ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

HAMLET

25 Comments


uniIncgs…არადა, სულაც არ მქონდა გადაწყვეტილი სადმე წასვლა. სახლში უნდა ვმჯდარიყავი და თავზე დაყრილი სტატიებისათვის მომევლო. მიუხედავად ამისა, დასელებმა დამირეკეს და თანხმობა ეგრევე განვუცხადე. ძალიან კი მეზარებოდა, მაგრამ ჩემი თავის ამბავი ვიცი:

როცა რაიმეს ვგეგმავ, ან არ გამომდის, ან ხალისს ვერ ვატან.აქედან გამომდინარე, სულაც არ დამზარებია მეტროს ჯაყჯაყის ატანა, რომელსაც მგზავრები არ იმჩნევენ, და არც ცივი წვიმა, რომელიც ასე არ ჰგავს ზაფხულის გემრიელ “ცრემლებს”. ბოლოს და ბოლოს, ჰამლეტი გადიოდა და სახლში ხომ არ დავრჩებოდი?

სტურუამ ეს სპექტაკლი 2001–ში დადგა. “ჰამლეტი” პირველი იყო, რაც რუსთაველის დიდ სცენაზე ვნახე. პირველი შთაბეჭდილება სრულიად არაადეკვატური მქონდა: სპექტაკლი კი არა, ბოდვა მეგონა. ნუ, მეპატიება 🙂 სამაგიეროდ, დავასკვენი, რომ

პირველი შთაბეჭდილებით არაფერი უნდა შევაფასო!

2

კლავდიუსისა და გერტრუდას ორგია

დიდი ხანია, არ მენახა. დიდი ხანია, არც მსახიობებს ეთამაშათ. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ასე ვისიამოვნე მისი თითოეული მომენტით. იცით, როგორი შეგრძნება იყო? ეს არ იყო გენიალური ავტორის გენიალური ქმნილება, არამედ საოჯახო დრამა, რომელიც ასე ახლოა ჩვენთვის. დრამა, რომელიც ახლაც ხშირად ხდება (ახლა ხდება თუ ხდება): ღალატი, ოჯახის შერყვნა, პიროვნული სადიზმი, ფეხზე დაკიდებული სიყვარული.

აქ მეფობა და პრინცობა მეასეხარისხოვანია. აქ ადამიანობაა მთავარი. მოკლედ, სტურუამ ყველაფერი ეს ისე დადგა და ყანჩელმაც ისეთი მუსიკა დაადო, რომ გეგონება, შექსპირმა ეს 1601-ში კი არა, 2001–ში დაწერა. მსახიობებმაც მართლაც გასაოცრად ითამაშეს. აი, ხომ გეუბნებით, “შობის მეთორმეტე ღამეზე” რვაჯერ ვარ ნამყოფი  და კიდევ ბევრჯერ ვნახავ, მაგრამ მესამედ ნანახი ჰამლეტი იყო შედევრი!

ეს არ იყო მოვლენის ხატოვანი შინაარსი, არამედ თანამედროვეობას მორგებული ანალიზი.

ზაზა პაპუაშვილი – 2 წუთში იმდენი მიმიკა, იმდენი ემოცია აღბეჭდა სახეზე, რასაც სიტყვებით გადმოცემას ვერ მოასწრებდა. ამბობენ, ბოლო ხანებში მაგრად დაიშტამპა და სულ ერთ სტილში თამაშობსო. შესაძლებელია. თუმცა ფაქტი, თუ როგორ უთავსებს იგი ერთმანეთს შესუნთქვით კივილს, დრამატული ტემბრით მოთქმას, ხროტინა ხარხარს და შესაშურ პლასტიკას ერთ მონოლოგში, გამოშტერების ღირსია.

Surati-3956

სიუჟეტი, რომელსაც დავარქმევდი "ლოცულობს"

არ მინდა, მიმოხილვა გამომივიდეს, მაგრამ ემოციებს ვერ ვიკავებ. ისე კი ძალიან მძიმე სპექტაკლია. ამდენი წუხილი, ირონია, ადამიანთა არაადამიანური საქციელი. თან ეს ყველაფერი იმდენად რეალურ დროშია გადმოტანილი, რომ სულ დაგავიწყებს გაცვეთილ მონოლოგებს.

ყოფნა – არყოფნა, საკითხავი აი ეს არის!

ამ ფრაზის ატანა არ მქონდა. ან ვის ჰქონდა რო? სტურუამ კი ეგ ფრაზა დაწვა და რკინის ვედროში ჩაფერფლა 🙂

სამაგიეროდ, ახალი ფრაზები, რომლებიც მომენტალურად გამახსოვრდება, სპექტაკლს ერთ მთლიან მუსიკალურ ნაწარმოებად კრავენ:

იო იო იო იო იიიიიიიიიიიიოოოოოოოოოოო….. გერტრუდას ამოძახილი და

მაააააააააააააააააამაააააააააააააააააააააააააააააააააააა – ჰამლეტის უსასრულო შესუნთქვითი კვნესა

gsfg

ია სუხიტაშვილი ოფელიას როლში

ასეთი ემოციური შოკიდან გამომდინარე, მთლიანად დავიკიდე სახლისაკენ მიმაცილებელი ცივი წვიმა, მეტროს ჯაყჯაყი და ნუცუბიძის პლატოს აღმართი 😉

yety

"თავის ცხოვრებაში ადამიანი ყველაზე უფრო მსახიობებს უნდა უფრთხოდეს..."

Advertisements

25 thoughts on “HAMLET

  1. ‘შობის მეთორმეტე ღამე’ მიყვარს ძალიან, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე..

    ზაზა პაპუაშვილიც მომწონს, და ყანჩელის მუსიკაც..

    ეხხ, მომენატრა თეატრი, რამდენი ხანია არ ვყოფილვარ : (

  2. “shobis metormete gameze’ unda wavide erti, arada rom viyavi didad ar agmafrtovana… :S

    • ნოემბერში მეტი აღარ არის. დეკემბერში იქნება ალბათ. ნუ მე, რა თქმა უნდა, კიდევ წავალ 😛 გაცნობებ,როცა იქნება, ჰოდა წამოდი 😉

  3. მართლა ისეთი მიმიკები აქვთ ამ მსახიობებს, გული მისკდება 😐
    რა ვქნა, არ არის თეატრი ჩემი, თუმცა ვაღიარებ, რომ უდავოდ ნიჭიერი მსახიობები გვყავს.

    • გადამრევ შენ. როგორ მეგონა რომ თეატრი გაინტერესებდა 😦 საერთოდ, ხელოვნების რომელი ჟანრები არ გიყვარს მითხარი, რომ მერე კიდევ არ შევშფოთდე 😉

  4. papuashvili martla dzalian magari msaxiobia…”bidermani da cecxliswamkidebelnshic” ki agmafrtovana :bis:

    • აუ, პრემიერაზე ხომ არ ყოფილხარ? პირველ დღეს ვიყავი 🙂
      ისე სპექტაკლი, მგონი, დებილობაა. რავი ერთხელ მაქვს ნანახი კი იცი, რატომაც ვერ გეტყვი ზუსტ პასუხს 🙂
      ჰოდა “ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი” ნანახი გაქვს?
      ზაზა იქ მონოლოგს კითხულობს?…. 12 წუთის განმავლობაში საოცრებას ახდენს. საკუთარი თავი დავიჭირე, რომ თავიდან ვხარხარებდი და მერე ცრემლები მომადგა თვალებზე. გამბურღა 😦

      • ho, mec premieraze viyavi =) musika, dekoraciebi – anu is rac yanchels da aleqsi-mesxishvils exebodat martla dzalian momewona, nu msaxiobebic… ubralod, tviton spektaklis idea ar momewona. ravici, sheidzleba me ver chavwvdi : D
        tumca yvelaze CUDI spektakli, rac rustavelis teatrshi minaxavs aris “jariskaci, dacvis bichi da.. prezidenti”- ai, mashin martla erti suli mqonda rodis damtavrdeboda…

  5. ეჰ, რამდენი ხანია არ ვყოფილვარ ერთ “გემრიელ” სპექტაკლზე 😦 პოსტი რომ წავიკითხე ძველი შეგრძნებები გამახსენდა … 😦

    არა რა, კაცი რომ ოქროს საბადოს აღმოაჩენს, აღარ უნდა მიივიწყოს :user:

    აქედან მოწოდება : “იარეთ ხარისხიან სპექტაკლებზე”.

  6. გამარჯობა ზურიუს!როგორ ხარ?შექსპირი იმიტომ არის დიდი,რომ მისი შემოქმედება ,,უდროობის”მყარ საფუძველზე დგას.ჰამლეტი,რიჩარდ მესამე,რომეო,ჯულიეტ,ოტელო,დეზდემონა -შექსპირმა მათში გააცოცხლა ყველა ადამიანური ტრაგედია…სიკვდილი შექსპირის ტრაგედიებში რაღაცის დასაწყისია და არა დასასრული(ამ ,,რაღაცას”ყველა დროის მკითხველი აღმოაჩენს და თავისად მიიღებს).თეატრი-საზოგადოებას თავის თავს ანახებს და მასში კათარზისს იწვევს.

    • თეატრი ვერაფერს დაგანახებს და ვერაფერს გამოიწვევს შენში, თუ სწორად არ დადგი და დროს არ მოარგე. აქედან გამომდინარე, 20 წლის შემდგედ თუ იგივე ჰამლეტი საცურაო კოსტუმში გამოწყობილებმა ითამაშეს, არ გამიკვირდება.

  7. ui, ho imis dawera damaviwyda rom “vanislis motkbo, sevdiani surneli” ar maqvs nanaxi

    • უძალიანმაგრესია. ვერ მოგცემ იმის გარანტიას, რომ პირველივე ჯერზე გაიგებ. მე მესამედ რომ ვნახე, მაშინ გადავირიე. პრინციპში, როგორც ხედავ, ჰამლეტზეც ასე დამემართა 🙂
      ზაზა იქაც ძალიან მაგარ მონოლოგს არტყამს. პრინციპში, ნამდვილი სპექტაკლიც, ვფიქრობ, მაშინ იწყება. 12–წუთიან მონოლოგზე მაქვს საუბარი!
      არა, ერთხელ მე და შენ მაინც უნდა ვნახოთ!!! 😉

  8. ეჰ, ოღონდაც მოვაღწიო…. 😉

  9. ზურ რო წერ დაიშტამპაო იასნია ჩემი ნათქვამი გამახსენდა :დ მაგრამ უნდა დავწერო რომ, კი რაც მე ვნახე ერთნაირად თამაშობსთქო ვთქვი, მარა ის არ მითქვამს რო ცუდია, პირიქით იმიტომ ათამაშებს ეგრე სტურუა, რომ მართლა ძაან მაგრად გამოსდის.
    უბრალოდ რა ვქნა, რაც არ უნდა კარგი იყოს მსახიობი ყველა სპექტაკლში ერთნაირი მაინც არ უნდა იყოს ჩემი აზრით რა 😦 ბევრი სპექტაკლი არ მინახავს პაპუაშვილის მონაწილეობით და შეიძლება ტყუილადაც ვაბრალებ და მომეჩვენა, იავიცი :პ
    ჰოდა ჰამლეტზე ისე აღფრთოვანდი რომ არ ვნახო ჩემი დამემართება იცოდე :))))

  10. arvici, ver gavige zustad …
    memgoni sheni nomeri tu ra tqva agar maxsovs

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s