ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

მედეა ჩახავას ხსოვნას

8 Comments


madeachakhava84211fa9რამდენიმე საათის წინ, თურმე, კიდევ მოვიწყინე, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გავიგე.

რამდენიმე საათის წინ სულაც არ მეგონა, რომ ამაზე დავწერდი.

რამდენიმე საათის წინ სულაც არ ვფიქრობდი იმაზე, რომ “მოხუცი ჯამბაზების” კიდევ ერთხელ ნახვისას მას ვეღარ ვიხილავდი. იმედი მქონდა, რომ კიდევ ერთხელ მაინც, ერთადერთხელ მაინც ითამაშებდა.

რამდენიმე საათის წინ კვლავ აჟღერდა ეს მუსიკა, მე კი ახლა ვიგრძენი.

კიდევ ერთი წლებით დახუნძლული ხე გახმა.

კიდევ ერთი მზერა ჩაქრა.

კიდევ ერთი ღიმილი გაუფერულდა.

კიდევ ერთი ხმა დადუმდა.

კიდევ ერთი მრავლისმხილველი გაუხილავდა.

88 წლის ასაკში მედეა ჩახავა გარდაიცვალა…

უკვე მომენატრა… 😦

Advertisements

8 thoughts on “მედეა ჩახავას ხსოვნას

  1. გული დამწყდა მეც 😦
    შენი ბლოგიდან გავიგე ეს ამბავი ახლა. კიდევ უფრო მწყინს ის, რომ ვერცერთხელ წავედი მის სპექტაკლზე. Земля ей пухом!

  2. გმადლობ, ასეთი თბილი პოსტისთვის!

  3. ყოველთვის გული მწყდება, როცა ასეთი ადამიანები მიდიან ამ ქვეყნიდან.. თუნდაც აღარ ითამაშონ სპექტაკლები, ის ფაქტიც კი, რომ აქვე, სადღაც ცხოვრობენ, უკვე მამშვიდებს.

    გული დამწყდა, ძალიან.

  4. მინდა 88 წლის ასაკში დიდი, საინტერესო ცხოვრების შემდეგ სიკვდილი.

    (უადგილო კომენტარი)

  5. გული დამწყდა.

    ერთ დღეს დავიბადეთ : )

  6. ზურიკელა,შენ წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მიყვარს შენი ნაწერის კითხვა…. როგორ მიყვარხარ შენ და შენი სუფთა სიმართლე……. ერთ-ერთი ის იშვიათი ადამიანი ხარ ვის ნათქვამშიც ეჭვი არასდროს შემაქვს და არ მიჩნდება კითხვა-ნეტა მართლა ასეა? ჩემი კომენტარი მთლად ამ პოსტს არ ეხმიანება,მაგრამ რომ ვკითხულობდი მედეა ჩახავაზე დაწერილ პატარა ესეს(მე ასე დავარქვი) კიდევ ერთხელ გადაგიხადე მადლობა იმისათვის,რომ გულწრფელი,ძალიან გულწრფელი, ზურიკელა ხარ……. მიყვარხარ……..

    • შემოგევლოს ჩემი თავი!
      მე რომ მიყვარხარ, ისე ტყუილია, ხმა არ ამოიღო :)))))))))) მომენატრე, როგორც მარწყვი ნაყინის წვერზე :))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s