ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

მე, თევზი და “ბომბორა”

20 Comments


Surati-321312:33 _ დილა, ვისთვის როგორ.
მესიჯი: Tevz, ar ginda sadme botanikurshi gaviseirnot?

ამას საპასუხო მესიჯი მოჰყვა და, საბოლოოდ, “ბომბორაზე” შევთანხმდით:

3is nax-ze kolmeurneobastan, gacherebaze.

ვინაიდან დათქმულ დრომდე საკმაო ხანი იყო, Facebook-ს შევყევი და ისე გახდა 3-ის 7 წუთი, რომ 3-ის 18 წუთამდე ვერ გავაცნობიერე. უცებ, წამოვხტი, თეთრები ჩავიცვი და გავექანე გასასვლელში. მერე შემოვბრუნდი, კბილები გავიხეხე და ხელახლა გავქანდი. ამასობაში თევზი (მეგობარი, რომელსაც ანი ჰქვია) უკვე მისულიყო კოლმეურნეობის მოედანთან გაჩერებაზე: Gelodebi da pirdapir 63 roa gacherebuli iq, imito ro bagshi gasvla meshinia mokle iubka macvia, male moezneye. უი, საქმე ცუდადაა: ვერ ვასწრებ მისვლას. თუ დავაგვიანე, თევზს ხასიათი შეეცვლება. თუ ეს მოხდა, მზე აღარ გაიცინებს. თუ მზე აღარ გაიცინებს, აღარც გაანათებს. თუ მზე აღარ გაანათებს, მთელი კაცობრიობა დაიღუპებაააააააა!… 😦
ერთადერთი გამოსავალი ტაქსია. ამის შესახებ თევზს ვაცნობე. მანაც მომწერა: Ok shen da chiri da sikvdili, gamotreuliyavi droze, shen gnaxe or kubosshua tavamoyofili:-(:-(:-(

10 წუთსა და 5 ლარში უკვე დათქმულ ადგილას ვერჭვე. თევზიც მალე გამოჩნდა. ახალი საყურეები უყიდია, რომ მარტოობა გადაეგორებინა. მრავალი I’m soooooooooo sory-ის შემდეგ ბავშვურად გამიღიმა. ისე, როგორც ჩვევია ხოლმე. გახარებული დავადექით გზასა. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ (ბევრი ვიარეთ, ბევრი), ამოვაღწიეთ ზემელზე. მერე გავარკვიეთ, რომ მთაწმინდის პარკში N124 ავტობუსი გადიოდა. ჩვენც ვიდექით ალუჩის პარკით ხელში და ველოდით. თან იქვე მდგარ უნომრო ავტობუსს მივშტერებოდით. ამასობაში აღნიშნული ტრანსპორტის მძღოლმა #124 დააძრო და ჩვენც გახარებულები მივცვივდით.
ის-ის იყო, გაღებულ კარში უნდა შევსულიყავით, 10 წლის მომწვანო-მოშაბიამნისფროთვალება ბიჭი გადაგვიდგა და ალუჩა მთხოვა. მივეცი. ასვლა რომ დავაპირეთ, ჯერ მეო, _ გვითხრა. ჩვენც გაგვეცინა. ავუშვით, რა თქმა უნდა. ავიდა და აჰყვა მთელი პლატფორმა დედაშვილიანი ხალხი. კი მაგრამ, ჩვენ იმ ბიჭს დავუთმეთ გზა, თორე ბოლოს ასვლა რომ გვდომებოდა, რიგის ბოლოში დავდგებოდით! _ გავიფიქრეთ მე და თევზმა და შევხვარხვალდით ავტობუსში. თევზი იქვე მოვათავსე. ამ დროს წინა სკამიდან თავი წამოყო მომწვანო-მოშაბიამნისფრო თვალებიანმა ბიჭმა და ადგილი დამითმო. მერე გვერდით მოგვისხდა და გაგვეცნო: გელა ჰქვიებია თურმე და ფონიჭალიდან მთაწმინდამდე მარტო დადის. დედა აძლევს უფლებას. მეც და თევზიც შევყევით სახალისო საუბარს. შემდეგ ბიჭს ალუჩები ვაჩუქე და ვუმტკიცებდი, რომ თევზი 15 წლისაა. ეს რომ გაიგო, გაუხარდა. მგონი, თევზი მოეწონა 🙂 ამასობაში ყვითელ ავტობუსში ყვითელი უცხოპლანეტელები ამოვიდნენ და ჩვენც ბილეთის აღება მოგვიწია. ისევ გელა დაგვეხმარა, რომელმაც ჩემი ბარათი ორჯერ გადაასრიალა ავტომატზე.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ავტობუსი გაფუჭდა და იძულებული გავხდით, სხვა N124-ს დავლოდებოდით. ამასობაში რამდენიმე სურათი გადავიღე.

Surati-3214
გოგონა, რომელსაც ფეხზე სძინავს
Surati-3215
Pet-ის სახიანი ბავშვი და მარჯვნივ გელა
Surati-3216

ავტობუსის ევაკუაცია ყვითელი უცხოპლანეტელების გამოსვლით დასრულდა

Surati-3219

N124 უკან მოვიტოვეთ

ბედად, შემდეგი ავტობუსიც მალე გამოჩნდა და მხიარული მოგზაურობაც გაგრძელდა. ამ შემთხვევაში ორივეს ფეხზე დგომა მოგვიწია. სოსისებივით ჩამოკიდებულები მივუახლოვდით “ბომბორას” და მე, როგორც მჩვევია, სიხარულით დავიწყე სირბილია აქეთ-იქით. თევზმა მიყურა, რაღაც გაიფიქრა და მერე ორივენი სალაროსთან მივედით. 11 ლარი დავხარჯე თავის ბარათიან-ბილეთებიანად. პირველად წყლის ატრაქციონზე დავსხედით და მაგრად გავიწუწეთ ტურტლიანი წყლით. მე მაინც მომეწონა. იმიტომ, რომ პირველად ვიჯექი ასეთ რამეზე. თევზს ისე-რა შთაბეჭდილება დარჩა. ყველაფერზე “არა, არ მინდა”-ს იძახდა. ნერვებზე კინაღამ მომშალა, მაგრამ, ბედად, იმ დღეს ძალიან თავშემკავებლურ ხასიათზე ვიყავი და გავუძელი. ძლივს-ძლივობით, წვალებით, სურათებიც გადავუღე. მერე ნელ-ნელა გაიხსნა და გაცინებაც დაიწყო. პატარა ჭირვეული თევზი ჭირველურად გადაიქცა. ამასობაში ჩუპა-ჩუპსი ვუყიდე, მერე მულტფილმს ვუყურეთ სამგანზომილებიანი სათვალით…

Surati-3222

როგორც იქნა, თევზმა გაიღიმა 😀

Surati-3230

ვარდისფერი ენით გახარებული თევზი 🙂

როცა ბევრი ვიჯღანეთ, თევზი წვერებიან-კაც-შენობაში ავსვი და გარედან ვუღებდი სურათებს, მაგრამ წვერებიან-კაც-შენობა ისეთი დიდი იყო, ხოლო თევზი კი ისე პატარა, რომ ჩემი 2-მეგაპიქსელიანი მობილური ვერ შეწვდა ასეთ კონტრასტულობას.
შემდეგ რა ვქენით? რა და ბევრი ბილიკით ვისეირნეთ. დავდიოდით, რაღაცებს ვბოდიალობდით. ფერადი კეთილი აზრები იდიოტური კოპლებით ორივეს იმდენი მოგვდის თავში, რომ სამი კილო ლარად… 🙂 ჰოდა, ჩვენც ასე შტერაობ-შტერაობით მივადექით სასმელ შადრევანს. დავაჭირე ღილაკს თითი და წყლის ნაკადი სახეში შემესხა… თევზ, მიფრთხილდი!… 😛
_თევზ, არ გინდა, შენც დალიო? 😉
_მიიიიიინდა
_დალიე 😛
…და თევზს წყალი სახეში შეესხა (ღილაკზე თითი მე დავაჭირე). გამწარდა. გაწითლდა. გაიბღუზა… ამ დროს მზეს ღრუბლები გადაეფარა. ქარი ამოვარდა. აცივდა. გაბოროტებულმა ღრუბელმაც ბოხი ხმით მოიღერა ყელი და მომაძახა: “ხომ გეუბნებოდი, თევზის წყენინება ჩვენი წყენინებააო?!!!” შემეშინდა… შევძრწუნდი. დავიწყე გაუთავებელი ბოდიშები. ამ დროს კი თმის გროვიდან თევზმა გაცინებული სახე გამოჰყო და ყველაფერი მიწყნარდა 🙂 ცაც, მზეც, ზღვაც, დინოზავრებიცა და დრაკონებიც დამშვიდდნენ 🙂 განვაგრძეთ გზა…
ამასობაში ხე-სოკო-საქანელა მოგვეწონა. ერთი ეგ და მეორე წყლის ატრაქციონი იყო ცოტათი საშიში და საადრენალინო, თორე დანარჩენები მდორე-მორე რამეებია. ისეთები, პატარა ბაჭანჭყალებს რომ მოსწონთ. გავიქეცი, ბომბორა/ბარათზე ბილეთის ფული ჩავრიცხე და რიგში ჩავდექით. რა თქმა უნდა, აქაც რაღაც მოხდა: ადამიანების გამშვები მოწყობილობა გაიჭედა და რის ვაი-ვაგლახით გავაღწიეთ საქანელამდე. ჩავსხედით. დავტრიალდით. გამოგიტყდებით, რომ დებილობა იყო. 1-2 კლასში მომწონდა ასეთი რამ. კაცს რომ გულს არ აგიფრიალებს, ის რა საქანელაა? 😛

Surati-3231

ხე-სოკო-საქანელა в разгаре

Surati-3238

მე თევზის უკან ვისხედი (თევზი ერთ ადამიანზეც "დასხდომა" ზმნას ხმარობს) და მის ფარფატს ვაფიქსირებდი 😛

ამასაც რომ მოვრჩით კიდევ ვისეინეთ და გადავწყვიტეთ, თბილისის მიწაზე ახლაშეკეთებული ბილიკით დავბრუნებულიყავით. ჰოი, რა ლამაზად გაუწყვია გიგი ბიძიას ეს ბილიკი. თევზი გზააბნეული წითელქუდასავით მოდიოდა. სიხარულისაგან თავი ვეღარ შევიკავე და ისევ სურათები გადავუღე 😛

Surati-3242

წითელქუდა თევზი განსხვავებული ფერის ფოთოლს კრეფს

Surati-3245

წითელქუდა თევზი განსხვავებული ფერის ფოთოლს ქვაფენილში "რგავს"

თევზის თქმით, მალე გაწვიმდებოდა და მას კი ჭექა ქუხილის ძალიან ეშინია. გზად იმდენი იაზროვნა, რომ დაასკვნა: ჭექა-ქუხილი მთაწმინდაზე ცხოვრობს!ასე ჩავედით მამა დავითის მონასტრამდე. გულმა იქითკენ გაგვიწია და ლოცვაზე შევედით. ანის თავსაფარი არ ჰქონდა და ჩემი კეპკა დაიხურა. საინტერესოა ეკლესიის ფენომენი: როცა შორიდან უყურებ, შიგნიდან ორი “მე” ებრძვის ერთმანეთს და ორჭოფობ, შეხვიდე, თუ არა. როცა უკვე ტაძარში ხარ და იქაური სულიერი გარემოს ნაწილი ხდები, გიკვირს, როგორ არ უნდოდა შენს ერთ-ერთ შინაგან ხმას აქ ყოფნა? ზეთი ვიცხეთ. მერე გარეთ დაველოდე, წყაროსთან. იქ კი საინტერესო სიტუაციას შევესწარი: ვინც წყალს დალევდა, იგი ხელახლა ავსებდა ჭიქას და მის უკან მდგომს აწვდიდა. ასე გაგრძელდა ჩემამდეც და ასე მოვიქეცი მეც. ახლადგამოსულმა თევზმაც იგივე გაიმეორა.
ჩახუთული ცა მოიღრუბლა. მთაწმინდიდან დავეშვით და მაღაზიაში საჭმელი ვიყიდეთ. თევზი შიშობდა, აი, ახლა დაიწყება წვიმაო და აუხდა კიდეც… თავი იქვე ერთ-ერთ კორპუსს შევაფარეთ და ისევ მოვყევით რაღაც-რაღცებზე იდიოტურ სიცილ-ხარხარს 😀 იცინოდა თევზი და ჰამბურგერში გაჩხერილ მჟავე კიტრის ნაჭრებს ბავშვურად აცლიდა და ჩუმად ყრიდა 🙂 განა ამის მერე კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ თევზი ბავშვია? 😛
Surati-3250ბოლოს, როცა წვიმამ არა და არ გადაიღო, გამოვქანდით და ციდან მოფრენილ გაცრილ aqua-ში სიხარულით გავირბინეთ…. სასიამოვნო იყო, როგორ ვადგაფუნებდით ფეხებს სველ ზაფხულში. ფეხებს, რომლებზეც იმწუთას ჩვენი ტანსაცმლის სისუფთავე და ბევრი სხვა რამ გვეკიდა….
ასე და ამგვარად ისევ იმ ადგილას მივაღწიეთ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. თევზს გადავეხვიე და ორივენი ჩვენ-ჩვენს ავტობუსებში ჩავსხედით. ის 63-ში ჩაჯდა, მე კი _ 67 მაწყობდა.
Surati-3252
დავიძარი თუ არა, მაშინვე მესიჯი მივწერე, რომ 5 წუთში ისევ მომენატრებოდა. უკვე ერთი დღე გავიდა და თევზი ძალიან მენატრება 🙂

P.S. we are just best friends 😉

Advertisements

20 thoughts on “მე, თევზი და “ბომბორა”

  1. auuu ra sasiamovno chanaceri iyo 😀
    meeevaseba me aseti titqos uazro sicil xarxariani dgeebi 😀

  2. საინტერესო ჩანაწერია…დიდი ბედნიერებაა,როცა ისეთი მეგობარი გყავს,რომელთანაც ასე ”ხეტიალ-ხუმრობაში(ახალი კომპოზიტი)გაატარებ დღეს…მამა დავითზე როცა ავდივარ შინაგანად ვისვენებ და სულში უჩვეულო სითბოს ვგრძნობ…მაგ ახალ გაკეთებული კიბით მეც ჩამოვედი ერთხელ(იძულების წესით),რადგან მამა დავითზე ვაპირებდი ასვლას და ავტობუსი შემეშალა და ბომბორას კარებთან აღმოვჩნდი…მერე სწორედ მაგ კიბით ჩასვლა მირჩიეს მამა დავითზე…

    • რასაც, საბოლოო ჯამში, არც ინანებდი. მამა დავითზე ფეხით ავდივარ. არავითარი ავტობუსი. მთელი მუღამიც ამაშია: თავბრუდამხვევი გზა და ბოლოს… სიწმინდე

  3. მეც ყოველთვის ფეხით მიყვარს ასვლა,მაგრამ მაშინ ძალიან მეჩქარებოდსიჩქარისგან შემეშალა…(პირველად და უკანასკნელად)ისე კიბეზე რომ ჩამოვდიოდი ისეთი ხედები ვიხილი,რომ ფოტოზე აღბეჭდვა მომინდა…

  4. ძალიან, ძალიან მომეწონა ეს პოსტი! რაც ეკლესიაზე დაწერე, იმაშიც გეთანხმები! მეც ბევრჯერ მქონია ეს წავიდე-არწავიდეს მომენტი, მაგრამ როცა იქ ვარ, მიკვრის, როგორ შეიძლებოდა წამოსვლა არ მდომებოდა.

  5. დღეს თევზი ჩემია, იშ 😀
    კაი დრო გიტარებიათ ისე :p

  6. რა საყვარელი პოსტი იყო, მართლა ’ამელი’ უნდა დაარქვა და ხშირად დაწერე ხოლმე :))

    თევზია კიდევ საყვარელი გოგო 🙂

    და თქვენი მეგობრობაც 🙂

  7. მე კიდე რა დავაფიქსირე:პ პირველივე, რაც თვალში მომხვდა, იყო ეს წინადადება: “უცებ, წამოვხტი, თეთრები ჩავიცვი და გავექანე გასასვლელში. მერე შემოვბრუნდი, კბილები გავიხეხე და ხელახლა გავქანდი.” არ ვიცი სპეციალურად, არ ვიცი შემთხვევით დაწერე თუ დაგეწერინა, კაი ოხერი ხარ ვიღაცა ხარ:))))))))) ან მე ვარ ოხერი, ეგეთებს რომ ვუკირკიტდები. გამაჩუმეთ ვინმემ, ლაყბობის ხასიათზე ვარ:დ:დ:დ

  8. ახლა დავაკვირდი და ანი მართლა ჰგავს თევზს :ლოლ:
    აი, რა მშვენიერი პოსტია, დაჟე კბილების გახეხვაც მაგარი იყო 😛

    • იცი, რომელს ჰგავს? აი, ნემო თევზი რომაა Finding Nemo-დან. იმას ჰგავს: ისეთი ცხვირი, პირი და თვალები აქვს 😀 😀 😀

  9. შენ ნემოს წყალქვეშ მოყვინთავე თევზებს გაგონებს და მე კი ზაბრისკი პოინტში დარია ჰელპრინი რომაა მაგას მივამსგავსე, მასავით ჩამოშლილი თმები აქ და საერთოდ ეს თქვენი მისეირნ-მოსეირნება სიუეტური წიაღსვლებით ძაან წააგავს მაგ ფილმს, ცხადია მკვდარ ველზე ექსტაზური აღტყინებისა და ფინალის გარეშე…

  10. რატო არამეგობრული? ანტონიონი და ეგ ფილმი ჩემი ამოჩემებული ფეტიშია.

  11. ანი ულამაზესია!
    ჩანაწერი კი ძალიან მომეწონა.. : )

  12. ძაან საინტერესოააა.. მომეწონა:)))) თავიდან მეზარებოდა წაკითხვა მაგრამ რომ დავიწყე კითხვა პირიქით ისე დამაინტერესა:)))არც ერთი სიტყვა არ გამომიტოვია:)))))

  13. mec dawerdi exla 1-2 aset amels, magram ise medzineba sanam titebs avatamasheb manamde azric gameqceva… ise ram shemomabodiala exla aaq… tumca girdaa))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s