ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

იდეალური ბალანსი

8 Comments


EARTH3Aდედამიწა რომ რომ მაგარი რამეა, ამაზე სკოლაშიც გვასწავლიდნენ პლასტმასის გლობუსის მეშვეობით. დედამიწა რომ იდეალური რამეა, ამას უფრო გვიან მივხვდი. იდეალურად გაწონასწორებული ბურთი კოსმოსში. ნამდვილად არ მსურს, ვიყო პათეტიკური. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვგრძნობ. ეს გრძნობა კი BBC-ის დოკუმენტური ფილმების ციკლის, “Planet Earth”-ის მეშვეობით დამეუფლა.

ჩვენი დროის ამ წუთებამდე ადამიანები ვქმნით უმნიშვნელოვანეს არქიტექტურულ ძეგლებს, შესანიშნავ ხელოვნების ნიმუშებს, მსოფლიო ქსელს, ვამყარებთ კავშირს ერთმანეთთან, ვაახლოებთ ერებს, ვშლით საზღვრებსა და განსხვავებებს…

ადამიანები ვცდილობთ, რაღაც საყრდენი შევქმნათ, რის მეშვეობითაც ვიარსებებთ. ამდენ ფიქრსა და ცდაში გვავიწყდება, რომ საყრდენი დიდი ხანია შექმნილი გვაქვს და რომ მას 5 მილიარდი წლის გამოცდილება აქვს. ეს დედამიწაა, რომლის მარაგსაც ზოგჯერ გააზრებულად, ზოგჯერ კი გაუაზრებლად ვხარჯავთ. ჩვენ გვინდა, შევქმნათ სიცოცხლის ახალი ჯაჭვი, მაგრამ არ გამოგვდის, იმიტომ, ჩვენ ფეხქვეშ დედამიწაა ანუ ჩვენ უკვე დიდი ხნის წინათ შექმნილი ჯაჭვის ერთი რგოლი ვართ. ყველაზე პრეტენზიული რგოლი.

დედამიწაზე არაფერია ისე იდეალურად გაწონასწორებული და, ამავდროულად, მარად ცოცხალი, როგორც თავად დედამიწა. ავიღოთ, თუნდაც გეოსფერო: დედამიწა დაყოფილია შვიდ უდიდეს გეოლოგიურ ფენად, რომელიც პლანეტას გარედან აკრავს და რომელსაც ჩვენ ნიადაგს ვეძახით. ეს ფენები მარადიულ მოძრაობაშია ერთმანეთთან და ყველა მათგანი ნელ-ნელა დედამიწის სიღრმისკენ მიცოცავს. გამოდის, რომ დედამიწის ქერქი, ადრე თუ გვიან, გაქრება? არა. ქერქის ახალი ფენა ასევე ნელ-ნელა და თანაბრად იზრდება დედამიწის სიღრმიდან. ეს კი ვულკანების ამოფრქვევის საფუძველზე ხდება. მთელი გარე შრე დედამიწისა, ვულკანური წარმონაქმნით არის დაფარული. თურმე მთებიცა და, ზოგადად, მიწაც ცოცხალია და ისიც სადღაც მიისწრაფის.

წყალი… ალბათ, ამით უნდა დამეწყო. დედამიწაც და წყალიც იმავე მოდელს იმეორებენ: წარმოიქმნებიან, გარდაიქმნებიან და ისევ წარმოიქმნებიან. ბუნებრივი ბალანსი ნარჩუნდება არქტიკული და ანტარქტიკული ყინულის საფუძველზე. გოლფსტრიმის თბილი დინება კი ოკეანეში წყლის ტემპერატურასა და მიმოქცევას არეგულირებს. წყალი ორთქლდება და რაც მოსდის, ყველამ ვიცით. ძალიან ბევრი მინდა დავწერო, მაგრამ სწავლებაში არ მინდა ჩამომერთვას.

ცხოველთა სამყაროსაც მოკლედ შევეხები: პლანქტონი გასაოცარი სისწრაფით მრავლდება. იგი ისეთი პატარაა, რომ ერთი ცალი პლანქტონის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ამასთან ერთად, პლანქტონი იმდენად საოცარია, რომ მისი კოლონა კოსმოსიდანაც ჩანს. ამ პლანქტონით იკვებებიან თევზები და სხვადასხვა არამტაცებელი არსებები. მათ კი მტაცებლები ჭამენ. ეს მტაცებლები კი, დასუსტებისას ან უფრო მცირე მტაცებლების მსხვერპლნი ხვდებიან, ან ოკეანის ფსკერზე ილექებიან, სადაც მათ ასევე მიირთმევენ იქაური ბინადრები. დარჩენილი ნივთიერებები ათასი ბაქტერიისა და უმცირესი ზომის არსებების საკვებია. ისინი კი, თავის მხრივ, უფრო დიდი არსებების საკვებს წარმოადგენენ…

ასეა ხმელეთზეც: თუ კალია ფოთლებს ჭამს, ფრინველები კალიებს ჭამენ, ფრინველების ექსკრემენტები კი ისევ ფოთლებს ეხმარება გაზრდაში…

ადამიანი? რა სარგებლობა მოაქვს ადამიანს სხვისთვის? რა სიკეთე მოაქვს ადამიანსს იმ იდეალური ბალანსისათვის, რასაც დედამიწა ჰქვია? მისი გაძღომით რამე სასიკეთო ხდება? ან მისი ექსკრემენტია სასარგებლო რაიმისათვის? ერთადერთი, რითაც ადამიანს სარგებლის მოტანა შეუძლია, ეს მისი შრომის უნარია.

ყველა არსება, თავისი ყოფითა და სიცოცხლით, ერთ-ერთი უმნიშვნელო ელემენტია იდეალური ბალანსის პროცესში, ანუ დედამიწის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში. ადამიანს კი სულაც არ სჭირდება, მოკვდეს იმისთვის, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ცოცხალ ადამიანს გაცილებით მეტი სასიკეთო შეუძლია გააკეთოს ჩვენი პლანეტისათვის. მოდით, გვიყვარდეს ჩვენი პლანეტა. იმიტომ, რომ ადამიანის მიერ შექმნილი ვერც ერთი არმატურის ცათამბრჯენი ვერ შეედრება ბუნების მიერ შექმნილ ცოცხალ მთათა სისტემას. ვერც ერთი შადრევანი ვერ ინქება ისეთი შთამბეჭდავი და სიცოცხლისმოყვარული, როგორც ნებისმიერი ჩანჩქერი. ვერც ერთი ადამიანის მიერ შექმნილი რობოტი ვერ იქნება ისეთი მოაზროვნე, როგორც ბუნების მიერ შექმნილი ადამიანი…

მოკლედ, გვიყვარდეს ჩვენი პლანეტა!

ესეც ჩვენი პლანეტა

Advertisements

8 thoughts on “იდეალური ბალანსი

  1. ფანტასტიური ნამუშევარია! 🙂 ძალიან მომეწონა!

    წყლებზე კი არ ვიცი, ანტარქტიკა დნება და ქვეყნები კი უკვე ‘ომში’ არიან, ვის რა შეხვდება, მაგრამ წყალს რა ეშველება, ეგ არ ვიცი. ცუდათ ვერკვევი საკითხში, თუმცა იმდენს კი ვხვდები, რომ ცვლილებებია მოსალოდნელი.

  2. საოცრად კარგი წერილი იყო! არცერთი არსება არ ვნებს ბუნებას, მხოლოდ ადამიანი – ნებით თუ უნებლიეთ და სამწუხაროდ. არადა, ყოველ წუთს შეგვიძლია სასწაულის შემჩნევა და მისით აღფრთოვანება.. ძალიან ლამაზი ფოტოებია, ანუ ლამაზი პლანეტა გვაქვს : )

    და კიდევ, გმადლობ! : )

  3. უყურეთ Planet Earth-ს!!!
    გთხოვთ 😉

  4. ძალიან კარგი პოსტია! ვეთანხმები ქეთის, ადამიანი არის ერთადერთი არსება, რომელიც ვნებს ბუნებას და ამ იდეალურ ბალანსს არღვევს.

  5. ისა შენი ბლოგი, რომმომწონს ეგ ამბავი არ ახალია ძველია ხომ? მაშინ ისა, მე მიყვარს ჩვენი დედამიწა დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ, ყველას ვფიცავარ…

    პ/ს ჩემ პოსტზე მკითხე რა სიმღერას უსმენდიო… http://www.youtube.com/watch?v=SGTDRztaCCw

    გამიხარდება თუ გულწრფელ შთაბეჭდილებას გამიზიარებ 🙂

  6. მოხიბლული ვარ, არა მართლა მაგარია 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s