ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ჩემი მეგობარი ლუჩანო

2 Comments


7606132012 საათზე გადაღების მეორე დღე მაქვს. ამჯერად, ვოკალი. ცოტას ვნერვიულობ. რომ გავიღვიძე, ხმაზე არ ვიყავი და ბებიაჩემს სასწრაფოდ კარტოფილი შევაწვევინე. ცხიმიანი მაინც სულ სხვაა… 🙂 სანამ მას შევექცეოდი, სულიერების ასამაღლებლად, ლუჩანო ჩავრთე… და ვეღარც გამოვრთე.
იცით, როგორ მენატრება? 😦
ახლა, როცა ამ პოსტს სვწერ, ყუსრასმენებში მიმღერის, ნეაპოლიტანურ მზეს ეუბნება, თვალებში მომანათოს და მიმღერის Voglio vivere cosi… 🙂

ახლა La mia canzone al Vento დაიწყო და ეგრევე გაზაფხულის ტკბილი ქარი ამოვარდა… აბობოქრდა ბუთქუნა ლუჩანო… Vento!… Vento!…. როგორ მომნატრებია ნეაპოლიტანური სიმღერები 😀

Core ‘Ngrato… უმადური სიყვარული… ეს მინდოდა ხალა? 😦 მაინც რამდენს ნიშნავს ნიჭი, საოცარი ტექნიკა და სულიერება. ლუჩანოს მხოლოდ ვუსმენ, მაგრამ, დედას გეფიცებით, ვხედავ! არ ვიცოდი მოტყუებული და დადარდიანებული ხმით სიმღერაც თუ შეიძლებოდა თანაც ისე, რომ მსმენელისათვის მხოლოდ აღფრთოვანება გამოეწვია. არ მეკადრება, თორემ ავტირდებოდი…
სხვათა შორის, ეს სიმღერა სპეციალურად ენრიკო კარუზოსათვის დაიწერა 1911 წელს. მაგრამ ლუჩანო მაინც სულ სხვაა…
Mattinata.განთიადი… ეს სიმღერა მაისის ან ივნისის მზიან დილას მაგონებს, როცა მზე დაუკითხავად, დაუღალავად და მოურიდებლად გიჭყიტინებს მშვიდი ძილით დახუჭულ თვალებში. ამას ჩიტების ჭიკჭიკ-ბირჟაც ემატება და შენც იძულებული ხდები, წამოდგე. ჯერ გაბრაზებული ხარ, მაგრამ, როცა მიხვდები, რომ ამ დროს გაღვიძება უფრო ჯობდა, მაშინ მადლობასაც კი იტყვი. ისე, ჰაერში… ვინმე მაინც გაიგონებს 🙂

Caro mio ben, ჩემო ძვირფასო… დღეს ეს უნდა ვიმღერო 🙂 ღმერთო ჩემო, რამდენი სმაილია! 🙂 მგონი, Sophie Golden-მა მაინც თავისი გაიტანა და მეც გამამზეურა ამ ღრუბლიან დილას. სოფ, ამ სიმღერას შენ გიძღვნი და იმედი არ გამიცრუო 😛

დაბოლოს, Santa Lucia. დღეს ამასაც ვიმღერებ. იმედია, შემწვარმა კარტოფილმა თავისი საქმე გააკეთა. ჰოდა, გავიქეცი ახლა… თქვენ კი სასიამოვნო მუსიკალურ დღეს გისურვებთ და… გიყვარდეთ ლუჩანო 😦 🙂

Advertisements

2 thoughts on “ჩემი მეგობარი ლუჩანო

  1. რა კარგი მუსიკალური დასაწყისია, ადრე დილით ცხიმიან კარტოფილთან ერთდ :)) ძალიან მომწონს შენი ბლოგი, კარგად ვერთობი ანუ არაჩვეულებრივია ბლოგერომანია რო გჭირს;) წარმატებები

  2. lol
    ახლა ვნახე, რომ ჩემთვის მოგიძღვნია ეს სიმღერა, დიდი მადლობა!!!
    :hugs:

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s