ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ბავშვობაში მეგონა, რომ…

10 Comments


მოკლედ, ეს არის ახალი წამოწყება, რომლის შესახებაც ნატალიასაგან შევიტყვე. მან კი, თავის მხრივ, დოდკასაგან მიიღო შემოთავაზება. შესაბამისად, პირველწყარო არის დოდკა. უცებ შეირბინეთ აქ, რათა აზრი გაიგოთ ამ წამოწყებისა, შემდგეგ კი განაგრძეთ კითხვა 😉

ბავშვობაში მეგონა, რომ…

  1. მე და ჩემი ძმა ტყუპები ვიყავით. ისე ძალიან მინდოდა, ტყუპები ვყოფილიყავით, ლამის დავიჯერე, რომ ეგრეა და ჩვენს შორის არსებულ სხვაობას 5 წლის ოდენობით, ხაზი გადავუსვი.
  2. ბავშვი ჩნდებოდა შემდეგნაირად: ქალს გაებერებოდა მუცელი, რომელსაც შემდეგ გაუჭრიდნენ და ბავშვს ამოუყვანდნენ. ყოველგვარი სექსისა და მამაკაცის გარეშე.
  3. თუ არ შევჭამდი, ბაზრის “ციგანკები” მოვიდოდნენ, დამავლებდნენ ხელს და მომიტაცებდნენ. მერე კიდევ სადღაც ჯანდაბაში გამყიდიდნენ. ამისი კიდევ უფრო მეშინოდა, როცა ვხედავდი, თუ როგორ ხელჩაბღუჯული დაჰყავდათ “ციგანკებს” პატარ–პატარა მოთხუპნული ბავშვები.
  4. თითქოს მამაჩემი მძღოლი იყო, რადგან ნაცრისფერი პლაში ეცვა ხოლმე. აი, ნაცრისფერპლაშიანებს კი მძღოლებად აღვიქვამდი.
  5. ბევრ ნაყინს თუ შევჭამდი, ტვინი გამეყინებოდა. კერძოდ, ნაყინისა გახდებოდა. ასეთ დროს ოცნებებში მივდიოდი ხოლმე და მინდოდა, ერთხელ მაინც მიმერთვა ჩემი გაყინული თუ განაყინებული ტვინი.

ვთაგავ:

თაზოს

სოფოს

და მიალოს

Advertisements

10 thoughts on “ბავშვობაში მეგონა, რომ…

  1. მეც მინდოდა ტყუპისცალობა:-)

  2. აუ ნაყინიანი ტვინი მაგარი იყოო :))))))))

  3. მამაჩემი მძღოლი იყოო 😆 😆

    ვიცოდი რომ კარგ პოსტს დაწერდი : )

  4. ლოლ
    ისე, მეც ეგრე მეგონა, რომ მუცელს უჭრიდნენ და ისე ამოჰყავდათ ბავშვი 😉 აი, სექსის გარეშე რომ არ შეიძლებოდა, ეგ უკვე ვიცოდი, ცოტა “იოლ” ფორმებში, მაგრამ მაინც 🙂
    მადლობა “დატაგვისთვის”, კიდევ ბევრმა დამტაგა, მაგრამ მეზარება ეგეთების წერა, u know 🙂 :sunny:

  5. ნაყინი ბავშვობაშიც ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს 🙂
    მშობლებმა სულ ასე იცოდნენ ჩემი დაშინება, რომ ვიღაც ცუდი ძია მოვიდოდა და წამიყვანდა თუ მათ არ დავუჯერებდი 😐 შენს შემთხვევაში, ზურიუს, ეს “ცუდი ძია” ციგანკებმა შეცვალეს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s