ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ნინა სიმონი – გულწრფელად შეშლილი მომღერალი

13 Comments


Nina_Simoneვინ იცის, რამდენი პოსტი მაქვს Draft–ში შენახული, რამდენი საქმე დასასრულებელი… მაინც უნდა დავწერო. არ მაინტერესებს.

ninaprofileპირველად მას ფილმ The Thomas Crown Affair-ში მოვუსმინე და მამაკაცი მეგონა. ალბათ, ყველას გახსოვთ სიმღერა Sinnerman. სწორედ ამ სიმღერით შემოვიდა ქალბატონი ნინა ჩემს ცხოვრებაში. გავიდა დრო და YouTube–ზე მისი ვიდეოები აღმოვაჩინე და ჩემდაუნებურად გავყევი. ქალს ხმა, რბილად რომ ვთქვათ, არა აქვს, მაგრამ რას მღერის! როგორ მღერის! რა გრძნობით მღერის! როგორ უკრავს ამასთან ერთად!… ნინა სიმონის შემდეგ მთელი ჩემი მუსიკალური შეხედულება გადავაფასე და ვამაყობ ამით.

გახარებული მაყურებელი ტაშს დაუღლელად უკრავს. კულისებიდან  ზანგი, არალამაზი გარეგნობის ქალბატონი გამოდის ტრადიციულად მოღუშული სახით. უგულებელყოფს რა აპლოდისმენტებს, მიუჯდება როიალს და მსუბუქად ეხება კლავიშებს. ბენდიც გრძნობს ქალის მუსიკას და ბუნებრივად, აუჩქარებლად მიჰყვება. ნინა მღერის. უფრო სწორედ, კვნესის. როცა ემოცია პიკს აღწევს, დაკვრას თავს ანებებს და დარბაზთან საუბარს იწყებს. თითქოს, სიმღერას განიხილავს და მისი დაწერის მოტივს ეძებს. მერე სიჩუმე… ესეც მუსიკაა. ამას დარბაზიც გრძნობს და ირინდება. შემდეგ ისევ მელოდია, სიმღერა. თითქოს, ზღაპარას ყვება. ისევ მონოლოგი… Oh, comon, clap! ან Yeah, baby. I love you too… შემდეგ თავბრუდამხვევი ჯაზური მელოდია, რომელიც ნელ–ნელა კლასიკაში გადადის და სწრაფად უბრუნდება საწყისს. ასე გრძელდება, მანამ, სანამ ნინა არ გამოაცხადებს, მოვრჩიო.nina-simone-at-a-piano

სცენაზე მხოლოდ სიმონი იყო ყველაფერი: მომღერალი, დამკვრელი, მოცეკვავე, კრიტიკოსი, ფანი. გაისერინ–გამოისეირნებდა, მაყურებლებს შეათვალიერებდა. ერთ–ორ ფრაზას რომელიმე მათგანს უმღერებდა და ისევ როიალს მიუჯდებოდა. მიუხედავად ბიპოლარული დისბალანსისა, რის გამოც ზოგჯერ თავს ვერ აკონტროლებდა, ნინა მაინც ნინა იყო. მისი სიმღერის თავისებურებაც აქედან გამომდინარეობდა. დაავადების შესახებ, რომელიც 60–იან წლებში გამოუვლინდა, მხოლოდ უახლოესმა ნათესავებმა იცოდნენ და მისი გარდაცვალების შემდეგ, 2004 წელს გაამხილეს. მოდით, აღარ გავაგრძელებ და თქვენვე ნახეთ აქ და გაეცანით მის ბიოგრაფიას. ძალიან საინტერესო ვინმე იყო. ძალღ–ღონეს არ იშურებდა აფროამერიკელთა დასაცავად, რითაც მისი პოპულარობა განუხრელად იზრდებოდა. ეს ნინა იყო, სოულის უმაღლესი ქურუმი, გულწრფელად შეშლილი მომღერალი…

Advertisements

13 thoughts on “ნინა სიმონი – გულწრფელად შეშლილი მომღერალი

  1. მე კიდევ ნინას მოსმენა დავიწყე, რაც ‘Before sunset’-ს ვუყურე 🙂 იქ ხო ჟული დელპის გმირს უყვარს ნინა სიმონი. მაგარი ფილმია და ნინას სიმღერები კიდევ უკეთესი…ძილი მოგინდება, ოღონდ კარგი გაგებით, ეშვები და სხვა სამყაროში იძირები…

  2. ან რა შეიძლება რომ ამაზე ითქვას – არც არაფერი. გენია იყო. 🙂

  3. სასიამოვნო ხმა აქვს და თან ორიგინალური!ფრანგულ ენოვანი სიმღერა განსაკუთრებით მომეწონა…ეს სტატია პირველი არხის დღიურებშიც ვნახე.ზურიუს შენ წერ ხოლმე იქაც?

  4. mmm…
    მიყვარს.

    ბენდის წევრებს რომ მიმართავს ხოლმე, მაგაზე სულ მეღიმება 😀

    You’re pushing it… just relax 😀 relax 😀

  5. ამ პოსტის წაკითხვიდან რამდენიმე დღეში ვნახე before sunrise თუ after sunset, არ ვიცი რომელი ქვია, მეორე ნაწილი მოკლედ 😀 და ბოლოს ის გოგო ნინა სიმონეს იმიტაციას რომ აკეთებს, ეს პოსტი გამახსენდა მაშინვე :))

  6. კარგი პოსტი იყო!
    ნინა კი ძალიან მომწონს……

  7. me dzaliaan miyvars sinnerman..da kide “Here Comes The Sun”
    beatles-ze upro magrad mgeris

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s