ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

Sex and the City

23 Comments


Sex-n-city-group_webოთხი მარტოხელა ქალი, თავიანთი ხასიათებით, ცხოვრების წესითა და ინტერესებით, საბოლოო ჯამში, შეადგენს ერთ სრულფასოვან ქალს.  აქედან გამომდინარე, როცა მათს ცხოვრებას უყურებ, აგერ უკვე წლების განმავლობაში, იწყებ მათ გაგებასა და გათავისებას. შეიძლება, დილას ისე იწყებდე, როგორც შარლოტა, შუადღეს იყო ისეთი, როგორიც მირანდაა, ხოლო საღამოს, სამანტა” – კიმ კეტრელი

დაახლოებით მე–9 კლასში ვიყავი, როცა სერიალ “სექსი დიდ ქალაქში”–ს შესახებ რუსთვი 2–დან შევიტყვე. მაშინ შევიშმუშნე და, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ამ თემაზე ასე საჯაროდ როგორ გაუშვეს ფილმი–მეთქი. გავიდა ხანი და რუსლულ СТС-ზეც დაიწყეს მისი ჩვენება. გადავწყვიტე, “გამესინჯა” 🙂 როგორც აღმოჩნდა, ის, რასაც მოველოდი, მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ეს არ იყო პორნო ფილმი, არამედ ასახავდა ადამიანთა ცხოვრების იმ მხარეს (საკმაოდ დელიკატურად), რაც არც–თუ საჯაროა ჩვენთან.

სერიალით ისე მოვიხიბლე, რომ გადავწყვიტე, ვიდეოკასეტებზე ჩამეწერა. რომ იცოდეთ, რამდენ ღამეს ვმჯდარვარ ტელევიზორისა და ვიდეოს პულტებით მომარჯვებული და ჩასაფრებული, როდის დაიწყება საყვარელი სერიალი… გადიოდა დრო და ცარიელი კასეტები გამითავდა. ამიტომ ძველ და ჩემთვის იდიოტურ ფილმებს მოვუღე ბოლო. რომ იცოდეთ, რამდენჯერ შემშლია და ხან უხმო რეჟიმში ხან კი ხარვეზებით ჩამიწერია… 🙂 მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად მახსენდება. კიდევ ერთი, რის გამოც ამ სერიალის მადლობელი ვარ არის წერა. სწორედ კერი ბრედშოუს წერის სტილმა მიბიძგა, დამენახა მოვლენები არა მხოლოდ თვითმხილველის, არამედ გადამცემის თვალით და გარკვეული დასკვნები გამომეტანა მათგან. შეიძლება, სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე, გავმხდარიყავი ჟურნალისტი.

“სექსი დიდ ქალაქში” ანუ  Sex and the City უამრავი ჯილდოს მფლობელი და ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი სერიალია. აი, ისიც.6a00d8341c630a53ef010534b58665970c-800wi

ახალგაზრდა ქერა ქალი თეთრებში ნიუ–იორკის ქუჩაშია გამოსული. სახეზე ცათამბრჯენების მინებიდან არეკლილი სხივები დასთმაშებს, ოდნავ მოხუჭულ თვალებს კი ეშმაკურად აცეცებს. კერი ქუჩის გადაჭრას დააპირებს, როდესაც მის წინ ავტობუსი ჩაივლის, ტროტუათან დაყენებულ გუბეში ბორბალი გაიდგაფუნებს და წყალს კერის თეთრ ტანსაცმელზე შეასხამს. გაოცებული და გაბრაზებული ქალი მოტრიალდება და დაინახავს, რომ “დამნაშავე” ავტობუსზე საკუთარი თავის რეკლამაა განთავსებული. ყოველივე ეს კი ამ მუსიკის ფონზე ვითარდება.

ღამე დიდ ქალაქში

ნიუ–იორკი – ხედი ახლოვდება

მანჰეტენი – ხედი კიდევ უფრო ახლოვდებაcosmopolitan

რესტორანი – ხედი ჩერდება და ნელ–ნელა ეშვება მაგიდასთან, რომელზეც კოქტეილ “კოსმოპოლიტანით” სავსე ოთხი ფუჟერი დევს. თითოეულ ფრთიან ფრაზას გულიანი ხარხარი მოჰყვება. ოთხი თითქმის სრულიად განსხვავებული მეგობარი ქალი ერთად ნიუ–იორკელობს. ცხოვრობენ რა ქალაქის ცენტრში (მანჰეტენზე), დარწმუნებულნი არიან, რომ მსოფლიოც მათ გარშემოა. მიუხედავად სხვადასხვაობისა, ოთხივეს აქვს საერთო: მეგობრობა, მანჰეტენი და … სექსი.  რა თქმა უნდა, არა ერთმანეთს შორის.:) უბრალოდ, სექსზე ძალიან ბევრს საუბრობენ. პრინციპში, არც იმდენს, ჩვენ რომ გაგვიკვირდეს. უბრალოდ, ისინი ამას საჯაროდ, ჩვენს დასანახად აკეთებენ.200804225506

კერი ბრედშოუს, სამანტა ჯონსს, შარლოტ იორკსა და მირანდა ჰობსს კვირაში სულ რამდენიმე საათით შეუძლიათ, მოიცალონ ერთმანეთისათვის. პერსონალური კვირეული თავგადასავლებით დახუნძლულები, ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს. აქვე იბადება პრობლემა, დილემა თუ თემა, რომელსაც კერი აუცილებლად შეამჩნევს, შემდეგ კი სახლში, თავის განუყრელ მაკინტოშის ლეპ–ტოპში ყოველივე ამას “New York Star”–ისep81_carrie_in_club ახალი ნომრის სვეტად აქცევს.

SATC bookმწერალმა კენდეს ბუშნელმა კერი ბრედშოუ თავის პროტოტიპად შექმნა წიგნში “სექსი დიდ ქალაქში”. სწორედ ამ რომანის მიხედვითაა გადაღებული სერიალის ექვსივე სეზონი. ბუშნელმა მთავარი გმირის სახელი და გვარი საკუთარ ინიციალებს დაამთხვია. კერი მწერალია, რომელსაც, როგორც აღვნიშნეთ ჟურნალ “New York Star”–ში აქვს საავტორო რუბრიკა “სექსი დიდ ქალაქში’. ქალის ცხოვრებაში უამრავი მამაკაცია, რომელთაგან ყველას, როგორც თავად გმირი ამბობს, გარკვეული ადგილი უჭირავს მის მიერ განვლილ ეტაპებზე. კერი კარგი მწერალია, მაგრამ ცუდიManolo_Blahnik_Printed_dOrsay მზარეულია. ამიტომ, საკვებს ყოველთვის ყიდულობს. სჯერა ნამდვილი სიყვარულის და არის რეალისტი. კერის უდიდესი გატაცებაა მანოლო ბლანის ფეხსაცმელები, რომელთა “ექსპერტადაც” ფილმში გვევლინება. იგი ყველაფერს დათმობს ახალი წყვილი ფეხსაცმლისათვის. ელეგანტურ მწერალს ელეგანტური სარა ჯესიკა პარკერი განასახიერებს.ep28_samantha

სამანტა ჯონსი. საზოგადოებასთან ურთიერთობა მისი პროფილია. დღისით იგი საქმიანი და გავლენიანი ქალბატონია სამსახურში, ღამით კი საქმიანი და გავლენიანი – საწოლში. მაცდური, ვნებიანი გამოხედვა მისი მთავარი იარაღია. სამანტას დევიზია “სექსი, სექსი და კიდევ სექსი”. ამ ქალბატონის როლს მსახიობი კიმ კეტრელი ასრულებს. ფილმში სამანტას, თითქოს, უფრო კომიკური როლი აქვს, რადგან საათობით შეუძლია, ისაუბროს თავის ბოლო ღამეზე, ვნებებზე და მისი პარტნიორის ვარგისიანობაზე. მიუხედავად ამისა, ფილმის ზოგიერთ სერიაში კარგად ჩანს, რომ იმის გამომჟღავნებით, რაშიც პროფესიონალია, სამანტა მალავს თავის შინაგან სისუსტეებს.

ep27_mirandaშარლოტ იორკი (კრისტინ დევისი). ხელოვნებათმცოდნე. ფლობდა გალერეას, რომელიც ნიუ–იორკში პოპულარობით სარგებლობს. სამსახურს თავი დაანება ახლადშექმნილი ოჯახის გამო. მას ყოველთვის სჯერა, რომ სიყვარულია მთავარი. სათუთი გრძნობები, საქორწინო თეთრი კაბა, მომაჯადოვებელი პრინცი და ა.შ. ეს შარლოტას სამყაროა. იგი ცდილობს, ყოველი დღე წინაზე უკეთესი გახადოს. საოჯახო ხელსაქმეც ემარჯვება და, ამავდროულად, დახვეწილობასა და ელეგანტურობასაც ინარჩუნებს. ოცნებობს, ჰყავდეს საკუთარი შვილი, რომლის ასრულების შესაძლებლობა, როგორც გინეკოლოგისაგან შეიტყო, 15%–ს უტოლდება. შარლოტმა სიყვარულისათვის რელიგიური მრწამსი შეიცვალა და ებრაელი38552811sex2_20010701_01965.jpg გახდა. ასე დაქორწინდა იგი ადვოკატ ჰარი გოლდენბლადზე.

მირანდა ჰობსი (სინტია ნიქსონი). ადვოკატი. სამუშაო, სამუშაო და შემდეგ სექსი. “მე შენ მიყვარხარ”–ჩემს გენში არ ზისო, – ამბობს თვითონ. მირანდა ტიპური ამერიკელი ქალია ტიპური დატვირთული და მაღალანაზღაურებადი სამსახურით, რომელსაც მინიმალური დრო რჩება პირადი ცხოვრებისათვის. მიუხედავად ამისა, ბოიფრენდ სტივ ბრედისაგან “დაუგეგმავად” შეძენილი ბავშვი მის ცხოვრებას ნელ–ნელა ცვლის. მირანდა სამყაროს აქამდე უცნობ მხარეს პოულობს, რასაც ჯერ დედაშვილობა, შემდეგ კი ოჯახი ეწოდება.

ep94_carrie_big_bridgeფილმში ერთადერთი მამაკაცია, რომელიც მთელი 6 სეზონის, ანუ 94 სერიის განმავლობაში, ვინაობის გარეშე რჩება. “Mr. Big” – ასე უწოდებს მას კერი. ქართულად გახმოვანებისას მას “ჩემი ცხოვრების კაცი” დაარქვეს. ეს ადამიანი კერის ცოხვრებაში პერიოდულად ჩნდება და ასევე პერიოდულად ქრება. მსახიობი კრის ნოტი მშვენივრად და, თითქოს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე განასახიერებს მარად ბერბიჭა, მომხიბვლელ მამაკაცს, რომელიც მრავალის გულის გამტეხელია. ქალს მასთან სერიოზული რომანი ჰქონდა და არაერთხელ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა კრახით სრულდებოდა, Mr. Big–ს მაინც ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს კერის ცხოვრებაში. ყოველი მორიგი რომანის შემდეგ იგი “თავის მუდმივ მამაკაცს” ხვდება და მასთან იწყებს ზოგჯერ მეგობრულ, ზოგჯერ კი სასიყვარულო ურთიერთობას. ასე გრძელდება 10 წელი. საბოლოო ჯამში კერი და Mr. Big–ი ერთად რჩებიან.200804223245

ორი სიტყვით ფილმსაც შევეხები, რომელიც 2008 წელს გადაიღეს და რომლითაც წერტილი დაესვა ათწლიან კომედიურ–სათავგადასავლო ეპოპეას. ჩემთვის, როგორც “სექსი დიდ ქალაქშის” ფანისათვის, ფილმი მორიგი სასიხარულო აღმოჩენა იყო. გაირკვა, რომ Mr. Big–ს სახელი აქვს და ჯონ ჯეიმს პრესტონი ჰქვია. თუმცა, თუ საქმეს იმ მაყურებელთა თვალით შევხედავთ, ვინც მთელი ამ ისტორიების წინაპირობა არ იცის, არ უნახავს, თუ როგორ და რის ფასდ მოვიდა ოთხი ქალი მდგომარეობამდე, რომელიც ფილმშია ასახული, ძნელია, ბოლომდე ჩაწვდეს მათ ტიპაჟებ და, შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებებს. ეს ჩემი ვარაუდია, ვინაიდან არავითარ კვლევას არ ეფუძნება. უახლოეს მომავალში დაგეგმილი მაქვს, დედაჩემს ვაყურებინო ფილმი და ამით გავიგო, რამდენად მართალი ვარ.

მოკლედ, ეს არის, რაც ძალიან ლაკონიურად შევძელი, მომეყოლა. დარწმუნებული ვარ, თქვენც არანაკლები იცით და გსმენიათ ამ სერიალის შესახებ. მე კი კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას 😉

P.S. “…და ასე, ჭირსა თუ ლხინში, ბედნიერებასა თუ უბედურებაში ჩვენ ერთად ვიყავით, ერთმანეთს გვერდიდექით” – კერი ბრედშოუ.

5145539q4t

23 thoughts on “Sex and the City

  1. ამ სერიალს სულ რამდენჯერმე ვუყურე და შარშან კიდევ ფილმს, რომელიც საშინლად არ მომეწონა.
    მაგრამ მე მიყვარს კიმ კატრალი – ძალიან ძალიან მაგარი ქალია, სულის სიღრმეში ყველა ეგეთია, უბრალოდ არ აღიარებს. სექსზეც ყველა იმაზე მეტხანს ფიქრობს და საუბრობს, ვიდრე Sex and the city-შია, ეს 100% სწორად აღნიშნე.
    როგორც გითხარი, რამდენიმე სერია მაქვს ნანახი, მაგრამ გმირების აზრზე ვიყავი, ამიტომ ჩემი ცხოვრების ეტაპები ასე იყოფა :ლოლ: 13-დან 17-მდე ვფიქრობდი, როგორც შარლოტა, 17-დან 20-მდე მირანდა, 20-24-მდე (დღემდე) – როგორც კერი 😀 ვეჭვობ, რამდენიმე წელში სამანტა “გაიღვიძებს” და უნდა გადავიხვეწო აქედან :ლოლ: მაგარი ქალია, man!!!

  2. აუ სოოფი მართლა გლიჯავს ხოლმე.. (თუ გლეჯს? )
    მე რამდენიმე წელი მეგონა, რომ კერი ვიყავი.. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ სამანტა ვარ.. იმიტომ, რომ მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მრავალფეროვნება და რაც მთავარია, კაცები :)):)))

  3. უიიიი, რა დავწერო არ ვიცი, შევრცხვი ქალი, არცერთი სერია არ მაქვს ნანახი 😦

  4. ამ დღეებში ვუყურე სერიებს, აღარ მახსოვდა და ძალიან ვიმხიარულე. ჩემი საყვარელი სერიალია.

    ყველაზე მეტად კერი მომწონს, ცოტა თავქარიანი, სასაცილო, ხშირად გულწრფელი და ტუფლების მონა 😀

    • ძალიან გონებაგახსნილია კერი. ეგ და კიდევ მისი თვალები თუ გადასწონის სარა ჯესიკა პარკერის ცხვირს 😀

  5. სერიალს ძალიან იშვიათად ვუყურებდი, მაგრამ დასკვნითი ფილმი ვნახე როცა რუსთაველში გამოვიდა და რავიც, არ მომეწონა :)) მარა როგორც ყველა ამ ტიპის სერიალს თავის ხიბლი ნამდვილად ჰქონდა, “დამბმელი” სიუჟეტები, ქალური ისტორიები და ბლაბლა:] იმაში კი გეთანხმები, რომ ისეა გადანაწილებული ხასიათები, რომ შეკრიბო ერთი სრულფასოვანი ქალი გამოვა, ეს პრინციპში სასოწარკვეთილებშიც ასეა, მიყვარს როგორ ❤

  6. “მოვლენები არა მხოლოდ თვითმხილველის, არამედ გადამცემის თვალით” –- როცა ადამიანს დანახულის კარგად გადაცემა შეუძლია, რა სჯობს..
    აი, ამ სერიალის მხოლოდ რამდენიმ სერია მაქვს ნანახი, რატომღაც აქტიურად ვერ ჩავერთე, მაგრამ ისეთი პოსტი დამხვდა, რომ ცქერა მომინდა 🙂

  7. მე მხოლოდ ფილმი მინახავს, ისიც – ბოლო ნაწილი. სერიალმა დამაინტერესა და პირველი სერიაც გადმოვწერე ადრე, მაგრამ საშინელი ხარისხი იყო და გადავიფიქრე ისევ.

    პ.ს ჩემი აბსოლუტური ფავორიტი სერიალებს შორის მაინც ’გრეის ანატომიაა’ :))

  8. ბრავო პოსტია იმენაა ბრავო!

    ეს სერიალი ჩემი ცხოვრების ვარდისფერი ლენტია… ალბათ მინიმუმ 3-ჯერ მაინც მექნება თითოეული სერია ნანახი.
    მეოთხე სეზონის ბოლო სერია სახელწოდებით ”I love NY” დაახლოებით 20-ჯერ მაქვს ნანახი…

    ასევე წავიკითხე წიგნი (რის მიხედვითაც გადაიღეს ფილმი) და სრული იდიოტიზმია მაგრამ ჩემს SATC ნივთების კოლექციაში საპატიო ადგილი მაინც დაიკავა. ამ კოლექციაში კიდევ შედის ყავის ფინჯანი, სამაჯური, გასაღების ბრელოკი, Trivia Game, Kiss and Tell – წიგნი სერიალის შესახებ, და მალე შეემატება DVD-ების საკოლექციო gift box-ი რომელსაც აგერ უკვე რამდენი ხანია ვუთვალთვალებ ebay-ზე და კოსმოპოლიტენის ჭიქების კოლექცია – http://store.hbo.com/detail.php?p=104113&v=hbo_shows_sex-and-the-city

    • ღმერთო ჩემო!… არა, მე შენამდე ნამდვილად ვერ მოვალ, მაგრამ თითოეული სერია მინიმუმ სამჯერ მაინც მექნება ნანახი. ხოლო ისინი, სადაც სამანტა თავის სტიქიაშია, 10–ზე მეტჯერ. 😀 მიხარია, ვიღაც ჩემნაირად (და უფრო მეტადაც!) რომ გიჟდება ამათზე 🙂 🙂

  9. ა ხო კიდევ იმის თქმა მინდოდა რომ მეორე ფილმის გადაღებასაც აპირებენ :jump:

    მაგრამ მე პირველიც დიდად არ მომეწონა… სერიალი უფრო მაგარია ❤

  10. OMG! Sec and the City-ს ფანი ხარ და ბლოგროლში არ გყავარ?

    შეგირცხვეს თავი 😀 ^_^

  11. გამოხმაურება: ყოველთვის საჭიროა გაგრძელება? « ZURRIUSS

  12. მისტერ ბიგის სახელი სერიალშივე ჩნდება 🙂
    მირანდა ჩემი ქალია :->

  13. ისე საინტერესოდ აღწერე
    ჰმმ ხომ არ ჩავუჯდე

  14. გამოხმაურება: ყოველთვის საჭიროა გაგრძელება? « Zurriuss.Ge

  15. ყველა ბლოგზე არის ერძთი პოსტი ამ სერიალზე. გაგიჟება შეიძლება : ))))

  16. მოგესალმებით ყველას, ექვსივე სეზონი გაქვთ სერიალის? ქარტულად?
    რაც შეეხება სტატიას, მართლაც რომ მაგარი იყო.

    • გამარჯობა 🙂
      ქართულად არც ერთი არ მაქვს, ორიგინალში დევს ყველა სეზონის ყველა სერია ტორენტებზე. მადლობა შეფასებისთვის 🙂

Leave a reply to ნან კომენტარის გაუქმება