ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ცოტა რამ “ტორპედოზედ”…

5 Comments


Torpedo-Kutaisiისევ ქუთაისში ვარ. ვხატავ ახალ ნახატს. ისევ დიდ ფურცელს შევეჭიდე. ტფუი, ტფუი!… კარგად გამომივიდეს 🙂 წინა პოსტში ქუთაისის შელამაზებული სინამდვილე დაგანახეთ. ახლა კი, მოდით, ვნახოთ, რასა იქმს ქუთაისის ერთ დროს ცნობილი “ტორპედოს” სტადიონი. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში თითქმის დილეტანტი ვარ და მეკარეობას ვერ გავცდი (თუმცა ეს უკანასკნელი ძალიან მომწონს), მაინც გადავწყვიტე, ამჯერად ამ სფეროს შევხებოდი.

გავიდა დრო და ქუთაისში ფეხბურთი ნელ–ნელა ქრება. 5 წლის წინ ამის წარმოდგენა ისევე შეუძლებელი იყო, როგორც ჩემი ამ სფეროთი დაინტერესებისა. მაგრამ, ხომ ხედავთ, ყველაფერი იცვლება. თუკი ადრე ქუთაისი დუღდა როგორც ქართული, ისე მსოფლიო ფეხბურთის შემყურე, დღესდღეობით ყველა პოლიტიკაზეა გადართული, ან არაფრისმაქნისობს. აღარაფერს ვამბობ უცხოეთში წასულებზე, რომელთა რიცხვიც მოუთოკავად იზრდება. ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ კუბას არ დავემგვანებით, სადაც აშშ–ში გაქცეული 2 მილიონი არჩენს თავისუფლების კუნძულზე გამოკეტილ 5 მილიონს. იმათ კიდე რა ენაღვლებათ, 7 მილიონი მაინც არიან. ჩვენ კი, რუსული ჭყლეტის შემდეგ, კიდევ უფრო შევმცირდით და გავარაფრისმაქნისნდით (…და მე ვარ ჟურნალისტი? რეებს ვბოდავ? ). “ფებურთი კი არა, სახლი მენგრევა თავზე”– ხშირად გაიგონებთ ბირჟაზე (თუ ნაბირჟალზე) ჩამომსხდარი, ხელებდამაზუთიანებული ქუთაისელი შუა ხნის მამაკაცებისაგან. არადა, იყო დრო, როცა “ტორპედოს” სტადიონზე ბილეთის ასაღებად ერთმანეთს ტანსაცმელს ახევდნენ. სტადიონის წინ გზა იკეტებოდა, ვინაიდან მანქანათა სიმრავლეს ვეღარ უძლებდა.  ამ დროს მეც მოვესწარი. სკოლა ზუსტად სტადიონის გვერდითაა და, იქიდან მომავალი, უამრავი ავტომობილის ლაბირინთში დავრბოდი იმის იმედით, რომ დავიკარგებოდი, მაგრამ ვაი, რომ იქაურობა ზეპირად ვიცოდი… 🙂

სტადიონის ირგვლივ ახლაც თამაშობენ, დარბიან და ერთობიან გიჟმაჟი ბავშვები. უკვე ცენტრალურ მოედანზეც უშვებენ ხალხს სარბენად და სავარჯიშოდ. რა თქმა უნდა, თამაშების საყურებლადაც. ოღონდ, ჯერჯერობით, გაზონზე გადასვლაა აკრძალული. ადრე უდროუდროს მოედნის შიგნით ფეხის შედგმაც კი არ შეიძლებოდა. ახლა კი, ოღონდ ვინმე თამაშზე მივიდეს და ბილეთიც კი უფასოა. უფასო რა, საერთოდ არ არის. ამის საპირწონედ, არც სკამები დაგხვდებათ.  ერთი–ორი დღის წინ წამძლია ნოსტალგიამ თუ საკუთარი თავის ფორმაში მოყვანის მცდელობამ და მეგობრის ველოსიპედით გავემართე “ტორპედოსაკენ”.

ტორპედოს სტადიონის ფასადი: ხედი დასავლეთიდან. 1999 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და 2 წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე ლამაზი და ვარგისი სტადიონი იყო. შემდეგ დაიწვა. კი აღადგინეს, მაგრამ…458733236

ახლა შიგნითაც შევიხედოთ. იგივე, ადმინისტრაციის ნაგებობა სტადიონის მხრიდან.

Surati-2790

e2aa88dcf8f8

ასეთი გახლდათ ხუთიოდე წლის წინ.

30c5d54836f6 …ესეც ახლა

Surati-2784

ესეც ეგრეთწოდებული სამთავრობო ლოჟა. სხვათა შორის, აქ იმ დროს ვარ ნამყოფი (მართალია, მცირე ხნით), როცა ძალიან მაგარი და დაძაბული თამაში იყო და აქაურობა გადატენილი გახლდათ ქალაქის მეთაურებით. მაშინ ქუთაისის მერი შაშიაშვილი იყო.Surati-2771

ნუ, სათქმელი, ძირითადად, ამოვწურე. ახლა ველოსიპედით გადაღებულ სურათებს წარმოგიდგენთ.Surati-2779

821712013

ჩემი გადაღებული არ არის, მაგრამ მაინც: ეს არის აღმოსავლეთის ფრთა, სადაც ტრიბუნას "ტორპედო" აწერია. იქ გუნდის ყველაზე გიჟი ფანები "ჯუნგლები" ისხდნენ, რომლებიც თავიანთი პლაკატებითა და შეძახილებით იყვნენ ცნობილნი. ერთხელ მეც მოვხვდი მათ შორის. მუსიკალური სკოლა–ინტერნატიდან გამოტანილ ბარაბანზე ვუბრახუნებდი 😀

Surati-2781

გულშემატკივრებისა და სკამების ადგილას ახლა სარეველები "სხედან"

Surati-2774

საინტერესო ის არის, რომ, მოგებისა და წაგების შემთხვვაში, ქუთაისელი ფანები ერთნაირად ამტვრევენ სკამებს. შესაბამისად, აქ თამაშის შედეგი არაფერშუაშია. არა მათ მიერ გაკეთებულის გაფუჭება ქუთაისელთა უარყოფითი ენერგიის დახარჯვის სურვილს უნდა მივაწეროთ.

Surati-2795

იქნებ, მომავალი სპორტსმენები?…

Surati-2773Surati-2777 Surati-2789

Surati-2792

უცვლელი მხოლოდ ქუთაისური მზე და ცა დარჩა, რომელთა იმედზეც, სიმართლე გითხრათ, მართლა ვარ 🙂

Surati-2793

Surati-2794

Advertisements

5 thoughts on “ცოტა რამ “ტორპედოზედ”…

  1. ზურისუს, ამ პოსტს მერე წავიკითხავ და მანამდე ეს ნახე http://konnchetina.blogspot.com/2009/08/blog-post_18.html

    ერთ-ერთი შენ დაგთაგე :))

  2. რა საცოდაობაა! 😦 ხუთიოდე წელში ასე როგორ გააფუჭეს სტადიონის სკამები? სიტყვებიც არ მაქვს, რა ვთქვა 😐 სასწაული ხალხია!

  3. ძალიან გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი 😦 რატომ უნდა დაამტვრიო შენი ქალაქის სტადიონი, ჩემთვის ეს ისევე გაუგებარია როგორც ის თუ რატომ ამტვრევენ თიანეთის ისედაც დამტვრეულ სტადიონს 🙂 შენ ადრე კომენტარი დამიწერე თიანეთს ველური სილამაზე უხდებაო, მაგრამ ეს თიანეთი თითქოს შენს ჯიბრზე ვითარდება; (ლოლ) რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს ამ დანგრეულ სტადიონზე გუნდი ვარჯიშობს და თბილისის იბერიასაც კი მოუგო; მომწონს შენი ბლოგი 🙂

  4. ალბათ ამ სტადიონს მოევლება. არ მგონია დღევანდელ ხელისუფლებას დაენანოს თანხები მისი აღდგენისათვის. ეს კარგი შანსია მორიგი პიარ-აქციისთვის.
    ზურიუს, პოსტის თემას არ შეეხება, მაგრამ ძალიან გამიხარდა შენი ნახვა იმ დღეს 🙂 ბლოგსაც მივხედავ 🙂

  5. ისა ქუთაისელი ხარ? ქუთაისში ჩემი ბავშვობა დარბის 🙂 დედა მყავს ქუთაისელი და ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარს ეს ქალაქი თავისი იმორითგამოტენილი მაცხოვრებლებით (hug)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s