ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

მოწევა ანუ ვინ როგორ დავიწყეთ

51 Comments


smoking_silhouetteპატარა კორექტირება: სიტყვა “დავიწყეთ” ვიხმარე სპეციალურად, რომ საერთო მასიდან გამორიყულად არ გამოვჩენილიყავი. ვინც არ მიცნობს მათ გასაგონად ვამბობ, რომ სიგარეტზე ალერგია მაქვს ბავშვობიდან. როცა მე–4 კლასში ჩემი მეგობრები გამოიჭირეს სიგარეტის გასინჯვაში, მე სახლში თვალები დამიბრიალეს: მაგას იზამ და ასე და ისე გიზამთო. ნუ, რა თქმა უნდა, შემეშინდა… მაგრამ მერე გავიდა ხანი და მივხვდი, რომ ჩემი სხეული ბუნებრივად უარზე დგას სიგარეტისაგან 🙂

თვითონ მოწევის პროცესი ძალიან ნაზდ და ჰარმნიულად მეჩვენება: მით უმეტეს, თუკი გრძელი მუნდშტუკით ეწევა ქალი. სიგარეტის ღერო ხომ ნაზი “არსებაა”, რომელიც კვამლს არომატივით ჰარმონიულად აფრქვევს და თავად კი ჩეშირის კატასავით ნელ–ნელა უჩინარდება…. რამანწიკა 😀 😀Annex - Hepburn, Audrey (Breakfast at Tiffany's)_14ისე კი, ალბათ ყველამ კარგად ვიცით უკვე, რომ სიგარეტი ფილტვებს რა მდგომარეობაშიც აყენებს. პროცესი ყველა ორგანიზმში სხვადასხვაგვარად მიდის. ამიტომაცაა, რომ ამბობენ – ამდენი ხანია ვეწევი და არაფერი უქნია ჩემთვის. ძალიანაც კარგი, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ასე იქნება სულ? არ მაინტერსებს ეთიკა. აჰა და შეადარეთ!!!11257767

ახლა კი მოდით, ალალად ვთქვათ, რა დადებითი აქვს მოწევას, რა უარყოფითი? მოდით, ვისაუბროთ, ვინ როგორ დავიწყეთ. 🙂

Advertisements

51 thoughts on “მოწევა ანუ ვინ როგორ დავიწყეთ

  1. მე ჯერ არ დამიწყია და ამიტომ ვერ გეტყვი :ლოლ:

    “ბალღობაში” მომწონდა მეც ძაან და ხანდახან ჩემს დეიდაშვილს ვპარავდი და ვაბოლებდი 😀 სიგარეტზე დამოკიდებულები როგორ ხდებიან, ამას მეც ვერ ვხვდები 😐 შეიძლება გაერთო, მაგრამ რატომ უნდა გინდოდეს რეგულარულად??? ვერცერთი მწეველი ამას ვერ მიხსნის და იქნებ აქ მაინც ახსნან.

  2. პირვლეად 12 წლის ასაკში გავსინჯე… (დიახ, ასე გვიან 🙂 )
    “ზროსლებმა” მითხრეს, გოგოებს ევასებათ, ბიჯები რო ეწევიანო.. და მეც დებილვით დავიჯერე.. მეტი რა მინდოდა მაგ დროს..? 😀
    მერე 13-15 წლის ასაკში… პარაოზივით ვეწეოდი…
    შემდგეგ ფილტვების ანთება ავიკიდე..
    თითო ნაპასზე კიდე მთელი სხეული მტკიოდა და 2 წელი ვანებებდი ნელ-ნელა სიგარტს…
    შემდეგ 10 თვე სიგარეტის გარეშე გავძელი…
    ცარიეი ყუთიც კი არ მჭერია ხელში..
    მერე რამდნიმჯერმე დავანაპასე ი ვსიო… ამ ზახულში კლუბში მოვწიე ერთი ღერი ნასვამმა და მას მერე მცდელობაც კი არ მქონია..
    ვსიო… სიგარეტს საბოლოოდ დავანებ თავი..
    ახლა უკვე მწეველებზე მეც მერევა გული .. 🙂

    რაც შეეხება სოფის კითხვას, მიჩვევასთან დაკავშირებით… სიგარეტი შეიცავს ნიკოტინს.. რომლის ორგანიზმში მიღებისას (შესვლილასას) დროთა განმავლობაში იწყებს მირჩვევას და შემდეგ სიგარეტის მიმართ (ანუ ნიკოტინის მიმართ) ხდები დამოკიდებული, როგორც ნარკომანი წამლის მიმართ და ა.შ. .. ამიტომაც ვერ ანენბებ თავს.. მარა ჩემს შემთხვევაში ძალისხმევა მეყო იმდენი, რო მიმხვდარიყავი რა %ლეობაც იყო… განსაკუთრებით საშიში იყო ჩემთვის იმ პერიოდში, როცა ანთება მქონდა…

  3. მე გასინჯულიც არ მაქვს :იეე: :დ

    ისე კი, ქალი რომ ეწევა მეც მომწონს, მითუმეტეს თუ ლამაზი, გრძელი თითები აქვს..

    • გეათანხმები, მაგრამკ საბოლოო ჯამში კაკკკკრგია ეგ? 😦 ანუ, რაღაც მომენტში სილამაზე VS ჯანმრთელობა გამოდის

  4. ჩემს გარშემო ყველა ეწევა. მეამაყება, რომ არ მოვექეცი მეგობარი მწეველების გავლენის ქვეშ და მეც მწეველი არ გავხდი. ყველა მიწინასწარმეტყველებს, რომ მალე მეც დავიწყებ მოწევას. რაღაც არ მგონია. ისე კი სიგარეტის სუნი მომწონს. კარგ სიტუაციებს მახსენებს და ამიტომ :))
    მართალია, მოწევას აქვს თავისი ხიბლი. ზოგს ძალიან უხდება. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ მწეველები სუსტი ადამიანები არიან.

    და კიდევ, მაინტერესებს, მართლა რამდენადაა მავნებელი სიგარეტი. დავიჯერო უარყოფითი მხარეების გარდა დადებითი არაფერი აქვს სიგარეტს?

  5. ღმერთო ჩემო, რა ჯანმრთელი ხალხია!

    წავედი, არ არის აქ ჩემი ადგილი 😀

  6. sigareti gasinjuli maqvs da zustad vici arasodes movwev da yoveltvis yvelas vurchev xolme rom tavi daanebon. samwuxarod ukve agiarebuli paqtia rom sigareti mijachvulobas iwvevs. yochag zurius rom ar gagisinjavs, amit bevri arc araferi dagikargavs BY THE WAY 🙂

  7. იმდენი მწეველი მეგობარი მყავს, სამსახურშიც ყველა ეწეოდა, ჩემი შეყვარებულიც ეწევა, იმდენი მწეველი მინახავს, ზოგი ისე ლამაზად და მაცდურად ეწევა არ დავმალავ მომნდომებია, მაგრამ ”გავუძელი” ცდუნებას. არც არასდროს გამისინჯავს და არც გავსინჯავ, შეიძლება ”ძველმოდური” გამოვჩნდე ახლა რასაც ვიტყვი იმის გამო, მაგრამ ჩემთვის არ არის უმნიშვნელო რელიგიის დამოკიდებულება, უბრალოდ ცოდვაა, რომლისგან თავის შეკავება შემიძლია, ნუ დანარჩენებს რა მოვუხერხო თორემ, ამას შევძლებ :))))))

    • ძალიან მაგარი ხარ! ერთ-ერთი მიზეზი, ალერგია რომ არ მქონდეს, ეგ იქნებოდა, რის გამოც არასდროს გავსინჯავდი სიგარეტს.

  8. dadebiti mgoni ar avqs da uaryofiti ai shen rac dacere imis garda mgoni arc araferi

  9. 13 წლისამ დავიწყე და ახლაც ვეწევი, მართალია ვიცი რომ ჯანმრთელობისთვის ცუდია, თან ყველაზე ცუდი ისაა რომ ნებისყოფაც მაქვს იმხელა რომ დავანებო, მაგრამ მომწონს რომ ვეწევი 😦

  10. არ ვეწევი, პირველად ასე 14-15 წლის ასაკში გავსინჯე ცემ დასთან და ორ ბიძაშვილთან ერთად. ლამის დავიგუდეთ ხველებით. მერე სტუდენტობაში ვცადე დაწყება, მოვიმარაგე სიგარეტი კოლოფებით და ვცადე დაწყება, თუმცა არ გამოდიდა არაფერი ად ის კოლოფები გავაჩუქე 😀 😀

  11. მწეველი არ ვარ, თუმცა ხანდახან ვეწევი ხოლმე. ყოფილა შემთხვევა გადაბმულად ერთი კვირა მომიწევია დღეში 6–8 ღერი, მაგრამ მეორე დღეს არ მომდომებია. ანუ ვერ ვხვდები, რომ ამბობენ შეჩვევა იცის ან გადაგდება ძნელიაო.

    • მალადეც შენ. ეგ შენი გამოცდილება სხვებს გაუზიარე! ბევრი მართლა მიჩვეულია და შენი რჩევები ეგებ დაეხმაროს 😉

  12. erTi Tve veceodi,lol 😀
    magram janmrtelobas vufrtxildebi da mivatove.. aranairi michveva da msgavsi ram 😀

  13. პირველად არ მახსოვს 13ისამ გავსინჯე მგონი და დავიხრჩვე 😀
    ეხლა 1წელია დაახლოებით ვეწევი და არც ვაპირებ ჯერჯერობით თავის დანებებას.
    რატომ უნდა ვთქვა ასეთ სიამოვნებაზე უარი?
    მითუმეტეს რომ მომწონს ჩემი თავი, კონკრეტულად ხელი სიგარეტით… მთლიანობაში თავიც 😀
    განტვირთვისთვის საუკეთესოა. განსაკურთრებული მომენტების შემდეგ ხო საერთოდ.
    ნერვებს აწყნარებს.
    და კიდევ ერთი უდიდესი ნეტარებაა სიგარეტი და ხსნადი ყავა ერთად

  14. pirvelad mashin gavsinje roca shekvarebulistvis tavis shedzulebas vecade(garkveuli mizezebis gamo):-D:-D xoda mis tvalcin gavabole da kinagam davixrche:-D magis mere survilic agar makvs gasinjvisac ki:-)
    p.s. ra tkma unda is oxeri mixvda ratomac gavakete da mokvda sicilit:D da shevrigdit kidec:-)) :love: hapy and…

    • მშვენიერი თავგადასავალი გქონია…. მაგრად ვიხალისე :)))
      ოღონდ მართლა.
      ჰოდა ახლა როგორ ხართ ოჯახში? :))))

  15. moweva shvebulebashi,usaqmurobis dros davicye,mere paxodebsi sacmeli ro gvitavdeboda xolme da chemi segareti rcheboda,vxvdebodi ra kai iyo,ro veceodi. . .
    kdie,gacherebase ro dgaxar da tansports elodebi,ici ra unda aketo,adgebi da mowev,an kafeshi yava ro elodebi da ar moaqvt,an samsaxurshi pauzis gaketeba tu ginda. . .

    magrammag yvelafris gverdit aris is,rom katastrofulad bevr fuls xarjav,janmrelobas sakutari nebit izianeb da kide netarxsenebul eshmaks sakmevels ukmev. . .

    magram xo arsebobs ragac,rac sheni nawili xdeba. . .
    ragac egeti mchirs. . .

    magram aucileblad rodesme male momavalshi vgegmav tavis danebebas. . .

  16. მე პირადად არ მჯერა იმისა რომ მოწევა კლავს.! სიგარეტის მოწევას იმიტომ კრძალავენ და ათას საშინელებას იმიტომ ყვებიან მისგან გამოწვეულ დაავადებებზე და ასე შემდეგ რომ სიგარეტის მოწევისას ადამიანი უბრალო კარგად ფიქრობს. აი თქვენ თვითონვე დააკვირდით.
    ხოდა კარგად ვინც ფიქრობს იმას ბევრი აზრები მოსდის თავში, და მერე ბევრი კითხვა უჩნდება. ხოდა არავის ზემოთ მდგომებს არ აწყობთ კითხვები დავუსვათ ბევრი, იმიტომ რომ პასუხები არ იციან, იმიტომ რომ თავის დროზე იმათაც არ უფიქრიათ, რომ კითხვები გასჩენოდათ და პასუხები მოეთხოვათ, ხოდა ეხლა თქვენ მეტყვით მედიცინაო, ფაქტებიო და ასე შემდეგ მაგრამ დაგავიწყდებათ ერთი რამის გათვალისწინება:) ფსიქოლოგიური მომენტი. მთელი ცხოვრებაა და ჩვენ წინ კიდევ სხვების მთელი ცხოვრებაა გვიმტკიცებენ და გვაჯერებენ, რომ სიგარეტი მავნებელია ჯამრთელობისთვის. თუნდაც წარწერები აიგეთ კოლოფებზე, უზარმაზარი ასოებით რომ წერია ”მოწევა კლავს” და კიდევ ათასი საშინელება. ხოდა ამის ხომ ყველას სჯერა და იმიტომაც არის რეალობა. ვოტ ტაკ! ხოდა იმის თქმა მინდა რომ ვისაც სჯერა რომ მავნებელია იმისთვის არის ეგ მავნებელი და იქიდან გამომდინარე რომ ბევრს სჯერა გამოდის რომ უნდა მოეშვან მოწევას. მოკლედ იმდენი დავწერე რომ ალბათ არავინ არ წაიკითხავს:D თან საკმაოდ გაურკვევლად:D

    • ძალიან მაგარი რამე დაწერე შენ, ხო იცი? 🙂 🙂
      ჯერ ერთი იმიტომ, რომ მეც გულიანად ვწერ კომენტარებს, მერე მეორეც: მეც ეგრე ვფიქრობ. კიდევ ერთი რამეა. ეს არის მოდა. ჩვენ, ქართველები, ისეთი კომპლექსიანები ვართ, რომ ვერა და ვერ ამოვიშალეთ შინაგანად. ჰოდა სიგარეტი ჩვენთვის არის ფოე–ფოე მოდა… იმედია, მოევლება ამ საქმეს, რა.
      და ნუ შევწირავთ ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს მომავალს (მახინჯ ორსულობას) და ჩვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობას რაღაც იდიოტურ მოდას!

  17. არც მე ვეწევი. ერთ-ორჯერ ვცადე დაწყება(15-16), მაგრამ უშედეგოდ. 🙂

    ჯერ ერთი ასთმა მაქვს და სხვას თუ არა, მე რომ მომკლავს ზუსტად ვიცი 🙂

    და კიდევ, რა მომემატება ან მომაკლდება სიგარეტის მოწევა-არმოწევით? არც არაფერი. ჰოდა ვცხოვრობ ასე ტკბილად და ბედნიერად 🙂

  18. E.I. zurikelas rogor gaaaxarebs chemi posti warmomidgenia….. 😀 sul chems mwevwlobas aprotestebs…… mapatie chemo megobaro,magram melanosavit “kidev vewevi papiross”….. 4 welze metia regularuli mweveli var…..arc chkuasusti var,mgoni arc kretini(tu vcdebi zurikela :D),magram ver getyvit, rom didad ganvicdide chemi filtvebis sheferilobas….. gamakvirva postebma,sadac saubari iyo,tu rogor sheidzleba adamiani damokidebuli gaxdes nikotinze….. iseve,rogroc xdebian damokidebulebi tundac yavaze….. uuuuamravi adamiani ambobs,rom dilit ise ver gamofxizldeba finjani yava rom ar miiirtvas…. :)mokled,sigareti ar aris kargi,magram me miyvars eg cudi ega…. or vitaminze vgijdebi,tetrze(sigareti) da ludisferze…..:D:D:D zurikela,daminde dzaliana nu gamasworeb miwastan……:) ar dagaviwydes,rom miyvarxar….:P

    • ჯანდაბას შენი თავი!… 😀 აი, ხომ ვიცოდი, რომ ვიღაც მაინც გამოხტებოდა 🙂 🙂 🙂 კეკე, შენ გაიზრდები დიიდი გოგო, გახდები ქალი, გათხოვდები ალბათ ან ისე გააჩენ შვილს. ჰოდა მერე მაინც მოგიწევს დანებება, რომ ნორმალური ბავშვი გყავდეს 😉
      ჰოდა მაგ პერიოდისთვის რომ დაანებებ, მერე ნუღარც დაიწყებ. ყველაფერი მარტივია 😉

  19. Zurriuss getanxmebi imashi, rom sigaretis geri nazi arsebaa da piris grudan bolis gamodinebac saocrad kargi sanaxavia, tanac me ratomgac momcons, kali roca cvril sigarets eceva 🙂 mokled, vpikrob, rom moceva dzalian cudia organizmistvis da mitumetes, kalis organizmistvis, amaze bevric dacerila, bevri proektic gaketebula, ager sigaretis reklama mediis sashualebebitac agar gadaicema ukve karga xania.. magram es mavne chveva mainc rcheba xalxshi.. ase rom isga dagvrchenia, shensavit ragac estetikuri silamaze davinaxot mcevelobashi da ara mainc da mainc shavi piltvebi 🙂

  20. ამ ბოლო დროს აჩემებული მაქვს, რომ არ მინდა ფილტვის კიბო დამემართოს 🙂 ვის უნდა? იკითხავთ. არავის, ცხადია, მაგრამ როგორც მწეველი ალბათ პოტენციური კანდიდატი ვარ. თუმცა შეიძლება მანამდე გულმა თქვას მუშაობაზე უარი, ან თუნდაც მანქანამ დამარტყას და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, მაინც არ დამინებებია ჯერ.
    როგორ დავიწყე? ავდექი, ავიღე (მოვიპარე) ერთი ღერი და მოვწიე. ღამე, სახლში ახალ მოსულმა, მარტომ. არავის მიბაძვით და არავის წაქეზებით. არც “პონტის” გულისთვის. მაშინ ბევრად უფრო ადრე დავიწყებდი. დავიწყე მაშინ, როცა ზოგი უკვე ანებებს 🙂 21 წლის ასაკში და დღემდე სიამოვნებით ვეწევი. როცა აღარ მსიამოვნებს (არის ასეთი პერიოდებიც. ორგანიზმს აღარ უნდა), ვანებებ და ეს ხანდახან თვეები გაგრძელებულა. მერე უცებ ისევ მინდება და ვიწყებ. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთ დღეს უბრალოდ შეგნებულად დავანებებ, მომინდება, რომ დავანებო. ვნახოთ. წავედი, ახლა, ამ გახსენებაზე, მოვწიო 🙂

    • ჰო… აი, შენს შემთხვევაში საქმე გაცილებით კარგადაა. 🙂 მთავარია, გადააგდო რაც შეიძლება მალე. ნუ სხვა საკითხია, როცა შენ გარშემო ყველა ეწევა და ამ ბვამლს შენც ისუნთქავ…. ეს პრობლემა კი ყველას გვჭირს.

  21. მე არ ვეწევი. იმდენად არ მიყვარს სუნი, რომ არ მოვწევ. თმაზე, ხელებზე, სუბრისას ეს სუნი რომ მქონდეს, უბრალოდ ვერ ავიტან. ვიზუალურად მომწონს, ხანდახან (გააჩნია მწეველს).

    რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას ვნებს. ამას არ უნდა ბევრი მტკიცება. სამწუხაროდ, მამა ბევრს ეწეოდა…

  22. მე ვეწეოდი, თუმცა მიჯაჭვული არასდროს ვყოფილვარ, მარტო გარეთ მინდებოდა, სიტუაციებში.

    მერე ბავშვის ყოლა რომ დავგეგმეთ, წინასწარ თავი დავანებე სიგარეტს, 2 თვით ადრე, საერთოდ არც გამჭირვებია არაფერი, მონდომებაზეა რა, მერე ორსულობის 9 თვე და მერე კიდევ + 3 თვე, ანუ წელიწადზე მეტი არ მომიწევია.

    ამ ბოლო დროს რაღაც ბევრ უცხო გარემოში მოვხვდი,ს ადაც ყველა ეწეოდა და გავიწიე კიდევ სიგარეტისკენ, არადა ხომ აბსურდია,ა რანაირი ფიზიკურ-ფსიქოლოგიური დამოკიდებულება არ მქონდა, პროსტა რა…

    რამდენიმე დღე ვეწეოდი აგრეთ, შეხვედრებზე და მუშაობისას და ამასწინათ მაგრად ცუდად გავხდი და ისევ გადავაგდე მოკლედ.

    იმიტომ არა, რომ ჯანმრთელი მინდა მოვკვდე – ჰიგიენური და ესთეტური მიზეზების გამო.
    ნუ, ჩემი ქმარი არ ეწევა და არამწეველისთვის რა მურტალია მწეველთან ზასაობა, წარმოდგენა არ მინდა,
    ვერ ვიტან სიგარეტის ჩამჯდარ სუნს ჩემი მწეველი მეგობრების სახლში და სახლში ამის გამო არც არასდროს ვეწეოდი, თან ბავშვს რას ვერჩი,
    + ამას, მწეველებს დილაობით აქვთ საშჳნელი შეგრძნება პირში, პერეგარის, და სუნიც (აქ მოვლენ ახლა მწეველები, რომლებიც იტყვიან, ჩვენო არაფერი ეგეთი არ გვჭირსო, ნუ, ეს არის bullshit, ეგ ყველა მწეველს სჭირს).

    • ანუ, საბოლოო ჯამში, საქმე მაინც ვიღაცის ჯანმრთელობას ეხება. მათ შორის, შენსასაც 😉
      ჰოდა დაიკიდე სიგარეტი და მიეძალე შოკოლადს. მეც მოგეხმარები მაგ საქმეშიიი 😀

      • აპ აპ შოკოლადი აკლია ჩემს მორჩენილ ზედმეტ კილოებს ახლა :დ

        • რატომაც არა: შოკოლადი ეს ისეთი რამ არის, რომ მოვკვდებით, მერე ყველას გული დაგვწყდება, რატო ბევრი არ ვჭამეთო 😀
          ჰოდა, ჩემო დოდკა, ფეხით ბევრი იარე (ნუ შეძლებისდაგვარად). სეირნობა ყველაზე კრეატიული პროცესია ჩემი აზრით და თან კალორიებსაც დაწვავ 😉

  23. “თვითონ მოწევის პროცესი ძალიან ნაზდ და ჰარმნიულად მეჩვენება: მით უმეტეს, თუკი გრძელი მუნდშტუკით ეწევა ქალი. ”

    ამაში მეც გეთანხმები 🙂

  24. ზურიკელა, ნეტა გიჟი არ იყო რა!
    მოწევაში ცუდი ის არის, რომ დედიკოს უნდა ემალო და განსაკუთრებით ზამთარში ჭირს ეგ, თორემ ფილტვები და ეგეთები … აჰ, sux!
    მე 4 წლის ვიყავი რომ გავსინჯე და 17 წლისამ ოფიციალურად დავიწყე “პაპიროსის ქაჩვა”. არ მიხარია, მაგრამ ჯერ ვერც ისეთ მიზეზს ვხედავ, რომ ვაი, ნინოოო!!! დააანებე თავიო მითხრას. так что ხვალაც გაგიბოლებ gipa-ში :))
    love u non-smoker ceisar

  25. პლიუსები: ამშვიდებს ნერვებს, გაკვლევინებს დროს (აბსოლუტურად უაზროდ თუმცა სიამოვნებით), არის მოწევაში რაღაც მისტიკური რაც საკუთარი თავის უპატივცემულობის გარდა სასიამოვნო შეგრძნებასაც იწვევს… და იმის მიუხედავად რომ აღფრთოვანებული ვარ არამწეველებით, თავად არ ვფიქრობ მისთვის თავის დანებებაზე
    თუმცა ერთმა მცდელობამ დამარწმუნა რომ ფიზიოლოგიურზე მეტად ფსიქოლოგიური დამოკიდებულება უფრო ძლიერია.
    ამის გარდა, სიგარეტს აქვს ერთი პლიუსი – მწეველებს აახლოვებს (ისევე როგორც ყავა) და სასაუბრო თემაც უფრო მეტია, მითუმეტეს თუ არამწეველ საზოგადოებაში/შენობაში ხართ და გარეთ გიწევთ გასვლა მოსაწევად

    პ.ს. მადლობა ასეთი კარგი, ინფორმაციული ბლოგის შექმნისთვის 🙂

  26. au davai sigarets ver vitan imito ro chem mshoblebs anadgurebs 😦

  27. tavbrusxvevas ratom iwvevs mowevis dros ver metyviit? :X:D:D:D

  28. magari sazizgrobaaaa :&:&:&:&

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s