ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ფარდობითობის თეორია ანუ ყველაფერი ჩვენს წარმოდგენაშია

3 Comments


3485533189_f48ac3bd3c_bმშვენიერი რამაა შედარებითი აზროვნება, მით უმეტეს, როცა ის ჩვენ, ადამიანებს გვახასიათებს. ჩვენ მიერ წარმოთქმული ნებისმიერი ზედსართავი სახელი შედარებითია. უფრო მეცნიერული ტერმინი რომ ვიხმაროთ, ფარდობითი.
ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ სათქმელი მართლაც ბევრია. ყოველდღე ჩვენ უამრავ შედარებას ვხმარობთ, ვაფასებთ ამა თუ იმ ნივთს ან სხვა რამეს რაღაც საზომით, რომელიც ჩვენშია და ხშირად არც ვუფიქრდებით, რა არის ეს “საზომი”. ისე, მართლა რა არის ეს საზომი, რომლის მიხედვითაც ვისვრით ფრაზებს “ლამაზია”, “არ ვარგა”, “გამაოგნებელია”, “გრძელია”, “სქელია”, “თხელია”…….?
პასუხი ჩვენ თვალწინაა: შედარება. თითოეული ჩვენგანი, როცა რამეს ვაფასებთ, ქვეცნობიერად “ამოვქექავთ” მსგავს რაიმეს, რომელიც ადრე უკვე ნანახი ან განცდილი გვაქვს (გააჩნია, რას ვაფასებთ). უმარტივესი მაგალითი: როცა მერსედესის ბოლო მოდელს ვხედავთ და აღფრთოვანებით წამოვიძახებთ “რა მაგარიააა!”, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, მინიმუმ ერთი დანჯღრეული ჟიგული მაინც გვინახავს და, სწორედ იმ შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, ვაფასებთ ახალ მანქანას.
შესაბამისად, თუ ადამიანი ხედავს, ესმის ან განიცდის რაიმე ახალს, რაც ჯერ არ უნახავს (მოუსმენია, განუცდია), მას უჭირს შედარების “მოძებნა” ქვეცნობიერში და, საბოლოო ჯამში, შეფასებაც არ შეუძლია. ან, თუ შეაფასებს, ეს იქნება არაადეკვატური, ვინაიდან მან იგი არასწორ რამეს შეადარა. თუ ადამიანს არ უნახავს არც ერთი ცხოველი, უცებ კი აჭვენებ ლომს და ეკითხები, “როგორია ეს ლომი?”, პასუხი ან არ ექნება, ან არაადეკვატური ექნება. ამიტომაცაა, რომ ბავშვმა არ იცის ტერმინების “ლამაზი”, “კარგი”, “ცუდი” და ა.შ. სწორი ხმარება მანამ, სანამ რეალურად არ ნახავს ლამაზს, კარგს და ცუდს.
SgzkOTNr8bW5VVv4b-B3xwერთხელ ვიღაცამ მითხრა, აფრიკაში რომელიღაც დაბადებიდან უსინათლო 6 წლის ბავშვს რამდენიმე წუთით აეხილა თურმე თვალი. ამ დროს დაინახა ვირი. მერე კი ისევ დაბნელდა მისი თვალის ჩინი… მთელი ცხოვრების განმავლობაში, როცა კი რაიმე ლამაზსა და მშვენიერზე საუბრობდნენ, ბიჭი ყოვეთვის ყველაფერს ვირს ადარებდა. რა ექნა? მეტი არ ენახა… და რაც ნახა, ის ყველაზე ლამაზი იყო მისთვის, რაც კი ოდესმე უნახავს.
ასე რომ… როგორც ძია ალბერტმა თქვა, ყველაფერი ფარდობითია ამ ქვეყანაზეო. ჰოდა ჩვეც ნუ დავცხებთ ერთმანეთს იმის გამო, რომ ზოგს თაფლი მოსწონს, ზოგს კი – კუჭმაჭი; ზოგს – პაპსა, ზოგს კი – როკი, ზოგს ეს პოსტი, ზოგს კი – სხვა და ა.შ. 😉

Advertisements

3 thoughts on “ფარდობითობის თეორია ანუ ყველაფერი ჩვენს წარმოდგენაშია

  1. გეთანხმები შენც და აინშტაინსაც 😉 შედარებითია ყველაფერი, თვითონ ცხოვრებაც კი, მაგრამ კამათი და თავისმტვრევა სულ ამ შედარებით რამე-რუმეებზე მიდის ხოლმე, ხომ იცი 🙂 ისე, “პაპსა-როკ-მეტალ-ველოსიპედობანაზე” კამათი სასაცილოა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრჯერ შემეცვალა გემოვნება და ყველა ეტაპი გავიარე :ლოლ: შენ კი იცი, ჩემი დღევანდელი მუსიკალური მისწრაფებები 😀 თუმცა, დიდი მადლობა, ყველა ლინკიდან გადმოვწერე ლუჩანოს სიმღერები და მოვუსმენ, I promise.

  2. ზოგს – ჩიხირთმა, ზოგსაც – ბოზბაში 🙂
    აფრიკელი ბიჭის ამბავი სევდიანი იყო.. ისე, ვირს ლამაზი თვალები აქვს 🙂

    რა თქმა უნდა, გემოვნებაზე კამათი არ ღირს და ყველაფერი შედარებითია. გეთანხმები..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s