ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ყურძენიიიი

16 Comments


i-grapes-globe

რომელია ხილი, რომელიც ყველაფერს შეგიძლია, მიაყოლო?

ყურძენიიი

რომელია ხილი, რომელიც ყველაზე სასურველი ზომისაა?

ყურძენიიი

ავოეე, ყურძენი!…

მიუხედავად იმისა, რომ ღვინოზე მაინცდამაინც არ ვგიჟდები, ძალიან მიყვარს მისი “მშობელი”. თუკი სახლში ეს ტკბილკაკლებიანი ხილი მეგულება, იციან, თუ დროზე არ ამაცლიან, მე გავმუსრავ 🙂

წარმოიდგინეთ მარჯნისებურად განტოტილი მტევანი. თითოეული განტოტება სისლხლძარღვივით განხლართულია მეორის მიმართ. მათ დაბოლოებებზე კი ბავშვური გულუბრყვილებით თუ ქალური ვნებით გამობერილი პრიალა თვლებია. თითქოს, აფროდიტეს ტკბილი ცრემლები ქარვად გარდაქმნილაო.

არომატი, რომელსაც ვაზის გუდიაშვილისებურად განფენილი მტევნები აფრქვევენ, გონებას ორთქლავენ, მხედველობას აიასამნისფერებენ. უკან დახევა შეუძლებელია, წარმოუდგენელია…

კბილით შეეხებისთანავე თხელი, საჰაერო ბურთივით გადაჭიმული ზედაპირი ელვასავით გადასკდება… სიამოვნების საწყისი ჯერ არც კი გაუაზრებიათ მგრძნობიარე ნერვების დაბოლოებებს, როცა ენას აფროდიტეს ახლადამოხეთქილი ტკბილი ცრემლები ნამავენ და საამოდ ათრთოლებენ. ნეირონები მათრობელი სიტკბოებით იჟღინთებიან და ტვინის უჯრედების მიერ გაცემულ ბრძანებებს სიცილით უგულებელყოფენ. ეს ნამდვილი სიმოვნებაა!…

იმ პირობებში, რაშიც ახლა მიწევს მუშაობა, ესეც საკმარისია. მოკლედ, გიყვარდეთ ყურძენი 🙂

Advertisements

16 thoughts on “ყურძენიიიი

  1. uuuuuuu, miyvars yurZeniiii miyvars da ra vqnaa 😀

  2. აუ ყურძენი არ მიყვარს :S
    ისე კი ლამაზად დაახასიათე 😀

  3. Chven Gvikvars Kurdzeni 🙂

  4. უგემრიელესია ყურძენი!!!
    ღვინოც მიყვარს, ყურძნის წვენიც, ჩურჩხელაც და ყველაფერი, რაც ამ ულამაზესი ხილისგან გამოდის 🙂

  5. ყურძენი და ცხელი თონის პური, რა შეიძლება იყოს ამ კომბინაციაზე გემრიელი?

  6. არც კი ვიცი რა ვთქვა, ქებათა ქება ყურძენს, ისა, რა ვიცი წავედი უნდა ვჭამო…

  7. თეთრი თითა მიყვარს მართლაც რომ ზალიან მაგარია.
    იცი რა ყურძენს ერთი უარყოფითი vთსება აქვს შიგნით ობობები იბუდებენ ხოლმე, და მე მათ დანახვაზე გავრბივარ ხოლმე 😀

    • მეც მაგრად მეშინოდა მაგ თეთრი ობობების, მაგრამ მამიდაჩემმა მითხრა, თურმე ობობას ჩემზე უფრო მეტად ეშინია. ჰოდა ამის მერე ობობებს დავცინი 😀 😀 😀

  8. Saocrad gemrielia yurdzeniii, mec dalian miyvars, tumca amden silamazes am vazis cremlebshi ver vxedavdi 😉 chagetvala zuriuss 🙂

  9. კურკები რომ არ ჰქონდეს, მთლად კაი იქნებოდა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s