ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ანკეტა საკუთარი თავის უკეთ გაცნობაზედ

13 Comments


SS13050

ახალი მედიის ფორუმმა ახალი ტეგ–თამაშები შვა, რომელთა ერთ–ერთ წარმომადგენელში ახლა მეც ჩავერთე. ოქრო გოგომ, Tiny–მ დამთაგა და უარს როგორ ვეტყვი? საერთოდ, მაგრად ჩავუმეგობრსკაიპდი ამ ადამიანს. ჰოდა ახლა მადლობაც მინდა ვუთხრა დათაგვისათვის 😉 მაშ ასე, ანკეტა საკუთარი თვის უკეთ გაცნობაზედ:

მიყვარს – ბევრი რამ: ოპერა, ყურადღების ცენტრში ყოფნა, ღმერთი რომელმაც გვშვა…

ვოცნებობ – ძილის წინ. უფრო სწორედ, ლოგინში ჩაწოლიდან ჩაძინებამდე 😉

ვფიქრობ – ყოველთვის. ეს, ზოგადად, ბიოლოგიური პროცესია 😉

კმაყოფილი ვარ – იშვიათად. მაგისთვის არ მცალია.

მძულს – ბოროტება და ჩემი ცხოვრების ზოგიერთი შეცდომა. ვოტ 🙂

ვნანობ – ბევრ პატარ–პატარა რამეზე. ასე ვერ ვიხსენებ, მაგრამ ხშირად ვნანობ.

მენატრება – ის დრო, როდესაც პლასტელინით ძერწვაც ჩემი ჰობი და ცხოვრების ნაწილი იყო.

მსურს – დამანებონ თავი და მაკეთებინონ ის საქმე, რაც მინდა და როგორც მინდა. ძალიან ზოგადია, მაგრამ ამის ახსნას დიდი დრო უნდა.

მაღიზიანებს – როცა წამიყრუებენ (ვიძახი და არ მაგონებენ)  ან ყოველწუთში მეკითხებიან “რას შვრები?” 😐

ვგრძნობ – რომ მეძინება. ხუთიოდ საათი ძილი და დილას ახლადამუშავებული ტრაქტორივით ჯანზე ვიქნები 😛

მეშინია – სიკვდილის, განკითხვის დღის.

ვიცი – რამდენიმე ენა და ის, რომ სისხამი დილის მთის ჰაერი სამოთხეა აზროვნებისათვის 🙂

არ ვიცი – სიმთვრალე (ანუ არ ვსვამ)

შემიძლია –  ყველაფერი ის, რაც მგონია, რომ ყოველთვის გამომივა, როცა მოვინდომებ 😉

არ შემიძლია – ყველაფერი ის, რაც მგნია, რომ არასდროს/ყოველთვის არ გამომივა, როცა მოვინდომებ 😐

ვმეგობრობ – ყველასთან, ვინც არ მაღიზიანებს. დაე, ვაღიზიანებდე, არ მაინტერესებს 🙂

ვაპატიებ – ბევრ რამეს. ნუ ძააააალიან საზიზღრობების პატიება ჯერ არ მომსვლია. ასე რომ, ვერ ვიტვყი.

ვტირი – მხოლოდ შინაგანად. გარეგნულად არ მეტირება.

ვიცინი – ჰაუსის რეპლიკებზე, თანაც ყბაგახეული 😀

1600x1200_HOUSEMD_66

ვეძებ – საკუთარ სახლს 🙂

ღირსი ვარ – დამცინონ და უკაცრიელ ჯუჯა კუნძულზე გადამისროლონ, სადაც ერთადერთი ხე ქოქოსის პალმაა.

1875602-Tiny-island-with-only-1-tree-on-it-0

 

ვკარგავ – საკუთარ ნივთებს (ზოგჯერ) და იდეებს (როცა მათი ჩაწერა მეზარება).

მშურს – ხუან დიეგო ფლორესის

JuanDiegoFlorez_LaFille

ვემალები – Одноклассники.ru–ს

ვემტერები – ყველას, ვინც ვეშაპს მოკლავს

patrician-fluke_waterfall_34119_41553

მაინტერესებს – ბეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეევრი რამ 🙂

არ მაინტერესებს – ალგებრა და წყინთ თუ არა ჩემი ხუმრობა.

მახსოვს – 3 წლის ასაკში წითელი პასტით როგორ მოვჯღაბნე ჩემი პირველი ნახატი “მელია” 🙂

მრცხვენია – როცა სახალხოდ თვალებს დამიბრიალებენ.

უარვყოფ –  რომ არსებობს ერთადერთი სიყვარული. უბრალოდ, ზოგს არ უმართლებს და მხოლოდ ერთადერთი ეწვევა.

ვავადმყოფობ – წელიწადში 1,5–ჯერ

ვმალავ – იმას, რასაც ყველა 😛

ვინახავ – ჯიბეებში ჩარჩენილ ფურცლის ნაგლეჯებს, კანფეტის ქაღალდებს, რაიმე ნაწილებს და ა.შ. მერე, ისევ მათი ტარების სეზონი რომ მოვა, დიდი სიხარულით ვჩხრეკ ხოლმე მათ 🙂

მწამს – რომ ღმერთი ეშმაკსაც შეუნდობს, თუკი ის გულით მოინანიებს.

მიკვირს – რომ ჩემი უკვირთ

მიხარია – რომ გულწრფელი სიხარული შემიძლია 🙂

ვჭორაობ – ზურგსუკანაც, ოღონდ როცა პირში უკვე ყველაფერი სიტყვასიტყვით მაქვს ნათქვამი.

ვდარდობ – რომ ვოკალზე ხშირად ვერ დავდივარ 😦

ვამაყობ – რომ ადამიანებისათვის ნერვების მოშლა შემიძლია 🙂

ვაკეთებ – ძირითადად, ხარისხიანად.

ვეფერებითეეეევზს 🙂

Copy of P1210508

მსიამოვნებს – “ბოჰემას” ყურება და მოსმენა ბუთხუზა პავაროტის შესრულებით 🙂 იცით, როგორ დაბაჯბაჯებს? 😀

მესიზმრება – ბიოლოგიურად ყოველთვის, პრაქტიკულად – ძალიან იშვიათად.

ვეწევი –არასდროს!

მწყინს – როცა  ვერ ვხვდები, რომ მეკაიფებიან.

ვხარჯავ – ენერგიას თავდაუზოგავად. ზოგჯერ უაზროდაც.

ვღალატობ – ვის? რას?

ვკამათობ – ყველაფერზე, თითქმის ყველაფერზე.

ვუხეშობ – ხშირად.

ვუსმენ კალასს, პავაროტის, ოპერას, კლასიკას, საუნდტრეკებს.

ვყოყმანო –  როცა საჭიროა 😛

ვკითხულობNational Geographic–ს, GEO–სა და Вокруг Света–ს.

ვამზადებსპაგეტის 🙂

ვუყურებ – იმას, რაც მსიამოვნებს.

ვკლავ –…დი ჭიანჭველებს. ახლა ვნანობ 😦

ვაფუჭებ – სიტუაციებს ხოლმე, როცა ძალიან ვახურებ 😉

ვცხოვრობ – ბებიასთან, ბიძიასთან, ბიცოლასა და ორ გოჭთან  ერთად 🙂

ვცემ – ყველას, ვინც თანახმა იქნება 😀

ვყვირი – არა, ბატონო, ხმას ვუფრთხილდები 😀

ვმღერი – აბა, რატო არ ვყვირი 😀

ვასრულებ – იმას, რასაც ვპირდები 😉

დავდივარ – ფეხით, ძალიან ბევრს. საკუთარ თავს აქლემობანას ვეთამაშები  😀

ვმკურნალობ – ეჰ, სამკურნალო ვარ, მაგრამ მეზარება  :რადროსეგაა:

ვერიდები – ისეთ თემებზე საუბარს, რომლის არსიც არასწორად ესმით.

ვთამაშობ – FarmVille–ს ფეისბუქზე.

ვიტყუები – არ გამომდის.

ვეთაყვანები – მონიკა ბელუჩის   :ვაიმედედა:

200806092059

ვგიჟდები – ზოგადად 🙂

ვაგროვებ – ამ ბოლო დროს, მგონი, არაფერს. ისე კი ჰერბარიუმივით მაქვს რაღაც 😉

ვიხდი – ტანსაცმელსაც და ფულსაც. ვითარებას გააჩნია 😀

ვეჭვიანობ – არანაირად.

ვკაიფობ – როცა სხვას ვეკაიფები 😛

ვიზიდავ – ჩიტებს ჩემი საამური სტვენით 😀

ვილამაზებ – ამაზე გოგომ უნდა უპასუხოს 😛

…ასე ბატონო ჩემო :ვჰევ:   ვთაგავ:

ქეთინო დეიდას

Alice In Wonderland–ს

თაზოს

Advertisements

13 thoughts on “ანკეტა საკუთარი თავის უკეთ გაცნობაზედ

  1. ისა და, მსგავსი ანკეთა ჩემს ბლოგზეც რომ შევავსო, ხომ არ გეწყინებათ??
    რაღაცა მევასასავით….

  2. ორ გოჭთან რომ ცხოვრობ, გრიპის არ გეშინია? 😛

    მომეწონა ეს ანკეტა, პრინციპში ახალი არაფერი გამიგია 😉 ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც მეგონე :ადამიანებშიკარგადვერკვევივაშა:

    • ჩემს პლუსად ვთვლი იმას, რომ საკუთარ თავზე არაფერს ვმალავ. როცა რამეს მალავ, იგი შენს სუსტ წერტილად გადაიქცევა…
      ჰოდა, ვღირვარ სამეგობროდ? 😛
      :вопросвлоб: 😀

  3. გამოხმაურება: სიმართლის დრო :) « თავისუფალი სიტყვის ბლოგი

  4. გავერთე აშკარად 🙂 რაც მთავარია, ბოლომდე წავიკითხე 🙂
    ისე, სოფის არ იყოს, არც მე გამიგია არაფერი ისეთი.. ძალიან ახალი შენზე.. ერთადერთი არ ვიცოდი გოჭებთან ერთად რომ ცხოვრობდი..

  5. ვიცინი-ს პასუხი მომეწონა! 🙂

    უარვყოფ – რომ არსებობს ერთადერთი სიყვარული. უბრალოდ, ზოგს არ უმართლებს და მხოლოდ ერთადერთი ეწვევა.—მართალ!

    მწამს – რომ ღმერთი ეშმაკსაც შეუნდობს, თუკი ის გულით მოინანიებს.—მიხარია თუ მართლა ესეა 🙂

    ეჰ დავწერდი მეც, მაგრამ რაღაც ძაან ბევრი კითხვააა და ბევრი ფიქრი და გახსენება მომიწევს 😛

  6. მშვენიერია რა გინდა , მეც ვემალები და ვეთაყვანები …. :mrgreen:

  7. MOKLED DZALIAN VIXALISE….SAINTERESO WASAKITXIA,BEVR RAMESHI CHEMI TAVIC SHEVICANI DA ABA GOGOEBO DAEWYVET SASIDZO MZADAAAAA. 😀 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s