ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ჰაერში გასროლილი კითხვები: მარტივდება თუ რთულდება სამყარო?

17 Comments


ფილოსოფიის ხასიათზე დამაყენა ვერდის Dies Irae–მ.

ჩვენ გამოვიარეთ შუა საუკუნეების ბნელეთი და აღორძინება, კლასიკა და ბაროკო, რომანტიზმი და იმპრესიონიზმი, მოდერნიზმი და ავანგარდიზმი. ნელ–ნელა გაქრა შექსპირის სონეტთა ლოკონები, მოცარტის პოლიფონიური წკრიალი და რემბრანტის უხვი ოქროსფერი. სამყარომ კუბის ფორმა, კვადრატის ფერი და მოოლითური მუსიკის ჟღერადობა მიიღო.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ახლა გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე ოდესმე. მაშინ საიდან ასეთი პრიმიტივიზმი, სიმარტივე? განა ყველაფერი ასე არ დაიწყო?

მარტივი ბგერები, მარტივი გამოსახულებები, სწორხაზოვანი აზროვნება

როგორ ჰგავს დღევანდელი სიმარტივე იმ პრეისტორიულ სიმარტივეს, რომლისგანაც ყველაფერი დაიწყო.

თუ ჭეშმარიტება მის სიმარტივეშია, გამოდის, რომ კაცობრიობას ათეულობით ათასი წელი და უამრავი შედევრის შექმნა დასჭირდა ამის გასაცნობიერებლად.

“უი, რა კარგია! 🙂 “– ღიმილით ვიტყვი და იმედიანად დავიძინებ, რომ გამარტივებულ, მაგრამ ცოდნით სავსე ეპოქაში ვცხოვრობ. რომ კაცობრიობამ, როგორც იქნა, მიაგნო ჭეშმარიტებას. მართალია, შორიდან შემუარა და ამას ძალიან დიდი დრო მოანდომა, მაგრამ მაინც მიაგნო. მაააგრამ რა გარანტია მაქვს, რომ ზუსტად იმავეს არ ფიქრობდა ჩემზე 300 წლით ადრე მცხოვრები ადამიანი, თუნდაც ჩემი ტოლი?

ან… რა ვიცი, ეგებ, ზუსტად ამასვე იფიქრებს ადამიანი ჩვენი დროიდან 300 წლის შემდეგ?

ვერ ვიტან ამ გამოთქმას, ამიტომ ჩემებურად დავწერ:

სა სიქვტილშია ჭეშმარიტება?

ერთ–ერთ პოსტში ადრეც გავჭედე ამ თემაზე, ჰოდა მიახლოებითი პასუხი თუ მაინც გექნებათ, მითხარით, თორე ფილოსოფიიდან ფალოსოფიაში გადასვლა არ ამცდება 🙂

Advertisements

17 thoughts on “ჰაერში გასროლილი კითხვები: მარტივდება თუ რთულდება სამყარო?

  1. რა პრიმიტივიზმი? რა სიმარტივე?
    შენ დღევანდელი ცხოვრება პრიიმიტიული და მარტივი გგონია?

    • პრიმიტიული იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი გამარტივებულია. თვითონ იდეა ამ ცხოვრების და ყოფაცხოვრების.
      აი, სკამი რომ აიღო და რომ შეადარო შუასაუკუნეებისას: გაქრა ყოველნაირი ჩუქურთმა და ზედმეტი დეტალი. დარჩა მხოლოდ საჯდომი, საზურგე და ფეხები.

  2. გამოხმაურება: პროტესტი ყველას, ვისაც ეხება! « ZURRIUSS

  3. სკამი მეტად ვეღარ გამარტივდება ალბათ 🙂
    უბრალოდ არსებობს იაფი და ძვირი პროდუქტი, მე ასე მგონია. ყველანაირი მომხმარებლისთვის…
    გემოვნების ამბავია, მხოლოდ ეს არის, რაც მეტი მატერიალია დახარჯული (იგივე ჩუქურთმისთვის, მაგალითად) და ხელობაც – რთული, პროდუქტიც მით ძვირი და არამასობრივი ხდება. იგივე გადავიტანოთ სხვა დანარჩენზე – ვის რა მოთხოვნაც აქვს, იქით მიდის და იმდენს ეძებს 🙂

    ჭეშმარიტება დიდი თვალთმაქცი “ვინმეა” 🙂

  4. მაინც ვერ ვხვდები ზუსტად რამ აღგაშფოთა ზურ :))))) ჩემი აზრით რაღაცების ცვლილება და გინდა გამარტივება, გინდა გართულება გემოვნების ამბავია. დრო მიდის და ადამიანების გემოვნება, მოდა, ყველაფრი იცვლება. ადრე ჩუქურთმები მოწონდათ – ახლა აღარ მოწონთ, რა შუაშია გამარტივება, იყო დრო როცა მსუქანი ქალები იყო “მოდაში” და მოვიდა დრო როცა გამხდრები ამჯობინეს, ეგ არ მიშნავს რომ რამე გამარტივდა, უბრალოდ ადამიანების გემოვნება იცვლება და ასეც უნდა იყოს.
    ვოტ, ჩემი აზრი ასეთია :))

  5. დაიღალა ხალხი ამდენ საუკუნოვანი ცხოვრებით 🙂 აი პრიმიტივიზმის მაგალითი თანამედროვე მუსიკაში

    • საერთოდ, არსებობს ხელოვნებაში ისეთი რაღაც, რასაც სიახლე ჰქვია. ოღონდ ეგ სახლე იყოფა ორად: ერთი არის ნამდვილი სიახლე, მეორე სირობა. ჯერ ვერ გეტყვი, ეგ რომელია. გავა დრო და თუ არავის ემახსოვრება, მაშინ სირობაა 😉

      აი, სიმარტივე, რომელზეც ვგიჟდები 😉

  6. ნახე რა მაგარია ჭუჭყიანი მანქანის მინაზე ასეთი ნახატი რო დაგხვდება :))))) სულ აღარ გავრეცხავდი იმ მანქანას :))))

    რემბრანტი არაა მარა Scott Wade-ია, ქუჩაში ცხოვრობს და ნებისმიერი ხელსაყრელი შემთხვევისას ხატავს ავტომობილის ჭუჭყიან მინებზე :))

  7. ჭეშმარიტება არც ეგრე იოლი გასაგებია. მიუგნია არა კვახი. მე დღემდე არ ვიცი რა არის… ათასი ურთიერთოგამომრიცხავი ვარაუდები…
    რაც შეეხება სიმარტივეს,.. და მოიცა, გენიალურობა სიმარტივეშია თუ სისადავეში?

    • ნუ, თუ პასუხი იცი, ეგებ თქვა და არ იბლატავო, რომ იცი 🙂

      • ჰა? ბლატავიო?
        აჰა შენ ჩახუჭუჭებულ… მეტის ღირს არ ხარ 😀
        სიმარტივე არც ისე პრიმიტიულს ნიშნავს და სისადავე არც ისე მარტივს. თუ ამოვალთ ცნების განმარტებებიდან, მგონია რომ უფრო სწორი იქნება ასე: გენიალურობა სისადავეშია…
        თუ არ მეთანხმები მითხარი აბა რა არის სიმარტივე?

        საერთოდ, ეს აფორიზმებისა და ცნობილი გამონათქვამების ზუსტი ციტირება ხშირად იკარგება. ერთი გაიმეორებს, მეორე, მესამე და მეოთხე უკვე სიტყვას უცვლის, სინონიმებით…
        ისევე როგორც დარვინს მიაწერენ “ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვაო”–ო, ეგრეც არ უთქვამს და… : )
        აქაც იგივე მგონია

        :სერიოზული წაბლი:

  8. “ეშმაკი” ხარ შენ! 😀 😀 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s