ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ძია ფროიდის ტესტი

16 Comments


Rapsodiaვასრულებ Mr. Picasso–ს თხოვნას და მის გრამატიკულად გაუმართავ პოსტს ჩემსას მოვაყოლებ. კაი ბიჭია გოჩა: დილით გაიღვიძებს, გამოდენის ძროხებს ბოსელიდან და საბალახოდ გაუშვებს, მერე უნივერსიტეტში მოუშლიან ნერვებს, მერე დაგრუზული გაემართება სახელოსნოში და უარყოფით ენერგიას დადებით მინანქრად გარდაქმნის 🙂 ახლა კი მთავარი.

წარმოიდგინეთ რომ უდაბნოში ხართ და დაინახეთ კუბი (გეომეტრიული ფიგურა). რაც შეიძლება ვრცლად აღწერეთ, თუ როგორია (ცაშია თუ მიწაზეა), ფორმა, ფერი, რისგან არის დამზადებული. რომ ხედავ, რაზე ფიქრობ?რისი სურვილი გიჩნდება????

უდაბნო არის სიცხისაგან გადახრუკული, მზე უკვე გადახრილია და ნარინჯისფერი ფერები ჭარბობს. კუბი, რა თქმა უნდა, არის ლურჯი. მიწიდან 30–50 სანტიმეტრის სიმაღლეზე, ჰაერში. თითქოს, არის ლითონის, მაგრამ არც ცივია და არც ცხელი. მყარია. რომ ვხედავ, მინდა, მასზე ავძვრე და ზედაპირზე დავჯდე/წამოვწვე.

გააგრძელე გზა და დაინახე წყლით სავსე დოქი . როგორია? რას გრძნობ? რას ფიქრობ? რას აკეთებ????

დოქი სწორ, ბრტყელ ზედაპირზე დგას. თეთრ, კერამიკულ ნაკეთობას არც ერთი ქვიშის მარცვალი არ აყრია. ვგრძნობ, რომ ცუდი არ მემუქრება. ვფიქრობ, ახლა დავლიო თუ მერე. დოქს ვიღებ, ერთ ყლუპს ვსვამ და ვინახავ.

აგრძელებ გზას და ხედავ კიბეს აღმიწერე, როგორია. რამდენად მყარია? მიწაშია თუ ცაში ადის? რას აკეთებ? რისი სურვილები გიჩნდება?

კიბე ბრტყელია, არასპირალური. მიწას მსუბუქად ეხება და ცისკენ არის მიმართული. ვეხები, ვდგამ ფეხს და მაღლა ავდივარ. თავიდან მიხარია, მერე მიმოვიხედავ და როცა ვხვდები, რომ საკმაოდ მაღლა ვარ, ცოტა შიში მეუფლება. კიბეც აქვე მთავრდება.

გააგრძელე გზა და დაინახე მუსტანგი (მოუთვინიერებელი ცხენი). როგორია????რას გრძნობ, რომ დადიხარ?  რისი სურვილი გიჩნდება? რას აკეთებ?

მიკვირს? არა. ვხვდები, რომ მისი დახმარება მჭირდება. დახმარება თუ არა, სიამოვნება. სიამოვნება, რომელსაც მასზე ჯირითი მომანიჭებს. დოქიდან წყალს ვასმევ და ისიც მმორჩილდება. ჭენება არ ვიცი, მაგრამ ცხენი წინააღმდეგობას არ მიწევს. ნელ–ნელა მივსეირნებ მასთან ერთად.

დაინახე ზღვა. მუსტანგთან ერთად  გააგრძელებ გზას თუ მარტო???? შენზეა დამოკიდებული.ზღვას რომ დაინახავ რას გრძნობ??? და შიგ შესვლის სურვილი თუ გაქვს? აღმიღწერე, რას აკეთებთ იმ მომენტიდან რაც ზღვას დაინახავთ?

ზღვის დანახვისას მუსტანგი კრთება და ჩერდება. მე ვუბიძგებ წასვლას. ახლა, მის გარდა, არავინ მყავს. იგი ძალიან მიყვარს. ამასობაში მზე უკვე უახლოვდება ჰორიზონტს და ზღვის ტალღებიც ოქროსფერ–მეწამულისფერი ხდება. თბილი ნიავი უბერავს ჰორიზონდიდან და ტალღებსაც ძალა და ქაფი ემატება. ცხენიდან ჩამოვდივარ, ზღვის ნაპირზე ვწვები და წყლის მიქცევა–მოქცევასთან შეხებით ვტკბები. უფრო ღრმად შევდივარ, ზედაპირზე ვწვები და ცას ვაკვირდები. 15 წუთის შემდეგ ზღვიდან ამოვდივარ, ნაპირზე ვჯდები და მუსტანგთან ერთად ვაკვირდები მზის ჩასვლას.

ესეც ასე. ახლა კი ვთაგავ:

ქეთინო დეიდას

ალისას საოცრებათა ქვეყნიდან

თინის

თაზოს

ინას

Advertisements

16 thoughts on “ძია ფროიდის ტესტი

  1. შენ ჩემი ძროხებისგან რა გინდა??????(არ მყავს ვხუმრობთ უხერხული არაფერი არ იფიქროთ) არც უნივერსიტეტში მგრუზავენ და სულ კარგ ხასიათზე ვარ. 😛

    მოკლედ პასუხები ძალიან შთამბეჭდავი იყო. დავრწმუნდი რომ სწორი შთაბეჭდილება მქონდა შენზე. ზუსტად დაემთხვა ჩემი აზრები შენზე ამ პოსტიდან მიღებულ ინფორმაციას. იმედია მამაზეციერი ერთი კვირა მოთმინების უნარს არ დაგიკარგავს და მერე ფეისბუქის ფოსტაში შენი პოსტის ლინკს მომწერ. ან მეილზე სულ ერთია და იქ გაგიმხელ ამ ყველაფერს. საკმაოდ პირადულ ინფორმაციას იძლევა ეს პოსტი და არაა მგონი მისი საჯაროდ გამოქვეყნება რეკომენდირებული. 😉

  2. mda,mda,mda…
    rogor gagvayidina picasom Chveni tavebi 😀

    mec gavige rameebi 😀

  3. ზურა შენი ღრმა ფილოსოფიური პასუხებით მოხიბლული ვარ. მემგონი ფროიდიც არ წაიკითხავდა ამ პოსტს გულგრილად. :))))))

  4. თამაში ქვეცნობიერის ყანაში, სადაც “ქაფია” და “ცქერა” – ძალიან გულახდილია…

  5. – არ გამაგებინებთ რა ხდება ჩემ სახში?!
    – მოთმინება, მოთმინება!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s