ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ყოველთვის საჭიროა გაგრძელება?

20 Comments


Copy of Surati-0929კინომცოდნე არ ვარ. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და ვფიქრობ, რომ რასაც ვამბობ, ფაქტია.

ბევრ ჩვენგანს გვაქვს თუ ჰქონია ერთი ან რამდენიმე საყვარელი ფილმი, რომელთანაც განსაკუთრებულად “ვურთიერთობთ”. ხშირად ვუყურებთ და ან ახალ–ახალ დეტალებს აღმოვაჩენთ მაში ან მუზას, სტიმულს თუ რაიმე ასეთს ვიღებთ მისგან. მოკლედ, ალბათ ყველას გვაქვს ასეთი “საკუთარი” ფილმი. ფილმი, რომელშიც დასრულებული ამბავია გადმოცემული (მიუხედავად მისი შინაარსისა).

უცებ რომ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი დასრულებული ამბავი გააგრძელეს?…

გაგიხარდათ?

დავუშვათ, გაგიხარდათ. მერე აღმოჩნდება, რომ თქვენი აღტაცება ფუჭი ყოფილა, რადგან მარაზმი გადაუღიათ. თანაც ისეთი, რომ, შეიძლება, პირველზეც დაგაკარგინოთ წარმოდგენა. ასეთი შემთხვევები კი საკმაოდ დაგროვდა. მაგალითისათვის ავიღოთ ტრილოგია “კარიბის ზღვის მეკობრეები”(ჩემთვის ეგ ერთი ფილმია). პირველ ფილმში ყველა გმირის სახე და ხასიათი საკმაოდ და საკმარისად არის წარმოჩენილი, გახსნილი. ნაჩვენებია, ვინ ვინ არის, ვის რა შეუძლია. შინაარსიც შეძლებისდაგვარად ორიგინალურია.200708092655

არიქა, ხალხი გადაირია ჯონი დეპზე!…

კი მაგრამ, აქამდე სად იყვნენ? თუ აქამდე არ ჰქონია ამ მსახობს ასეთი ნიჭი? მოკლედ, ფსევდოაღმოჩენილი ჯონი დეპიც, ნებით თუ უნებლიედ, გახდა პოპ–კულტურის მსხვერპლი. შედეგად, დანარჩენმა ორმა “კარიბის ზღვის მეკობრეებმა” მხოლოდ მის კისერზე “გადაიარა”. მე კი გამიჩნდა პროტესტი, რატომ “ჯეკ ბეღურა” არ დაარქვეს ამ ფილმებს. თავიდან მეგონა, მეორეც ისეთივე კარგი და სათავგადასავლო გამოვიდოდა, როგორც პირველი. დიახ, ნამდვილად ეგრე იყო. ოღონდ მხოლოდ ჯეკ ბეღურას შემთხვევაში. დანარჩენი პერსონაჟები საერთოდ არ ჩანდნენ. იმიტომ, რომ მათ პირველ ფილმშივე ამოწურეს თავიანთი თავი….. მესამე ფილმზე კომენტარს არ ვაკეთებ 😐 …მაგრამ მაინც, ის რა მარაზმი იყო, შუა ხოცვა–ჟლეტის დროს ორლანდო ბლუმსა და კირა ნაითლის ხვევნა–კოცნა რომ აუტყდათ და კამერა ამას წრიული ბრუნვის რეჟიმში იღებდა?!!!…

0012ფილმ “სექსი დიდ ქალაქში”–ს შემთხვევაშიც ასე იყო. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ ვუყურე და კიდევ ერთხელ ამიცრუვდა გული ამ ფილმზე. იმისათვის, რომ ფართო მასამ გაიგოს, ვინ როგორი ტიპია, გადაწყვიტეს, ყველა მოქმედი გმირისაგან შეექმნათ პოპ–კლიშე. კერი – ქალი–ზმანი, შარლოტა–მოსიყვარულე მეუღლე, მირანდა–უნებლიე მეოჯახე, სამანტა–სექსი და ა.შ…. მარაზმი! ვისაც სერიალი არ უყურებია, ვერ მიხვდება, რა უქნეს ამ ადამიანთა ხასიათებს. ფილმში ხომ თითქმის საერთდ არ ჩანს, ვინ როგორ, რა გზით და რა მიმართულებით შეიცვალა! აქედან გამომდინარე, კიმ კეტრელსაც ვამართლებ, როდესაც თქვა, ამ ფილმში მხოლოდ ფულის გამო მივიღე მონაწილეობაო. თუ ისიც შემსავით ფიქრობდა, მაშინ ქედს ვიხრი.200708261454ერთ დროს “ტიტანიკზეც” ამბობდნენ, გაგრძელება უნდა გადაიღონო. 5 წლის განმავლობაში ჩემი დღიური ფიქრის 90% ამ ფილმს ეკუთვნოდა. ოღონდ, მხოლოდ გემ “ტიტანიკს” (თქვენ რა გეგონათ? :D). უცებ ეგ რომ გავგე, გამიკვირდა: ჯეკი უნდა გაცოცხლდეს თუ გემი? ან, ჯეკი თუ გაცოცხლდა, ბებერი როუზი უკვე გარდაცვლილია, რაც ფილმის ბოლოში ჩანს… ნუ, მოკლედ, ჩემი ფიქრები იმან დააწყნარა, რომ “ტიტანიკი 2” არ განხორციელდა.200801100437

“ტერმინატორსა” და “შეუსრულებელ მისიაზე” ვერაფერს ვიტყვი, რადგან მათზე დაკვირვება არ მიწარმოებია, მაგრამ შემიძლია, ვთქვა “მუმიაზე”: პირველი და მეორე ფილმი ძალიან შთამბეჭდავია. არც ის იუმორი დაკარგულა, რომელიც ყოველთვის დაჰკრავდა ფილმსა და მის გმირებს. რომლის წყალობითაც საშინელება თავგადასავლად მორიგ იქცეოდა ხოლმე. გამოვიდა მესამე და ყველაფერი გააფუჭა. თითქოს, ყველა დაუწერელ კანონს გადააბიჯა (საერთოდ, მჯერა, რომ ყველა ფილმს აქვს თავისი დაუწერელი კანონები, შინაგანი “ოჯახური ატმოსფერო”). ჯერ მსახიობ რეიჩელ უაიზის შეცვლამ დამწვიტა გული, მერე კი ამ ოჯახისათვის “სუპერ სემეიკის” იმიჯის შექმნამ 😐 მოკლედ, “მუმია 3” ჩემთვის გაფუჭებულია.

“ჰარი პოტერი”. ოოო, ამ ფილმის თაყვანისმცემელი პირველად ნახვიდანვე გავხდი. მიტაცებდა, რომ ყველა მათგანში200801274432 თავისებური თავსატეხი და ამოცანა იდო, რომლის ამოხსნასაც ფილმის გმირებთან ერთად ვცდილობდი.  ჰარიც, რონიცა და ჰერმიონაც ჩემ თვალწინ დაიზარდნენ. ფილმიც მათთან ერთად გაიზარდა და საინტერესოობა არ დაუკარგავს. მაგრამ გამოჩნდა “ნახევარსისხლა პრინცი” და, ყველაფერი თუ არა, დიდი ნაწილი მაინც გააფუჭა. არ ვიცი ჯოან როულინგმა რა და როგორ დაწერა, მაგრამ დღემდე ვერ გამიგია, რატომ იყო სივირუს სნიფი ნახევარსისხლა პრინცი. ფილმში ამის არავითარი მინიშნება არ იყო (თუ ვინმემ შენიშნეთ, პასუხი არ დაიზაროთ). თუ წინა ნაწილებში ლოგიკა პირველ ან მეორე ადგილზე მაინც იდგა, აქ ბოლოდან იმავე ადგილზე დააყენეს. საერთო ჯამში კი ფილმისგან კომპიუტერული ჯადოქრობის დემონსტრირებაღა გამოვიდა. დამბულდორი კი ძალიან შემეცოდა 😦 იმედია, შეცდომას გამოასწორებენ 😐

ცოტა ხნის წინ ვიფიქრე, ნეტა “ტროა” რატომ არ გააგრძელეს, ლეგენდარული ქალაქ–სახელმწიფო ხომ ათჯერ აღდგა მტრის შემოსევების შემდეგ? 🙂 “ტროა” იქით იყოს და ფილმი “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” 21–ე საუკუნეში რომ ყოფილიყო გადაღებულია, აუცილებლად მოაბამდნენ რაიმე ეგეთ ჯოჯო გაგრძელებას. ასე რომ მომხდარიყო, ეს ფილმიც იმ გა–უგემოვნო–რემიქსებულ სიმღერებს დაემგვანებოდა, რომელთაც ქართული ესტრადის მომღერლები ახალ–ახალ ალბომებში ძალით ტენიან და თავისად ასაღებენ.

აქედან და ბევრი სხვა რამედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: ყოველთვის საჭიროა გაგრძელება?

Advertisements

20 thoughts on “ყოველთვის საჭიროა გაგრძელება?

  1. სასტიკი წინააღმდეგი ვარ ე.წ. sequel-ის ანუ გაგრძელებების და სერიალების ფილმად გამოშვების. გასაგებია, რომ ფული იშოვება ამით, მაგრამ არაფერი დევს, ბანალურ ჰოლივუდურ მელოდრამად იქცევა, სადაც ბოლოს ყველა ერთად რჩება, წყვილი კოცნას იწყებს და მთელი შანტრაბა ტაშს დაუკრავს შუა ქუჩაში ან აეროპორტში :ბლახ:

    შენი ჩამოთვლილი ფილმებიდან მხოლოდ “Sex and the city” movie ვნახე. “ტიტანიკის” გაგრძელება რომ გადაეღოთ, ოკეანეში გადავხტებოდი. ჩემი უსაყვარლესი ფილმია, ჩემი თინეიჯერობის დასაწყისი დევს მაგაში 🙂

  2. რა ფილმებიც დაწერე, ყველა მინახავს და არცერთი მომწონს! ჯონი დეპი კი მომწონს მაგრამ მაგ ფილმამდე ბევრად ადრე ერთი ფილმიდან – ტკივილზე იყო, თუ არ ვცდები მარლონ ბრანდოსთან ერთად თამაშობს.

    “სექსი დიდ ქალაქში”- კოშმარი, ფილმიც და სერიალიც და ზოგადად არ მესმის როგორ შეჳძლება მსგავს რამეს უყუროს ადამიანმა და გააფანატოს, დაელოდოს ყოველ სერიას და ა.შ.

    ტიტანისკს რომ ვუყურე პატარა ვიყავი და ცოტა კი მომეწონა სიყვარულის ისტორია, ახლა ვერაფრი ვერ ვუყურებდი მაგ ფილმს.

    ჰარი პოტერი – უბრალოდ ნო კომენტ

    ზოგადად გაგრძლებებს რაც შეეხება, არ ვიცი, მე ერთი ფილმიც კი არ მინახავს რომლის გაგძელებაც კარგი იყო, განსაკუთრებით კი მეორე ნაწილი. მაგალითად მატრიცას და ბეჭდების მბრძანებელის მესამე ნაწილი მეორეს ჯობია (პირველს არ ვადარებ)
    ეს გაგრძლება მარკეტინგული გათვლაა და მეტი არაფერი. პირველი რომ გამოდგა, იმის ხათრით მიდის ხალხი მეორეს სანახავად და ფილმიც მანდედან ავსებს ”ჯიბეებს”

    • სექსი დიდ ქალაქში არ არის კოშმარი. ეს არის სერიალი. კოშმარი კი ფილმია ამ სერიალზე. წარმოიდგინე, იგივე ჰაუსზე რომ ქნან, რაღც ამდაგვარია. თუკი ჰაუსიც კოშმარია, მაშინ უბრალოდ განსხვავებული გემოვნებები გვაქვს.
      “ტიტანიკის” სიუჟეტიც ჰოლივუდურია არაჰოლივუდური დასასრულით, რაც დადებითი ფაქტია.
      “ჰარი პოტერიც” ვიღცას მოსწონს, ვიღაცას – არა. ნუ მე მომწონს და არ ვმალავ.
      მარკეტინგულ გათვლაზე 100%ით გეთანხმები ნებისმიერ ფილმში.

      • ნამდვილად მასეა, ზოგს მოსწონს ზოგს არა. მე არ მომწონს არც ფილმი არც სერიალები. ჰაუზს ვუყურებდი ერთი პერიოდი და მომბეზრდა. X- file ს ვუყურებდი კიდე, იმიტომ რომ Fox Mulder ზე ვიყავი შეყვარებული სრული სერიოზულობით (ბავშვობაში)

  3. მეც არ მომწონს ეს გაგრძელებები, თან იმხელა შუალედებს აკეთებენ, პირველ კინოს თუ ბავშობაში ვუყურე, ბოლო სერიას პენსიაზე რო გახვალ მაშინ ნახავ , eხლა twilight-ზე ვამბობ :)), რამდენი წიგნიცაა იმდენი კინო თუ გადაიღეს, პენსიაზე ვუყურებ ბოლოს :))

    • twilight–ში ის გოგონა მომწონს და კიდევ მე12 საუნდტრეკი (ბელას იავნანა). რაც შეეხება შუალედებს, ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა: აბა უცებ ხომ არ მიაყრიან? ჯერ პრემიერა, მერე ჯილდოები… და მერე გაირკვევა, ღირს თუ არა ახალი ფილმის გადაღება. ამას ვერ გაექცევი ვერსად. კიდევ არის სხვა ფაქტებიც, გარდა გადაღების დაზარებისა 🙂

  4. ‘კარიბის ზღვის მეკობრეები’ მიყვარს ძალიან, მხოლოდ პირველი ნაწილი. ასე ჩემს საყვარელ ფილმად არ ვიხსენებ არასდროს, მაგრამ ყოველთვის შემიძლია ვუყურო და გულიანად ვიცინო [ვიმეორებ, მხოლოდ პირველ ნაწილს]

    ‘მუმია’ – პირველი 2 ნაწილი ასევე ძალიან მიყვარს და ასევე ნებისმიერ დროს ვუყურებ და აასევე არ ვარქმევ ჩემს საყვარელ ფილმს 😀 მესამე ნაწილს აქა–იქ ვუყურე, რეიჩელ ვაიზის გარეშ ვერ წარმომიდგენია.

    დანარჩენები რაც ჩამოთვალე, არ მიყვარს 😀

  5. კარიბის ზღვის მეკობრეები მაგრად მიყვარს, 700 ჯერ მაქვს ნაყურეი და კიდევ ამდენჯერვე ვუყურე ისე რომ არც მომწყინდება :))

  6. თითზე ჩამოსათვლელია ფილმები, რომლეთა გაგრძელებებმაც გაამართლა.

  7. არც მე მიყვარს გაგრძელებები.

    ჯონი დეპზე კი არ გეთანხმები 🙂 ეკრანზე გამოჩენის დღიდან პოპულარულია. იმდენი წელია, ეს მსახიობი მომწონს…

  8. 🙂 მართალია, ძალიან ცოტა გაგრძელებამ გაამართლა 🙂
    მაგრამ ზოგი ფილმი ისე მიყვარს, მინდა რაც შეიძლება მეტს ვუყურო 😀 და არასდროს დამთავრდეს.. ბეჭდების მბრძანებელი მაგალითად,.. ნუ ეგ გასაგებია, რამდენიმე წიგნია 🙂 და გაგრძელებაც აუცილებელია 😀 ისევე როგორც ჰარი პოტერი.
    შეიძლება ნახევარ სისხლა პრინცი ძალიან არ გავს წიგნს… ჩემი აზრით არც ერთი არ გავს მაგის ფილმები წიგნს :)) ბუნებრივია იმხელა ისტორიას ერთ ფილმში ვერ ჩაატევ.. და სულ რაღაცეებს აჭრიან 🙂

    აი, შრეკის გაგრძელება კარგი იყო :))

    • უი, შრეკი სულ არ გამხსენებია!
      …მაგრამ მაგ მულტფილმმა, უცებ, “მზეთუნახავი და ურჩხული”, “სიმბა”, “ალადინი” და სხვა ულამაზესი მულტფილმები გამახსენა, რომლებსაც ძალიან ცუდი გაგრძელებები მოაყოლეს…

      • 😀 ნამდვილად..
        სიმბაზე კი ვერ დაგეთანხმები 🙂 გაგრძელებაც ძალიან მიყვარს..
        და არა მგონი თავის შარმი დაეკარგა. მუსიკაც ძალიან კარგი აქვს

        პ.ს. ვირტუალურ თაროზე გიპასუხე.

  9. არსებობს ფილმები, რომლის სიქველებიც, პირველ სერიებს ჯობს. “ტერმინატორი 2” მაგალითად, “სათამაშოების ისტორია 2”, “შრეკი 2”, “ვარსკვლავთა ომები V” და ა. შ. “მეკობრეებს” რაც შეეხება, მეორე ნაწილი ბევრად უფრო სასაცილო და გასართობია, ვიდრე პირველი, მაგრამ ალბათ ნაკლებ ძლიერი ფაბულა აქვს. “პოტერიანაში” მესამე სერია ჯობს ყველას. “ნახევარპრინცს” რაც შეეხება, სევერუსის დედას ერქვა ეილინ პრინცი. ამასთან, დედით ჯადოქარი იყო, მამით მაგლი. შედეგად, დაირქვა – half blood prince. “ტროას” გაგრძელებაზე მუშაობა კი მიმდინარეობს, აპირებენ “ოდისეას” გადაღებას, ოღონდ მოქმედების გადატანა, კოსმოსში აქვთ განზრახული.

    • “ჰარი პოტერში”, შეიძლება, ეგენი გამომრჩა. რაღაც ბანძი ვერსია იყო, ხმა ძლივს ისმოდა, რომ ვუყურე. წიგნი კი არ წამიკითხავს. აი, ტროას ეგეთი იდიოტური გაგრძელება თუ ექნა, არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა არ უნდა უყუროს 😐

  10. მეც არ ვეთანხმები ფილმების გაგრძელებების გადაღებას მაგრამ არის ის გამონაკლისები რომლებიც მომწონს მაგალითად შრეკის ყველა ნაწილი ძალიან მიყვარს =))) ჰარი პოტერს რაც შეეხება ვერ ვიტან ვერც ერთ ნაწილს იმიტომ რომ საშინლად არის დაჩეხილი სიუჟეტი წიგნები ბევრად ჯობს თუ წაკითხული არ გაქვს ნანახს აზრი ეკარგება… მუმიას მესამე ნაწილმა კიდე გული ჩამწყვიტა :(((( არადა პირველი მეორე მართლა ძალიან კარგია… ტიტანიკის მეორე ნაწილი ხომ გადაიღეს?? მე მახსოვს ადრე პრომოს ვიყურე… თუ ღადაობა იყო არ ვიცი 🙂 მოკლედ უაზრობებში ყრიან ფულს :))) დაანებონ რა თავი ამ ფილმების გაბანძებას უF 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s