ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

Happy 20+1 :)

18 Comments


გაგრაში დედ-მამასთან ერთად

გაგრაში დედ-მამასთან ერთად

გადმოცემის თანახმად, 21 წლის წინ რომ 20 ივლისი იყო, მაშინ დავბადებულვარ. 1988 წლის ერთ-ერთი ცხელი ოთხშაბათი იდგა. დილით გაგრის ერთ-ერთ სახლში დედაჩემს მუცელი ატკივდა. მამამ და ბებიამ ერთად გააქანეს გაგრის ერთადერთ სამშობიარო სახლში. როგორც დედაჩემი აცხადებს, ბატონ გეგეჭკორმა მამშობიარა, 2 საათში მოვრჩიო. 10:30-ზე მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ერთი დეგენერატით მეტის ატანა მოუწევდა 😛 თურმე მამა ძალიან ნერვიულობდა. ისე, რომ თვალში სისხლიც კი ჩაექცა 😀 მერე იქვე, სამშობიაროში, ვერცხლის გრეხილი ძეწკვი იპოვა… 😛 ამ დროს ქუთაისში ბაბუაჩემმა სანადირო თოფი გაისროლა… 😀
მოკლედ, ასე ზარ-ზეიმით გამოვძვერი მსოფლიოს ასაწიოკებლად 😀
…დღეს მოღრუბლულია. უკვე იწვიმა. 20 ივლისს ასე არ ჩვევია, მაგრამ, ბოლო 4 წელია, ასე ხდება. არ მჯერა მაგიური გარდაქმნების და იმის, რომ ადამიანი თავის დაბადების დღეზე იზრდება და ჭკვიანდება. მიუხედავად ამისა, რატომღაც უკვე აღარ ვარ საკუტარი დაბ. დღით აჟიტირებული. წინა წლებში, უფრო სწორედ, აქამდე სულ გულისფანცქალით და შინაგანი სიხარულით ველოდებოდი, კიდევ ვინ მომილოცავდა. მეგონა წელიწადში ერთი დღე მე მეკუთვნოდა და ამ დღეს ყველა თითქმის ვალდებული იყო, მოელოცა.
ახლა ასე აღარ არის, რაც, ალბათ, იმის დადასტურებაა, რომ ბავშვობა გავიდა. გათენდა, მომილოცეს და მერე რა? 🙂 მიხარია, რომ დღეს რეალისტურად ვუყურებ ცხოვრებას. ბევრნაირი შინაგან-გარეგანი ტრანსფორმაცია განვიცადე და ვიმედოვნებ, ნელ-ნელა ზრდასრულ ადამიანად ვყალიბდები. მოლოცვებს დამანჭული სიხარულიტ კი არა, მადლობელი და საქმიანი იერით ვპასუხობ და რავი… მგონი, მართლა ახალი ეტაპი დამეწყო, რომელიც, რა თქმა უნდა, საერთოდ არ უკავშირდება არც 21-ე 20 ივლისს და არც რაიმე ეგეთს.
მიუხედავად ამისა, ყველასთვის გასაგები რომ ყოფილიყო ჩემი ახლანდელი მინირევოლუციური განცდა, ვამბობ, რომ 20+1-ის ვარ 🙂

Advertisements

18 thoughts on “Happy 20+1 :)

  1. კიდევ ერთხელ გილოცავ, ზურა!!!
    რა ლამაზი დედიკო გყავს 🙂 შენც ძალიან საყვარელი ბავშვი ყოფილხარ, ნეტავ მუცელში ყოფნისას სტვენის გარეშე როგორ ძლებდი? 😛
    BEST WISHES AGAIN AND AGAIN!!!

    😉

  2. ეხ, რა იცოდა დედამ რა გახვიდოდი, თორე არ გარისკავდა :))
    გილოცავ ზუუ..აქაც:)
    მაგრად მიყვარხარ

  3. სოფ, ეგ მეც მიკვირს 😛 დიდი მადლობა მოლოცვისათვის 🙂

  4. ramdeni vicine :d
    gilocaaav, yvelafer sauketesos gisurveeeb, ubednieresi adamiani yopilikavi cxovrebashi :*

  5. ზურ, მეც გილოცავ დაბადების დღეს და წარმატებებს გისურვებ :*

  6. s dniom varenia!!
    magram dabadebis dge mainc yvelaze magari dgea celicadshi :))

  7. გილოცამ ზურიუს,აბა შენ იცი ეხლა ხო იცი უჟე ნასტავლი კაცი ხარ
    ! 😀

  8. ოჰოჰ, უკვე დიდი ბიჭი ყოფილხარ 😀

    happy birthday!! 🙂

    რა საყვარელი ფოტოა, ჩემს ნოსტალგიას კიდევ ეს უნდოდა? :user:

  9. ნოსტალგია ის არის რაც არ გვათქმევინებს, რომ წლები მალე და უაზროდ გავიდა 😉

  10. ზურ, გილოცავ. წარმატებებს გისურვებ 🙂

  11. ვაჰ, არა დილიდან ვგრძნობდი რომ რაღაც გამიხარდებოდა:) გილოცავ და გისურვებ რომ იყო გვირილასავით ნაზი და სპაიდერმენივით ძლიერი, ცხოვრებამ რომ არ გადაგიაროს:)) გვირილა კიდე, ლამაზია რა;)

  12. გილოცავ! საუკეთესო სურვილებით.. 🙂

  13. უნიჭიერეს ზურიკელას ვულოცავ დაბადებას. გისურვებ გაგრაში გაგულავებას – ლიტერატორების სახლში

    • ჩემო უფროსო მეგობარო, უღმესი მადლობა 😉 თუ გაგრაში დავბრუნდი, დიდი სახლი და მზიანი პლაჟი ჩემზე იყოს 😀 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s