ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

მგონი, ვნანობ…

5 Comments


Michael Jackson - Earth Song [1995]მაიკლ ჯექსონზე ვაპირებდი რომელიღაც ბლოგზე კომენტარის დატოვებას. სათქმელი კომენტარზე დიდი გამომდიოდა და გადავწყვიტე, ჩემს ბლოგზე გამეშვა. მგონი, ვნანობ…
ვნანობ, რომ გარდაიცვალა. ვნანობ იმიტომ, რომ, სანამ ცოცხალი იყო, საკუთარი ნებით არც ერთხელ არ მომისმენია მისი სიმღერები არ მინახავს ვიდეო. არა, პოპი და დაკა-დაკა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ რატომღაც ეს 2 დღეა, ან მის ცეკვებს ვუყურებ ან სურათებს ვათვალიერებ და ელიზაბეტ ტეილორის, მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობრის, სიტყვებს ვიხსენებ: “მაიკლ ჯექსონის თვალებში ამოიკითხავთ თუ როგორი სათუთი ადამიანია იგი.”
ყველაფერი კი ნოსტალგიის ბრალია. უნებლიე ბავშვური ნოსტალგიისა. ზაფხულობით, როცა I-II კლასში ვიქნებოდი ან მე-3-ში მაინც, ქუთაისში, ტორპედოს სტადიონზე მის სიმღერებს ატრიალებდნენ და მთელ უბანს ესმოდა მისი მუსიკა. ჩემი ქუჩაც იქვეა, შორიახლოს. საღამოს გვიან ღამემდე ვისხედით “ბირჟაზე”, ჩემს ჭიშკართან, სადაც დიდი კაკლის ხის ჩრდილი გვადგა თავზე. შუაღამისას ჩრდილი? დიახ, იმიტომ, რომ გვერდით ელექტრობოძზე ნათურა ეკიდა. პრინციპში, ახლაც კი ჰკიდია, მაგრამ გადამწვარია. აღარც კაკლის ხე არსებობს. კიდევ გამექცა საუბრის თემა…
ჰოდა, ერთხელაც, როცა ჩვენთვის წყნარად ვისხედით და ვსაუბრობდით შორიდან მოტანილი მუსიკის ფონზე, ერთმა თქვა, რომ მაიკლ ჯექსონი მღერის You Are Not Alone-სო. სახელი მაშინვე ამომიფრინდა თავიდან და მის გარდაცვალებამდე აღარ გამიგია. მელოდია კი, მთელი წლების მანძილზე, სულ ჩემთან იყო, შეუცვლელად. გუშინ კლიპი ვნახე და, ოჰ, ეს მოჩვენებითი იდეალიზმი… 😉
სენტიმენტალური გამოვედი ამ მზიან დილას, მაგრამ ზოჯგერ ასეც უნდა იყოს, ალბათ. მთავარი კი ის არის, რომ მე ნოსტალგიებით ვცხოვრობ. ვცხოვრობ რა, ხანდახან მოდის და მეც კარს ვუღებ. მაიკლ ჯექსონის შემთხვევაშიც ასე იყო…

Advertisements

5 thoughts on “მგონი, ვნანობ…

  1. შემეცოდა… ცოცხალი რომ იყო, ვერ ვიტანდი, პედოფილს და რას აღარ ვეძახდი. არადა, ვერ დავიჯერე რომ მოკვდა. რას ერჩოდა საკუთარ თავს, ისეთი საყვარელი ბიჭუნა იყო, ბოლოს კი ვადაგასულ კუდიანს გავდა:((( ენივეი, გული დამწყდა:(

    • გეთანხმები, მაგრამ არც მასეა საქმე. დიდი თემაა ეს, მაგრამ ეს პოპულარობის ზეწოლის ბრალია. პოპულარობას ბევრი უმსხვერპლია, მათ შორის, მერლინ მონროც. როცა იცი და გრძნობ, რომ ყოველ კუთხე-კუნჭულში გითვალთვალებენ, შენს კარგსაც იმდენივე გამოხმაურება აქვს, როგორც ცუდს, ადამიანი შეიშლები. სულ ფორმაში უნდა იყო: სულ უნდა იღიმო, თორე ცილს დაგწამებენ. მერე მილიონობით ჭორი, მილიარდობით თაყვანისმცემლის ენერგია. ერთ-ერთ მათგანსაც რომ არ გაუცინო, შეძულდები და შენი იმიჯიც დაზარეალდება. აი, რა მოაქვს პოპულარობას. ამას მილიონებიც და მილიარდებიც ვერ უშველის, რადგან ადამიანი ყოველთვის ადამიანია.
      ჯექსონს ნამდვილად არ ვიცავ, მაგრამ როცა ისეთ “შარში” ხარ, რასაც პოპულარობა ჰქვია, პედოფილობაც შეიძლება გააკეტო და უარესიც…

      • არა რომ დაფიქრდე, უ არე რიგჰტ:) ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი შეეწირა თავის პოპულარობას.. ასე გვერდიდან საუბარი ადვილია, შენ უბრალოდ დამკვირვებელი ხარ და გულგრილად გამოგაქვს ვერდიქტი: პედოფილია?? ოოო ეგ საზიზღარი, გარყვნილი; ნარკომანია?? ლოთია??? ავადმყოფია, თავში აუვარდა და ა.შ. არადა ჩვენ რამდენი რამ არ ვიცით. და კიდევ, დარწმუნებული არ ვარ, რომ მაგ დონის პოპულარობის მიღწევისას ნუ მთლად პედოფილია არა, მაგრამ ნარკოტიკებს მეც არ მივეტანები, ან არ გავლოთდები. ადამიანები ვართ რა:)

  2. მე კიდე მეგონა, რომ ჯექსონს ყველა ჩემნაირად ბავშვობიდან უსმენდა:)))მეც შენთან კომენტარის წერის დროს მივხვდი, რომ ბევრი მქონია სათქმელი და ბლოგზე დავწერ:))))

  3. არ ვუსმენდი..
    მაგრამ გული დამწდა ძალიან..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s