ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

სამყარო ჩემი სახლის სახურავიდან

17 Comments


Surati-3196ვინაიდან და რადგანაც რამდენიმე დღეში თბილისს ვუბრუნდები, გადავწყვიტე, არ დამერღვია ჩვეული რიტუალი და კიდევ ერთხელ ავძვერი სახლის სახურავზე. ასე ვიქცევი ყოველთვის, როცა

  • მარტო ყოფნა მსურს
  • ჩამავალი მზის ყურება მენატრება
  • თავისუფლების შეგრძნება მინდა
  • ანდრეა ბოჩელის ხმით დატკბობა მსურს
  • ქალაქს დიდი ხნით ვტოვებ

ყოველი შებინდებისას, უფრო სწორედ კი, როცა დასაძინებლად წასული მზე გულიანად დაამთქნარებს და გაწითლდება, ცაზე ულამაზესი პანორამა იშლება. ზამთრის ღრუბლიან ამინდშიც კი  შეიძლება, საინტერესო სანახაობას მოჰკრა თვალი. რამდენჯერმე, თებერვლის არდადეგებზე ქუთაისში დაბრუნებულს, თოვლიანი სახურავისათვის კიბე მიმდგამს ცივ ცაზე ლურჯი მელნის ლაქებად მიმოფანტული ღრუბლების სანახავად. სუსხიანი სილამაზე….

ქუჩაში ვსეირნობდი და თევზს მობილურით ვესაუბრებოდი, როცა ცისკენ ავიხედე… მოვტრიალდი და რამდენიმე წუთში სახლის სახურავზე გავჩნდი. მეზობლები უკვე მიეჩვივნენ სახლის თავზე ჩემი სილუეტის ხეტიალს. ეს ერთადერთი ადგილია მთელს ქუთაისში სადაც თანაბრად ვგრძნობ დაცულობასაც და თავისუფლებასაც. ერთი სართულით ქვემოთ დაცულობა იზრდება თავისუფლების ხარჯზე, რამდენიმე ათეული მეტრით ზემოთ კი – თავისუფლება ჭარბობს დაცულობას. ასე რომ, ოქროს შუალედი ჩემი სახლის სახურავია, რომელზეც სიამოვნებით წამოვწვები ხოლმე და, ჩამავალი მზის შუქზე, ალმაცერად ვაკვირდები ირგვლივ მყოფ სამყაროს.

Surati-3185

სამხრეთ–აღმოსავლეთი: ვულკანის ამოფრქვევას არ ჰგავს?.. 🙂

Surati-3186

ჩრდილო–დასავლეთი

Surati-3190

ჩრდილოეთი. აქ უკვე ჩემი სამეზობლოც მოსჩანს

Surati-3184

სამხრეთი

Surati-3191

დასავლეთი. ამ ძველი შიფერის სახურავებზე გადაგორდება მთელი დღის ნათებით დაღლილი მზე

Advertisements

17 thoughts on “სამყარო ჩემი სახლის სახურავიდან

  1. აუ, სახურავზე სულ კარლსონი მახსენდება 🙂

    მე არასდროს ავმძვრალვარ ჩემთან, მეშინოდა ყოველთვის. არადა თან ძალიან მაინტერესებს..

    პ.ს რა ლამაზი ფოტოებია, განსაკუთრებით პირველი :ლოვე:

  2. sul mindoda saxuravze mqonoda adgili, magram, ox es bolo sarTulis mezoblebi :(((((

  3. me avdiodi wifashi, zalian miyvarda, saxuravze wamowolili tan cas vuyurebdi, tan shav tutas geaxlebodit da mere mezoblebis kivil-wivilit shewuxebuli vbrundebodi isev qvemot. mere is tuta mochres cudma biziebma da saxuravze asvla sheuzlebelia 😦

  4. როგორ მიყვარს სახურავზე ყოფნა შენ ხომ ვერ წარმოიდგენ ზურა 🙂 კორპუსის სახურავებზე ხშირად ავდივარ ხოლმე, ოღონდ მარტო არა, მეგობრებთან. ამასწინათაც ვიყავით. სახურავზე გამავალი კარები დახურული დაგხვდა, მაგრამ მაინც გადავძვერით :დ

  5. სუსხიანი სილამაზე მთიულეთში, ჭართალში მინახავს, სახურავიდან სხვათა შორის 😉 ნისლი რომ ჩამოწვება უცაბედად და მთები ცაში რომ გამოეკიდებიან.
    ჩვეულებრივ ამბებზე ისე წერ ხოლმე, სუნთქვა შეკრული ვკითხულობ.
    იუ რუულ ბად 😉

  6. მე ჩემი 16-იანის სახურაავზე ვძვრებოდი, იქიდან კარგად ჩანდა ფანჯრები ქვემოთა სართულებზე, სადაც მეზობლები ფუსფუსებდნენ.
    კარგი სურათებია. ჩრდილო-დასავლეთი რენესანსის ნახატს გავს. მაგარია!

  7. ვაი, როგორ მესმის შენი, სახურავზე და საერთოდ სიმაღლეზე ყოფნა და იქიდან ცქერა უზომოდ მომწონს..
    ლამაზი ხედებია 🙂
    “დაცული და თავისუფალი” ჰო:)

  8. მე სახურავზე ყოფნა არა მაგრამ სადმე მწვანე ხასხასა ბალახიან ადგილას ყოფნა მიყვარს , შემდეგ მოკალატება და მზის ჩასვლისა და რრუბლების ყურება

  9. აუუ რატო არ მაქვს კერძო ბინა რაა..კორპუსის სახურავზე რა ამაძვრენს თქვენ იქ უნდა ნახოთ ანტენების სასაფლაოა,თან არაკომფორტული ასასვლელი..
    განმარტოების დიდად მოყვარული არც ვარ,მაგრამ ხანდახან ისე მოქმედებს ეს ხალხი ნერვებზე რომ სახურავი კი არა ერთი მანქანა მქონდეს რაა!!! (ოცნებას კაცი არ მოუკლავს :)) )

  10. მეც მიყვარს სახურავზე ასვლა, განსაკუთრებით თუ მერე დიდ ხნით მიწევს თბილისში ჩამოსვლა 🙂
    მართლა მაგარია, მზის ჩასვლისას განსაკუთრებით

    მმმ…

  11. სახურავებზე მეც ვგიჟდები … სამწუხაროდ ჩემს სახლს არ აქვს ასეთი კარგი სახურავი . ბავშვობაში ავიპარებოდი ხოლმე და საპნის ბუშტებს ვუშვებდი ჩემზეც შეჩვეულები იყვნენ მეზობლები.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s