ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

პროტესტი ყველას, ვისაც ეხება!

43 Comments


პროტესტი

არ ვაპირებდი დაწერას, მაგრამ ან მე დავჩლუნგდი, ან, ზოგადად, ცუდი პერიოდი გვიდგას, ან ყველა გაზარმაცდა. ჩემს წინა პოსტს, რომელზეც, მინიმუმ 5 განსხვავებული ადამიანის კომენტარს ველოდი, არის მხოლოდ 2. აქედან მეორე ჩემია, რისთვისაც მადლობას ვუხდი ტომუშკას.

რა იყო? გვეზარება ბლოგების კითხვა? არა, მე არაფერ შუაში ვარ. სხვაგანაც ანალოგიური სიტუაციაა. კომენტარების რაოდენობამ, რასაც მე ვაკვირდები, საერთო ჯამში, 10–ით მაინც იკლო. 😐

აქვე არ შეიძლება, მადლობა არ გადავუხდო სოფიო გოლდენს, რომელიც ყველა ჩემთვის ნაცნობ ბლოგს გულდასმით კითხულობს, რაც მისსავე კომენტარებში გამოიხატება. ანუ მე ყველას არ ვერჩი. პრინციპში, კონკრეტულად არც არავის. უბრალოდ სიტუაცია გაუარესებისაკენ მიდის, ასე მგონია.

ამის მიზეზი კი, ვფიქრობ, ისე კითხვის დაზარებაა ანუ ბლოგერობის მოწყენა. არადა, ბლოგერობა მარტო საკუთარის წერა კი არა, სხისი ნახვა და შეფასებაცაა. რავი, მე კი აღვშფოთდი და მარტო მე თუ ვარ ასეთი, მაშინ გავგიჟებულვარ 😐

დიდი მადლობა ყურადღებისთვის… თუკი ამ ხაზამდე მაინც ჩამოაღწიეთ 🙂

Advertisements

43 thoughts on “პროტესტი ყველას, ვისაც ეხება!

  1. ზურიუს, იმ დღეს ამაზე მეც დავფიქრდი, სხვათა შორის.
    ეგზისტენციალურად (what the heck!) რომ ავხსნა, არ მაინტერესებს კომენტარების რაოდენობა 😉 იმიტომ ვწერ, რომ მსიამოვნებს, სანამ ერთი კომენტარი იქნება პოსტზე, დავწერ და შენც იმავეს გირჩევ 🙂 დაჟე ერთიც რომ არ იყოს, შენთვის წერ, man, ფულს რომ გიხდიდეს ვინმე, მაშინ იდარდებდა ადამიანი, მაგრამ ახლა არა 😉
    მე ყველა იმ ბლოგზე ვტოვებ კომენტარს, რომელიც მომწონს და მინდა, ადამიანებს უბრალოდ სტიმული მივცე, რადგან თავის დროზე დოდკა ასე დამეხმარა.

    • სოფ, აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ ჩემთვის წერა როცა მინდა, ვიღებ პასტას და ბლოკნოტს და იქ ”ვპოსტავ” 😉

  2. ბლოგერებს კოლოქვიუმები აქვთ, კუჩემა, და იმიტოა ასე 😐

  3. მე გადამეტენა რიდერი 😦

    მოუცლელობაც არის და მოუცლელობაც, მაგრამ ახლა უფრო ბლოგებისგან დასვენების დრო მაქვს. ზერელედ გადაკითხვაც არ მინდა და ვინახავ 😀

  4. ზურრიუსს,
    საერთოდ ეგრეა ხოლმე, ბლოგზე ზოგჯერ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი შემოვიდეს, მაგრამ არავინ დააკომენტოს. მაგ: გუშინ ჩემთან დაახლოებით 160 უნიკალური შემოვიდა, კომენტარი კი შვიდმა თუ რვა კაცმა დატოვა. ეს არ ნიშნავს, რომ ბლოგებს არ კითხულობენ. რავი, ჩემთნ ყოველ შემთვევაში უნიკალურები ყოველდღე მატულობს. ასე რომ მაგაზე დიდად არ იდარდო. აბა შემოაგდე რამე პროვოკაციული თემა, მერე ნახე კომენტარების ცვენა. 😀 😀 😀

    • გამოდის, რომ თუ არ ხარ პროვოკაციული და ვიღაცის პრეზერვატივზე, სასულიერო პირების ლანძღვაზე, დედის ტრაკზე და რამე ეგეთებზე არ ლაპარაკობ, ბლოგერობას უნდა დაანებო თავი?
      მაპატიეთ, მაგრამ არ მინდა ”პრაიმთაიმი”, ”სარკე” ან ”ლიბერალი” ვიყო.
      …და აქ საქმე მართლა სიზარმაცეშია, თორე 2 კვირის წინ 110 უნიკალური მომხმარებელი მყავდა ;),

      • ვინ გითხრა ბლოგერობას დაანებეო თავი?

        “პრეზერვატივზე, სასულიერო პირების ლანძღვაზე, დედის ტრაკზე”-სულაც არ არის სავალდებულო ყველამ ამაზე წეროს. უამისოდაც კარგად გამოგდის.

        თუნდაც ფოტოკოლაჟი ოპერის თეატრებზე-44 კომენტარი გაქვს, “დასი – ჩემი ნახევრადწარსული”-29, “მოწევა ანუ ვინ როგორ დავიწყეთ”-45

        ასე რომ, წუწუნს შეეშვი და ძველებურად გააგრძელე! პატარა პროვოკაციებში რა არის ცუდი? თუნდაც ეს პოსტი ავიღოთ, ხომ არის პროვოკაციული? შესაბამისად გაჩაღდა დისკუსია. ამას ვამბობდი, მეტს არაფერს.

  5. ბიჯო!
    სირცხვილი შენ, რომ უკომენტარობაზე წუწუნებ!
    ახლა ვნახე შენი წინა პოსტი, ისეთ ფილოსოფიურ რამეებს შეჭიდებიხარ, რომ საეჭვოა, მაგაზე ბევრი კომენტარი წამოსულიყო. ალბათ, შენ კი იყავი იმწამს ცხოვრების ამაოებაზე ჩაფიქრებული, მაგრამ.. 😀 😀 😀

    როგორ გიბრუნდება ენა, კომენტარებს არ მიტოვებენო, გადახედე შენს წინა პოსტებს და ნახე რამდენი კომენტარებია დატოვებული 😀 😀 😀

    კომენტარების კლების მიზეზი მკითხველთ სიზარმაცესი კი არა, პოსტის შინაარსში უნდა ეძებო. ეგ პრიმიტიული სიმარტივე ყველაზე მეტად ბლოგს უნდა ჰქონდეს. ღრმა ფილოსოფიური თემების კვლევა საბლოგე თემაა არაა 🙂

    • შეიძლება ეგრეცა…
      არავის ვლანძღავ, მაგრამ ”ავდექი, პირი დავიბანე და თაკოს დავურეკე”-ს ტიპის პოსტებზე რომ კომენტარები მოდის, ეს ხომ ნორმალურია? და ჩემი პოსტი კვლევა არ არის და ეს შენც იცი 😛
      და, საერთოდ, კომენტარი ”ძალიან მაგარი პოსტია” უნდა გაქრეს სახსენებლიდან, ასე მიმაჩნია. 😉

  6. ar shemizlia ar shegedavot
    komentarebs ar toveben r nishnavs ar kitxuloben
    🙂
    bevr blogs vkitxulob, magram sheizleba itqvas titqmis arasdros vtoveb komentars
    ar vici ra aris amis mizezi
    sheizleba is rom postios wakitxvis shemdeg rgacis damateba ukve zedmetia
    sheizleba komentaris daweris dazarebac

    ups pirveli komentari shens blogze 😀

  7. ui mapatie gramatikuli shecdomebistvis
    albat amitomac ar vtoveb komentarebs
    😀

    • შენ კომენტარების წერა გეზარებოდეს და გრამატიკულ შეცდომებს პირადად მე გაპატიებ 😉 მთავარია, არ ისპამერო და ”კარგი პოსტია” არ დაწრო 😉
      …ისე კი შენს ბლოგს ვკითხულობ და შენც იცი 😉

  8. აჰ, ზურიუს, ნუ წუწუნებ ეხლა 😀

    თემას გააჩნია, რაზე პოსტავ. წინა პოსტი მართლა ისეთია, დაპოსტვის მომენტში შეიძლება არ ვიყო განწყობაზე და 1 კვირის შემდეგ დავტოვო კომენტარი, როცა მეც იგივე განცდა მექნება, რაც შენ წერის მომენტში გქონდა : ))

    • ნატალია, სავსებით მართალი ხარ 🙂
      უბრალოდ, მგონია, რომ (და ალბათ მარტო მე არა) ზოგადად მკითხველების რაოდენობამ იკლო. ნუ რაღაცა ხდება:
      ან ცუდ პოსტებს წერენ
      ან კითხვა ეზარებათ
      ან არ აკომენტარებენ
      ან მე მეჩვენება…
      ვაიჰ… გავრეკე მგონი 🙂

  9. უი, კომენტარების რაოდენობაზე არასდროს არ ვფიქრობ, შენც იგივეს გირჩევ 🙂
    აი, თაზოსაც დაუწერია, ხშირად არის, რომ შემომსვლელების რაოდენობა დიდია და არ წერენ. ამაზე არ იდარდო. და იმ ტიპის პოსტების წერას – ვიღაცა ვიღაცას რომ ურეკავს, უკომენტარობა სჯობია 🙂

    • ანდაზა გამახსენდა: “როცა10 კაცი გეუბნება, ფეჩი ხარო, ბოლი უნდა გამოუშვა” 🙂
      ჰოდა მეც ნელ–ნელა შევარბილებ ჩემს ტონს და ვიტყვი, რომ, შეიძლება, ცოტა გადავაჭარბე, მაგრამ მართლა ეგრე ვიგრძენი.
      ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და თუ თქვენც შეამჩნევთ რაიმეს, ცხონებულ zurriuss-საც მოიგონებთ და თქვენს კომენტარებსაც 😛 😛 😛

  10. ashjarad krizisiaa getanxxmebii, mec mase var da chemanac maseaa

  11. komentarebi araa mtavari da zoger posti ar itxovs komentars!

  12. მეა კულპა, ამ ბოლო დროს შენს ბლოგს იშვიათად ვკითხულობ : )

  13. ზურა, შენი როგორ მესმის ვერ წარმოიდგენ 🙂 მეც მქონია ეგეთი ბლოგერული დეპრესიები და რამდენჯერმე ბლოგის წაშლაზეც მიფიქრია, მაგრამ…

    დროა ახალ პოსტზე იფიქრო 🙂

  14. რამ გაგამწარააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა:)

  15. radgan shempirdi rom gramatikul shecdomebs mapatieb
    mashin agar davizareb komentarebs 🙂

  16. lol
    რა ღშფოთებული პოსტი იყო

    ”ევროპა შეშფოთებულია ” კი არადა zurriuss-ი შეშფოთებულია 🙂 😛

  17. ეს მე ხო? ოკ არის ბატონო 🙂

  18. ამ პოსტის წაკითხვა მეზარება და ვინმემ მომიყევით რა წერია 😀

  19. აუჰ რა ამბავი ყოფილა აქ :დ

    მე ეს ერთი კვირა პასიური ვიყავი :თავისგაამრთლებისმსიალიკიმეგრულითან:

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s