ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ჩალურჯებული თვალი ანუ “ნეტა იმ დროს…”

16 Comments


928311072_eb3e1666bd_oმას შემდეგ, რაც მთვარე ლათინური ამერიკის ქვეყნების მოსანახულებლად გაემგზავრა და მზემ კი საჩვენოს მოიხედა, გავიღვიძე!… ჰოი, გათენდა დღე ნათელი და მშვენიერი. ვინაიდან კომპიუტერთან ფანჯარა მაქვს (თუ ფანჯარასთან მაქვს კომპიუტერი), ხოლო მზე კი ძალიან მიჭყიტინებს, ფარდა ჩამოვაფარე. ბლოგების კითხვას შევუდექი და როცა Dreamar–იც ჩავამთავრე, შიმშილის გრძნობამ შემიპყრო. ჩავედი მაღაზიაში, რომ სპაგეტი მეყიდა და ჩემი რეცეპტით მომემზადებინა. მაღაზიაში გამყიდველ ქალბატონს მოვკარი თვალი, რომელიც ორი დღის წინ დაეცა, ხელი გაიწაკრა და თვალი ჩაილურჯა. ეს ყველაფერი კი ჩემ თვალწინ მოხდა. მსუბუქად შემომისაყვედურა, რატომ აქამდე არ ჩამოხვედი და ჩემი ამბავი არ იკითხეო. მეც ვუპასუხე, რომ ბებიაჩემმა ხომ მოგიკითხათ-მეთქი, მე კი არ მეცალა მაღაზიაში ჩამოსასვლელად გამოცდების გამო-თქო… მერე კიდევ ვისაუბრეთ და ის-ის იყო, უკან ვბრუნდებოდი, დამწუხრებულ ქალბატონს დასამშვიდებლად ვუთხარი: “თქვენი ინციდენტი, მრავალფეროვნების თვალსაზრისით, გამართლებულია. გავა დრო და ამასაც კარგად გაიხსენებთ”. ეწყინა! ეს როგორ მითხარიო. რა დამშვიდება ეს იყოო. მეც ვეღარ გავიგე, მეხუმრებოდა თუ არა. ოჰ, ეს კირჩხიბები! როგორ ვტყუვდებით ხოლმე… მოკლედ, პირი დამრჩა ღია. ვერაფრით გავაგებინე, რომ ორიგინალურად ვეცადე მის დამშვიდებას და ამოვედი ასე პირდაღებული. გზად ბინისაკენ ყოველივე ეს პოსტა გარდავქმენი და სირბილ-სიხარულით ამოვირბინე საფეხურები. ახლაც, როცა ამ პოსტს ვწერ, სამზარეულოში კი სპაგეტი იხარშება, ვფიქრობ, მომავალში ხომ მაინც ყველაფერს _ ცუდსაც და კარგსაც, _ კარგად გავიხსენებთ. მაინც ვამბობთ, “ნეტა იმ დროს…” ჰოდა მაშინ აწმყოში, როცა გვიჭირს, ამით მაინც დავიმშვიდოთ თავი, რომ ახლანდელი ცუდი მომავალში კარგად მოგვაგონდება 🙂 P.S. ძილის წინ –ს მიღება დავიწყე და დღეს უკვე ნერვები არ მომშლია. მგონი, ვწყნარდები და ვუბრუნდები ჩემს შინაგან და გარეგან სიმშვიდეს 😉

Advertisements

16 thoughts on “ჩალურჯებული თვალი ანუ “ნეტა იმ დროს…”

  1. ჰოროსკოპი და ზოდიაქოს ნიშნები გაინტერესებს? : ) ჩემი მეგობრები არიან გატაცებული მაგით, ოღონდ ყოველდღიური – ’დღეს პოზიტიური დღე გექნება’ კი არა, აი ადამიანის ხასიათით ზოდიაქოს ნიშნებს ხვდებიან :O

    ძილის წინ რას სვამ ნერვები რომ არ გეშლება? მასწავლე მეც, თორემ უკვე ფსიქოზი მემართება მგონი 😦

    • ჰოროსკოპს დასანახად ვერ ვიტან. უბრალოდ, ტვინი გამომილაყეს, რომ კირცჰხიბს + დრაკონი ხარ და მაგიტომ ხარ ასეტი და ასეტიო 😐
      დამამშვიდებელს, რომელსაც ვსვამ, არის ყველაზე ჯანსაღი და იაფი წამალი: Вечернее. 2ლარი და 50თ. 2 აბი ძილის წინ და გეშველება 😉

  2. xo martla masea
    exla warsulis im drositvis cudi incidentebi mainc kargad maxsendeba da mecineba 😀 magram awmyoshi cota rtulia da roca vtqvat cudat xar da guli gtkiva imaze fiqri ro momavalshi xom gamecineba tu dges metireba verafrit ver gamaxalisebs eg faqti,
    nervebtan verc me ver var karg urtiertobashi, magram tavis gakontrolebas vaxerxeeb da mec nelnela gamovdivar, magram chemi nervebis ashliloba gamoiwvia udzilobam, verafrit ver vidzineb 3 -4 saatze mets game, anu 5dan-9mde sadgac 😦

    • სწორი ხარ! უზილობა! უზილობა! და კიდევ ერთხელ უძილობა! აი, რამ გამიჩინა ნევროზი, სკლეროზი და მინუსი თვალში! და დიდი წვლილი ამაში კომპიუტერს მიუძღვის. მარი, ყოველნაირად ეცადე, რომ ძილის რეჟიმი 8 სააათამდე მაინც გაზარდო, თორემ პრობლემები მერე ნახე. მართლა გეუბნები, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.
      რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას მომავალში აწმყოს გახსენების თაობაზე, ეს თავის დასამშვიდებელია და მეტი არაფერი, თუმცა მუშა 😛

  3. ზუურ ჩემნაიროო 😛 მეც კირჩხიბი ვარ 🙂 სპაგეტს მეც დიდი სიამოვნებით მივირთმევდი ახლა:)

    • მაშინ, გილოცავ დაბ. დღეს. ამ თვეში გექნება ალბატ 😛
      ჰოოოოდა, თუ სპაგეტი ასე ძალიან გინდა, ერთ დღესაც სპაგეტობა მოვაწყოთ 😀

    • მაშინ, გილოცავ დაბ. დღეს. ამ თვეში გექნება ალბათ 😛
      ჰოოოოდა, თუ სპაგეტი ასე ძალიან გინდა, ერთ დღესაც სპაგეტობა მოვაწყოთ 😀

  4. მე განსაკუთრებით მომწონს შენი ასეთი სტილის პოსტები, ზურიუს! ოღონდ მე არასოდეს მივტირი წარსულს და არც “რა დრო იყოს” ვამბობ, პირიქით, მე ფუტურისტი ვარ, как Маяковский :лол: – лучшее еще впереди.

  5. პ.ს. რა ეგოცენტრული კომენტარი დაგიტოვე, “მე” სამჯერ ვახსენე, სამივე წინადადებაში :give it up yo: =))

  6. პირველად, რომ წავიკითე სასტიკად არ დაგეთანხმე, მერე სისასტიკე მოვაშორე და ისე არ დაგეთანხმე, მერე ვიყოყმანე (აუ ამ სიტყვაზე ვგიჟდები :)) ) და მერე მმმმ ხოო, მართალი ხარ. გამოცდაზე სვის გამო, რომ ვიტირე 3 წლის წინ მსოფლიოში უუუუუბედურესი დღე მეგონა და დღეს მაგრად ვხალისოობ :))))))))

    • სხვათა შორის, მეც ბევრი რამ მოვიგონე ამ ორი დღის განმავლობაში, რაზეც ახლა საინტერესოდ ვხალისობ 😛

  7. ra sayvareli chanaweria 🙂 cudia, rom ver gaigo qalbatonma, damshvideba originalurad rom gindoda. ise ki vimedovnot, rom momavalshi dReebs, roca tvalchalurjebuli da dabegvili iyo, sinanulit ar gaixsenebs, neta im droso 🙂 da uketesi dReebi eqneba 😉 shpageti rogori gamovida?

    • უი, სპაგეტი მიმეწვა მაშინ! 😀 😀 😀 ისე გავერთე პოსტის წერით, რომ მერე ჩამშრალი ქვაბიდან მიწევდა სპაგეტის აფხეკა 😀 😀 😀 მაგრამ ახლა ის უგემური კერძიც ტკბილად და გემრიელად მახსენდება, აი 😛

  8. ეგრეა, გავა დრო და მერე სასიამოვნოდ გაგახსენდება, მაგრამ მაგ გამყიდველის შემთხვევაში, ჩანს არასაკმარისი დრო იყო გასული რომ არ წყენოდა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s