ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

უეცარი გამონათება

7 Comments


Maria callas...Cecil Beatonკიდევ ერთი მოულოდნელი განცისკროვნება ვიგრძენი გუშინ საღამოს სახლისკენ მიმავალ “მარშუტკაში”. არადა რა დროს ნირვანა და ცაში ფრენაა, როცა სადიპლომოს сроки поджимают!!! მაგრამ რაც იყო, იყო… იცით, რა კარგი იყო?
ანუ რა მოხდა: გუშინ ლაშა ბუღაძესთან ჩავწერე ინტერვიუ მარია კალასზე, რომ საჟურნალე სტატია დავწერო, ჰოდა სახლში როცა ვბრუნდებოდი, კალასის ერთ-ერთი უსაყვარლესი და უიდეალურესი არია ჩავრე. უცებ, ამ ქალის ხმიდან ამოფრინდა უამრავი გმირი, ემოცია და, შეაბამისად, ფიქრი. ჩემ თვალწინ მთლიანად დაიხატა კიდევ ერთი სურათი: კალასი – თავისი გმირებით. არა, პათეტიკა და რამე ეგეთი არ გეგონოთ: ცვეთში თავში სრულიად დაიხატა ის, რასაც, ადრე თუ გვიან, ფურცელზე გადმოვიტან.
იცით, რა მაგარი შეგრძნებაა? 🙂
ერთხელ კიდევ დამემართა ასე, როცა დღესაც დაუმთავრებელ ნახატს ვხატავდი. სწავლის გადამკიდე, ხატვა გადავდე და მერე ძაფიც გამიყცდა. ჰოდა ვიყავი ასე საწყლად: დავხედავდი ფურცელს და ისევ გადავდებდი. ეს საშინელი შეგრძნებაა. ერთხელაც, ისვ სახლისკენ მიმავალ “მარშუტკაში” BBC-ის დოკუმენტური ფილმების საუნდტრეკებს ვუსმენდი და სიუჟეტის გაგრძელებაც დაიბადა.
გუშინ ერთადერთი ოცნება მქონდა: არანაირაი გამოცდები, მხოლოდ სახატი!… მაგრამ მოვოდიალდი სახლში თუ არა, ეგრევე წერა და წერა…
დღე-ღამეში 4 საათს მძინავს და ჯერ არ “დამისუტკებია”. ან ძალიან მაგარი ვყოფილვარ, ან ჩემში მზის ბატარეაა, რომელიც მკვებავს… 🙂

Advertisements

7 thoughts on “უეცარი გამონათება

  1. zili yvelaze cudi varianti drois daxarjvis !
    sul menaneba zilshi drois daxarjva!

  2. უff, მე კი გული გამისკდა, დღეს რომ თქვი, კალასმა სოლიტერი გადაყლაპა გასახდომადო 😦 მსუქანი მერჩივნა, რას გადაჰყვა იმ კონტრაბანდისტ ონასისს 😐

    • უყვარდა და რა ექნა?… ონასისმა კი მაგრად დაიკიდა, მარა нечего, მაგრად მოეხაზა ცხოვრებაში. ჯერ შვილი მოუკვდა, მერე თვითონაც მიეწია. უკანასკნელი სიტყვა კი “მარია კალასი” იყო 😉
      სამართალი ყოველთვის ზეიმობს!

  3. ერთია – ძილისთვის დროის დანანება (თუმცა, მე არ მენანება ხოლმე), მაგრამ ძილი აუცილებელია იმ დროის ნაყოფიერად გატარებისთვის, როცა გვღვიძავს. მოკლედ, 4 საათი ცოტაა 🙂 ერთ დროს მეც ასე “მჭირდა” და მერე გამომაჩნდა გადაღლილობის სახით.

    ნაცნობი გრძნობაა – ემოციის გადავლის შემდეგ რომ ვეღარ უბრუნდები დაწყებულ ნამუშევარს, ამიტომ ამ დროს სხვა საქმეების გადადება სჯობს ხოლმე 🙂

  4. ზუსტად 10 დღის მანძილზე დღეში მეძინა 4 საათი და ბოლოს ლამის დავსტუკე. გუშინ გამოვიძინე მაგრად 9-დან 9-მდე. დღეს ისეთ ჯანზე ვარ, ალბათ კიდევ ერთი კვირა გავძლებ უძილოდ, ბატარეა დაიტენა 🙂

    ძაან ნუ გადაყვები ამ ჟურნალისტიკას. მიხედე იმას, რაც უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებს. მე პირადად არ მემეტები ჟურნალისტობისთვის. მსახიობობა, მხატვრობა, სიმღერა…….იფ, იფ….ეგრე რომ მეხატებოდეს თავში რაღაცეები, რა მიჭირს……:))))))

    • ეჰ… აბა, რა ვიცი, თაზო. აბა, რა ვიცი… ახლაც, ღამის 2 საათზე, თვალებს ვითხრი სტატიის წერით. მართალია, კალასზე ვწერ, მაგრამ მაინც 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s