ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

გასეირნება Radisson–ის მე–18 და მე–19 სართულებზე

19 Comments


Surati-3443გუშინ, 2 ოქტომბერს (რა კარგია, ამინდებმა ცოტათი სული რომ მოითქვა) მე და ჩემი ჯიპელმა მეგობრებმა (ყველა გოგოა ჩემს ჯგუფში :ბედნიერი: ) გადავწყვიტეთ, სეირნობის საერთაშორისო დღისათვის თავისებური პატივი მიგვეგო და ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Radisson–ში შევიარეთ.

გვიკვირდა, რატომ აქამდე არ მოგვივიდა მსგავსი იდეა. ბოლოს და ბოლოს, სასტუმრო საჯარო დაწესებულებაა და, მინიმუმ, თუ შიგნით არ შეიხედე, ისე ვერ გაიგებ, რას გახვედრებენ, როცა დაჯავშნას გადაწყვეტ. ჰოდა, ჩვენც დიდი შემართებითა და მცირე შიშით, შევაბიჯეთ მრგვალადმოძრავკარიან (ალბათ, ამას სპეციალური სახელი აქვს) მინის სასახლეში.Radisson

შევედით

სასტუმროში შესასვლელი არის არა მაღალ შენობიდან, არამედ მის მარჯვნივ მდგარი დაბალი ნაგებობიდან. წინ დიდი, უზარმაზარი ფოიე – ავანგარდულ, თუ როგორც ქვია, მოკლედ, შემინულ და შეძაანმაგრებულ სტილში გადაწყვეტილი. მარჯვნივ მისაღები. მაგიდაზე ვაშლები, ვაზაში რამდენიმე თეთრი ორქიდეა… 🙂 კრისტალური სამოთხე 😛

ლიფტი

მისაღების მარცხნივ ლიფტებია, ეს უკვე მაღალი შენობის პირველი სართულია. როდესაც ვუთხარით, საცურაო აუზის დათვალიერება გვინდა–თქო, უპრობლემოდ გვითხრეს, მე–18–ზე აბრძანდითო. მანამდე ზემოთ გადარეკეს და ჩვენ შესახებ გააფრთხილეს. მოკლედ, შევედით ლიფტში ჩვენ წინ კარი დაიკეტა და დიდი სისწრაფით გავქანდით ზემოთ, ცისკენ… უცებ წინ სრულიად გაქრა ყველაფერი და, პირდაპირი მნიშვნელობით, ჰაერში გამოვეკიდეთ! ჩვენ თვალწინ, სადაც რამდენიმე წამის წინ ლიფტის მინებიანი კარი დაიკეტა, ახლა თბილისის ხედი იშლებოდა, რომელიც უფრო და უფრო მასშტაბური ხდებოდა. ლიფტიც გაჩერდა. სხვისი არ ვიცი და მე კი ძალიან შემეშინდა, ჩვენ ცხვირწინ დაკეტილი კარი არ გაღებულიყო. უცებ, ღვთაებრივი წკაპუნის ხმა ზურგიდან ვიგრძენი. კარი საპირისპირო მხარესაც ყოფილა :შვებითამოსუნთქვა:

მე–18 სართული

შემოგვეგება ერთი ლამაზი, მოკრემისფრო უნიფორმაში გამოწყობილი გოგონა, რომელსაც, მგონი, გულწრფელი ღიმილი დასთამაშებდა. მან ყველაფერი შეძლებისდაგვარად დაწვრილებით აგვიხსნა. ფოტოების გადაღების ნებართვაც მოგვცა. მეტი რაღა მინდოდა. 🙂  აი, ისინიც:

Surati-3449

ეს Oxgen Bar–ია, რომელშიც რელაქსაციური მუსიკა იქნება და, აუზიდან თუ სპა–დან გამოსულებს, მშვენიერ გარემოს შეუქმნის

Surati-3450

ეს ჭაღი მომეწონა საოცრად

Surati-3451

ნეტარება აქედან იწყება: ამ 140 სანტიმეტრის სიღრმის თბილი აუზიდან მთელი თბილისი მოსჩანს. ვინაიდან წყალი უშუალოდ შემინულ კედელს ეხება, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ჰაერში ცურავ...

Surati-3452

ასეთი აუზის საქართველოში ხილვის ოცნებაც არ მქონია 🙂

მე ეგრევე ფანჯრებს, უფრო სწორედ, კედლებს ვეცი და სურათების გადაღება დავიწყე. თავადაც ნახეთ, რა სიმაღლეზე და რა ფონზე “ჩაყვინთავთ”, თუკი აქ იცურავებთ 😉Surati-3453

Surati-3455აბა, ავედით მე–19 სართულზე!

Surati-3458

აუზის მარჯვნივ დიდი ჰაეროვანი კიბეა, რომლელსაც ამ დრეფნისკენ მივყავართ

აღებ კარს და….

Surati-3459

სპორტდარბაზი არც ისე დიდია, მაგრამ ძალიან მაგარია. თან საკუთარი ინსტრუქტორი შეგიძლია, აიყვანო 😉

ქალბატონების განყოფილებაში შესვლა მამაკაცებისათვის აკრძალულია. ასე რომ, მამაკაცებისაზე გიამბობთ:

Surati-3461

ეს სოლარიუმი, როგორც გვითხრეს, არათუ უვნებელი, პირიქით, D ვიტამინის შემცველი და კანისათვის სასარგებლო ყოფილა

Surati-3462

ესეც ფინური აბანო. მის გვერდით თურქულია, მაგრამ იმდენი ორთქლი გამოდიოდა, გადაღებას აზრი არ ჰქონდა

Surati-3463

აქ დედაქალაქის ფონზე შხაპის მიღებაა შესაძლებელი

Surati-3465

Surati-3466

აქ ფრანგული და ტაილანდური მასაჟი კეთდება, რაღა თქმა უნდა, თბილისის ფონზე

Surati-3469

ეს საყვარლად ჩაწიკწიკებული ნელსაცხებლები ანი სიმონის ფლაკონებია

Surati-3467

საყვარლად ჩაწიკწიკებულ ნელსაცხებლებთან საყვარლად მდგარი გოგონა სოფოა, ჩემი ჯგუფელი 🙂

საოცრებათა ხილვის შემდეგ კვლავ მე–18 სართულზე დავბრუნდით. კიდევ ცოტა ხანს ვისაუბრეთ და შემდეგ “ექსკურსიამძღოლს” დავემშვიდობეთ. ისევ ლიფტის ჯერი დადგა, ოღონდ ახლა უფრო მტკიცედ და ხალისიანად შევაბიჯეთ. 😉

ასე და ამგვარად, სეირნობის საერთაშორისო დღე არამხოლოდ ერთ ან ორ, არამედ მთელ სამ განზომილებაში აღვნიშნეთ 😉

Advertisements

19 thoughts on “გასეირნება Radisson–ის მე–18 და მე–19 სართულებზე

  1. აი, მოფიქრებაც ამას უნდა, ყოჩაღ!

  2. ეე! მაგარ! მეც მინდა 😛

  3. წოწ, რა მაგარია. განსაკუთრებიტ საუნა მომეწონა (ისე როგორ მოვკვდები რომ საუნიანი სახლი არ მქონდეს :D)

  4. yochag bavshvebo..kargi giqniat mec ar mawyenda erti aseti eqskursia..aucileblad mogbadzavt.tqveni mshurs tetri shurit..chemi megobari mushobs redisonshi da sul miyveba xolme yvelafers xoda cnobismoyvareoba mklavs ise minda vnaxo sakutari tvalit yvelaferi

  5. woooooooooooooow! მაგარია, მე იმაზე ვფიქრობ, რომ ჩამოხვიდოდით რა ემოციებს ჩამოიტანდიიით :))))))))

  6. გადავირიე… 🙂
    მართლა, ემოციები ამ ფოტოებიდან მივიღე და ისე რა იქნება?!
    სიმაღლიდან ცქერა ხომ ასე მიყვარს!
    აუზი მთლად მაგარი, ხედით, მმმ…
    ძალიან მომეწონა იდეა რედისონის მონახულებაზე და ისიც, რომ ფოტოებით დაბრუნდი 🙂

  7. ua sagol magradaa gaketebuli!! da respect rom ase agishvs da footebic gadagagebines!

  8. ძალიან მაგარია, მომეწონა.
    მოკვდავებს შეუძლიათ მაგ კაფეშჳ ყოფნა? :დ

    რჩევა: სურთებს მიაწერე შენი ბლოგის სახელი. აუცილებლად გადააკოპირებენ სადმე და ბარემ შენი ბლოგის სახელიც ”გაჰყვეს” :დ

    • მშვენიერი აზრია…
      აწი Picasa–ს არ დავიზარებ და მაგას ვიზამ. მადლობა რჩევისთვის 😉
      რაც შეეხება კაფეს, რა თქმა უნდა, შეიძლება. შენ ფული თქვი 😉

  9. რა მაგარი რეპორტაჟია, ვერც კი წარმომედგინა ასე თუ შეიძლებოდა იქ შესვლა და უბრალოდ დათვალიერება, თან რა ლამაზია …

  10. ზურიუსსსსსსსსს, შე მაგისტრო შენა!!!
    COOL REPORT! 😉

  11. aba vis aqvs survili wamoyvanos? :):) dzalian magaria…rac vnaxe yvelaperi momewona…ise sheidzleba mec sheviaro :)…erti gamis gateva rogorc mitxres…200 $ (kvebis gareshe) girs, es minimauria da max nu mkitxavt 🙂

    • ისე, მე თუ მკითხავთ, ღირს ნამდვილიად. ბოლოს და ბოლოს, თუ არ გასინჯე, ვერც ვერასოდეს გაიგებ, კარგია თუ არა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s