ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ახალი სეზონი – ახალი ფერი

13 Comments


wallpaper-1600x1200-051როგორც ამჩნევთ, ასეთი პოსტების წერას დაჩვეული არა ვარ, მაგრამ შემთხვევით შევიხედე არსებული თემის ფუნქციებში და ფერები შევცვალე. ვიფიქრე, რატომაც არა: შემოდგომაა და ზაფხულის ლაჟვარდოვანი (ჩემი საყვარელი) ფერები სეზონს არ ეხამება.

ჰოდა ასე… ახლა მოწითალ–მოყვითალ–მოოქროსფრო ბლოგი მაქვს და თქვენი აზრი ამაზეც მაინტერესებს 😉

კიდევ ერთი სიახლე: zurriuss-ის ანუ ჩემს ბლოგზე ახალ, ჟურნალისტურ ბლოგს ვამაგრებ: www.Journalistuss.wordpress.com ეს იმიტომ, რომ GIPA–ში მჭირდება. ბლოგი იქნება ქართულ–ინგლისური და, მგონი, პოპულარობითაც ისარგებლებს. უცხოელებს ექნებათ უფორ მეტი საშუალება, ქართულის სწავლის გარეშე, წაიკითხონ ჩემი აზრები 😀 😀

დღეს კიდევ ერთხელ დავფიქრდი თბილ ოქტომბერზე, რომელიც, თითქოს, იმ სითბოს გადმოცემას ცდილობს, რაც ზაფხულმა, მიზეზთა გამო, ვერ მოახერხა 😉 ჰოდა კიდევ ერთხელ დავფიქრდი ჩვენს პლანეტაზე.

როგორც HOME–შია ნათქვამი, 10 წელიღა დაგვრჩა თურმე, რომ გლობალური დათბობის პრობლემა როგორმე მოვაგვაროთ, თორემ მერე რა დაიწყება, ამაზე მეცნიერებს გაფიქრებაც კი არ სურთ. თუ მაინც წაგძლევთ სურვილი, გაიგოთ დაახლოებით მაინც რა შეიძლება, მოხდეს, ფილმ The Day After Tomorrow–ს უყურეთ. მე კი შემოდგომის სურათების გალერეას გიტოვებთ 😉

Advertisements

13 thoughts on “ახალი სეზონი – ახალი ფერი

  1. უუ ) რა სასიამოვნოდ თბილია ) მე მჭირს სეზონების მიხედვით თემფლეითების ცვლის მანიაკობა ) აი ახლა უკვე ზამთრის “ყდებს” ვეძებ ^^ რომ მოვარგო ჩემს ბლოგს.

    ისე შემოდგომა ძააალიან მიყვარს ❤

    წარმატებებს ვუსურვებ შენს ახალ ბლოგს )

  2. ვააიმე, რა ლამაზი ფოტოებია! აი, რომ დაგბურძგლავს ისეთი..

    მომწონს შენი შემოდგომის ფერები 🙂

  3. მიყვარს შემოდგომა!ფოთლებით ,,დათოვლილი”გზები…ფერთა სიხასხასეში ჩაძირული სამყარო…საინტერესო ფოტოებია…ამ სახლში დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი!შენი ახალი ბლოგი ვნახე და ძალიან მომეწონა!(პირველი კომენტარიც დავწერე)

  4. ზუ, ვაბშეტა ეს ფერები დატოვე… მე თუ მკითხავ იმ “ცივ” და ლურჯ ფერებს სჯობს… 🙂

    • ლურჯი და ცისფერი ფერი ძააალიან მიყვარს, მაგრამ მაგათი დრო გავიდა. როცა საჭირო იქნება, ისევ დავაყენებ 😉

  5. რა მოხდება ზაფხულმა იზაფხულოს, შემოდგომამ იშემოდგომოს და ზამთარმა იზამთროს… მომენატრა უბრალოდ ყველა სეზონი მთელი თავისი დიდებულებით…

  6. ერთი ფოტო დავაკოპირე და დესკტოპზე დავაყენე:)

  7. ვაი, რა ლამაზი ფოტოებია…… 🙂

  8. ჩემი საყვარელი ფერები…
    ჩემი ბლოგი სულ ასეთია, ზამთარ-ზაფხულ…
    იმიტომ რომ
    autumn leaves were turning to the colour of my hair 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s