ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ფოტოგამოცანა

15 Comments


პოსტების წერის ხასიათზე მოვედი მგონი. დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს. ჩემს ჟურნალისტურ ბლოგზე ერთი პოსტი და ერთიც – აქ. იდეა ამ წამს მომივიდა. ანუ იმ წამს, როცა ეს სიტყვები დავწერე 🙂

უამრავი სურათია, რომელიც საკუთარ თავში რაღაც გამოცანას ატარებს. აქ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ და იპოვეთ მათში რაიმე საინტერესო.

ამ ტილოზე მხატვარმა საკუთარი თავი “დასაჯა” თავისი სისხლიანი ცხოვრებისა და მკვლელობების გამო. ვინ იყო ეს მხატვარი და რა სახის სასჯელზეა საუბარი?

კიდევ რა არის ამ სურათზე გამოსახული?

მიქელანჯელომ “მოსეს” კვეთისას დაუშვა უნებლიე შეცდომა. ბიბლიის ერთ–ერთ ტექსტში დაშვებული შეცდომის შედეგად მოსეს ფიგურას აქვს ორი უცნაური რაღაც. რა უნდა იყოს ამ ორი უცნაური რაღაცის ნაცვლად?

ეს ამ მხატვრის ერთ–ერთი პირველი ავტოპორტრეტია. მოღვაწეობის ბოლოს მან თავისი უკანასკნელი გრანდიოზული ტილო დაჭრა და ნაწილ–ნაწილ გაყიდა იმიტომ, რომ იგი დაუწუნეს. ვისზეა საუბარი?

ჟაკ–ლუი დავიდმა ლუი XVI–ის მეუღლის მარიამ ანტუანეტას ეს პორტრეტი მხოლოდ ესკიზის სახით შექმნა. რატომ?

პასუხები იქნება მაქსიმუმ ერთ კვირაში. მანამდე ჯერ მე უნდა დავფიქრდე. ვხუმრობ 😀 😀 😀

Advertisements

15 thoughts on “ფოტოგამოცანა

  1. აუ აუ მოსეზე ის არაა არასწორი თარგმანის გამო რქებითვით რო გაუკეთაო :)))
    ავტოპორტრეტი რემბრანტია? :X
    უკაცრავად პასუხები მალე იქნება? :დ

  2. ჩემი ტვინისთვის ამ ღამეს კარგი სავარჯიშოა : ) გადამეორება– გახსენება ცუდი არაა. პირიქით

    1) კარავაჯო “დავითი და გოლიათი”, გოლიათის თავში კი თავისი თავი. დეპრესიონერა, მაგრამ ნიჭიერი მხატვარი

    2) რა თუ ვინ? აქ აშკარად ვინაა გამოსახული.. პაპი? თუ წამებული წმინდანი? ეს არ ვიცი და მაინტერესებს. ლათინურსაც რომ ვერ ვკითხულობ 😦

    3) რქები, რქები, და იერონიმეს “შეცდომის” გამო, თუ არ ვცდები. თუ ვცდები? მაგრამ მაგაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, რომ ეგ რქა კიარა ნაწნავიაო და ა.შ.

    4) მდააჰ, დავიბენი, არ მახსოვს… ეს თუ რემბრანდტია და მისი “ღამის გუშაგები”, მაშინ.. მეორე მხრივ, ამ ავტოპორტრეტს ვერ ვცნობ 😦 მანერით ჰოლანდიელების სკოლას ჰგავს…

    5) ვერ დაამთავრა, ხო?

    • რამდენიმე სწორი პასუხი გაქვს, რამდენიმესთან ახლოს ხარ. ძაალიან მიხარია, რომ მხატვრობა გაინტერესებს. პასუხებსაც გაიგებ არც თუ ისე გვიან 😉

  3. hou, my cyber-god pls be kind to send me the answers on my facebook.
    p.s. tan sheni ambavi rom vici, sanam es kitxvebi saertod gachndeboda, manamde gecodineboda zu pasuxebi da nu momklav ase goneba-dabinduls, momcere ra

  4. tu sheidzleba chemi linki blogis chaascore
    taa.ge – ze gadavedi

  5. მეორე მე ვიციი მე ვიციი :sun:

    😀

    ნეტა საიდან ვიცი :mrgreen:

  6. მეორე მეც ვიცი მეც ვიცი :დ
    დაჟე მეოთხეც უეჭველი ვიცი რო რემბრანტია :დ
    ჯერ ერთი ბერეტით ვიცანი, მეორეც ეგეთ ფერებში რემბრანტი ხატავდა, მოკლედ სტილით ძალიან ჰგავს :პ
    ჰოდა პირველის პასუხი კი გავიგე მარა ასი წელი ვერ გამოვიცნობდი 😐
    ბოლო კიდე დებილობად მეჩვენა, ნუ პასუხი რა :X
    აი როცა აქ დაწერს ზურა ნახავთ :))))

  7. 2) ელიზაბეტ ბატორი
    5) მარია ანტუანეტას სკიკვდილით დასჯის დღეს შექმნა ეგ ესკიზი

  8. პასუხები:
    1) Kevana–მ სწორად უპასუხა

    2) მენსტრუაციაა გამოსახული: ქალის ფეხები და საშო, ზემოთ ამოშვერილი ორი თარი ძუძუებია. დახლოებით ხვდებით ალბათ. თინიმ და ანიმ პასუხები წინასწარ იცოდნენ 🙂

    3)kevana იყო ახლოს. ეს რკქებია. ბიბლიაში კი სხივები წერია და ტექსტი შეცდომით გადათარგმნეს, რამაც ეს კურიოზული შეცდომა გამოიწვია.

    4)რემბრანტის ავტოპორტრეტი: ანიმ სწორი თქვა, kevana სწორად მსჯელობდა, მაგრამ მერე გადაუხვია.

    5) იმ დღეს მარია ანტუანეტას თავი მოკვეთეს – giorgi–მ სწორად გამოიცნო

    ესეც ასე 🙂

  9. აჰაა.. და სად არის ეგ ხატოვანი გამოსახულება (#2) დაცული? 😀

    • ნამდვილად არ ვიცი, Google–ში მოძებნე Santiago Caruso და ჭეშმარიტებას იხილავ 😉
      ძალიან მაგარი მხატვარ–ილუსტრატორია ძალიან მაგარი იდეებით.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s