ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

Brazil, Brazil…

19 Comments


brazilბრაზილიური სერიალები ძალიან მიყვარდა ოდესღაც. ნუ ღელავთ, ახლა აღარ ვუყურებ. ეს კი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აღარ მიყვარს 🙂 ნუ, საქმე საქმეზე თუ მიდგა, ნებისმიერ ესპანურენოვანს ისევ ბრაზილიური სერიალები მირჩევნია. ჰეჰ, რატომ? 😉
1. იმიტომ, რომ სიუჟეტურად უფრო რეალისტურია.
2. მსახიობები გაცილებით დამაჯერებლები არიან.
3. პორტუგალიური ენა უფრო ეგზოტიკურად მეჩვენება.
4. მთელს ლათინუ ამერიკაში არ მოიძებნება რიოს სადარი ქალაქი!
5. მუსიკა…. ო, მუსიკა!…
სანამ მუსიკაზე გადავიდოდე, უცებ შევეხები კიდევ ერთხელ სერიალებს: ბრაზილიურ საპნის ოპერებში ის მიყვარს, რომ თითქმის ყველა მსახიობი ნაცნობია. დაახლოებით 5-7 დიდი გუნდია, რომლის წევრებიც გამუდმებით ტრიალებენ სერიალების სამყაროში. როცა ახალი დაიწყება და ნაცნობ გმირს აღმოვაჩენ ხოლმე, სულ ძველი პერსონაჟის სახელით მოვიხსენიებ: ედუს ახლაც ედუ ჰქვია, კაპიტუს ჰადე დაერქვა და ა.შ… როცა გავიზარდე, რა თქმა უნდა, ეს გატაცებაც გაქრა და მხოლოდ პორტუგალიური სიმღერების სიყვარულის დონეზე დარჩა. f99bcb73ab04ახლა ზაფხულია და, საქმე რომ არ მქონდეს, მართლა ჩავუჯდებოდი ერთ რომელიმე ბრაზილიურ სერიალს. არა, ნამდვილად არ მექნებოდა მისი თავიდან ბოლომდე ყურების ნერვები. ერთ-ორ კარგ გოგოს შევათვარიელებდი, ხედებით დავკბებოდი, “ჟ”-ებითა და “შ”-ებით სავსე მუსიკას მოვუსმენდი და მერე კმაყოფილი გადავართავდი სხვა არხზე :)…

ვისაც ბრაზილიური მუსიკა გიყვართ, ისიამოვნეთ, შემოგევლოთ ჩემი თავი 😉

O pai da alegria

ímã

Devolva me

Samba de verao

Próprias mentiras

Corcovado

So nice (summer samba)

Balada do amor

Como vai voce

19 thoughts on “Brazil, Brazil…

  1. მეც მიყვარს ბრაზილიური სერიალები, ზურიუს, დავაი, ერთად ჩავუსხდეთ და ვუყუროთ რამეს, ონლაინში ვერ ვნახავთ ვითომ?
    მე ბავშვობაში ვუყურებდი “ტროპიკანკას”, ლამაზი ადამიანები, ლამაზი გარემო და საკმაოდ საკაიფო სიუჟეტი. მიყვარს ბრაზილია მეც ძალიან და სიამოვნებით ვიცხოვრებდი მანდ. კიდევ ვუყურებდი “შეყვარებულ ქალებს”, სახელწოდება თუ ზუსტად მახსოვს, როდრიგო სანტორო გამოდიოდა მგონი, მაგარი მსახიობია დღესდღეობით 🙂 მოკლედ, გამიშვით ტროპიკებში მზესთან :ლოლ: =))

  2. მე კიდევ “კლონს” ვუყურებდი ოდესღაც. მუსიკაც მაგარი ჰქონდა….

  3. “კლონსაც ვუყურებდი”, “ტროპიკანკასაც”, “სასტიკ ანგელოზს”, “მორიგ მსხვერპლსაც”, “ოჯახურ ურტიერტობებზე” ვაფანატებდი… მოკლედ, ბრაზილ ბრაზილ… თან კარგი გოგოები და ბიჭები ჰყავთ. ბიჭები სულ კარგი ჰყავდათ და გოგოებს, როგორც იქნა, უშველეს და ახლა ნაკლებად ჭორფლიანები ჰყავთ 😀

    • რაო? ჭორფლიანებიო? ყველაზე მიმზიდველები ჭორფლიანები ვართ, if u wanna know, baby! 😛

      • კარგი, ხო. кому как 🙂 ისე ხო, რატომაც არა. ჭორფლიანი გოგონა დამხატავდა 😉 უბრალოდ ძალიან ჭორფლიანი არ მინდა, რა. თორე ვეღარ ვგებულობ, ჭორფლისფერია თუ კანისფერი 🙂 😀
        ლაფარა ფაბიანს და დებორა სეკოს შემოვევლე 😉

  4. აუ, მე როდრიგო სანტორო მომწონს, ’ლოსტში’ ვნახე და მოვიხიბლე :))

    ბრაზილიელი რომ არის ვიცი,მაგრამ სერიალებშიც თუ თამაშობდა არ ვიცოდი 😛

    • მე “Lost”-ში თუ თამაშობდა, ის არ ვიცოდი. კიდევ 300-ში ასურულებს ქსერქსეს როლს. ოღონდ იქ ისეა კომპიუტრეულად აწყობილი, რომ ვერ იცნობ 😉

      • ’ლოსტში’ მხოლოდ ერთ სერიაშია და კვდება 😦

        300-ში ვიცი რომ ეგ არის,მაგრამ საერთოდ ვერ ვცნობ,მართლა აწყობილია 😀

  5. და ერთხელ ნაყურები სერილების მეორედ ყურება გიცდიათ? მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს ვესტუმრე.

    • კი, როცა საშუალება მაქვს, გადავხედავ ხოლმე “ოჯახურ ურთიერთობებს”, “კლონსაც ვადევნებ თვალს”… ოღონდ მხოლოდ ბრაზილიურ სერიალებს თუ ვუყურებ ხელმეორედ. დანარჩენები უბანძესი და უგულისამრევესია! რაც შეეხება განცდას, მეც ზუსტად ეგეთი მაქვს 😉

  6. ჰო, სერიალები მაგარია:)) ბოლოსდაბოლოს ერთერთი ნათელი წერტილი იყო ჩემი ბავშვობის:)) როგორ მახსოვს, ზაფხულობით სოფელში რომ ვისვენებდი, ჩვენ გვქონდა აკუმულატორი და პატარა შავთეთრი ტელევიზორი, საღამოს 8 საათზე ნახევარი სოფელი ჩვენს “ზალაში” იჯდა:დ:დ:დ:დ მიდიოდა ყავის სმა, ჭორაობა და “ამ სასიკვდილეს შეხედე, სულ დაუკარგავს ნამუსი”, “ჩუ შე ქალო, მოგვასმენინე” და მერე სახლისკენ მიმავალ გზაზე, იმისი განხილვა, როდრიგო მარიას შვილი იყო, თუ არა:))) კარგი იყო:))) ღმერთო როგორ ველოდებოდით დაღამებას:))))

  7. ბრაზილიური სერიალების რა გითხრათ, მაგრამ მუსიკა, ოოოო მუსიკა! ჭკუა მეკეტება ამ ჟოაოს ხმაზე! ჩუმად და მშვიდად მღერის ტიპი, ერთ ხმას არ აუწევს. უხხხხხ, ზურ, შენ რა გითხარი, ის სიმღერა იქნებ მომიძებნო, ამ გახსენებაზე, პირველ არხზე რომ სერიალი დაიწყო რაღაც, მაგას ედო ხოლმე რეკლამებში სულ, “ბრაზილ, ბრაზილ” ერქვა და ვერაფრით ვიპოვე, იქნებ შენ მიშველო :წით: :*
    აუუ სოფელში ჩვენთანაც ეგრე ხდებოდა :)))))))))) ჩვენ-ჩვენი სკამებით მივდიოდით ხოლმე :))))))))) რა მაგარი დრო გაიხსენეთ ეეეე :))))))) :*

  8. mmm… miyvars enac, qveyanac da musikac.

    da ise miyvars ena, rom Online programit swavla daviwye 😀

    jer, yes I am table- doneze var 😀

  9. იყო პერიოდი, როცა მეც აქტიური მაყურებელი ვიყავი სერიალებისა. “მორიგი მსხვერპლი” მიყვარდა, “ეშმაკუნა” და კიდევ უამრავიიი:) skarabush-ის მიერ აღწერილი სიტუაცია ჩემთვისაც ძალიან ნაცნობია: სერიალის ჩვენების დრო რომ მოდიოდა მთელი სოფელი ცარიელდებოდა და ყველა ტელევიზორთან იყრიდა თავს:)
    unaamarga-მაც კარგად თქვა, ერთხელ ნანახ სერიალს რომ ვუყურებ, ნამდვილად ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ხნის უნახავ ახლობლებს ვესტუმრე. ბავშვობას მახსენებს სერიალები:)

  10. მმმ
    ბავშვობაშჳ აქტიური მაყურებელი ვიყავი..
    კარგი იყო.
    კარგად შერჩეული მსხიობები..
    მუსიკაც..
    ლამაზი სანახავი იყო..
    ”კლონი:”მახსნდება ყველაზე კარგად

  11. მეც მიცქერია ბრაზილიური სერიალისთვის და მათი მსახიობები მომწონს : )
    მუსიკა კი ძალიან!

Leave a reply to chaotic კომენტარის გაუქმება