ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

I Love My Blog

15 Comments


blogger-logoმგონი, ბლოგერომანია მჭირს…. არადა რა დროს ეგ იყო? 😦 გამოცდები მომდევს ხმალამოწვდილი მევალესავით!!! ამათ ვინ ჩივის, სადიპლომო მაქვს ისეთი ჯღანი, ძუბაგი და საშინელი დასაწერი, რომ “ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?”
პირველი ბლოგი 2008 წლის ამ დროს, ან ცოტა უფრო ადრე გავაკეთე. მაშინ აზრზეც არ ვიყავი, წესიერად რას ნიშნავდა ეს. იმ დროს ბლოგის შექმნას ჩემი ერთ-ერთი საგანი, ინტერნეტჟურნალისტიკა მოითხოვდა. თუ გინდათ, შებრძანდით აქ, ჩემს პირველ ბლოგზე 😉
იმას რამდენიმე თვეში შევეშვი და მოგონებად დავიტოვე. ჩემი პირველი ბლოგი ძველ სახლს ჰგავს, მიტოვებულს. ხოლმე-ხოლმე რომ შეუვლი და დახედავ მის დამტვრიანებულ პოსტებს. მერე სევდა მოგერევა და, Edit-ის მეშვეობით, მტვერს გადაწმენდ მათ…
შემდეგ იყო აგვისტოს ომი და სულ არ გამხსენებია ბლოგერობა და ეგეთი რამეები. ერთიც იყო, მაშინ საერთოდ არ მიკომენტარებდნენ ბლოგს. Facebook-იც არ ვიცოდი ნორმალურად (ახლაც ვერ ავითვისე რატომღაც) და ვერ ვაპიარებდი. როცა უნიში დავბრუნდი და უკვე პირდაღებული ბლოგ-სისტემა დამხვდა, მეც გადავწყვიტე, რამე მომემოქმედებინა. სხვები უკვე ყვაოდნენ. არადა რამდენი ხნის წინ მქონდა ბლოგი.

wordpress-logoმეც, ერთგვარ გაბრაზებულ გულზე, ავდექი და WordPress-ზე, Blogger-ზე ხელახლა და კიდევ რამდენიმე ადგილას დავარეგისტრირე ZURRIUSS-ი. ასე რომ თითქმის ყველა ცნობილი ბლოგი დაკავებულია ჩემი სახელით. ამჟამად კი WordPress-ზე ვმოღვაწეობ შეძლებისდაგვარად.
უახლოესი მიზნები:
 გამოცდების ჩაბარება, კი არა და, გადათრევა
 დაბადების დღეზე მაინც დასვენება (თუკი მაშინაც რაიმე არ დამემთხვა)
 ბანკეტი (იმედია IV კურსზე მაინც მეღირსება)
 მერე კი… ბლოგი და კითხვა! ფილმების ყურებაც და ხატვაც, რა თქმა უნდა
იფ, ისე უცხოეთშიც კი წავიდოდა კაცი. არა, კაცი არა, ფულიანი კაცი 🙂
აუ, კიდევ ერთი მაგარი რამ: მოკლედ, მგონი, ერთი საგანი მეტენება, ნუ ჯერ არ ვიცი, მაგრამ არ მეშინია, იმიტომ, რომ 10 კრედიტით მეტს ვაგროვებ და 1-ის კი არა, 2-ის შეტენვის საშუალებაც მაქვს 🙂 ჰოდა ამ ერთი საგნის, ევროინტეგრაციის თეორიების, ლექტორს ევროკავშირის თეორეტიკოსების კარიკატურები ვაჩვენე და გასკდა სიცილით ბატონი სერგი. მერე კი, როცა ჩემი სასოწარკვეთილად მომღიმარი სახე დაინახა, მითხრა, ყველა ეგენი დამიხატე და ბონუს 10 ქულას მოგცემო. მეც ეგრევე “დიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიააააააააახ!” ვაჯახე და იმ იმედით წამოვედი, რომ 20-ში 9 საათზე ჩემს ნახატზე ბევრს იცინებს და, ამ სიცილ-ხარხარში, გამოცდასაც გადა-ვიწერ ვინმესგან 🙂
ახლა სიბრძნეებიც დავაფრქვიოთ: 🙂

წვიმს… ტვინისწამღებად მსიკალურად წვიმს. ქუტაისში წვიმაზე ხუმრობენ: ალბათ, ზევსია გასული და ბოვშები მაიმუნობენ რაცხასო : D:) ისე, რომ დავუკვირდეთ, მართლაც ჰიგიენურად იქცევა დღე: ისე არ წვება, სანამ არ დაიბანს. გამოდის, რომ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვყარდით?…
არადა კარგია წვიმა. ოდესმე ამას ვრცელ პოსტს მივუძღვნი, ახლა კი ვიტყვი, რომ ძალიან მსიამოვნებს დღისით მზე და ღამით წვიმა. სიგრილეა, ჰაერიც სუფთავდება. თან სასიამოვნო მოსასმენია. ვისაც ეს კრიტერიუმები არ აკმაყოფილებს, შეუძლია, ცივი წყალი დალიოს 🙂
…რა მინდა ახლა ყველაზე ძალიან?
1. ბანანი ან კრემიანი ტორტი
2. ხვალინდელმა გადაღებებმა კარგად ჩაიაროს (ჰო, მართლა, ხვალ ჩემზე სიუჟეტს იღებენ და, მინდა, კარგი გამოვიდესსსსს…)
3. ბლოგერების გაცნობა მინდა. სადმე კაფეში, ყავის დიდ ჭიქებთან ერთად, გარეთ რომ მოღუბლული ამინდი იქნება და შიგნით რომ სითბო. მინდა, გავიცნო მენაკი, ლილიანი, ბურუსი, სოფოს ვიცნობ, ჩორვენი, სამურაი გოგონა, ფაზანდა…. ნუ, რავი. ყველა, ვინც blogroll-ზე მყავს. ოღონდ რია-რია არ მინდა. სიწყნარე და სიმშვიდე. მინდა, ერთმანეთზე უფრო მეტად, ერთ რამეზე ვისაუბროთ. მოკლედ, ბლოგერებთან შეხვედრა მიიინდა…. 😉

Advertisements

15 thoughts on “I Love My Blog

  1. blogspot-ზე მქონდა ბლოგი და მეც მივივიწყე 🙂 ვინ იღებს სიუჟეტს და სად გავა ეს სიუჟეტი? 🙂

  2. vaax isa moyevi erti ra siujetia rogor da sad
    xoda isa kidev bicho lilianic da chorvenic me var ram gamyo erti a?? 😀 ise ho kremiani tortic minda da kafeshi yavac 😀

    xoda isa uuf 😀

    avgeldi 😀

  3. მოკლედ უნიში ტელეგადაცემის მომზადებაა ასეთი საგანი, ჰოდა მანდ გადაწყვიტეს, ვინმე უნივერსიტეტის სახეზე გააკეთონ. ბედმა მარგუნა ეს ბედნიერება, ვინაიდან ვხატავ, ვწერ, ვმღერი, ვსტვენ და დასშიც ვარ… ნუ რავი, ხვალ იმედია ყველაფერ ამის დემონსტრირებას მოვახდენ 🙂 საპატრაირქოს არხზე გავა მერეო. ჰოდა ვღელავ იმიტომ, რომ არ მინდა ცუდი სიუჟეტი გამოვიდეს ზოგადად. ისე კი, თუ გინდა, სპილო აჩვენონ ეთერში. მტავარია, ჩემს ამხანაგებს არ გამოუვიდეთ ცუდი გადღებული, რა 😉

  4. ზურა, სუპერ პოსტია. ნელ-ნელა ესისხლხორცები ქართული ბლოგის მუღამს(ამის აზრს თუ ჩაწვდები, ვაბშე მაგარი იქნება).

    ერთს გეტყვი ჩემი გამოცდილებიდან: სწორედ გამოცდის გადაწერის გამო დავრჩი პირდაღებული, შერცხვენილი და სამსახურდაკარგული. 2 წლის წინ გადაწერილი გამოცდა გახდა მიზეზი იმისა, რომ დღეს ლიბერალში არ ვმუშაობ, მაააააააშ! გირჩევ რომ ჩააგდო, გადაწერას ეგ სჯობს :)))))))). (ხომ ხედავ, როგორ ვისწავლე ჭკუა :).

    ბლოგერებს კი შეხვდებოდა ისე კაცი….ბანკეტი მეც ძალიან მინდა. სკოლა უმაგისოდ ჩავაძაღლე.

    და ბოლოს, ახლა მინდა მარწყვის ტორტი, ცივი და დანამული………

    და კიდევ…ნუ, მეტს არ ვიტყვი, უხერხულია 🙂

  5. რომელ ბლოგებს კითხულობ? 🙂

    • ყველას, რომლის კითხვის დროც მაქვს. ახლა გამოცდებს მოვრჩები და ჩავუჯდები საკაიფოდ 😉

  6. 🙂 ტორტს ნუღარ ახსენებთ რაა :))))))

    რა კარგია ისე ეგ საგანი რომ არსებობს, თორემ რამდენ სიამოვნებას დავკარგავდით. თუ არ ვცდები სოფის ბლოგსაც მაგას უნდა ვუმადლოდეთ :))))

    პ.ს. ხატვის სტილი მომწონს საშინლად. respect

  7. კი, Samurai Girl, ჩემი ბლოგიც იმ საგნის ნაყოფია :ლოლ:
    მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური ადამიანები გაცნობაზე დიდად არ ვგიჟდები, ზოგიერთს გავიცნობდი 🙂 🙂

  8. გაგვაგებინე როდის გავა სიუჟეტი! ისე, ფაზანდა რომ ჩამოვა, მარწყვის ტორტზე დაგპატიჟებ, ”ჩერეზ ? ლეტ გენაცვალე” 🙂 🙂
    სოფიმა თქვა, სოფო არ დამიძახოთო 😀 😀

  9. გაგვაგებინე როდის გავა სიუჟეტი! ისე, ფაზანდა რომ ჩამოვა, მარწყვის ტორტზე დაგპატიჟებ, ”ჩერეზ ? ლეტ გენაცვალე” 🙂 🙂
    “სოფიმ თქვა, სოფო არ დამიძახოთო 😀 😀

  10. wow! თურმე ხატავ კიდეც! და მეც ასეთი ისტორია მქონდა ხატვასთან დაკავშირებით: 1 წელი დავდიოდი და ბედნიერი ბავშვი ვიყავი, მერე გამომიყვანეს, რადგან მომავალში მხატვრად ჩემი წარმოდგენა არ სურდათ.. ოღონდ მე გაცილებით პატარა – 6 წლის ვიყავი..
    იცი, რა ვიფიქრე? ყველა ნახატში მუსიკა იგრძნობა, რა ვიცი, ასე დავინახე : )
    რა მასალით ხატავ?
    (ამ კომენტარის დატოვება იქ მინდოდა, მაგრამ რატომღაც ვერ შევძელი : ) )

    • ჩვეულებრივი ტუშის პასტებით ვხატავ. დზირითად თემას მუსიკიდან ვიღებ. თუმცა ამ ბოლო დროს ცხოვრბისეული ფაქტებიც მომაქვს და მუსიკა მეხმარება ხატვაში. ნუ რავი,… 😛
      ისე, დღეს იყვნენ ჩემთან და მასტვენინ-მახატვინეს 🙂 😀 ჰოდა როცა დაამონტაჟებენ, აუცილებლად გაჩვენებთ 😉
      თქვენზე უკეთესს ვის ვაჩვენებ.. 🙂 🙂 🙂 :))))))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s