ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ვარდისფერი პანტერა

6 Comments


191822-102275-pink-panther_largeბავშვობაში ამ მულტფილმს მე-2 არხზე მივაგენი და იმის შემდეგ სანთლით ვეძებდი, ოღონდაც სადმე გამოჩენილიყო. არ ვიცი, რატომ იმოქმედა “ვარდისფერმა პანტერამ” ჩემზე ასე. ალბათ იმიტომ, რომ ფილმის ატმოსფერო და ფონი არის, რაღაც, გაურკვეველი, სიურეალისტური. ზოგიერთ სერიაში საერთოდ არაა დეტალები და მხოლოდ მონახაზები ჩანს. ამასთან ერთად, “ვარდისფერ პანტერაში” არ არსებობს რაიმე კანონზომიერება, რომელსაც პანტერა არ არღვევს საჭიროების შემთხვევაში. შეუძლია, გაქრეს და მხოლოდ თვალები დარჩეს, კარი საპირისპირო მხრიდან გააღოს ან სახლი გაბეროს.
ალბათ, სწორედ ამ მოულოდნელი ორიგინალურობის ეფექტის გამო მიიქცია ამ მულტფილმმა ჩემი ყურადღება ბავშვობაში. შემდეგ ეს ნოსტალგიად გადაიქცა და როცა რამდენიმე ხნის წინ “ვარდისფერი პანტერა” ისევ აღმოვაჩინე, ბევრი ვიცინე ზოგიერთ სერიაში მომხდარ ამბებზე. ანუ დასკვნა: “ვარდისფერი პანტერა” არამხოლოდ ბავშვებზეა გათვლილი, არამედ დიდებსაც სიამოვნებით შეუძლიათ, უცქირონ. ახლა კი მოკლე ვარდისფერი ისტრორიული ექსკურსია, რომელიც Hop.Ge-ზე აღმოვაჩინე 😉
1964 წელს ფილმი ,,ვარდისფერი პანტერა“ გამოვიდა კინო გაქირავებაში. იყო შექმნილი ფილმის ასობით მონახაზი და ბლეიკ ედვერსმა აირჩია მათგან–ის ყველაზე ეშმაკი , თვითდაჯერებული პანტერა რომელიც გახდებოდა გმირი ასობით მომავალი ანიმაციური ფილმებისა. მულტიპლიკაციური ნახატი, რომელიც ჩნდება ფილმის დასაწყისში და მუსიკა ჰენრი მინჩინმა ბუნებრივად შეეხამა ფილმს. პანტერა გამოვიდა ძალიან ნათელი და დაუვიწყარი,მისი მოქმედებები ტიტრებში (როგორიცაა გასროლა ფილმის სათაურიდან ,,ვარდისფერი პანტერა“ ასოების გადანაცვლება და ა.შ.) მიიპყრო მაყურებლის ყურადღება.
ფრიც ფრილინგიც მიხვდა რომ მას გამოუვიდა ძალიან პერსპექტივული მულტფილმი, 1963 წელს მან დაარსა სტუდია ,, DePatie-Freleng Enterprises“ დევიდ დეპატისთან ერთად და დაიწყო მუშაობა პირველ დამოუკიდებელ ფილმზე პანტერის მონაწილეობით ერთდროულად ფრილინგმა და მისმა გუნდმა დაიწყეს თავისი ცნობადი ანიმაციური სტილის შექმნა. მაგალითად ( მოუწესრიგებელი ფონი რომელიც ზოგჯერ გამოიყურებოდა სურეალისტიკურად, ხოლო პერსპექტივის შექმნისათვის გამოიყენებოდა სულ რაღაც იოლი ფანქრის მონახაზები) პირველი მულტფილმი რომელიც შეიცავდა ვარდისფერ პანტერას გამოვიდა 1964 წელს, იყო კიდევ ერთი წარმატება ფრიცი ფილინგის კარიერაში. მულტფილმმა გააოცაა ხალხი თავისი სიახლით ,არასტანდარტული მიდგომით ანიმაციასთან და თვითონ პანტერა იყო განუმეორებელი, რასთანაც დაკავშირებით ფილმმა მაშინვე მიიღო ოსკარი. ასთი დაუვიწყარი წარმატების შემდეგ ფრილინგმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს ახალი ახალი ფილმების გამოშვება ვარდისფერი პანტერის მონაწილეობით და ასე გაგრძელდა ,,ვარდისფერი პიჟამო“, ,,ჩვენ მივიღებთ ვარდისფერ მარკებს“ , ,,ვარდისფერი ალმაზი“ და ა.შ. პანტერამ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას უფროს აუდიტორიაში , იმიტომ რომ იუმორი ამ ფილმებში სრულიად არ იყო მხოლოდ ბავშვებისთვის.

აი, საუნდტრეკი, რომელზეც ვგიჟდები და ეპიზოდებიც 😉

The Pink Panther Theme

ეპიზოდი 1

ეპიზოდი 2

ეპიზოდი 4

ეპიზოდი 5

ეპიზოდი 6

P.S. თუ მოგეწონებათ, დანარჩენებს მერე შემოგაწვდით 😉

Advertisements

6 thoughts on “ვარდისფერი პანტერა

  1. როგორ მიყვარდა ეს მულტფილმი! და მუსიკაც..

    აუ, ფოტოს რომ შევხედე გამახსენდა ბავშვობა და ის შეგრძნებები რომ ვუყურებდი, feels good : )

  2. maaagrad miyvars. saundtreki axlac maqvs playlistshi
    da mtli chemi bloknotbi rac ki odesme mqonia magis stikerebit iyo achrelebuli!!

    ❤ ertaderti vardisferi ragac rac uzomod miyvars!!

  3. მუსიკა მაინც დაუვიწყარია…

  4. Cool, Zurriuss, შენი პოსტებიდან ბევრ რამეს ვიგებ, დაჟე ისეთსაც რაც მანამდე არ მაინტერესებდა. საერთოდ, მულტფილმებს ვერ ვიტან 😐 მაგრამ საინტერესო იყო. თუმცა მაინც ვერ ვხვდები, რა არის ასეთი “საოსკარო” ვარდისფერ პანტერაში?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s