამ პოსტის იდეა ფიქროს ფურცლებმა გამიჩინა. ბოლო ხანებში საგრძნობლად გულჩათხრობილი გავხდი და ჩემს გრძნობებს აღარავის ვუზიარებ. ყოველივე ამას კი ჩემი არაადეკვატური ანუ ჩვეული საქციელით ვფარავ და შეუმჩნეველს ვხდი. რატომ? საკუთარი თავისაც არ მესმის. ვხატავ ბოლო ხანებში და, ალბათ, ამიტომაც.

დღეს ჩემს მეგობარსა და სიცოცხლეს, სოფოს, GIPA–ელ მეგობარს, ვაწყენინე. გამოცდა გვქონდა ერთ–ერთ საგანში. ჩემი პრეზენტაცია Odnoklassniki VS Facebook იყო, რომელიც ჩემს ჟურნალისტურ ბლოგზე მიდევს. სოფოს პრეზენტაცია თსუ–ს განახლებას ეხებოდა. ჩემსას რომ მოვრჩი, კაფეში ჩავედი… მოკლედ,  მის პრეზენტაციას არ დავსწრებივარ, არადა გულით უნდოდა. 2 კვირის წინ კიდევ ვაწყენინე სხვა რამეზე და მაშინ დავიწყე ხატვა ნახატისა “ბოდიში”. გუშინ მოვრჩი. ამასობაში შევრიგდით. დღეს ისევ გაცივდა ურთიერთობები და სწორედ დღეს ვაჩუქე “ბოდიში” სოფოს.

ჩემში ცივი სიცარიელეა. უდაბნოში სინაცრეა, ქვიშის ნაცვლად ფერფლი ყრია, რომლის ქვეშაც მგრგვინავი ემოციაა დამარხული. საკმარისია, ფეხით ფერფლი ოდნავ გაქექო, რომ ლავასავით გავარვარებული ცრემლის გეიზერები ამოხეთქავს და ჩემი ბღავილი დააყრუებს ყველაფერს…

ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი. ბევრს თვითგვემის მოყვარული ვგონივარ, მაგრამ მე კი კარგად ვიცი, როდის რას ვიმსახურებ. როცა რამეს ვაშავებ და არავინ მსჯის, მაშინ იძულებული ვარ, საკუთარ თავს სამაგიერო თვითონ გადავუხადო! არც მათრახს ვირტყამ, არც კედლებს ვანგრევ. უბრალოდ, ვზივარ და ვფიქრობ, რაოდენ ცუდი ადამიანი ვარ. უნდა ვიყო მარტო, რომ სიმარტოვემ გამომაშროს, გამაარაადამიანოს და მათთან აღარასოდეს გამაკაროს 😐

არადა დღეს სულ სხვა თემაზე უნდა დამეწერა. არა, ტრაგედია და უბედურება ნამდვილად არ მჭირს. არც დიდი ემოციით ვწერ. უბრალოდ, გადავწყვიტე, დღეს ბუნება და მეცნიერება იქით გადავდო და ერთ პოსტში საკუთარ თავზე ვისაუბრო.

დღევანდელ განცდას, რატომღაც, ეს სლაიდშოუ შევუსაბამე, რომელიც YouTube–ზე კარგა ხნის წინ ავტვირთე. სლაიდშოუებ ის კეთება ჩემი ერთ–ერთი ჰობია და მალე ისევ მივუბრუნდები. ზამთრობით მათი მუზა მეხსნება ხოლმე.

დღეს სევდიანი დღეა და ამბავიც სევდიანია, უკვე გაბანძებული სათაურით “Lovestory”.

Advertisements

17 thoughts on ““ბოდიში” სოფოს

  1. მშვენიერი ჩანაწერია.მიყვარს ასეთი ჩანაწერები და გულახდილი ,,ფიქრები”.მეტაფორების ,,კეისარი”ხარ!

  2. მესმის შენი… შენმა პოსტმა “გამახსენა” ჩემი გაბუტული მეგობარი

    ჩემს შემთხვევაში, ასეთ განცდებს ჩემს ბალიშს ვუტოვებ … ასეთ დროს არავინ მიშლის ხელს ვიფიქრო

  3. ზურააააააააააააააა : )))))))))

  4. დამასევდიანა შენმა პოსტმა.
    თან ის ვიფიქრე, რომ ასე მხოლოდ კარგ ადამიანებს შეუძლიათ…

    ფოტო რომ არ შეგიქო, არ შემიძლია. ძალიან მომეწონა : ) შევინახე : )

  5. არა, რა თქმა უნდა : ))

  6. ზოგადად ხალხში არსებობს საყოველთაოდ მიღებული როლები, მაგალითად: ადამიანი რომელიც ყველაზე მეტად ზრუნავს შენზე, არის- დედა, ადამიანი რომელიც დღეში რამოდენიმეჯერ გირეკავს და საუბრის ბოლსო გეუბნება რომ უყვარხარ არის – შეყვარებული, ადამიანი რომელიც შენთვის მნიშვნელოვან საჯარო გამოსვლას ან პრეზენტაციას დაესწრება და სულ ცოტა თავს მაინც მოგაჩვენებს რომ ეს მისთვის საინტერსოა, არის – მეგობარი.
    არაუშავს ზურა, უბრალოდ გთხოვ სიტყვა ’ბოდიშის’ გამოყენებას გაუფრთხილდი – ერთხელაც რომ მნიშვნელობა დაკარგოს…?!

  7. იცი რა ზურიუს? შენი ბლოგი შედიოდა ჩემთვის რაღაცნაირ, საყვარელ ბლოგებში, აი რომ დაინახავ ახალი პოსტი დაუწერია და შედიხარ, რომ მყუდროდ ჩაუჯდე.. ასეთები კი ჩემთვის სულ რამდენიმეა : )
    ამ ბოლო დროს კი something is wrong with you, you know? [აი სწორედ ინგლისურად მინდოდა მეთქვა] ალბათ იმიტომ, რომ გულჩათხრობილი გახდი, მიზეზი შენ უკეთ გეცოდინება.
    ვიცი, რომ მალე გაგივლის და ისევ ყავით ხელში შემოვალ ხოლმე შენი პოსტების წასაკითხად 🙂

    პ.ს ეხლა ვნახე რომ რაფას ბლოგი გაქვს ლისტში, უცებ მეგონა მომეჩვენა.. so sweet :love:

  8. ეგრეა…

    საბოლოოდ, ყველაზე მკაცრი მსაჯი საკუთარი თავისა ისევ და ისევ შენ ხარ…

  9. ამ ბოლო დროს მეც რაღაც არაადეკვატური გავხდი 😐

  10. ragac sheni postebidan gamomdinare sul sxvanairi chanxar, chveni laparakis mere azri shemecvala 😛
    magram albat aq xar gulaxdili da aseti iknebi ufro 🙂

    • საერთოდ, ხომ იცი, მასაში გულახდილობა დამღუპველია. აქ უფრო ადვილია 😉
      თუმცა ლაივშიც გულახდილი ვარ. უბრალოდ, ლაივში სხვა ვარ და როცა მარტო ვარ, სხვა. ეს გულახდილობის სხვადასხვა გამოვლინებაა 😉

  11. ზურიუს, რა გჭირს, კაცო? 😛
    Take it easy!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s