ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

უფროს-უმცროსული დარიგებები

6 Comments


childs_hand_holding_mans_hand_id20697851.jpg…მოდით, შევთანხმდეთ იმაზე, რომ გამოცდები ჩვენი ამჟამინდელი ტკივლია და ნუღარ გავიხსენებთ ამ პერმანენტულ უბედურებას 😉
ახლა რაზე უნდა მელაპარაკა/დამეპოსტა დღეს. ბავშვობაში სულ მარიგებდნენ და მასწავლიდნენ მშობლები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორიც კი. დამიძახებდნენ, გამიყვანდნენ შუა გაკვეთილებიდან და, სანამ მის კაბინეტამდე მივიდოდი, გულში სულის კანკალით ვიხსენებდი, რაიმე “ცოდვა” ხომ არ ჩამიდენია ბოლო ხნის განმავლობაში. აბა რას მერჩოდა? …ჰოდა მივიდოდი და ისიც მესაუბრებოდა სკოლის საჭირბოროტო საკითხებზე. სხვათა შორის, ვუსმენდი. მგონი, მაინტერესებდა კიდეც.
ახლა ტემას დავუბრუნდეთ: ვინაიდან თითქმის მთელი ჩემი უფროსი გარემოცვის დარიგებების წვიმით განებივრებული მცენარესავით გავიზარდე, სულ მოველოდი, რომ თუ რამეს ისე არ გავაკეთებდი, ეგრევე წამოვიდოდა რჩევების კორიანტელი. ლოგიკურად, ცნობიერებაში ყველა უფროსი ჩემზე ჭკვიანი და ანგარიშგასაწევი ფიგურა მეგონა. განა, რა არის ამაში ცუდი? მეც ეგრე მეგონა… მაგრამ გავიზარდე და, როცა გონებრივად უკვე დავუახლოვდი იმ უფროსთა წრეს, გავიგე და გავიაზრე მათი საუბარი, ბავშვობაში ჩინურად რომ მეჩვენებოდა, მივხვდი, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან.
თურმე ამდენი რჩევა-დარიგების მომცემ ადამიანსაც გააჩნია ნაკლი. გააჩნია კი არა, ჩემზე მეტიც ჰგონიათ. არადა ბავშვობაში მეგონა, რომ თუ უფროსი გელაპარაკება სიგარეტის მოწევის მავნებლობაზე, არც თვითონ ეწეოდა სიგარეტს. რატომ არიგებს უფროსი უმცროსს და უკრძალავს იმას, რასაც თვითონვე აკეთებს და თავისი სიტყვის უპირატესობას მხოლოდ ასაკით ხსნის? თურმე უფროსებიც ისევე აზროვნებენ, ისეთივე იდიოტური აზრები მოსდით თავში, როგორიც ბავშვობაში ყველას გვქონია. თურმე უფროსი ადამიანიც ცოდვილი, “ცელქი” და “ანცია”. აბა რა საჭიროა უფროსის “მანდატის” გამოყენება და უმცროსებზე დარიგებების, მორალის კითხვისა და აკრძალვის დოგმების კითხვა? სხვა საქმეა, როცა უფროსი საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა და ისე გესაუბრება. მაგრამ დამოძვრა?…
თუ ორივე ასაკობრივი ჯგუფის წევრები, შიგადაშიგ, ერთნაირად “შერეკილია” თავიანთი იდიოტური ფიქრებით, ხომ არ იქნება საჭირო, გადაეხედათ მათი ურთიერთობისათვის? …და ზოგჯერ, პატარებისთვისაც ეცლიათ თვითგამოვლინება?
პირდად მე, ძალიან დიდი პრობლემები შემექმნა, როცა თბილისში ჩამოვედი. მეგონა, ვიღაც ყოველთვის დამარიგებდა და მიკარნახებდა, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. საკუთარ მაგალითზე ვიცი, რასაც ნიშნავს ყოველივე ეს. ასე რომ, თქვენ რას ფიქრობთ?

Advertisements

6 thoughts on “უფროს-უმცროსული დარიგებები

  1. rcheva xshirad kai rame, tundac imistvis rom gaigo sxva ras izavda da kidev ufro zusti gadacyvetileba miigo magram verasodes vitandi damrigebluri xasiatis saubrebs, yoveltvis vsvavdi bevr kitxvebze romlebis umetesobazec ufrosebi an ar/ver mcemdnen pasuxebs an iset sisuleles meubnebodnen rom mikvirda aqedan gamomdinare tavidanve mivxvdi (metad tu naklebad) rom umeteswilad sakutari azri unda mqonoda tumca dgesac arseboben ufrosi taobis adamianebi romelbisas usityvod mjera da zustad imitom rom mat yoveltvis hqondat argumentebi da yoveltvis mpasuxobdnen kargad tu cudad cdilobdnen adamianur enaze aexsnat yvelaferi

  2. ეგ ის პონტია, ბავშვებს რომ სჯერათ დაწყებითებში, მასწავლებლები ტუალეტში არ დადიანო 😀 😀 😀

    უფროსის პატივისცემა კარგია, ოღონდ არა გაფეტიშება, რომ ეგაა და სიბრძნეს აფრქვევს. ბავშვობიდან უნდა მიეჩვიოს ადამიანი ინდივიდუალურად აზროვნებას, რომ მერე სხვადასხვა ავტორიტეტების გავლენის ქვეშ არ მოექცეს.

    • ჰო. მეც დაახლოებით ეგრე მჭირდა. ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებდი, თუ ვერ ვიღებდი… თუ არ მაღებინებდნენ 😀

  3. “არ ვიღებდი” – ანუ, უკვე წარსულში და კარგია : ) მე რჩევებს ვუსმენ, მაგრამ საკუთარ აზრთან ვაჯერებ ხოლმე და მერე ვწყვეტ..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s