ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

Мне интересно…

13 Comments


3578825454_64826eec46_bბოლო დროს, სხვადასხვა ბლოგებზე პოსტების თვალიერებისას, ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ ყველას, ვისაც რაიმე მოუვა თავში, ყველაფერი უნდა გამოაჭენოს. გასაგებია, რომ ბლოგი არის საჯარო დღიური, მაგრამ რეავი… ვინმეს აინტერესებს, რატომ მტკივა, დავუშვათ, ქუსლი თუ ამის მიზეზი ფეხსაცმელია? ვინმეს აინტერესებს, დღეს კბილები გამოვიხეხე თუ არა? თმა დავივარცხნე თუ არა? ან რა ვჭამე?…
არავის ვლანძღავ, ამიტომაც ვწერ საკუთარ თავზე. გასაგებია, რომ ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც უსწორდება, მაგრამ რა აზრი აქვს ისეთი რამეების წერას, რაც არც დამწერს დააინტერესებს რამდენიმე ხნის შემდეგ და წამკითხველს ხომ საერთოდ?!
ამ პოსტის უტრირებული ვარიანტი იქნებოდა ასე: მოდით, შევთანხმდეთ, რომ სისულელეებზე აღარ დავწერთ ჩვენ-ჩვენს ბლოგებზე, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს ასეთი შეთანხმებისაგან!
უბრალოდ, მაინტერესებს, რამდენს მოსწონს ბლოგებზე ადამიანების დღის განრიგის წაკითხვა, რომელშიც დღის, განრიგისა და დღის განრიგის გარდა, მხოლოდ დღის განრიგზე თუა საუბარი? 🙂

Advertisements

13 thoughts on “Мне интересно…

  1. მე ზუსტად ეს დღის განრიგები მომწონს, ვინ როდის იხეხავს კბილებს და როგორ სვამს ყავას, რძით თუ “სგუშონკით” :ლოლ: საერთოდ, ბლოგზე ადამიანის ნააზრევი უფრო მაინტერესებს და არა რაღაც ნიუსი, რასაც საინფორმაციო საიტებზეც ვეცნობი. მთავარი კი მაინც ისაა, მიმიზიდოს ადამიანის ნაწერმა და იქ მისი პიროვნება ჩანდეს, თავისი ხუშტურებით და “დღეს ნეკა თითზე ფრჩხილი მომტყდათი”.

    • კარგი, მაშინ დღეს დილის 7-ზე დავიძინე და 11-ზე ავდექი. ახლა ვზივარ და სასტიკად მეზარება, მაგრამ მაინც ვამზადებ მასალებს ჟურნალის დასარედაქტირებლად ხვალისთვის. კიდე… ჰო, შემწვარი კარტოფილი ვჩამე და ტკბილეულის ამოსატანადაც მალე გავიქცევი მაღაზიაში. ლოგინიდან საბანი მოვაშორე და ჩიხოლი დავიტოვე დასაფარებლად… вот! 🙂 🙂 🙂 😀

      • ჰეჰ, ეგრე არა, zurriuss, ისე უნდა წერო კბილების ხეხვაზე, დილით ადრე ადგომაზე, მაღაზიაში გასვლაზე, რომ ხალხი შენს სტილს ცნობდეს. 😉

        მე დაყოფილი მაქვს რიდერი თემატურ და პირად ბლოგებად. როგორც წესი, პირადები ერთი ამოსუნთქვით იკითხება (ნუ, ყველა არა) და თითქოს განტვირთვის წყაროა, როცა თემატურ ბლოგს ხასიათი უნდა შევურჩიო ხოლმე.

        🙂

  2. iasna rom egeti ragaceebi ufro sainteresoa vidre is rasac nebismier ucxour saitze ufro kargad da srulad dawerils wavikitxav!

    da vafsshe imho razec ar unda wero weris stili tu damtrgunvelia verafersac ver caikitxav

    • აუ, მე რა ჩამორჩენილი ვყოფილვარ…. 😀 მაგრამ მე მაინც სხვა რამე ვიგულისხმე: მირჩევნია ადამიანის აზრებისა და ფიქრების წავიკითხო ბლოგზე, ვიდრე მისი ფეხსაცმლის გადაქლექილი ძირის შესახებ. ნუ რავი… მე ამის თქმა მსურდა. თუ ახლაც გაუგებარია, მაშინ მე ვარ დებილი 😀 ესაა ჩემი კომენტარი 🙂 (კოხორაზე არ გაჯავრდეთ, მალე გამივლის ;))

  3. ოი, მე უმცირესობაში აღმოვჩნდი. ასეთი ბლოგები არ მაინტერესებს..
    საკუთარშიც ვცდილობ, არ გამოვეფინო მსგავსი კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად დღიურის ფორმატს ითავსებს..

  4. ყველა არ არის საინტერესო, გააჩნია როგორ მოგაწვდის თუნდაც დღის განრიგს 🙂

    და სხვათა შორის, ვთვლი რომ ბევრი საინტერესო ’მომწოდებელია’ ქართულ ბლოგოსფეროში : )

  5. მართლაც გააჩნია როგორ წერ 🙂 ისე სისულელეებშიც შეიძლება რამე ჭკვიანურს მიაგნო. პრინციპში გააჩნია განწყობას, ზოგჯერ დიდი სიამოვნებითა და ინტერესით ვკითხულობ ვიღაცების დღის განრიგს, ზოგჯერ კი ნაკლები ინტერესით.

  6. არადა მართალს ამბობს ეს კაცი
    :დ

  7. “მირჩევნია ადამიანის აზრებისა და ფიქრების წავიკითხო ბლოგზე, ვიდრე მისი ფეხსაცმლის გადაქლექილი ძირის შესახებ.”
    ეგ ხო, მეც
    ანუ მარტო გეგმა-გრაფიკივით მშრალად ჩამოწერილი დღის განრიი მმართლაც არავისთვისაა ალბათ საინტერესო,მაგრამ ცოტა რაღაცნაირად დაწერილი..ან სულაც მთელი დღის კი არა რაღაც ერთი მონაკვეთის,მომენტის, ჩვენეული აღქმა და გადმოცემა, რა ვიცი მე ეს მაინტერესებს ხოლმე და ვკითხულობ თუ წაკითხვადადაა დაწერილი
    შეიძლება მეც ბევრ სისულელეს ვწერ მაგრამ უბრალოდ გადაახტება და აღარ წაიკითხავს, ნო პრობლემ 🙂

    • საერთოდ, მე სიმარტივის ფანი ვარ და ამასაც მარტივ ახსნას ვუძებნი: ვწეროთ სხვისთვის საინტერესოდ. ჩვენთვის საინტერესოდ წერას ჩვენს პირად დღიურებშიც მოვახერხებთ 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s