ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ZURRIUSS – კეისარიუს

13 Comments


Surati-3511ადრეც მქონდა, მგონი, დაწერილი, რომ ბავშვობაში ტრაგიკული როლების თამაში მიყვარდა. ზეწარს ან “ადიალას” ან რაიმე მსგავსს შემოვიხვევდი და მოსასხამიც მზად იყო. ტელეფონის კაბელის ფერადი სინებისაგან კი ბეჭდებს, გვირგვინს და სხვადასხვა სამკაულებს ვაკეთებდი. ძალიან მიყვარდა შოლტები და მათრახები (ზოროსა და ბეტმენის ზეგავლენა). ვინაიდან ჩემს თანატოლებს შორის ყველაზე უფროსი მე ვიყავი, ჩემს “სამეფოში” ვეპატიჟებოდი. სამეფოში, რომელშიც არ იყო ჩხუბი, ბოროტება და განუკითხაობა. ამ სამეფოში ბავშვები ერთად უყურებდნენ ვიდეოფილმებს, ერთად ჭამდნენ, ხატავდნენ და თამაშობდნენ ინტელექტუალურ თამაშებს …და ერთად ებრძოდნენ “მტერს”, რომლისგანაც მხოლოდ ფერადი სინების მარაგი სურდათ. “მტერი” უკანა ქუჩაში ცხოვრობდა და რამდენიმე “მსუბუქად შეიარაღებულ” ბიჭს წარმოადგენდა. …მაგრამ ვის უნდა გაებედა რაიმე ფიროსმანის ქუჩის ძლევამოსილი მეფისათვის?!…
ხშირად იმარჯვებდა, ზოგჯერ კი მარცხდებოდა. ეს იმიტომ, რომ სამეფოში შინააშლილობა იჩენდა ხოლმე თავს. რამდენიმე არაინტელექტუალი აბუნტდებოდა და მეფეს განუდგებოდა. სცენარის თანახმად, მეფე ყოველნაირად ცდილობდა მათს გადმობირებას, მაგრამ მოღალატეებისაგან სასიკვდილო დარტყმას იღებდა და, იულიუსივით გაყიდული, უსულოდ ენარცხებოდა ძირს. 😦
…ჰოი, ბავშვობავ! კარგი დრო იყო (შეიძლება, არც იყო, მაგრამ მე მშვენივრად მახსენდება). დღესაც გავიხსენე ბავშვობა და, ჩემი ძმის დახმარებით, ფოტოსესია მოვაწყვე. იმედია, გამიგებთ, როგორ მიყვარს ისტორია, რომი, სიძველეები და… ბავშვობა. 🙂Surati-3506

Advertisements

13 thoughts on “ZURRIUSS – კეისარიუს

  1. 😀 :))

    მშვენიერი ფოტოებია, არის შენში რაღაც კეისრის.. :)))

  2. გაიხარე 😀

  3. მომეწონა ფოტოები ძალიან 🙂 ვხედავ შენ ბავშვობაშიც ისეთივე ექსტრავაგანტული პიროვნება ყოფილხარ როგორიც ახლა ხარ 🙂

  4. ,,Yo el Rey… Yo el Rey… Yo el Rey…” Picasso

  5. ლოლ
    შოლტები და მათრახები ძაან საეჭვოდ მომეჩვენა მე 😛

    მე კაი ხანს მეგონა, რომ მსახიობი გამოვიდოდი, სხვათა შორის, მედეას როლი იყო ჩემი საოცნებო, სკოლაში ვთამაშობდი ხოლმე ჩემივე დაწერილ დადგმებში… ჯერ რა ვიცი, იქნებ გავხდე კიდეც მსახიობი :ლოლ: შერონ სტოუნმა 30 წლის ასაკში დაიწყო… 😉

    • შერონ სტოუნმა მსაახიობობაზე ადრე სხვა რამეც დაიწყო და ღმერთმა დაგიფაროს! 😀 😀 😀 ისე, მედეა ძალიან მაგარი და, რაც მთვარია, ფსიქოლოგიურად დახუნძლული როლია. მალადეც შენ! 😉

  6. sholtebi da matraxebi mecsaechvod momxvda yurshi 😀 😀 😀

    ragac betmenis gavlenas ar gavs eg 😛

  7. შოლტებზე და მათრახებზე მეც სხვა ასოციაცია მქონდა 😀

  8. ზორო კიდევ ხო, და ბეტმენს სად აქ შოლტი?

    ამ ბოლო სურათში სენატორს უფრო გავხარ 😀

    შუასაუკუნეების რაინდები მიყვარდა ბავშვობაში, ფარიკაობა და ხმლები. ამ თამაშს ვითამაშებდი სიამოვნებით ეეხლაც. გუშინ იყო ტელევიზორში გადაცემა სწორედ ფარიკაობაზე და გამახსენდა ბნელ კუნჭულში მიმალული ჩემი ოცნება.

    პ.ს. დავიწყე შენი ძველი ჩანაწერების გადაბულბულება :ჰეჰეჰე:

  9. გამოხმაურება: დასი – ჩემი ნახევრადწარსული | Zurriuss.Ge

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s