ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

დასი – ჩემი ნახევრადწარსული

29 Comments


მიუხედავად იმისა, რომ აზროვნებისათვის საკმაოდ ღამეა, ამ პოსტს მაინც შემართებით ვწერ, რადგანაც პოსტმა სიგარეტის მოწევაზე 34 კომენტარი გამოიწვია. ახლა იცით, რაზე უნდა გამბოთ?Copy of IMG_3027კი, ეს დასია – ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი ნათელი წერტილი. იმიტომ, რომ მე ოცნების ნაწილი სწორედ აქ ავისრულე. ბაშვობაში ბევრჯერ მიოცნებია მეფობაზე, კეისრობაზე. მიოცნებია, ვმდგარიყავი სცენაზე და მეთამაშა რომელიმე ტრაგიკული პერსონაჟი. ყოველივე ეს კი მესამე კურსზე ამიხდა, როცა თსუ–ს დასში მოვხვდი. მაშინ მაგრად ვბლატაობდი, არიქა, მიხვდნენ ჩემს ნიჭს, შემამჩნიეს და ამყვანეს–თქო… ახლა მეცინება. თუნდაც იმაზე, რომ ჩემ გარდა კიდევ ბევრი ამბობდა იმავეს 😀 მოკლედ, ყველაფერი რეპეტიციებიდან დაიწყო. დანიშნულების ადგილი – “თეატრი სხვენი”!getIeasdmageეს ჩვენი ერთ–ერთი პირველი ფოტოა. თავიდან სხვა რეჟისორი გვყავდა, თემო კუპრავა, რომელიც 1 კვირას გვიშრობდა სისხლს. უძალიანმაგრესმა თემომ მალევე დაგვტოვა და მის ნაცვლად გიორგი, გოგი გომურაშვილი მოვიდა. ჰოდა, აღდგა “თეატრი სხვენიც“.

ლაშა თაბუკაშვილის “ჭრილობა” გადავწყვიტეთ, დაგვედგა. აფიშის გაკეთემა მე დამევალა კი არა და, შემტენა… 🙂 ან, პირიქით, დავივალე/შევიტენე 😛getImesage

ეს იყო პირველი და ბოლო სპექტაკლი, სადაც გოგოების რაოდენობა ბიჭებისას უტოლდებოდა. შემდეგ დაიწყო მათი დეგრადაცია. არა, ბიჭებად კი არ იქცნენ, არამედ დასიდან წავიდნენ. ყველა სხვადასხვა მიზეზით. პირველი წარმატება, თუ არ ვცდები, 2008 წლის აპრილში გვქონდა. ძაალიან მაგარი იყო, რადგანაც მთელმა უნივერსიტეტმა აღმოგვაჩინა, გაგვიცნო და, რავი, დაგვაფასა მგონი. უფრო სწორედ, სპექტაკლი მოეწონა. 🙂 gedadftImage

შემდეგ, უკვე ახალ სასწავლო წელს, ახალ სპექტაკლზე დავიწყეთ მუშაობა. მანამდე გოდერძი ჩოხელის საღამო გავაკეთეთ და “ბომბორაზე” ბერიკების როლიც შევასრულეთ.

ამ დროისთვის დასში მხოლოდ ორი გოგო: სოფო და ნათია იყვნენ. ჰოდა სპექტაკი “პატარა უფლისწული” რეჟისორმა ისე გადააკეთა, რომ ყველას კარგად მორგებოდა. მე მეფის როლი მერგოოოოოო, ავოეე!!! IMG_2995

სპექტაკლი ძალიან მაგარი გამოვიდა. მუსიკალური გაფორმება ძაალიან მაღალ დონეზე იყო. რეჟისორმა ისეთი მიგნებები და სიმბოლოები ჩადო, რომ ჩვენვე გვიკვირდა. პრინციპში, მეშვიდედ დგამდა “პატარა უფლისწულს”. მიუხედავად იმისა, რომ როლი კარგად გავითავისე, იმ დონეზეც კი, რომ ჩემს საქციელზე მეც მეცინებოდა, პრემიერაზე საკუთარი თავით ძალიან უკმაყოფილო დავრჩი. ეს კი იცით, რა საშინელი შეგრძნებაა?

ტაშს რომ გიკრავენ და რომ ხვდები, რომ მაინცადამაინც არ დაგიმსახურებია. ამ დროს ძნელია, საკუთარ თავს მოატყუო და “ყველაფერი რიგზეა”–ს როლი ითამაშო. კი ითამაშებ, მაგრამ რა? მერე მიეჩვევი და სულ დაიკიდებ თვითკრიტიკას, რაც სცენაზე ასე მნიშვნელოვანია.

…ისე კი ძალიან მაგარი იყო, რადგან პირველად ამ სპექტაკლზე ვითამაშე გრიმით 🙂

Surati-2727

ესეც მე და "უფლისწული" კულისებში ვნერვიულობთ... სხვათა შორის, უფლისწულს ნათია თამაშობდა, ანუ გოგო!!!! 😉

ამასობაში მეოთხე კურსიც დავხურე და ჯიპაში ამოვყავი თავი. ნუ ეს ცაკლე ისტორიაა ისევე, როგორც ჩემი გატაცებისა ერთი ადამიანის მიმართ. მოკლედ, იძულებული გავხდი, დასიდან წამოვსულიყავი, რადგან ახალი ინსტიტუტი ნამდვილად არ მომცემდა რეპეტიციებზე სიარულის და, მით უმეტეს, ლექციების გაცდენის საშუალებას.

ძალიან კი მიტყდებოდა. აი, უზომოდ! როგორ შემეხედა რეჟისორისთვის, არ ვიცოდი. რეპეტიციები დაწყებულიიყო და მე ისევ მეფე უნდა მეთამაშა. ჩემი უახლოესი დასელები თოკა და გიგა გავაფრთხილე წინდაწინ… მივედი რეპეტიციაზე  და უკვე სახეზე შემატყვეს, რაც უნდა მეთქვა. ისე კი ძალიან მაგარი განცდა იყო: ბიჭები ფეხზე წამოდგნენ და Libiamo ne’ lieti calici მიმღერეს ვერდის “ტრავიატადან”. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი პირველი და ერთადერთი რეპლიკა სცენაზე. “ჭრილობაში” ამაზე მეტი არაფრი მითქვამს. ეს ვიმღერე ი ვსიო… 😀 😀 😀

თვალზე ცრემლი მომადგა და ეგეთი რომანწიკა არა, მაგრამ თვალზე ცრემლი მართლა მომადგა 🙂 …თუმცა დასიდან ბოლომდე არ წამოვსულვარ: რეჟისორს დავპირდი, რომ სპექტაკლების აფიშებს ისევ მე გავაკეთებ. სხვას რომ თავი დავანებოთ, თოკა და გიგა ისევ ჩემი განუყრელი მეგობრები არიან.

P1210243კვირაში ერთხელ დამირეკავენ, დამპატიჟებენ ლუდზე. მეც, რა თქმა უნდა, უარს ვეტყვი და სახინკლეს ან გასეირნებას შევთავაზებ. ისინიც, ასევე მექანიკურად, კიშკაობისა და შემდეგ თეატრში წასვლის იდეას შემომთავაზებენ და ჩვენც დავდივართ “რუსთაველში”. “შობის მეთორმეტე ღამე” 7–ჯერ მაქვს ნანახი და კიდევ დიდხანს არ მომბეზრდება 😉

მოკლედ, ვიკრიბებით, ვსეირნობთ და ვღადაობთ. ხანდახან ქუჩაში სკეტჩებს ვდგამთ და ეს ხო ცალკე ისტორიაა 🙂 🙂 ამ ბოლო შეხვედრაზე (ცოტა ხნის წინ კიდე დამირეკეს, გამოდიო, მაგრამ ვკვდებოდი, ისე მეძინებოდა…) სიმღერა გავმართეთ. უშედეგოდ ვასწავლიდი საოპერო ტექნიკით სუნთქვას. შედეგად, ყმუილი. მერე ყველამ ისევ ის გავაკეთეთ, რაც ასე კარგად გამოგვდიოდა: გადავირიეთთთთ!! 🙂P1210252 მოკლედ, ასეა ჩვენი ამბავი. მე და დასი ისევ “ვმეგობრობთ” გიგასა და თოკას წყალობიტ. ისინი მიყვებიან იქაურ ამბებს. სამწყუხაროდ, აწი მათთვის დარბაზიდან მომიწევს ტაშის დაკვრა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ დასით ჩემი ოცნების ნახევარი მაინც ავისრულე.

შესაბამისად, დასი ჩემთვის არა წარსული, არამედ ნახევრადწარსულია 🙂

Advertisements

29 thoughts on “დასი – ჩემი ნახევრადწარსული

  1. hee,ra kargia egeti adgilebi,sadac tavs kargad,idealurad da realizbulad grznob. . .:) da sul warsulad ar aqcev…

  2. რატომღაც მგონია, რომ სცენა უფროა შენი სტიქია, ვიდრე ჟურნალისტიკა ან სხვა პროფესია. ამიტომ, think twice before you leave it 😉

  3. kargia teatri, msaxiobebi (vocnebobdi msaxiobobaze + momgerlobazec…axla ara? ki axlac gulis sigrmeshi.. msurs 🙂 ) kargia gartobac…gijobac…swavla tavistavad….warmatebebs gisurveb 🙂

  4. მე კიდევ გული დამწყდა თავი რომ დაანებე : )

  5. …ბავშვობიდანვე მინდოდა თეატრში მეთამაშა…რომეო და ჯულიეტას წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს სურვილი(ტრაგიკული გმირის განსახიერების სურვილი გამიჩნდა)…სახლში ხშირად ვკითხულობდი ,,რომეო და ჯულიეტადან”ამონარიდებს…განსაკუთრებით დასაწყისი და დასასრული მომწონდა(კიდევ ჯულიეტას სიტყვა რომეოს მიერ მისი ბიძაშვილის მკვლელობის გამო…ძიძის სიტყვაც ძალიან ძლიერია)…რევაზ ინანიშვილის ,,დედას”ხმამაღლა ვკითხულობდი ხოლმე და ,,დამსწრე საზოგადოებას”(ანუ ოჯახს ცხარე ცრემლით ვატირებდი)…ბოლოს დადგა ფრიად მნიშვნელოვანი დღე…სკოლაში თეტრ ,,სახიობას”რეჟისორი იყო მოსული და ,,პატარა უფლისწულისთვის”ბავშვებს არჩევდნენ…მე გალაკტიონის ,,მერი”წავიკითხე(ერთადერთი ლექსია რომელიც ოთხი წელი თითქმის ყოველდღე ვკითხულობდი და თავისით დამამახსოვრდა…დაიწყო რეპეტიციები…მე გეოგრაფის როლი უნდა შემესრულებინა…(ჩემი აზრით ეს არ იყო ის,რაც მე უნდა შემესრულებინა ანუ ვერადავერ გავითავისე ეს როლი)…დადგა პრემიერის დღე…თეატრი ,,სახიობა”…სავსე დარბაზი…მე კულისებში ძალიან ვნერვიულობდი…ჩემი დროც დადგა…ჩემი,როგორც გეოგრაფის და პატარა უფლისწულის საუბარი არ გამოვიდა ჩემი აზრით ისეთი,როგორიც უნდა გამოსულიყო…თეატრისთვის დამახასიათებელი მღელვარება და სიცოცხლე აკლდა(დღეავანდელი გადასახედიდა,თორემ მაშინ მთელი სამყარო ჩემი მეგონა)…სცენას არ უხდება გაუბედავობა და ნერვიულობა…პატარა უფლისწულს მეხუთე კლასელი ბიჭი ასრულებდა…ძალიან კარგად თამაშობდა…იდეალური პატარა უფლისწული იყო…სპექტაკლი დასრულდა…მქუხარე აპლოდისმენტები გაისმა(ალბათ ამის მთავარი მიზეზი მაყურებელთა უმრავლესობა ჩვენი სკოლის ბავშვები და ნათესავები იყო)…სპექტაკლის შემდეგ მთელი სამყარო ჩემი მეგონა…შინაგანად სავსე ვიყავი…შესანიშნავი განცდა იყო….თორნიკეც ჩემი სკოლაში სწავლობდა…როგორც მახსოვს მეფეს ასრულებდა ,,პატარა უფლისწულში”…მეც დავესწარი თეატრ ,,სხვენის”მიერ დადგმულ ,,პატარა უფლისწულს”ზურიუსის მონაწილეობით…მთლიანობაში საკმაოდ საინტერესო სპექტაკლი იყო,მაგრამ არ მომეწონა გოგო რომ ასრულებდა პატარა უფლისწულის როლს…ასე რომ მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი პირველი და უკანასკნელი როლით…შენმა პოსტამ არც ისე შორეულ წარსულში ჩამახედა და სპექტაკლის დამთავრების შემდგომი განცდა ისევ დამეუფლა(როცა მთელი ქვეყანა ჩემი მეგონა)…(ჩემი კომენტარი უფრო პოსტს ჰგავს მგონი ვიდრე კომენტარს)

  6. msaxiobobze mec miocnebia. samwuxaroa, rom datove dasi. Tu ar vcdebi i axlaa gamocxadebuli miReba “sxvenSi”.

    • მართალი ხარ, გამოცხადებულია. ისე ვარ დაკავებული, რომ მანდაც ვერ მივდივარ, რომ დასის წევრობის მსურველებს დავხედო.

  7. აჰა
    მტვერი გადაყლაპე ესე იგი

    მეც არ მიკვირდა ამ ბიჭს რა ამბიციური ნიკი აქვსთქო 😀

  8. რა მრავალმხრივად ნიჭიერი ხარ, ზურიუს!
    რაღაცნაირად გული დამწყდა, რომ აღარ გამოხვალ სცენაზე, თუმცა “ჯიპას” მერეც შეგიძლია განაგრძო, მგონი…
    კიდევ ძალიან მომეწონა, რომ თვითკრიტიკული ხარ. ეს თვისება ნებისმიერ შემოქმედს სჭირდება და წინსვლის გარანტია…
    წარმატებები! 🙂
    კარგი პოსტი იყო!
    და

  9. პ.ს. და – კარგის წინ დავწერე და ქვემოთ რატომ აღმოჩნდა – ვერ მივხვდი 🙂

  10. ბერიკები მაგრები არიან! აქამდე არ ვიცოდი ამის შესახებ 🙂

  11. ვაჰ თსუს დასში ოდესღაც, შორეულ წარსულში მეც ამიყვანეს, მაგრამ რაღაც პრობლემები შემექმნა და აღარ მივედი. მე და ერთი გოგო ვიყავით ყველაზე მაგრები კასტინგზე, მართლა, ნუ სხვები რაღაც უნიჭო ლექსებს კითხულობდნენ და ლექსების კითხვა არ ამართლებს ხოლმე :დ

    ის გოგო შემხვდა რამდენიმე ხნის მერე და იმასაც ვერ უვლია.

    ასე დააკლდა თსუ-ს დასს ორი ყველაზე მაგარი გოგო.

    😀 😀 😀

    • აუ, დოდკა, შენ თუ მსახიობობა გინდოდა და რამე ეგეთი, ე.ი. შენც ჩემიანი ყოფილხარ 😀 😀 😀
      მე კასტინგზე გალაკტიონის “ჭარხალი” წავიკითხე, იმიტომ, რომ მაგარი ღადაობაა… და საშინლად არ მიყვარს რაიმეს რომ მაკითხებენ. მირჩევნია, რაიმე სკეტჩის იდეა შემომიგდონ და ის გავაკეთო.
      ნუ, ასე თუ ისე, ამიყვანეს და როცა რეპეტიციებზე დავდიოდი, თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი 🙂
      გამიხარდა, რომ შენც ეგ სფერო გაინტერესებდა 😉

  12. me mainc mgonia, rom tu moindome, sheuzlebeli araferia da moaxerxeb swavlas da tamashs ertdroulad.. gecada?!

  13. vah ra kargia egeti naxevradwarsuli :)))))))

  14. შე ბებერო რამდენი წლის ხარ ამდენი რამე რომ მოგისწრია 🙂 ხო მე ყოველთვის უნიჭობით გამოვირჩეოდი სკოლის სპექტაკლებში და რადგან არ მიტყდებოდა სცენაზე დგომა მაგიტომ იძულებულნი იყვნენ ავეტანე. და ის ერთია ან ორი ლექსი ეთქმევინებინათ.

  15. ჩემს დასში აგიყვან, თუ კარგად მოიქცევი, გენაცვალოს ქეთინო დეიდამ 😐 :*

  16. mmm… me var exla dasshi :X
    jer dzan uchveulod vgrdznob tavs, axali garemoa… tan arc dagviwyia repeticiebi…
    didi imedi maqvs mec ese tkbilad gamaxsendeba es dro : )

    blogze miweria castingis ambavi. tu dainteresdebit shegiliat shemoixedot : )

    • თქვენობით მელაპარაკები????????
      ერთი უნდა გესტუმროთ მანდ და ჩემებურად დავატრიალო პონტები 😀
      ჰოდა შენი ბლოგის ლინკი მიუთითე და შემოვალ 😉

  17. : )
    iasamnisferi.wordpress.com

    > university life

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s