ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

წვიმა – ინდივიდუალური სიყვარულის მუსიკა

6 Comments


3510606924_62ec4c9498_bქუთაისში ვარ. წვიმს. ამდენი ცის გოდება ივლისის თვეში? პირველად ვხედავ. აირია ყველაფერი. ადრე ივლისი, ჩემი და იულიუს კეისრის თვე, სულ მზიანი, მცხუნვარე და ენერგიული იყო. ახლა კი, გარეთ გაიხედავ და გგონია, რომ ზახფულამდე კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი. რა ხდება? საქართველო დიდი ბრიტანეთის ამინდზე გადადის?
მგონი, მეც წვიმაზე მომიწევს დაწერა. ოღონდ მოკლედ დავწერ, რატომ მიყვარს წვიმა.
ჯერ იმიტომ, რომ, სიჩუმის შემდეგ, ყველაზე დიდებული მუსკაა. მერეც იმიტომ, რომ წვიმა ზაფხულში – ეს უცნაური შეგრძნებების “წვიმაა”. გრძნობები კი ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც წვიმის თითოეული წვეთი. წვიმა სიცივეშიც მიყვარს, ოღონდ თუ კლასიკურად მაცვია. ასეთ დროს ქუჩაში სეირნობას არაფერი სჯობს. ზაფხულში, როცა წვიმს, მაშინ ის მსიამოვნებს, სეირნობისას მიწიდან აყოლილი წვეთები რომ მეშხეფება შიშველ ფეხებზე 🙂 სახლში მიხვალ და სულ ტალახიანი გაქვს. მაგრამ მერე რა? ახლა ხომ ზაფხულია… 🙂
წვიმის დროს რომ კითხვა და ძილი “ნეტარებათა ათეულში” უნდა შეიტანონ, ეს ცხადზე უცხადესია.
დაბოლოს, კიდევ რატომ მიყვარს წვიმა. ამის გამო ==> ეს მუსიკა გია ყანჩელმა დაწერა, წვიმის კომპოზიტორმა. მის შემოქმედებაში თითქმის ყველა ნაწარმოები ცოტათი “წვეთავს”. აქაც ასეა. თითქოს შავ უსასრულობას ზაფხულის მოთბო-მოვერცხლისფრო წვეთებით აწვიმს. აწვიმს მბზინვარე მწვანე და ოქროსფერ წკრიალა კვადრატებს, რომლებიც ერთმანეთში რომბისებურად არიან ჩასმულნი და ტრიალებენ. კიდევ ერთი კვადრატი, რომელშიც დანარჩენი ორია მოთავსებული, მინისაა. სულ ცენტრში კი წითელი, ფოთლისფერი, თბილი გრძნობა “დევს”. წვიმის წვეთები მასაც ხვდება, რომელიც კარამელისფრად ორთქლდება და შესაბამის მელოდიას გამოსცემს. მოუსმინეთ და თქვენც იგრძნობთ ამას. ეს წვიმაა, ინდივიდუალური სიყვარულის მუსიკა 🙂

Advertisements

6 thoughts on “წვიმა – ინდივიდუალური სიყვარულის მუსიკა

  1. me bevrnair situaciaSi miyvars wvima. ertia, sofelshi saxuravze rom awkapunebs, quxs da Cemi didi bebia kartopils rom wvavda buxarshi … ar vici ver avgwer iseti kargia wvima. Tumca rato unda avgwero, Sen mShvenivrad gamogivida 🙂

  2. DZALIAN MAGARI MUSIKAA, CHEMTAAN RO DADE DA RO MOVUSMINE IM WAMIDAN SHEMIYVARDAA 🙂 WVIMAZE XO SAERTOD VGIJDEBI 🙂

  3. მე ზაფხულის წვიმა მიყვარს, თავისი სურნელით..
    საერთოდ, წვიმის მოსმენა შინ თუ ვარ, მაშინ მომწონს, ჩაის ჭიქით ხელში, ფანჯარასთან 🙂

    ყანჩელის მუსიკა მიყვარს.

  4. გადმოვწერე და ვუსმენ.

    მეტი რა დავწერო, ვუსმენ…

  5. ავე ზურიუს, ეს რა ფოტო გაგიკეთებია :ლოლ: ავე კი არა, რომაელი კეისარივით ზიხარ 🙂
    კარგად დასვენებას გისურვებ ქუთეისში 😉

    P.S. I’m only happy when it rains!!!!!!!!!!!!!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s