ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ნიჭი თუ გარეგნობა?

12 Comments


დღესმსოფლიოს გარეგნობა მართავს. ნიჭი და გარეგანი მომხიბვლელობა (დღეს – სექსუალურობა) საკმაოდ დაუახლოვდა ერთმანეთს. იმდენადაც კი, რომ ერთმანეთის ალტერნატივადაც კი იქცა. ამჟამად იშვიათია, ელა ფიცჯერალდის ხმის მქონე ადამიანი გახდეს ცნობილი ვარსკვლავი, თუ მას ელასივე გარეგნობა აქვს. ვისაც რაიმე ფანტასტიკური ნიჭი აღმოაჩნდება და ძალიან სურს შოუბიზნესში სოლიდური ადგილის დამკვიდრება, იძულებულია, лечь под ножом… 😦

michael jackson 1ამერიკელი ხალხის sex-კერპი (თუ ex-კერპი) მაიკლ ჯექსონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დიდების ცდუნებას ემსხვერპლა. 80-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში ჩატარდა დიდი გამოკითხვა, “როგორი უნდა იყოს ამერიკელი ერის გმირი”. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ასეთი ადამიანი კარგად უნდა მღეროდეს, ცეკვავდეს, იყოს სექსუალური, მოქნილი, ენერგიული, მიმზიდველი გარეგნობის… ჯექსონს ყველაფერი ჰქონდა, გარდა ხალხისათვის მიმზიდველი გარეგნობისა, ამიტომაც მისი ცხოვრებაც სამუდამოდ შეიცვალა პლასტიკური ოპერაციების შემდეგ. როგორც შეიცვალა, რა სიმაღლეებს მიაღწია და რა მდგომარეობაშია ახლა, ეს ყველამ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონის ფაქტი აღიარებულია პლასტიკური ქირურგიის შეცდომად, მსოფლიოში კიდევ ბევრი აგრძელებს თავის ამგვარ დამახინჯებას. შედეგები კი სავალალოა.

კიდევ ბევრი სხვა მსჯელობიდან გამომდინარე, რომლითაც აქ თავს არ შეგაწყენთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი არაჰოლივუდური ან, სერთოდ, არასიმპათიური გარეგნობის მქონე ნიჭიერი ადამიანი, გაპიარების შემთხვევაში, იმისათვის, რომ ტელეგენური და შოუს სტანდარტების შესაფერისი გახდეს, დამახინჯების სერიოზული საფრთხის წინაშე დგება. 2009 წლის 11 აპრილს, ცნობილ შოუში Britans Got Talent, 47 წლის მომღერალმა ქალმა სუზან ბოილმა, საოცარად ლამაზად შესრულებული სიმღერით, კონკურსი მოიგო. ქალბატონი სოფლიდან ბრძანდება და, თავისი ქცევებით, შორსაა დახვეწილობისა და კდემამოსილებისგან. თუმცა სცენაზე გამოსვლის პირველივე წუთებიდანვე ეტყობოდა, რომ გულწრფელი იყო.

ამ უსიმპატიურო ქალის წინააღმდეგ განწყობილი იყო მთელი დარბაზი, მანამ, სანამ სიუზან ბოილმა “I Dreamed A Dream” არ იმღერა. პირველივე ნოტებიდანვე მაყურებლის აბსოლუტური უმრავლესობა მოჯადოვებული გახდა მისი ხმითა და შესრულების სინაზით. სიმღერის შუა ნაწილში ხალხი ფეხზე წამოდგა, ბოლოში კი უკვე აღარავის აინტერესებდა მისი გარეგნობა…

როგორი გაგრძელება შეიძლება მოყვეს ამ კონკიას ისტორიას? შეიძლება თუ არა ეს ქალბატონიც “გადააკეთონ” VOGUE-სა და სხვა ჟურნალების გარეკანის მოთხოვნების შესაბამისად? აქედან გამომდინარე, შეიძლება თუ არა, ეს ახლადაღმოჩენილი ტალანტიც გახდეს სილამაზის მსხვერპლი?…

Advertisements

12 thoughts on “ნიჭი თუ გარეგნობა?

  1. ვიდეო ვერ ვნახე 😐 არადა ძალიან დამაინტერესა, როგორია ეს უსიმპათიურო ქალბატონი.
    ჰოლივუდურ სილამაზეს რაც შეეხება, ხშირად ძალიან ხელოვნურია და ადამიანებს უკარგავს ბუნებრივობას: თოჯინებს ჰგვანან:|

  2. აუ რა მაგარი ხმა აქვს და რა მაგრად მღერის!!!!

  3. მაგარი ქალია!

    ვიდეოს მიმაგრება გაუქმებულია, შეგიძლიათ პირდაპირ Youtube-ის გვერდზე იხილოთ:

  4. მართალი ხარ, ზურა, უბრალოდ, სილამაზეს დიდი ძალა აქვს, სასიამოვნოა და ცხოვრებასაც მერე ლამაზად უყურებ. თოჯინები არა, მაგრამ ზოგჯერ სიუზან ბოილისნაირი ხმის პატრონის ყურებას გირჩევნია დაინახო ნაკლებხმიანი კაილი მინოუგი, ეს ისე უცებ მომივიდა თავში. ამიტომ ძნელია განსაზღვრა რა. სილამაზე ყოველთვის მართავდა მსოფლიოს, გინდა ხელოვნური დავარქვათ, გინდა – დედისმუცლიდან ნაშობი 😉 AND I CHOOSE BEAUTY! 🙂

    • ეგეც გემოვნების ამბავია, სოფო. პირადად მე, როგორც ხელოვნებაზე შეყვარებულს, ლამაზი ხმის პატრონი უფრო მირჩევნია. ლამაზი გარეგნობის ადამიანები ჰოლივუდშიც ბევრია. სხვა საქმეა, რამდენად სცენურია მომღერალი. აი აქ კი ღირს დაფიქრება. თუმცა სცენურობა და გარეგნობა მაინც არ დგას ერთმანეთთან ისე ახლოს, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

  5. ბოილის ფაქტთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმჰო 🙂

  6. შეიძლება გარეგნულად თავიდან არ მოგეწონოს, მაგრამ ზოგი ისეთი საყვარელია :)) როცა მაგალითად დიდი სითბო, დადებითი ენერგია მოდის ადამიანისგან ძნელია არ დაიპყროს გული.

    სუზანს ყოველთვის მონუსხული ვუსმენ და საერთოდ არ მახსენდება მისი გარეგნობა. არ ვიცი რატომ. ისიცაა, რომ ეჩვევა ადამიანი სხვის ნაკლოვანებებს. დროდადრო კი აღარც აქცევს ყურადღებას 🙂

    • გეთანხმები. ეგრე მე ლუჩანო პავაროტის გარეგნობას შევეჩვიე, იმიტომ, რომ ხმამ გადაფარა ყველაფერი… 😉

  7. ეგრე სიმონეს როცა ვუსმენ ან თუნდაც ფიცჯერალდს (როგორც ზურამვე თქვა) არც მე მახსენდება მათი გარეგნობა, მით უმეტეს, რომ ვიდეოს არც ვუყურებ, ჯასთ ჩანაწერებს ვუსმენ 🙂
    ისე, სიუზანი არც მე მყავდა ნანახი, საყვარელი ქალი ყოფილა 🙂

  8. ძაან მაგარიაა :))

  9. me maikl jeksonis pani var tan magari da ar vici exa siuzenma rogor imgera

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s