ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ცხოველთა თვალით

9 Comments


ჩვენი ყურადღება, ამჯერად, ფაუნის წარმომადგენელებისაკენ მივმართეთ, რათა მათი აზრიც გაგვეგო და მოგვესმინა მათი შეხედულებები დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. კითხვა ასეთია: “რა გვჭირს?”

“უი, კამერა!… ე.ი. მისმნეთ ყველამ: არაფერიც არ გვჭირს. რაღაც ორი კაცი შეიკრიბა რომელიღაც გზაზე თურმე და ზვიადი-ზვიადის გაიძახოდნენ. მეტი არაფერი მომხდარა. ტყუილად აბრალებენ სააკაშვილს რაღაცებს, რა ვიცი მე…” აცხადებს ზაზუნა ზაზა

Animal (13)“დედიკომ და მამიკომ იციან ეგენი, მე პატალა ვალ და მეუბნებიან, თუ ალ სეწამო, ბუბაზა ბიძია სეგწამსო…” სელაპი სანდო (3 წლის)

Animal (8)

“იცით, რა არის? რო დაგაჯდება ტილი თავზე, ასეა ეს ხელისუფლება! ამოვიხოხეთ, ამოვიხოხეთ და ახლა ისე დაგვაჯდა თავზე, რომ თმები ვერ დამიბიგუდებია. ესაა ცხოვრება? ამის გამო ვიდექი წვიმაში 3 საათი? გაწყდით, ნაციონალებო!” – ქალბატონი თამილა, გაურკვეველი წარმომავლობის

nov07-11-1280

“არა და არრა, მეგობრებო, საქართველოს აღდგინება მისი ფესვებიდან იწყება! აი, მგონი, მივაგენი. სადღაც აქ უნდა იყოს. ახლავე ამოვქაჩავ ამ ფესვს და ქვეყანა ისევ გაბრწყინდება!” – ბატონი კალრო (20 წელია გადამრჩენელი ფესვის ძიებაშია)

march07-01-1024

“კაროჩე, ქურდული თუ არ მევიდა, ისე ტყვილია მაგი. პირველ რიგში, სიმონ, ჯერ ქურდებს უნდა გვეშველოს და მერე მთელ ქვეყანას ეშველება, რა” – კრიმინალური ავტორიტეტი “აბუ”

mar08-09-1280

“რა ვიცი, ბაბუკო, რა გვეშველება. 2 უმაღლესი დავამთავრე წითელ დიპლომზე, მერე ცოლი მოვიყვანე, მერე შვილები გავაკეთე და ასეთი არსად არაფერი მინახავს…” – აცხადებს ტაქსისტი ჟორაmar08-03-1280

“…მოსაწევი იყოს ბლომად და ქვეყანას თავისით ეშველება…” – დაბოლებასა შინა მყოფი გვაჟუნა

mar08-02-1280 “გვეშველება! მეგობრებო, თუ ერთად დავდგებით და შევაკეთებთ ჩემს სახლს, ჩემი მეუღლე ჟუჟუნა ნებას მომცემს, რომ მე მთელი ჩემი გამომგონებლური ტვინი და ჯაფა ქვეყნის აღორძინების გეგმის დასრულებას მოვახმარო. და ასე, სადღაც, 8-10 წელიწადში, როცა ამას მოვრჩები, თქვენ საქართველოს ვერ იცნობთ. მაგრამ ჯერ ჟუჟუნას მივხედოთ, მეგობრებო. საქართველოს გადარჩენა ჟუჟუნადან იწყება!..” – ყოფილი ფილოსოფოსი თეოდორე

mar08-01-1280ზვიადიიი!, ზვიადიიიი!… ზვიადის სახელით გიბრძანებ, გაწი კამერა, შე მწვალებელო!

mandrill-nichols-674208-xl

“ჰო, ჰო… მომიცვივდით ახლა ჟურნალისტები აქ! ჟურნალისტებმა დააქციეთ ეს ზვიადის აყვავებული ქვეყანა!…” – აცხადებს გომბეშო ციცო “Tsitso & Friends”-ის სასაუზმედან (სურამი)

jan09wallpaper-11_1280

“საქართველო? ეგა რა არი, თო? მაიცა, მაიცა, ჩვენი თერითორიები როა და “საქართველო” რო ძახიან? ააა, ეგ ვერ გადარჩება, თო. დაბრუნდება საქართველო სომხითში, – გადარჩება. არა დაბრუნდება – დაიბრიდება, თო!” – აცხადებს ბატონი არმენი

jan08-08-1280

“გვეშველება რამე? უკაცრავად, მაგრამ თქვე შიგა გაქვთ? აბა რისთვის დარბის ამხელა კაცი აქეთ-იქით! მიშკამ ყველაფერი გააკეთა ვაკის ასაყვავებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო გადარჩება. არ მომიშალეს დილიდან ნერვები, უffff?!…” – აცხადებს ვაკელი “არწივი” ბაწკო

feb08-14-1280

“ვამე, ალასანიას ისეთი ტუჩები აქვს, რო ქვეყანას კი არა, ყველაფერს ააყვავებს! შემოვევლე მაგას!…” – შინაბერა დილავარდისას კომენტარი

crested-crane-nichols-642758-xl

“გიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიივიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!” – გივი

feb09wallpaper-8_1280

– უფროსი გრეჩიხა!
– არა, უმცროსი გრეჩიხა!
– უფროსი უფრო მაგარია. თავით გაიტანს 5 კაცს.
– სამაგიეროდ, უმცროსი უფრო მაგრად ყვირის!…. – ძმეები ცხენები დაობენ ძმებ “გრეჩიხებზე”

feb09wallpaper-6_1280

“საქართველო ნაციონალების ტყლაპოშია! შალვა, ამოგვიყვანეეეე!” – მადლიერი ლეიბორისტები

sep08-18-1280

“ახლა ეს კაცი ამოიღებს ჩემი პირიდან ფეხს და მაგ კითხვაზე გიპასუხებთ, მანამდე მომიცადეთ…” – კომენტარი მხოლოდ ჟურნალისტის მიხვედრილობაზეა დაფუძნებული, ასე რომ, თავს ვერ გამოვიდებთ მის ჭეშმარიტებაში

025-bathing-elephant-xl

ამგვარად, როგორც ხედავთ, ჩვენს ფაუნას საკმაოდ ჩამოყალიბებული აზრი და შეხედულება გააჩნია საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. წარმატებას ვუსურვებთ მათ და თამამად აღვნიშნავთ: ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი? ცხოვრება მშვენიერია, როცა თავს მშვენივრად გრძნობ 🙂

Advertisements

9 thoughts on “ცხოველთა თვალით

  1. ჰეჰე! კარგი პოსტი იყო! ქალბატონი დილავარდისას კომენტარი მომეწონა განსაკუთრებულად 😉

  2. გიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიივვვვვვვვვვვვვიიიიიიიიიიიიი!!!!
    მოსასულიერებელი ვარ:D:D:D:D:D:D

  3. looooooool

    კარგი იყო

    :up:

  4. lol
    საწყალი ეს ფაუნაც, ბლინ, ჩვენმა პოლიტიკამ ხომ ყველგან უნდა შეაღწიოს 😐

  5. ამას არაფერი აკლია, ყველაფერი სრულია. მოკლედ ყველგანმხედი ხარ და ყველასმოლაპარაკე. ბრაო, ბრაო…

  6. კრიმინალური ავტორიტეტი “აბუ” – ლოლ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s