ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

კბილებით დაცული 97 ქულა ანუ დაიკიდეთ დარბაზი ;)

10 Comments


0504-35 085-Lროგორც იქნა, გამოცდებს მოვრჩი და აწ დამტკიცებულად ძალმიძს, ვუწოდო თავსა თვისსა დიპლომირებული ბაკალავრი. მართალია, ჯერ არ ამიღია, და ერთ-ორ თვეს ვერც ავიღებ, მაგრამ ჩემია, სად გამექცევა :P
ბოლო და ყველაზე ნერვებისმომშლელი, რა თქმა უნდა, სადიპლომო ნაშრომის პრეზენტაცია-დაცვა იყო. ხომ გავწამდით და გავხოხდით ეს სტუდენტები! მრავალი პრობლემის გამო, ნაშრომი გვიან ჩავაბარეთ, მაგრამ გაგვიმართლა და ლმობიერი რეცენზენტი შეგვხვდა, რომელმაც ნაწვალები პროექტი მოგვიწონა და დაგვიფასა.
მოკლედ, გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა საზოგადოებრივ-შემეცნებითი ჟურნალის პროექტი: რის ვაივაგლახით მოვიძიეთ ინფორმაციები, გავერკვიეთ საკითხებში, ჩვენი ფანტაზიაც ჩავრთეთ და “ელიტ-კოქტეილიც” გამოვაცხვეთ 🙂 შემდეგ, როგორც გაირკვა, ჟურნალის პირველი ნომერიც უნდა აგვეწყო. გადაგვიცივდა გული, მაგრამ რა უნდა გვექნა? ჯგუფის თითოეულ წევრს რამდენიმე ინტერვიუს გაკეთება მოგვიწია, რაც რამდენიმე რესპონდენტის “შეხუჭუჭებასა” და მერე დიქტოფონით ჩაწერილის გაშიფრვის დამღლელ პროცესს მოიცავდა. ჰოი, რა გაწამაწიაში ვიყავით! მაგარი ნერვებისწყვეტა გადავიტანეთ. ბოლო დღეებში, პირადად მე, ისე გავჭედე, რომ ყველას და ყველაფერს ვუღრენდი. ამიტომაც მომიწია Вечернее-ს აბების მიღებაVechernee_Biokor_60dr ძილის წინ. სხვათა შორის, მიშველა და ისევ შემაგნებინა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და, თანაც, ბრუნვადი 🙂
დაცვის დღეს საერთოდ არ ვნერვიულობდი. იმიტომ, რომ საკუთარი თავის იმედი მქონდა. სხვათა შორის, აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას საერთოდ არ ვღელავ. პირიქით, ძალიან მსიამოვნებს. არადა, ადრე სულაც არ იყო ასე. ხომ იცით, ტრადიციული “ვაი, ტექსტი არ დამავიწყდეს” და ა.შ… გასწავლოთ, როგორ უნდ დაძლიოთ ყოველივე ეს? 😛
წარმოიდგინეთ, რომ დარბაზში, რომელშიც თქვენ გამოდიხართ, დებილი და უღირსი ხალხი ზის, რომელსაც თქვენ ერთი თითის აქნევითაც კი აჯობებთ. ჰოდა თქვენც ისე გადით მათთან შესახვედრად, ვითომ ამ ერთხელაც გინდათ კიდევ ერთხელ დაუმტკიცოთ, რომ უპრობლემოდ იმორჩილებთ მას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, დაიკიდეთ დარბაზი! “დაიკიდე”-ს კი, რა თქმა უნდა, “მოგეშვება” მოჰყვება და დამშვიდებაც გარანტირებულია. 😉
რა თქმა უნდა, ამით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ეგ არც იფიქროს ვინმემ. უბრალოდ, მე ერთი ექს-დარბაზისკომპლექსიანი ადამიანი ვარ, რომელმაც ამ შიშის დაძლევის თავისებური გზა იპოვა და ახლა თქვენ გიზიარებთ.
მოკლედ და კონკრეტულად, პრეზენტაცია უსაშველოდ გაგვიგრძელდა. უამრავი შეკითხვა დაგვაყარეს, რომელზეც დამაკმაყოფილებელი პასუხები გავეცით. ჩვენი პროექტიც დადებითად შეაფასეს და გვითხრეს, რომ მართლა რეალურია და მშვენივრადაც განხორციელდება, თუკი სპონსორს მოვიძიებთ. ისიც დასძინეს, რომ პროექტი უკეთესია, ვიდრე თვითონ აწყობილი ჟურნალი. ეს გასაგებიცაა, რადგან “ელიტ-კოქტეილის” პროექტში უფრო მეტი შესაძლებლობა და ვარიანტები გავითვალისწინეთ, თსუ-ს ბაზა კი, რა თქმა უნდა, ამდენის საშუალებას არ გვაძლევდა. მიუხედავად ამისა, რაღაცას მაინც დავამგვანეთ ჩვენი იდეები და ახლა კეთილი ინებეთ და გადაიკითხეთ 🙂

ჟურნალი “ელიტ-კოქტეილი” დიიიდი მადლობა 😉

P.S. ახლა ქეთი მელუას კონცერტს ვუყურებ და თუ ეგ გოგო შემიყვარდა, მერე რაღა მეშველება? ;( …

Advertisements

10 thoughts on “კბილებით დაცული 97 ქულა ანუ დაიკიდეთ დარბაზი ;)

  1. ახლა შემოვედი და მეთქი, ზურას თუ პოსტი არ დაუწერია, მოვკლავ.
    ჰოდა, ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ მელუა თუ შეგიყვარდა, მე ვიფიქრებ, რომ გემოვნება არ გაგაჩნია და ჯობია, გეი გახდე :ბოროტიშუტკამჯერაშენზუსტადგაიგებსმაილი:

    P.S. გილოცავ ბაკალავრობას. COOL-a! =))

    • :მეგონარომგავიგებდისსმაილი: რატო? ჰერმაფროდიტია ეგ გოგო თუ რაიმე სხვა ნაკლი აქვს, თუ იმდენად ჩლუნგი ვარ კლასიკისგარეთა სამყაროში, რომ კარგი და ცუდი ვერ გამირჩევია? 😦

  2. აუუ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა არ მიყვარს , მახსოვს მე -5 კორპუსში ია ხუბაშვილის ლექციაზე უნდა მომეყოლა სემინარი ”ევროკავშირის გაფართოება გლობალიზაციის პირობებში ” რა ვიბლუდუნე ახლაც არ მახსოვს ! 😀

    გილოცავ ბაკალავრობას , მაგრამ ბაკალავრის დიპლომი არ ითვლება , აწი მაგისტრანტის დიპლომი მომელოცოს 🙂

  3. გილოცავ შავ, პომპონებიანი ქუდის ჩამოფხატებას :)))))

  4. უფრო მეტად ბოლო ზურიუს, კარგად რომ მოუსმინო, გაიგებ, რომ მელუას არაფერი განსაკუთრებული აქვს და ჯენის ჯოპლინის სიმღერა რომ იმღერა, ლამის ცუდად გავხდი. მაგას სოფო ხალვაში ჯობია ათი და ასი თავით, ნუ რეგინას არც შევადარებ 🙂

    • ნუ მე მაგდენში ვერ ვერკვევი… ისე კი მიყვარს ძალიან ჩემი ქეთი 😉 გემოვნებაზე არ დაობენ. ეგრე მე კალასთან არც ერთ მდედრ მომღერალს არ დავაყენებ 😛

  5. მე მაქვს დარბაზი კომპლექსი, თან როგორ! შენს რჩევას გავითვალისწინებ, თუ ოდესმე მომეცა საშუალება ხალხის წინაშე გამოსვლის [რასაც ყოველთვის თავს ვარიდებ] : )

  6. dzalian sasargeblo rchevebia samomavlo d magalitad chemtvis, win maqvs sadiplomo da mec mase shevemzadebi darbaztan mimartebashi 😀

    gilocav :*

  7. გილოცავ!! : )
    ქეთი კი ძალიან მომხიბვლელი გოგოა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s